სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იცეკვეს სუხიშვილებმა უკრაინული ტურნეს დასაწყისში კოსტიუმების გარეშე?
რატომ იცეკვეს სუხიშვილებმა უკრაინული ტურნეს დასაწყისში კოსტიუმების გარეშე?

ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნე უკ­რა­ი­ნა­ში 30 იან­ვარს და­ი­წყო, მაგ­რამ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი ჩერ­ნი­გოვ­ში კი­ნა­ღამ ჩა­ი­შა­ლა. ამის მი­ზე­ზი აე­რო­პორ­ტის და­უ­დევ­რო­ბა გახ­და, რო­მელ­მაც "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბით სავ­სე 26 ჩე­მო­და­ნი და­კარ­გა. უკ­რა­ი­ნულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია ТСН-მა ჩერ­ნი­გოვ­ში სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­მარ­თულ კონ­ცერტს სი­უ­ჟე­ტი მი­უ­ძღვნა.

"ნა­ტუ­რა­ლუ­რი აბ­რე­შუ­მის­გან შე­კე­რი­ლი კა­ბე­ბი, მა­მა­კა­ცის სა­მო­სე­ლი უნი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ცეკ­ვას გა­სა­ო­ცარ შოუდ აქ­ცევს. თუმ­ცა გა­მოც­დილ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა - ნინო და ილია სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა ჩერ­ნი­გო­ვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის შოუს მო­წყო­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს. მა­ყუ­რე­ბელ­მა ან­სამ­ბლის გა­მოს­ვლა ხან­გრძლი­ვი და მხურ­ვა­ლე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა", - იუ­წყე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტი.

"მთე­ლი კონ­ცერ­ტი სა­ხელ­და­ხე­ლოდ დავ­დგით. სა­ნამ გა­ვარ­კვი­ეთ, რა გვაკ­ლდა, რო­მე­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი არ გვქონ­და, ბევ­რი მო­ცეკ­ვა­ვე სცე­ნა­ზე ვერ გა­ვი­და, ვი­ნა­ი­დან მათ ჩა­საც­მე­ლი არ ჰქონ­დათ. თუმ­ცა მა­ინც და­ვაღ­წი­ეთ თავი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სა­ღა­მო იყო", - ამ­ბობს ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი.

კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჩე­მოდ­ნე­ბი იპო­ვეს და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი მომ­დევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ზე სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით წარ­სდგე­ბი­ან.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ იცეკვეს სუხიშვილებმა უკრაინული ტურნეს დასაწყისში კოსტიუმების გარეშე?

რატომ იცეკვეს სუხიშვილებმა უკრაინული ტურნეს დასაწყისში კოსტიუმების გარეშე?

ქართული ნაციონალური ბალეტის საგასტროლო ტურნე უკრაინაში 30 იანვარს დაიწყო, მაგრამ "სუხიშვილების" პირველი კონცერტი ჩერნიგოვში კინაღამ ჩაიშალა. ამის მიზეზი აეროპორტის დაუდევრობა გახდა, რომელმაც "სუხიშვილების" ძვირადღირებული კოსტიუმებით სავსე 26 ჩემოდანი დაკარგა. უკრაინულმა ტელეკომპანია ТСН-მა ჩერნიგოვში სახელდახელოდ გამართულ კონცერტს სიუჟეტი მიუძღვნა.

"ნატურალური აბრეშუმისგან შეკერილი კაბები, მამაკაცის სამოსელი უნიკალური გაფორმებით და, რაც მთავარია, რეკვიზიტები, რომლებიც ცეკვას გასაოცარ შოუდ აქცევს. თუმცა გამოცდილმა ხელოვანებმა - ნინო და ილია სუხიშვილებმა ჩერნიგოველი მაყურებლისთვის შოუს მოწყობა მაინც მოახერხეს. მაყურებელმა ანსამბლის გამოსვლა ხანგრძლივი და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა", - იუწყება ტელეკომპანიის ჟურნალისტი.

"მთელი კონცერტი სახელდახელოდ დავდგით. სანამ გავარკვიეთ, რა გვაკლდა, რომელი კოსტიუმები არ გვქონდა, ბევრი მოცეკვავე სცენაზე ვერ გავიდა, ვინაიდან მათ ჩასაცმელი არ ჰქონდათ. თუმცა მაინც დავაღწიეთ თავი ამ მდგომარეობას, ექსტრემალური საღამო იყო", - ამბობს ნინო სუხიშვილი.

კონცერტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჩემოდნები იპოვეს და მოცეკვავეები მომდევნო კონცერტებზე სრული შემადგენლობით წარსდგებიან.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება