საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდგორები" აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ
"დიდგორები" აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ

წინა კვი­რას, სა­ნამ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სა­ზღვარ­გა­რეთ იყო, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ორი მარშ-ნახ­ტო­მი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. იგი ჯერ ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ას ეს­ტუმ­რა გორ­ში, ხოლო შემ­დეგ თბი­ლის­ში "თბი­ლა­ვი­ამ­შე­ნი" მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ამ მო­უ­ლოდ­ნელ ვი­ზი­ტებს ერთი ლა­იტ­მო­ტი­ვი გას­დევ­და - ახა­ლი მთავ­რო­ბა სამ­ხედ­რო სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ცენ­ტრ "დელ­ტას" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ყო­ფას აპი­რებს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კი­სა და ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბას შე­ა­ჩე­რებ­სო.

არა­და, ერთი თვის წინ, რო­დე­საც "კვი­რის პა­ლიტ­რა" თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ესა­უბ­რა, მან მა­გი­და­ზე მდგარ "დიდ­გო­რის" მო­დელ­ზე მიგ­ვი­თი­თა და გან­გვი­ცხა­და, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა ღო­ნეს იხ­მარ­და, რათა "დელ­ტას" მუ­შა­ო­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი გამ­ხდა­რი­ყო.

ად­რეც ვწერ­დით, რომ "დელ­ტა­ში" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია იყო შე­სუ­ლი და ბოლო წლე­ბის ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს იკ­ვლევ­და. შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ ეს გახ­და ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი მარშ-ნახ­ტო­მის ერთ-ერთი მი­ზე­ზი. მა­ნამ­დე გორ­ში, ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში სტუმ­რო­ბი­სას პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ "დიდ­გო­რე­ბის" გა­ყიდ­ვას, თურ­მე, არც მეტი და არც ნაკ­ლე­ბი - სამ­ხრეთ კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში გეგ­მავ­დნენ...

შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენტს შე­ე­შა­ლა და ჩრდი­ლო კო­რე­ის ნაც­ვლად სამ­ხრეთ კო­რეა ახ­სე­ნა? ვინც სამ­ხრეთ კო­რე­ის სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბას იც­ნობს, ვერ და­ი­ჯე­რებს, რომ იქ ქარ­თუ­ლი "დიდ­გო­რე­ბის" შეს­ყიდ­ვით და­ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, ჩრდი­ლო კო­რე­ა­ში კი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­ყიდ­ვა ხომ სა­ერ­თოდ აბ­სურ­დია ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის ხელ­ში...

პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლამ რო­გორც ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში, ისე "თბი­ლა­ვი­ამ­შე­ნის" სა­ამ­წყო­ბო სა­ამ­ქრო­ში, "თბი­ლა­ვი­ამ­შე­ნის" აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი და ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რე­ბი აღაშ­ფო­თა.

"კვი­რის პა­ლიტ­რას" და­უ­კავ­შირ­და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თბი­ლა­ვი­ამ­შე­ნის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნო­დარ ბე­რი­ძე, რო­მელ­მაც და­უ­ფა­რა­ვად თქვა ის, რის თქმა­საც ბოლო წლებ­ში ვერც ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი ვერ ბე­დავ­და: "პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის გუნდს "დიდ­გო­რე­ბი" თუ "ლა­ზი­კე­ბი", რომ­ლე­ბი­თაც ასე ამა­ყობს, მხო­ლოდ აღ­ლუ­მი­დან აღ­ლუ­მამ­დე თუ ახ­სენ­დე­ბო­დათ. დღემ­დე ეს ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც "თბი­ლა­ვი­ამ­შენ­მა" აა­წყო, ისევ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დგას და სა­ა­კაშ­ვი­ლის მოს­ვლის დროს სა­ამ­წყო­ბო სა­ამ­ქრო­ში გა­მო­ფე­ნენ ხოლ­მე. 2011 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არც "დიდ­გო­რე­ბი", არც "ლა­ზი­კე­ბი" თუ "გრადკ­რა­ზე­ბი" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არ წა­უ­ღია და არც "თბი­ლა­ვი­ამ­შე­ნის­თვის" გა­და­უხ­დია თან­ხა.

შე­დე­გად, სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნას და­უგ­როვ­და ვალი - ბი­უ­ჯე­ტი­სა და ბან­კე­ბის, რა­საც ყო­ველ­თვი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 400 ათა­სი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­უ­რა­ვი და პრო­ცენ­ტი ერი­ცხე­ბა. პრე­ზი­დენტს მინ­და ვკი­თხო: რო­დე­საც აცხა­დებს, ხე­ლახ­ლა შევ­ქმე­ნით დან­გრე­უ­ლი და გა­ძარ­ცუ­ლი ქარ­ხა­ნაო, რა­ტომ არ გვაძ­ლევ­და სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თებს თუნ­დაც 2004 წლი­დან და რა­ტომ არე­მონ­ტებ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო შვე­ულმფრე­ნებს უკ­რა­ი­ნა­ში იმა­ზე ორ­ჯერ ძვი­რად, ვიდ­რე "თბი­ლა­ვი­ამ­შენს" შე­ეძ­ლო მათი გა­რე­მონ­ტე­ბა? 2010 წლი­დან, რო­დე­საც "თბი­ლა­ვი­ამ­შე­ნი" "დელ­ტას" დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­და, გა­მოჩ­ნდა სა­მუ­შაო, მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ხელ­ფა­სი მო­ე­მა­ტათ, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, ქარ­ხა­ნამ და­კარ­გა სა­ა­ვი­ა­ციო პრო­ფი­ლი და რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხის მარ­თვის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა თვალს ახა­რებს აღ­ლუ­მებ­ზე "დიდ­გო­რი­სა" თუ "ლა­ზი­კის" ჩავ­ლა, მაგ­რამ ეს არ არის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

"დიდგორები" აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ

"დიდგორები" აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ

წინა კვირას, სანამ თავდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ იყო, საქართველოს პრეზიდენტმა ორი მარშ-ნახტომი განახორციელა. იგი ჯერ ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა გორში, ხოლო შემდეგ თბილისში "თბილავიამშენი" მოინახულა.

ამ მოულოდნელ ვიზიტებს ერთი ლაიტმოტივი გასდევდა - ახალი მთავრობა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" თავდაცვის სამინისტროდან გამოყოფას აპირებს, რაც საქართველოში საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის წარმოებას შეაჩერებსო.

არადა, ერთი თვის წინ, როდესაც "კვირის პალიტრა" თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ესაუბრა, მან მაგიდაზე მდგარ "დიდგორის" მოდელზე მიგვითითა და განგვიცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს იხმარდა, რათა "დელტას" მუშაობა უფრო ეფექტური გამხდარიყო.

ადრეც ვწერდით, რომ "დელტაში" თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იყო შესული და ბოლო წლების ფინანსურ ოპერაციებს იკვლევდა. შეიძლება, სწორედ ეს გახდა ზემოთ ნახსენები მარშ-ნახტომის ერთ-ერთი მიზეზი. მანამდე გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "დიდგორების" გაყიდვას, თურმე, არც მეტი და არც ნაკლები - სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში გეგმავდნენ...

შეიძლება პრეზიდენტს შეეშალა და ჩრდილო კორეის ნაცვლად სამხრეთ კორეა ახსენა? ვინც სამხრეთ კორეის სამხედრო მრეწველობას იცნობს, ვერ დაიჯერებს, რომ იქ ქართული "დიდგორების" შესყიდვით დაინტერესდებოდნენ, ჩრდილო კორეაში კი სამხედრო ტექნიკის გაყიდვა ხომ საერთოდ აბსურდია ამერიკელი პარტნიორების ხელში...

პრეზიდენტის გამოსვლამ როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ისე "თბილავიამშენის" საამწყობო საამქროში, "თბილავიამშენის" აქციონერები და ყოფილი პარტნიორები აღაშფოთა.

"კვირის პალიტრას" დაუკავშირდა სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი ნოდარ ბერიძე, რომელმაც დაუფარავად თქვა ის, რის თქმასაც ბოლო წლებში ვერც ერთი ოფიციალური პირი ვერ ბედავდა: "პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს "დიდგორები" თუ "ლაზიკები", რომლებითაც ასე ამაყობს, მხოლოდ აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ. დღემდე ეს ტექნიკა, რომელიც "თბილავიამშენმა" ააწყო, ისევ ჩვენს ტერიტორიაზე დგას და სააკაშვილის მოსვლის დროს საამწყობო საამქროში გამოფენენ ხოლმე. 2011 წლიდან მოყოლებული არც "დიდგორები", არც "ლაზიკები" თუ "გრადკრაზები" თავდაცვის სამინისტროს არ წაუღია და არც "თბილავიამშენისთვის" გადაუხდია თანხა.

შედეგად, საავიაციო ქარხანას დაუგროვდა ვალი - ბიუჯეტისა და ბანკების, რასაც ყოველთვიურად დაახლოებით 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობის საურავი და პროცენტი ერიცხება. პრეზიდენტს მინდა ვკითხო: როდესაც აცხადებს, ხელახლა შევქმენით დანგრეული და გაძარცული ქარხანაო, რატომ არ გვაძლევდა სახელმწიფო შეკვეთებს თუნდაც 2004 წლიდან და რატომ არემონტებდა თავდაცვის სამინისტრო შვეულმფრენებს უკრაინაში იმაზე ორჯერ ძვირად, ვიდრე "თბილავიამშენს" შეეძლო მათი გარემონტება? 2010 წლიდან, როდესაც "თბილავიამშენი" "დელტას" დაქვემდებარებაში გადავიდა, გამოჩნდა სამუშაო, მუშა-მოსამსახურეებს ხელფასი მოემატათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ქარხანამ დაკარგა საავიაციო პროფილი და რაც ყველაზე ცუდია, საერთაშორისო ხარისხის მართვის სერტიფიკატები. შეიძლება თვალს ახარებს აღლუმებზე "დიდგორისა" თუ "ლაზიკის" ჩავლა, მაგრამ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე