კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში"
"კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში"

გა­სულ კვი­რას გიგი უგუ­ლა­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­სა­კი­თხად და­ი­ბა­რეს. მი­ზე­ზი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და აგი­ტა­ტო­რე­ბის და­კი­თხვა გახ­და, რომ­ლებ­მაც აღი­ა­რეს, რომ ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბას პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის იღებ­დნენ. აგი­ტა­ტო­რე­ბი შპს "თბილ­სერ­ვისჯ­გუფ­ში" იყ­ვნენ გა­ფორ­მე­ბუ­ლი და წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ევა­ლე­ბო­დათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა "ახ­სნა", - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ბუნ­კე­რე­ბის გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე ურ­თი­ერ­თობ­დნენ და ხელ­ფა­სებ­საც ამი­ტომ ვუხ­დი­დი­თო. "თბილ­სერ­ვისჯ­გუფ­ში" და­საქ­მე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდნენ "თე­ატ­რა­ლუ­რის კვარ­ტე­ტის" მომ­ღერ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც სპე­ცალ­პი­ნისტ-დამ­გვე­ლე­ბად იყ­ვნენ გა­ფორ­მე­ბუ­ლი(?!).

გა­სულ კვი­რას კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის სხვა ფაქ­ტე­ბიც იყო სა­ინ­ტე­რე­სო. მა­გა­ლი­თად, კე­ზე­რაშ­ვილს ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კო­ნი­ა­კე სპირ­ტის წარ­მო­ე­ბის ლო­ბი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 12 მი­ლი­ო­ნის ქრთა­მად აღე­ბის ფაქ­ტი ამო­უ­ქე­ქეს. ეს უკა­ნას­კნე­ლი ის­რა­ელ­შია და, რო­გორც ჩანს, მშვი­და­დაც არის. რაც შე­ე­ხე­ბა უგუ­ლა­ვას, მან ლა­მის ქოში ყარა, აქა­ო­და, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს დევ­ნი­ა­ნო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და. თუმ­ცა, მის გარ­და, სხვა აღ­შფო­თე­ბუ­ლი და და­სამ­შვი­დე­ბე­ლი არა­ვინ ყო­ფი­ლა.

"კვი­რის პა­ლიტ­რას" საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ჯაბა სა­მუ­შია ესა­უბ­რა:

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თა­ვის აქ­ტი­ვის­ტებს სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბით აფი­ნან­სებ­და, ე. ი. ფულს თბი­ლი­სე­ლებს სძა­ლავ­და. ჯერ კი­დევ მა­ნამ, ვიდ­რე "თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფი" შე­იქ­მნე­ბო­და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­თან და ისი­ნი ბი­უ­ჯე­ტი­დან იღებ­დნენ ფულს. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ 700 აქ­ტი­ვის­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­თაც ეგო­ნათ, რომ ფულს პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის იღებ­დნენ და წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­დათ, რა ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო "თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფი", რა სა­მუ­შაო უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მას. ახლა დე­და­ქა­ლა­ქის მერი კი­თხუ­ლობს, ხალ­ხს თუ ვა­საქ­მებ­დი, ეს ცუ­დი­აო? დიახ, ცუ­დია, რო­დე­საც და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში ასაქ­მებ ადა­მი­ა­ნებს და მათ იცი­ან, რომ თქვენ­გან ფულს პარ­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის იღე­ბენ. ისიც ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ხალ­ხს თვალ­ში ნა­ცარს აყ­რით და ტყუ­ილს დღემ­დე ვერ გა­და­ეჩ­ვი­ეთ.

თა­ვის დრო­ზე, როცა და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხად­ზე მიბ­მა გა­და­წყდა, "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო­ში არ­გუ­მენ­ტად ის მო­იშ­ვე­ლია, რომ და­სუფ­თა­ვე­ბის სფე­რო­ში 48 მი­ლი­ო­ნი იხარ­ჯე­ბო­და. ამი­ტომ თურ­მე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, გა­ე­ზარ­დათ გა­და­სა­ხა­დი. ახლა კი ირ­კვე­ვა, რომ 5 მი­ლი­ო­ნი ლარი, რაც აქ­ტი­ვის­ტებ­ზე და­ი­ხარ­ჯა, ტყუ­ი­ლად შე­ა­წე­რეს თბი­ლი­სე­ლებს. მი­ა­ბეს თუ არა ნაგ­ვის გა­და­სა­ხა­დი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხადს, "თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფი" თვით­და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­და­ვი­და(!). ამ­გვა­რად, ჩვე­ნი ჯი­ბე­ე­ბი­დან ზედ­მე­ტად ამო­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით და­ა­ფი­ნან­სეს აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ვფიქ­რობ, დე­და­ქა­ლა­ქის მა­ფი­ო­ზი მე­რის ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, იმა­საც გა­ვი­გებთ, რა ფული იხარ­ჯე­ბო­და ზონ­დერე­ბის შე­სა­ნა­ხად. სხვა­თა შო­რის, "თბილ­სერ­ვისჯ­გუფ­ში" გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი ისე­თი ოდე­ნო­ბის თან­ხებს იღებ­დნენ, რაც სა­ოც­ნე­ბო იყო და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში"

"კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში"

გასულ კვირას გიგი უგულავა პროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს. მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და აგიტატორების დაკითხვა გახდა, რომლებმაც აღიარეს, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან ანაზღაურებას პარტიული საქმიანობისთვის იღებდნენ. აგიტატორები შპს "თბილსერვისჯგუფში" იყვნენ გაფორმებული და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, სინამდვილეში რა ევალებოდათ.

მოგვიანებით დედაქალაქის მერმა "ახსნა", - ეს ადამიანები მოსახლეობასთან ბუნკერების გაუქმების თაობაზე ურთიერთობდნენ და ხელფასებსაც ამიტომ ვუხდიდითო. "თბილსერვისჯგუფში" დასაქმებული აღმოჩნდნენ "თეატრალურის კვარტეტის" მომღერლებიც, რომლებიც სპეცალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებული(?!).

გასულ კვირას კორუფციასთან ბრძოლის სხვა ფაქტებიც იყო საინტერესო. მაგალითად, კეზერაშვილს ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოების ლობირების სანაცვლოდ, 12 მილიონის ქრთამად აღების ფაქტი ამოუქექეს. ეს უკანასკნელი ისრაელშია და, როგორც ჩანს, მშვიდადაც არის. რაც შეეხება უგულავას, მან ლამის ქოში ყარა, აქაოდა, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს დევნიანო და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. თუმცა, მის გარდა, სხვა აღშფოთებული და დასამშვიდებელი არავინ ყოფილა.

"კვირის პალიტრას" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ესაუბრა:

- "ნაციონალური მოძრაობა" თავის აქტივისტებს საბიუჯეტო თანხებით აფინანსებდა, ე. ი. ფულს თბილისელებს სძალავდა. ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე "თბილსერვისჯგუფი" შეიქმნებოდა, ხელშეკრულებები იყო გაფორმებული "ნაცმოძრაობის" აქტივისტებთან და ისინი ბიუჯეტიდან იღებდნენ ფულს. როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურამ 700 აქტივისტი გამოავლინა, რომელთაც ეგონათ, რომ ფულს პარტიული საქმიანობისთვის იღებდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ორგანიზაცია იყო "თბილსერვისჯგუფი", რა სამუშაო უნდა შეესრულებინა მას. ახლა დედაქალაქის მერი კითხულობს, ხალხს თუ ვასაქმებდი, ეს ცუდიაო? დიახ, ცუდია, როდესაც დასუფთავების სამსახურში ასაქმებ ადამიანებს და მათ იციან, რომ თქვენგან ფულს პარტიული მუშაობისთვის იღებენ. ისიც ძალიან ცუდია, რომ ხალხს თვალში ნაცარს აყრით და ტყუილს დღემდე ვერ გადაეჩვიეთ.

თავის დროზე, როცა დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა გადაწყდა, "ნაცმოძრაობამ" დედაქალაქის საკრებულოში არგუმენტად ის მოიშველია, რომ დასუფთავების სფეროში 48 მილიონი იხარჯებოდა. ამიტომ თურმე იძულებული გახდნენ, გაეზარდათ გადასახადი. ახლა კი ირკვევა, რომ 5 მილიონი ლარი, რაც აქტივისტებზე დაიხარჯა, ტყუილად შეაწერეს თბილისელებს. მიაბეს თუ არა ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს, "თბილსერვისჯგუფი" თვითდაფინანსებაზე გადავიდა(!). ამგვარად, ჩვენი ჯიბეებიდან ზედმეტად ამოღებული ფულით დააფინანსეს აქტივისტები. ვფიქრობ, დედაქალაქის მაფიოზი მერის ყველა დანაშაულებრივი ქმედება უახლოეს მომავალში გამოძიებული იქნება. ალბათ, იმასაც გავიგებთ, რა ფული იხარჯებოდა ზონდერების შესანახად. სხვათა შორის, "თბილსერვისჯგუფში" გაფორმებული აქტივისტები ისეთი ოდენობის თანხებს იღებდნენ, რაც საოცნებო იყო დასუფთავების სამსახურის სხვა თანამშრომლებისთვის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა