პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტპატიმრები მათ საქმეებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას კიდევ ერთხელ ითხოვენ
პოლიტპატიმრები მათ საქმეებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას კიდევ ერთხელ ითხოვენ

პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მათ საქ­მე­ებ­ზე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნას კი­დევ ერთხელ მოს­თხო­ვენ .

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" თავ­მჯდო­მა­რე ნანა კა­კა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, მთავ­რო­ბა­სა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ხვალ "კი­ნოს სახ­ლი­დან" მი­მარ­თა­ვენ, სა­დაც მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

მისი თქმით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის უპირ­ვე­ლე­სი მო­თხოვ­ნაა, გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" მო­ეხ­სნათ მათ საქ­მე­ებს და ყვე­ლა ეს საქ­მე გახ­დეს სა­ჯა­რო, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და მთლი­ა­ნად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან დღეს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბას ისევ აქვს ად­გი­ლი.

"მათი უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნაა, პარ­ლა­მენ­ტრის მხრი­დან მათი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვა სას­წრა­ფოდ მოხ­დეს და ისი­ნი ყვე­ლას­თვის სა­ჯა­რო და ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს", - აღ­ნიშ­ნა კა­კა­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხვა­ლინ­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ასე­ვე ისა­უბ­რე­ბენ იმა­ზე, თუ რა პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ცი­ხე­ში და რომ მათ მი­მართ ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამას­თან, ნანა კა­კა­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა ცი­ხის კად­რე­ბიც, თუ სად და რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ისი­ნი.

გარ­და ამი­სა, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი აპი­რე­ბენ ერ­თი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხვალ მი­ი­ღე­ბენ. კა­კა­ბა­ძემ არ გა­მო­რი­ცხა, რომ ისი­ნი მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ან­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პოლიტპატიმრები მათ საქმეებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას კიდევ ერთხელ ითხოვენ

პოლიტპატიმრები მათ საქმეებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას კიდევ ერთხელ ითხოვენ

პოლიტპატიმრები ხვალ საქართველოს პარლამენტს მათ საქმეებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ .

როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ განუცხადა, საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტპატიმრები ხვალ "კინოს სახლიდან" მიმართავენ, სადაც მათი პირველი შეხვედრა გაიმართება.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების უპირველესი მოთხოვნაა, გრიფი "საიდუმლო" მოეხსნათ მათ საქმეებს და ყველა ეს საქმე გახდეს საჯარო, რადგან ამ ადამიანების მიმართ ქვეყნის პირველი პირისა და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დღეს დისკრედიტაციის მცდელობას ისევ აქვს ადგილი.

"მათი უმთავრესი მოთხოვნაა, პარლამენტრის მხრიდან მათი საქმეების გადახედვა სასწრაფოდ მოხდეს და ისინი ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომი გახდეს", - აღნიშნა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ხვალინდელ ღონისძიებაზე, პოლიტპატიმრები ასევე ისაუბრებენ იმაზე, თუ რა პირობებში იმყოფებოდნენ ციხეში და რომ მათ მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა ხორციელდება.

ამასთან, ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ნაჩვენები იქნება ციხის კადრებიც, თუ სად და როგორ ცხოვრობდნენ ისინი.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, პოლიტპატიმრები აპირებენ ერთიან ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ამასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ. კაკაბაძემ არ გამორიცხა, რომ ისინი მის ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ