საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც თავს აარიდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აკეთებს არჩევანს სახელმწიფოს წინააღმდეგ"
"ვინც თავს აარიდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აკეთებს არჩევანს სახელმწიფოს წინააღმდეგ"

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­თა გან­ცხა­დე­ბით, ვინც თავს აა­რი­დებს პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მას, იგი აკე­თებს არ­ჩე­ვანს ერთი კა­ცის ახი­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და აცხა­დებს რომ სა­ხელ­მწი­ფო - ეს სა­ა­კაშ­ვი­ლია.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნილ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის სა­კონ­სტი­ტუ­ციო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს ზღუ­დავს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს. მი­მარ­თვას ხელს აწე­რენ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი და გიგა ბუ­კია.

კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი სა­ჯა­რო, სა­პარ­ლა­მენ­ტო და სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტებ­ში იწ­ვე­ვენ პარ­ლა­მენ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თი­თო­ე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელს თე­მა­ზე - "სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ სა­ქარ­თვე­ლო, დიქ­ტა­ტუ­რა და თუ ხალ­ხის მმარ­თვე­ლო­ბა".

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ზურგს უკან მი­მა­ლულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც პერ­სო­ნა­ლუ­რად არას­დროს არა­ფერ­ზე აგებ­დნენ პა­სუხს, მო­უ­წევთ სა­კუ­თა­რი აზ­რის მკა­ფი­ოდ და­ფიქ­სი­რე­ბა კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე, უნდა ჩა­მო­ერ­თვას თუ არა პრე­ზი­დენტს ხალ­ხის და პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე მთავ­რო­ბის შეც­ვლის უფ­ლე­ბა. ამ სა­კი­თხზე არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას ვე­რა­ვინ ვე­რა­ვის ზურგს ამო­ე­ფა­რე­ბა და ვერც დე­მა­გო­გი­უ­რი ხრი­კე­ბით შეძ­ლებს სხვა თე­მით მის გა­და­ფარ­ვას. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც თავს იწო­ნე­ბენ ხალ­ხის რჩე­უ­ლი სტა­ტუ­სით, თვა­ლი უნდა უნდა გა­უს­წო­რონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­კუ­თარ შვი­ლებს და გა­ნა­ცხა­დონ, "კი" თუ "არა". ეს არის მო­რი­გი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა ორი მეტ­ნაკ­ლე­ბად სწო­რი პა­სუ­ხი არ­სე­ბობ­დეს. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხი იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში რას ემ­სა­ხუ­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, ხალ­ხს თუ დიქ­ტა­ტორს", - ნათ­ქვა­მია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­თა მი­მარ­თვა­ში.

მი­მარ­თვა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ 2004 წელს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ. მი­მარ­თვის მი­ხედ­ვით, ამა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი­სას ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯანი ბუ­კი­კი­ო­მაც მი­უ­თი­თა, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და - არის რიგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­და­უ­დე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­წრა­ფოდ უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი და ეს უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ პარ­ლა­მენ­ტმა და მთავ­რო­ბამ სტა­ბი­ლუ­რად იმუ­შა­ოს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ეს ჩა­ნა­წე­რი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს­თვის, ვი­ნა­ი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლი ახერ­ხებ­და ყვე­ლა­სათ­ვის თვალ­ში ნაც­რის შეყ­რას. მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­მა გა­ხა­და ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი თუ რას­თან და ვის­თან გვაქვს საქ­მე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.

უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თა­ვი­სუ­ფა­ლია სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ში. მათ შე­უძ­ლი­ათ მხა­რი და­უ­ჭი­რონ ამ ცვლი­ლე­ბებს და უარი თქვან წარ­სუ­ლის სი­მა­ხინ­ჯე­ზე და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლი­სა­კენ სწო­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გან. მა­თი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ უარი თქვან ცვლი­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე და ამით მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­სა­გო­ნად გა­ნა­ცხა­დონ თა­ვი­ან­თი ჭეშ­მა­რი­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი ზრახ­ვე­ბი­სა და მო­მავ­ლის ხედ­ვის შე­სა­ხებ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ვინც თავს აარიდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აკეთებს არჩევანს სახელმწიფოს წინააღმდეგ"

"ვინც თავს აარიდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აკეთებს არჩევანს სახელმწიფოს წინააღმდეგ"

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთა განცხადებით, ვინც თავს აარიდებს პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ, ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და აცხადებს რომ სახელმწიფო - ეს სააკაშვილია.

პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს ზღუდავს, "ქართული ოცნების" კოალიციის ლიდერებმა ცენტრალურ ოფისში საგანგებო მიმართვა გაავრცელეს. მიმართვას ხელს აწერენ დავით საგანელიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიგა ბუკია.

კოალიციის ლიდერები საჯარო, საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში იწვევენ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" თითოეულ წარმომადგენელს თემაზე - "სააკაშვილი თუ საქართველო, დიქტატურა და თუ ხალხის მმართველობა".

"წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასდროს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე, უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ამოეფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემით მის გადაფარვას. პარლამენტის წევრებმა, რომლებიც თავს იწონებენ ხალხის რჩეული სტატუსით, თვალი უნდა უნდა გაუსწორონ საზოგადოებას და საკუთარ შვილებს და განაცხადონ, "კი" თუ "არა". ეს არის მორიგი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც მსოფლმხედველობიდან გამომდინარე შეიძლება ორი მეტნაკლებად სწორი პასუხი არსებობდეს. ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული მათგანი, ხალხს თუ დიქტატორს", - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა მიმართვაში.

მიმართვაში ხაზგასმულია, რომ 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი შესაბამისი ცვლილება უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ. მიმართვის მიხედვით, ამაზე რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტისას ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომაც მიუთითა, როდესაც განაცხადა - არის რიგი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ცვლილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული და ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს.

"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი 9 წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა დემოკრატიული სამყაროსთვის, ვინაიდან სააკაშვილი ახერხებდა ყველასათვის თვალში ნაცრის შეყრას. მხოლოდ პარლამენტში ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა გახადა ყველასთვის ნათელი თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე", - აღნიშნულია მიმართვაში.

უმრავლესობის ლიდერები აღნიშნავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს და უარი თქვან წარსულის სიმახინჯეზე და პოლიტიკური მომავლისაკენ სწორი ნაბიჯი გადადგან. მათივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ უარი თქვან ცვლილებების მხარდაჭერაზე და ამით მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადონ თავიანთი ჭეშმარიტი პოლიტიკური ზრახვებისა და მომავლის ხედვის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა