პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი ლავროვი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება არარეალურია
სერგეი ლავროვი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება არარეალურია

ამე­რი­კუ­ლი მხა­რე ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­მა უკან უნდა წა­ი­ღოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­რე­ა­ლუ­რია , - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, კი­თხვა-პა­სუ­ხის ფორ­მატ­ში სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა გა­ამ­ყა­რა.

"ამე­რი­კუ­ლი მხა­რე ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­მა უკან უნდა წა­ი­ღოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­რე­ა­ლუ­რია. მოგ­წონთ თუ არა, ეს იყო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა გა­ამ­ყა­რა. მე­ო­რე მდგო­მა­რე­ო­ბა ის არის, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი ითხო­ვენ, რომ ჩვენ უნდა შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ფლან­გის ლი­მი­ტე­ბი, რაც ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. მა­შინ მახ­სოვს, პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა ჰკი­თხა პრე­ზი­დენტ ბუშს, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის იმის მი­თი­თე­ბა, სად და რა რა­ო­დე­ნო­ბის ჯარი უნდა გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ბუშ­მა გა­იკ­ვირ­ვა და თქვა, რომ ამის შე­სა­ხებ არ უფიქ­რია.

უნდა არ­სე­ბობ­დეს გზე­ბი, რომ დავ­რწმუნ­დეთ იმა­ში, რომ ყვე­ლა არის მშვი­დად, მაგ­რამ ყო­ველ­გვა­რი ფლან­გის ლი­მი­ტე­ბის გა­რე­შე. თუ ეს ორი მდგო­მა­რე­ო­ბა ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ შევ­ძლებ­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას, მაგ­რამ ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით კარგ იდე­ებს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან და არა­ნა­ი­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით აღარ გა­მო­ვალთ", - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი ლავ­როვ­მა.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის კო­მენ­ტარს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ არ აღი­ა­რე­ბენ აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს.

"ჩვენ ვერ და­ვე­თან­ხმე­ბით რუ­სეთს ყვე­ლა­ფერ­ში, მა­გა­ლი­თად, ჩვენ არ ვა­ღი­ა­რებთ აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებს. ჩვენ არ ვა­ღი­ა­რებთ არც ერთ ქვე­ყა­ნას , რო­მელ­საც აქვს გავ­ლე­ნის სფე­რო. ჩვე­ნი პო­ზი­ცია კვლავ უც­ვლე­ლია: სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს აქვთ უფ­ლე­ბა, მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და თა­ვად აირ­ჩი­ონ მო­კავ­ში­რე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო და ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბი ის­წრაფ­ვი­ან ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ.

"ჩვენ გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი – "თა­ვი­სუ­ფა­ლი და ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პა". ინ­ტეგ­რა­ცი­ის ტემპს გან­სა­ზღვრა­ვენ თა­ვად ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნე­ბი, მაგ­რამ ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რათა და­ვეხ­მა­როთ მათ ევ­რო­პა­სა და ტრა­ნატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში კა­ნო­ნი­ე­რი ად­გი­ლის და­სამ­კვიდ­რებ­ლად", - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სერგეი ლავროვი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება არარეალურია

სერგეი ლავროვი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება არარეალურია

ამერიკული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რაც აბსოლუტურად არარეალურია , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, კითხვა-პასუხის ფორმატში საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რომელიც პარლამენტმა გაამყარა.

"ამერიკული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რაც აბსოლუტურად არარეალურია. მოგწონთ თუ არა, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რომელიც პარლამენტმა გაამყარა. მეორე მდგომარეობა ის არის, რომ ამერიკელები ითხოვენ, რომ ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა ფლანგის ლიმიტები, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მაშინ მახსოვს, პრეზიდენტმა პუტინმა ჰკითხა პრეზიდენტ ბუშს, შეიძლებოდა თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის იმის მითითება, სად და რა რაოდენობის ჯარი უნდა განეთავსებინა საკუთარ ტერიტორიაზე. ბუშმა გაიკვირვა და თქვა, რომ ამის შესახებ არ უფიქრია.

უნდა არსებობდეს გზები, რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა არის მშვიდად, მაგრამ ყოველგვარი ფლანგის ლიმიტების გარეშე. თუ ეს ორი მდგომარეობა ამოღებული იქნება, ჩვენ შევძლებდით მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ ჩვენ დაველოდებით კარგ იდეებს ჩვენი პარტნიორებისგან და არანაირი ინიციატივით აღარ გამოვალთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ არ აღიარებენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.

"ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთს ყველაფერში, მაგალითად, ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ქვეყანას , რომელსაც აქვს გავლენის სფერო. ჩვენი პოზიცია კვლავ უცვლელია: სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად აირჩიონ მოკავშირეები", - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, საქართველო და ბალკანეთის ქვეყნები ისწრაფვიან ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

"ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროექტი – "თავისუფალი და ერთიანი ევროპა". ინტეგრაციის ტემპს განსაზღვრავენ თავად ასპირანტი ქვეყნები, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, რათა დავეხმაროთ მათ ევროპასა და ტრანატლანტიკურ ალიანსში კანონიერი ადგილის დასამკვიდრებლად", - აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა