მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე: ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს-კვოს შენარჩუნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხეა
მაია ფანჯიკიძე: ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს-კვოს შენარჩუნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხეა

სამ­ხრეთ–აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი­სად­მი მი­ძღვნილ სე­სი­ა­ზე მაია ფან­ჯი­კი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­ზე და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ნატო–ში ინ­ტეგ­რა­ცია ახა­ლი მთავ­რო­ბის სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად რჩე­ბა. ამ არ­ჩე­ვანს მხარს უჭერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა და ჩვე­ნის მხრივ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ხალ­ხის სურ­ვი­ლი შეს­რულ­დეს", – გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხაზი გა­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის პრო­ცეს­ში მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებს, ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო–ევ­რო­კავ­ში­რის ნა­ყო­ფი­ერ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და ვილ­ნი­უს­ში და­გეგ­მი­ლი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

თა­ვის სი­ტყვა­ში მაია ფან­ჯი­კი­ძემ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კი­თხზე.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ. არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს–კვოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და ეს ასე­ვე გა­მოწ­ვე­ვაა სა­ერ­თო–ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის",- აღ­ნიშ­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

მი­უნ­ხენ­ში მიმ­დი­ნა­რე უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მაია ფან­ჯი­კი­ძემ ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი უკვე გა­მარ­თა ის­რა­ე­ლის ვიცე–პრე­მი­ერ ეჰუდ ბა­რაკ­თან; სლო­ვა­კე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მი­როს­ლავ ლა­ი­ჩაკ­თან; ბრა­ზი­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ან­ტო­ნიო პატ­რი­ო­ტას­თან და ბა­ვა­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრ ემი­ლია მი­უ­ლერ­თან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მაია ფანჯიკიძე: ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს-კვოს შენარჩუნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხეა

მაია ფანჯიკიძე: ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს-კვოს შენარჩუნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხეა

სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე მაია ფანჯიკიძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს ნატო–ში ინტეგრაცია ახალი მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ არჩევანს მხარს უჭერს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა და ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხის სურვილი შესრულდეს", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მიღწეულ წარმატებებს, ისაუბრა საქართველო–ევროკავშირის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობაზე.

თავის სიტყვაში მაია ფანჯიკიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე.

"საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებული სტატუს–კვოს შენარჩუნება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეს ასევე გამოწვევაა საერთო–ევროპული უსაფრთხოებისთვის",- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ ორმხრივი შეხვედრები უკვე გამართა ისრაელის ვიცე–პრემიერ ეჰუდ ბარაკთან; სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან; ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო პატრიოტასთან და ბავარიის სახელმწიფო მინისტრ ემილია მიულერთან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა