შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამივე რაიონულ სამმართველოში იმ პირთა დაკითხვები მიმდინარეობს, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტომ წინასაარჩევნოდ, დასაქმების მიზნით, ხელშეკრულებები გაუფორმა. შსს გურიის სამივე რაიონული სამმართველო პროკურატურის დავალებას ასრულებს, აღნიშნულ საქმეს პროკურატურა სწავლობს.
"მოქალაქეებს ხელშეკრულებებს, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტო უფორმებდა. ფიზიკურად ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდებოდა აღნიშნული უწყების რაიონულ განყოფილებებში" - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსმა ვასილ ხომერიკმა.