მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუერტო-რიკოში დაბადებული ქართველ-ჩინელი გოგონას ამბავი
პუერტო-რიკოში დაბადებული ქართველ-ჩინელი გოგონას ამბავი

მო­დე­ლი ნინა ფო­ცხიშ­ვი­ლი 13 წლი­საა, თუმ­ცა უფრო დი­დის შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. სამი თვეა, რაც სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლი­ში" სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო და მო­დე­ლის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ვი­ნა­ი­დან ტექ­ნი­კურ საგ­ნებს კარ­გად სწავ­ლობს და მის ნა­თე­სა­ურ წრე­ში თით­ქმის ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ად ვერც მო­დე­ლო­ბას ხე­დავს, ვერც სიმ­ღე­რას, თუმ­ცა კი "ნუ­ცას სკო­ლა­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და და დღე­საც ფიქ­რობს, რო­მე­ლი­მე მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს.

ნინა ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლის ახა­ლი კლი­პი­დან გა­ვი­ცა­ნით, სა­დაც რუსა ჩა­ჩუ­ა­სა და კრის­ტი ყიფ­ში­ძეს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ნო­დი­კოს მისი ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" უნა­ხავს და მისი ეგ­ზო­ტი­კუ­რი გა­რეგ­ნო­ბით მო­ხიბ­ლუ­ლა. ნინა ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია, ნა­ხევ­რად - ჩი­ნე­ლი. დედა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს, ნინა კი 4 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან, კარ­ლო ფო­ცხიშ­ვილ­თან, ბე­ბი­ა­სა და ძი­ძებ­თან იზ­რდე­ბა. ნი­ნას პა­ტა­რა და ჰყავს, რო­მე­ლიც 10 წლი­საა.

- 13 წლის ვარ, მაგ­რამ უფრო დიდს ვგა­ვარ. ყვე­ლას 16-17 წლის ვგო­ნი­ვარ. ისე, აზ­როვ­ნე­ბი­თაც უფრო დიდი ვარ, ვიდ­რე 13 წლის გო­გო­ნას შე­ე­ფე­რე­ბა. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ჩემს თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი ვი­ყა­ვი.

- სი­მაღ­ლის გარ­და ისიც გა­მო­გარ­ჩევს, რომ ჩი­ნე­ლის გა­რეგ­ნო­ბა გაქვს.

- ეს გა­რეგ­ნო­ბა დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. დედა ჩი­ნე­ლია, მამა - ქარ­თვე­ლი.

- რო­გორ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს?

- მამა ბიზ­ნეს­მე­ნია. ჩი­ნეთ­ში ჰქონ­და ბიზ­ნე­სი და იქ მუ­შა­ობ­და. გა­იც­ნო დე­და­ჩე­მი, უფრო ვრცლად მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი არ ვიცი. მერე და­ქორ­წინ­დნენ, ჯერ მე გავჩნდი, შემ­დეგ - ჩემი და. მე და ჩემი და მა­მას­თან, ბე­ბი­ა­სა და ძი­ძებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობთ (იღი­მე­ბა).

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­დე?

- არა, მექ­სი­კა­ში, ქა­ლაქ პუ­ერ­ტო-რი­კო­ში. შემ­დეგ ჩი­ნეთ­ში ჩა­ვე­დით, რად­გან დედა ორ­სუ­ლად იყო. მერე კი, რო­დე­საც 4 წლის გავ­ხდი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დით.

- იცი ჩი­ნუ­რი?

- არა. მინ­და, ვის­წავ­ლო, მაგ­რამ ჯერ მინ­და, რუ­სულ­სა და ინ­გლი­სურს და­ვე­უფ­ლო კარ­გად. მგო­ნია, რომ ჩი­ნუ­რის სწავ­ლა არ გა­მიძ­ნელ­დე­ბა, რად­გან მა­ინც გე­ნე­ტი­კა­ში მაქვს.

- სკო­ლა­ში სწავ­ლობ?

- მერ­ვეკ­ლა­სე­ლი ვარ. კერ­ძო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ.

- თავს უცხოდ არ გრძნობ­დი, როცა პა­ტა­რა იყა­ვი?

- თა­ვი­დან­ვე ასე იყო, რად­გან ხში­რად მი­ყუ­რებ­დნენ უცხო­ე­ბი, იყო კო­მენ­ტა­რე­ბი, ცუ­დიც და კარ­გიც. ბავ­შვებს არას­დროს არა­ფე­რი უთ­ქვამთ, უფრო დი­დებს. რომ და­მი­ნა­ხავ­დნენ, ჩი­ნე­ლიო, ამ­ბობ­დნენ და უსი­ა­მოვ­ნოდ მი­ყუ­რებ­დნენ. ეს ადრე ხდე­ბო­და, მაგ­რამ ახლა უკვე აღარ ხდე­ბა. სუფ­თა ჩი­ნე­ლის ტი­პა­ჟი არც ვარ, რად­გან ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი ვარ, უფრო სხვა­ნა­ი­რი გა­რეგ­ნო­ბა მაქვს. ის ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი ხში­რად არ უთ­ქვამთ, ათას­ში ერთხელ იყო, მაგ­რამ მა­ინც და­მა­მახ­სოვ­რდა. ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ კომ­პლი­მენ­ტებს ჩემი გა­რეგ­ნო­ბის გამო. პა­ტა­რა­ო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა მაქვს და ამა­ზე არას­დროს მი­ნერ­ვი­უ­ლია.

- მამა რას საქ­მი­ა­ნობს ამ­ჟა­მად?

- ახ­ლაც ბიზ­ნეს­შია. კარ­ლო ჰქვია.

- რო­გო­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­ი­ზარ­დე?

- მამა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გვზრდი­და მეც და ჩემს და­საც, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით. ოჯახ­ში ამა­ზე ყუ­რად­ღე­ბას არ ამახ­ვი­ლებ­დნენ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვარ. მეც და ჩემი დაც მო­ნათ­ლუ­ლე­ბი ვართ. 3 წლის ვი­ყა­ვი, როცა მომ­ნათ­ლეს.

- მო­დე­ლო­ბა რო­გორ გა­და­წყვი­ტე?

- სა­ნამ მო­დე­ლო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი, მა­ნამ­დე სიმ­ღე­რით და­ვინ­ტე­რეს­დი. 7 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გა­მოვ­ჩნდი. "ბას­ტი-ბუ­ბუ­ში" დავ­დი­ო­დი და სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე. "ბას­ტი-ბუ­ბუ­ში" სკო­ლი­დან მოვ­ხვდი, პა­ტა­რე­ბის ასარ­ჩე­ვად იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი. "თბი­ლი­სოს" ვმღე­რო­დი. შემ­დეგ "ნუ­ცას სკო­ლა­ში" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

წინა წლის ზამ­თარს ფო­ტოგ­რაფ ქეთა გვი­ნე­ბა­ძეს­თან პირ­ვე­ლი ფო­ტო­სე­სია მქონ­და. რად­გან პირ­ვე­ლად ვი­დე­ქი კა­მე­რის წინ, არ ვი­ცო­დი, რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ კარ­გი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ვი­და. როცა ფო­ტო­ე­ბი ახ­ლობ­ლებს ვაჩ­ვე­ნე, ყვე­ლას მო­ე­წო­ნა.

- სა­ა­გენ­ტო­ში რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც მიხ­ვე­დი?

- "ნა­ტა­ლი­ში" ჩემი სურ­ვი­ლით მი­ვე­დი სამი თვის წინ. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი მეხ­მა­რე­ბო­და სა­ა­გენ­ტოს არ­ჩე­ვა­ში. რამ­დე­ნი­მე სა­ა­გენ­ტოს პი­რო­ბას გა­ვე­ცა­ნი და ბო­ლოს "ნა­ტა­ლი" შე­ვარ­ჩიე. 13 წლის რად­გან ვარ, უკვე დრო დად­გა, რომ სა­ა­გენ­ტო მე­პო­ვა. ყვე­ლაფ­რის გაკ­ვე­თი­ლი გვაქვს, ცეკ­ვის, დი­ზა­ი­ნის, იმის, რაც მო­დელს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა. გვას­წავ­ლი­ან, რო­გორ გა­ვი­კე­თოთ მა­კი­ა­ჟი.

- შენ ალ­ბათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­კი­ა­ჟი გჭირ­დე­ბა.

- ვი­ზა­ჟის­ტებს უთ­ქვამთ ჩემ­თვის, სა­ინ­ტე­რე­სო სახე გაქვს და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დით შენ­თა­ნო. ახლა ვი­ზა­ჟის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბას ვსწავ­ლობთ, მალე უფრო რთულ მა­კი­აჟ­საც გვას­წავ­ლი­ან, გა­მო­სას­ვლელ და სა­ღა­მოს მა­კი­ა­ჟებს. მო­დელ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა იცო­დეს.

- ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა რო­გორ გი­პო­ვა?

- ვიცი, რომ "ფე­ის­ბუქ­ზე" ნახა ფო­ტო­ე­ბი, შემ­დეგ კრის­ტიმ და­მა­კავ­ში­რა ნო­დი­კოს­თან. კა­მე­რის წინ პირ­ვე­ლად არ აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ. ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ გა­და­მი­ღო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში, სა­ხე­ლად "ენ­ტრე". მთა­ვა­რი როლი მქონ­და, ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ვი­ღებ­დით, პერ­სო­ნა­ჟე­ბი გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ას სა­მოს­ში ვი­ყა­ვით გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი. სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მია, მაგ­რამ ძა­ლი­ან არ შე­გე­შინ­დე­ბათ (იცი­ნის). ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრე­მი­ე­რა არ ყო­ფი­ლა, 5-წუ­თი­ა­ნი ფილ­მი გა­მო­ვი­და.

- ნო­დი­კოს კლი­პის გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ვი­გე, ტექ­სტი ვერ და­გი­მახ­სოვ­რე­ბი­ათ.

- მარ­თლა არ ვი­ცო­დით. წინა სა­ღა­მოს გა­მო­მიგ­ზავ­ნა ტექ­სტი, მე­ო­რე დღეს რომ მი­ვე­დი, ნო­დი­კომ მი­თხრა, ახლა ტექ­სტი ჩა­მა­ბა­რეო. რა თქმა უნდა, არ ვი­ცო­დი, არა მარ­ტო მე, არა­მედ რუს­კა­საც და კრის­ტი­საც არ სცოდ­ნი­ათ. მერე ნო­დი­კო კა­მე­რის უკან დად­გა და სი­ტყვებს ხმა­მაღ­ლა გვიყ­ვი­რო­და. გა­და­ღე­ბებ­ზე ძა­ლი­ან გა­ვერ­თეთ.

- ნო­დი­კო ძა­ლი­ან მო­გი­ხიბ­ლავს. თა­ვად ასე გვი­თხრა.

- ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს.

- სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ?

- კი, ნორ­მა­ლუ­რად (იღი­მე­ბა). დავ­დი­ვარ მა­თე­მა­ტი­კა­ზე. ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი უფრო მე­ხერ­ხე­ბა.

- პო­დი­უმ­ზე გა­მო­სულ­ხარ?

- დე­ბი­უ­ტი მქონ­და ახ­ლან­დელ თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე. ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. პირ­ვე­ლად გა­მოვ­დი­ო­დი და ეგ­რე­ვე მო­დის კვი­რე­ულ­ზე აღ­მოვ­ჩნდი. ბევრ დი­ზა­ი­ნერ­თან გა­მო­ვე­დი, მათ შო­რის ავ­თან­დილ­თან. მე­ში­ნო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ ღირ­და. პო­დი­უმ­ზე თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძე­ნი. როცა პო­დი­უმ­ზე გა­დი­ხარ, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ.

- გინ­და, მო­დე­ლი გახ­დე?

- არა, მო­დე­ლო­ბა ჩემი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია არ იქ­ნე­ბა. მინ­და, ტექ­ნი­კუ­რი კუ­თხით წა­ვი­დე, მარ­კე­ტინ­გი, ბიზ­ნე­სი... მინ­და, მა­მის კვალს გავ­ყვე. გე­ნებ­ში მაქვს, ყვე­ლა ჩემ გარ­შე­მო ან მა­თე­მა­ტი­კო­სია, ან ბი­ო­ლო­გი, ან ქი­მი­კო­სი (იცი­ნის).

- მა­მას თუ მოს­წონს, მო­დე­ლო­ბით რომ და­ინ­ტე­რეს­დი?

- არ უთ­ქვამს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ დი­დად არ მოს­წონს. პო­დი­უმ­ზე რომ გა­მოვ­დი­ო­დი, არ მო­სუ­ლა, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ გახ­ლავთ. ისე, აინ­ტე­რე­სებს და ამ­ბებს კი­თხუ­ლობს ხოლ­მე.

- შენი და რო­გო­რი გო­გოა?

- ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი. მე ასე­თი ჯი­უ­ტი არ ვარ. დები ხში­რად ჩხუ­ბო­ბენ, მაგ­რამ ის ჩემი ცხოვ­რე­ბაა, ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ჩემს ფო­ტო­ებს ათ­ვა­ლი­ე­რებს და მოს­წონს. ერ­თა­დაც გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, მაგ­რამ მო­დე­ლო­ბა არ უნდა, პა­ტა­რა და პუტ­კუ­ცაა (იღი­მე­ბა).

- არის რა­ი­მე შენს გა­რეგ­ნო­ბა­ში, რაც არ მოგ­წონს?

- მეტ­რი და 72 სმ. ვარ და სი­მაღ­ლე არ მომ­წონს. რომ არ გა­ვი­ზარ­დო? მაგ­რამ მგო­ნია, რომ არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა. მინ­და, რომ მა­ღა­ლი ვიყო. გარ­და ამი­სა, ყვე­ლას აქვს გა­რეგ­ნო­ბა­ში ის, რაც არ მოს­წონს, მაგ­რამ არ მინ­და გავთქვა (იღი­მის).

- მი­სა­ბა­ძი მო­დე­ლი თუ გყავს აქ ან სა­ზღვარ­გა­რეთ?

- ნა­ო­მი კემ­პბელს გა­მო­ვარ­ჩევ ყვე­ლას­გან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი კარ­გი მო­დე­ლია, მაგ­რამ მი­სა­ბა­ძად ვე­რა­ვის და­ვა­სა­ხე­ლებ.

- უცხო­ეთ­ში აპი­რებ წას­ვლას?

- ვა­პი­რებ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. შე­იძ­ლე­ბა იმა­ზეც ვი­ფიქ­რო, რომ მო­დე­ლის კა­რი­ე­რაც იქ ავა­წყო.

- შენს გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ხომ არ გქო­ნია?

- ბევ­რი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მი­ყუ­რებს, ქარ­თუ­ლად რომ ვი­წყებ ლა­პა­რაკს, ცოტა შო­კია ხოლ­მე ბევ­რის­თვის.

- ალ­ბათ ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავს.

- ბევ­რი არა, რო­გორც ყვე­ლა გო­გო­ნას, მყავს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლა გო­გო­ნას უყ­ვარს და მეც მიყ­ვარს, მაგ­რამ სი­უპ­რი­ზე­ბი არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია.

- რო­გო­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­გე­წო­ნე­ბა?

- ჭკვი­ა­ნი. გა­რეგ­ნო­ბა­ზე მე­ტად ყუ­რა­დღე­ბას იმას ვაქ­ცევ, რო­გო­რია ში­ნა­გა­ნად, მაგ­რამ გა­რეგ­ნუ­ლა­დაც კარ­გი უნდა იყოს, ასე­ვე საყ­ვა­რე­ლიც (იღი­მე­ბა).

- რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, რა ჟანრს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- უფრო მე­ტად ჯაზს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სი, სუფ­თა ჯაზი არ არის, მაგ­რამ მა­ინც მიყ­ვარს.

- მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებ­ში არ აპი­რებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- ვფიქ­რობ, მაგ­რამ ჯერ ვერ გა­დავ­წყვი­ტე.

- ცოტა ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- უცხო ხალ­ხთან არ ვიხ­სნე­ბი და არც მინ­და. ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებ­თან, რა თქმა უნდა, გახ­სნი­ლი ვარ.

- რა­ი­მე ჰობი გაქვს?

- სიმ­ღე­რა, ხატ­ვა.

- რა ოც­ნე­ბა გაქვს?

- მინ­და, ჩემს ძი­რი­თად საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პუერტო-რიკოში დაბადებული ქართველ-ჩინელი გოგონას ამბავი

პუერტო-რიკოში დაბადებული ქართველ-ჩინელი გოგონას ამბავი

მოდელი ნინა ფოცხიშვილი 13 წლისაა, თუმცა უფრო დიდის შეხედულება აქვს. სამი თვეა, რაც სამოდელო სააგენტო "ნატალიში" სიარული დაიწყო და მოდელის პროფესიას ეუფლება, თუმცა საბოლოოდ, ვინაიდან ტექნიკურ საგნებს კარგად სწავლობს და მის ნათესაურ წრეში თითქმის ყველა ტექნიკური საგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა, ძირითად პროფესიად ვერც მოდელობას ხედავს, ვერც სიმღერას, თუმცა კი "ნუცას სკოლაში" მონაწილეობდა და დღესაც ფიქრობს, რომელიმე მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.

ნინა ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპიდან გავიცანით, სადაც რუსა ჩაჩუასა და კრისტი ყიფშიძესთან ერთად მონაწილეობდა. ნოდიკოს მისი ფოტოები "ფეისბუქზე" უნახავს და მისი ეგზოტიკური გარეგნობით მოხიბლულა. ნინა ნახევრად ქართველია, ნახევრად - ჩინელი. დედა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ნინა კი 4 წლიდან საქართველოში მამასთან, კარლო ფოცხიშვილთან, ბებიასა და ძიძებთან იზრდება. ნინას პატარა და ჰყავს, რომელიც 10 წლისაა.

-  13 წლის ვარ, მაგრამ უფრო დიდს ვგავარ. ყველას 16-17 წლის ვგონივარ. ისე, აზროვნებითაც უფრო დიდი ვარ, ვიდრე 13 წლის გოგონას შეეფერება. პატარაობიდანვე ჩემს თანატოლებთან შედარებით ყოველთვის მაღალი ვიყავი.

-  სიმაღლის გარდა ისიც გამოგარჩევს, რომ ჩინელის გარეგნობა გაქვს.

-  ეს გარეგნობა დედის დამსახურებაა. დედა ჩინელია, მამა - ქართველი.

-  როგორ შეხვდნენ ერთმანეთს?

-  მამა ბიზნესმენია. ჩინეთში ჰქონდა ბიზნესი და იქ მუშაობდა. გაიცნო დედაჩემი, უფრო ვრცლად მათი სიყვარულის ამბავი არ ვიცი. მერე დაქორწინდნენ, ჯერ მე გავჩნდი, შემდეგ - ჩემი და. მე და ჩემი და მამასთან, ბებიასა და ძიძებთან ერთად ვცხოვრობთ (იღიმება).

-  საქართველოში დაიბადე?

-  არა, მექსიკაში, ქალაქ პუერტო-რიკოში. შემდეგ ჩინეთში ჩავედით, რადგან დედა ორსულად იყო. მერე კი, როდესაც 4 წლის გავხდი, საქართველოში ჩამოვედით.

-  იცი ჩინური?

-  არა. მინდა, ვისწავლო, მაგრამ ჯერ მინდა, რუსულსა და ინგლისურს დავეუფლო კარგად. მგონია, რომ ჩინურის სწავლა არ გამიძნელდება, რადგან მაინც გენეტიკაში მაქვს.

-  სკოლაში სწავლობ?

-  მერვეკლასელი ვარ. კერძო სკოლაში ვსწავლობ.

-  თავს უცხოდ არ გრძნობდი, როცა პატარა იყავი?

-  თავიდანვე ასე იყო, რადგან ხშირად მიყურებდნენ უცხოები, იყო კომენტარები, ცუდიც და კარგიც. ბავშვებს არასდროს არაფერი უთქვამთ, უფრო დიდებს. რომ დამინახავდნენ, ჩინელიო, ამბობდნენ და უსიამოვნოდ მიყურებდნენ. ეს ადრე ხდებოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ ხდება. სუფთა ჩინელის ტიპაჟი არც ვარ, რადგან ნახევრად ქართველი ვარ, უფრო სხვანაირი გარეგნობა მაქვს. ის ცუდი კომენტარები ხშირად არ უთქვამთ, ათასში ერთხელ იყო, მაგრამ მაინც დამამახსოვრდა. ხშირად მეუბნებოდნენ კომპლიმენტებს ჩემი გარეგნობის გამო. პატარაობიდან მიჩვეული ვარ, რომ განსხვავებული გარეგნობა მაქვს და ამაზე არასდროს მინერვიულია.

-  მამა რას საქმიანობს ამჟამად?

-  ახლაც ბიზნესშია. კარლო ჰქვია.

-  როგორი ტრადიციებით გაიზარდე?

-  მამა ჩვეულებრივად გვზრდი­და მეც და ჩემს დასაც, ქართული ტრადიციებით. ოჯახში ამაზე ყურად­ღებას არ ამახვილებდნენ, რომ განსხვავებული ვარ. მეც და ჩემი დაც მონათლულები ვართ. 3 წლის ვიყავი, როცა მომნათლეს.

-  მოდელობა როგორ გადაწყვი­ტე?

-  სანამ მოდელობით დავინტერესდებოდი, მანამდე სიმღერით დავინტერესდი. 7 წლის ვიყავი, პირველად ტელევიზიით რომ გამოვჩნდი. "ბასტი-ბუბუში" დავდიოდი და სიმღერა შევასრულე. "ბასტი-ბუბუში" სკოლიდან მოვხვდი, პატარების ასარჩევად იყვნენ მოსულები. "თბილისოს" ვმღეროდი. შემდეგ "ნუცას სკოლაში" მივიღე მონაწილეობა.

წინა წლის ზამთარს ფოტოგრაფ ქეთა გვინებაძესთან პირველი ფოტოსესია მქონდა. რადგან პირველად ვიდექი კამერის წინ, არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ კარგი ფოტოები გამოვიდა. როცა ფოტოები ახლობლებს ვაჩვენე, ყველას მოეწონა.

-  სააგენტოში რამდენი ხანია, რაც მიხვედი?

-  "ნატალიში" ჩემი სურვილით მივედი სამი თვის წინ. ჩემი ბიძაშვილი მეხმარებოდა სააგენტოს არჩევაში. რამდენიმე სააგენტოს პირობას გავეცანი და ბოლოს "ნატალი" შევარჩიე. 13 წლის რადგან ვარ, უკვე დრო დადგა, რომ სააგენტო მეპოვა. ყველაფრის გაკვეთილი გვაქვს, ცეკვის, დიზაინის, იმის, რაც მოდელს ყველაზე მეტად სჭირდება. გვასწავლიან, როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი.

-  შენ ალბათ განსხვავებული მაკიაჟი გჭირდება.

-  ვიზაჟისტებს უთქვამთ ჩემთვის, საინტერესო სახე გაქვს და სიამოვნებით ვიმუშავებდით შენთანო. ახლა ვიზაჟის გაკვეთილებზე ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთებას ვსწავლობთ, მალე უფრო რთულ მაკიაჟსაც გვასწავლიან, გამოსასვლელ და საღამოს მაკიაჟებს. მოდელმა ეს ყველაფერი უნდა იცოდეს.

-  ნოდიკო ტატიშვილმა როგორ გიპოვა?

-  ვიცი, რომ "ფეისბუქზე" ნახა ფოტოები, შემდეგ კრისტიმ დამაკავშირა ნოდიკოსთან. კამერის წინ პირველად არ აღმოვჩენილვარ. ერთ-ერთმა კომპანიამ გადამიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში, სახელად "ენტრე". მთავარი როლი მქონდა, ძველი თბილისის ქუჩებში ვიღებდით, პერსონაჟები გიორგი ქებურიას სამოსში ვიყავით გამოწყობილები. საშინელებათა ფილმია, მაგრამ ძალიან არ შეგეშინდებათ (იცინის). ოფიციალური პრემიერა არ ყოფილა, 5-წუთიანი ფილმი გამოვიდა.

-  ნოდიკოს კლიპის გადაღებებზე გავიგე, ტექსტი ვერ დაგიმახსოვრებიათ.

-  მართლა არ ვიცოდით. წინა საღამოს გამომიგზავნა ტექსტი, მეორე დღეს რომ მივედი, ნოდიკომ მითხრა, ახლა ტექსტი ჩამაბარეო. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, არა მარტო მე, არამედ რუსკასაც და კრისტისაც არ სცოდნიათ. მერე ნოდიკო კამერის უკან დადგა და სიტყვებს ხმამაღლა გვიყვიროდა. გადაღებებზე ძალიან გავერთეთ.

-  ნოდიკო ძალიან მოგიხიბლავს. თავად ასე გვითხრა.

-  ძალიან საყვარელია. ჩემთვის არაფერი უთქვამს.

-  სკოლაში კარგად სწავლობ?

-  კი, ნორმალურად (იღიმება). დავდივარ მათემატიკაზე. ტექნიკური საგნები უფრო მეხერხება.

-  პოდიუმზე გამოსულხარ?

-  დებიუტი მქონდა ახლანდელ თბილისის მოდის კვირეულზე. ძალიან მეშინოდა. პირველად გამოვდიოდი და ეგრევე მოდის კვირეულზე აღმოვჩნდი. ბევრ დიზაინერთან გამოვედი, მათ შორის ავთანდილთან. მეშინოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნერვიულობა არ ღირდა. პოდიუმზე თავი კომფორტულად ვიგრძენი. როცა პოდიუმზე გადიხარ, დიდ სიამოვნებას იღებ.

-  გინდა, მოდელი გახდე?

-  არა, მოდელობა ჩემი ძირითადი პროფესია არ იქნება. მინდა, ტექნიკური კუთხით წავიდე, მარკეტინგი, ბიზნესი... მინდა, მამის კვალს გავყვე. გენებში მაქვს, ყველა ჩემ გარშემო ან მათემატიკოსია, ან ბიოლოგი, ან ქიმიკოსი (იცინის).

-  მამას თუ მოსწონს, მოდელობით რომ დაინტერესდი?

-  არ უთქვამს, მაგრამ მგონია, რომ დიდად არ მოსწონს. პოდიუმზე რომ გამოვდიოდი, არ მოსულა, რადგან საზღვარგარეთ გახლავთ. ისე, აინტერესებს და ამბებს კითხულობს ხოლმე.

-  შენი და როგორი გოგოა?

-  ძალიან ჯიუტი. მე ასეთი ჯიუტი არ ვარ. დები ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ის ჩემი ცხოვრებაა, ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს ფოტოებს ათვალიერებს და მოსწონს. ერთადაც გვაქვს გადაღებული ფოტოები, მაგრამ მოდელობა არ უნდა, პატარა და პუტკუცაა (იღიმება).

-  არის რაიმე შენს გარეგნობაში, რაც არ მოგწონს?

-  მეტრი და 72 სმ. ვარ და სიმაღლე არ მომწონს. რომ არ გავიზარდო? მაგრამ მგონია, რომ არ იქნება პრობლემა. მინდა, რომ მაღალი ვიყო. გარდა ამისა, ყველას აქვს გარეგნობაში ის, რაც არ მოსწონს, მაგრამ არ მინდა გავთქვა (იღიმის).

-  მისაბაძი მოდელი თუ გყავს აქ ან საზღვარგარეთ?

-  ნაომი კემპბელს გამოვარჩევ ყველასგან, საქართველოში ბევრი კარგი მოდელია, მაგრამ მისაბაძად ვერავის დავასახელებ.

-  უცხოეთში აპირებ წასვლას?

-  ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. შეიძლება იმაზეც ვიფიქრო, რომ მოდელის კარიერაც იქ ავაწყო.

-  შენს გარეგნობასთან დაკავშირებით რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ გქონია?

-  ბევრი გაკვირვებული მიყურებს, ქართულად რომ ვიწყებ ლაპარაკს, ცოტა შოკია ხოლმე ბევრისთვის.

-  ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.

-  ბევრი არა, როგორც ყველა გოგონას, მყავს თაყვანისმცემლები. ყურადღება ყველა გოგონას უყვარს და მეც მიყვარს, მაგრამ სიუპრიზები არავის გაუკეთებია.

-  როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მოგეწონება?

-  ჭკვიანი. გარეგნობაზე მეტად ყურადღებას იმას ვაქცევ, როგორია შინაგანად, მაგრამ გარეგნულადაც კარგი უნდა იყოს, ასევე საყვარელიც (იღიმება).

-  რაც შეეხება სიმღერას, რა ჟანრს ანიჭებ უპირატესობას?

-  უფრო მეტად ჯაზს. ძალიან მიყვარს ემი უაინჰაუსი, სუფთა ჯაზი არ არის, მაგრამ მაინც მიყვარს.

-  მუსიკალურ კონკურსებში არ აპირებ მონაწილეობას?

-  ვფიქრობ, მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტე.

-  ცოტა ჩაკეტილი ადამიანი ხარ?

-  უცხო ხალხთან არ ვიხსნები და არც მინდა. ახლობლებსა და მეგობრებთან, რა თქმა უნდა, გახსნილი ვარ.

-  რაიმე ჰობი გაქვს?

-  სიმღერა, ხატვა.

-  რა ოცნება გაქვს?

-  მინდა, ჩემს ძირითად საქმეში წარმატებას მივაღწიო.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება