საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის მიხედვით ირჩევს მეგობრებს აჩიკო ნიჟარაძე?
რის მიხედვით ირჩევს მეგობრებს აჩიკო ნიჟარაძე?

"მთა­ვა­რია, წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სოდ იკი­თხე­ბო­დეს, ჟანრს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე და რუბ­რი­კა­ში სტუმ­რო­ბა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით მთან­ხმდე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დას­ძენს, რომ წა­სა­კითხ ნა­წარ­მო­ე­ბებს ავ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩევს. ხში­რად მე­გობ­რე­ბის რჩე­ვი­თაც ეც­ნო­ბა. მისი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბი ვაჟა-ფშა­ვე­ლა და ნო­დარ დუმ­ბა­ძე არი­ან. სკო­ლის ასა­კი­დან მიდ­რე­კი­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი­სად­მი ჰქონ­და, რა­მაც გავ­ლე­ნა პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზეც იქო­ნია. ის ეკო­ნო­მის­ტი, პროგ­რა­მის­ტია.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- პრო­ზა უფრო გიყ­ვარს თუ პო­ე­ზია?

- ორი­ვე თა­ნაბ­რად მიყ­ვარს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქარ­თველ კაცს პო­ე­ზია არ უყ­ვარ­დეს? რომ გი­თხრა, ზე­პი­რად ბევ­რი ლექ­სი ვიცი-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ, მაგ­რამ სიმ­ღე­რის ტექ­სტებს ად­ვი­ლად ვი­მახ­სოვ­რებ.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- არა, ოჯახ­ში ყო­ველ­თვის კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვქონ­და და რა­ტომ უნდა მო­მე­პა­რა?

- ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­ნახ­ლე­ბა­ზე თა­ვად თუ ზრუ­ნავ?

- ახალ გა­მო­ცე­მებს ხში­რად ვი­ძენ. ამ ბო­ლოს უმე­ტე­სად სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რას ვყი­დუ­ლობ. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემი შვი­ლი რომ გა­იზ­რდე­ბა, წიგ­ნე­ბი უყ­ვარ­დეს. ჯერ იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, ზღაპ­რებ­საც ვერ ვუ­კი­თხავ.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ამა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, კონ­კრე­ტუ­ლად ერ­თის და­სა­ხე­ლე­ბას ვერ შევ­ძლებ. ავირ­ჩევ გმირს, რო­მე­ლიც კე­თი­ლი და და­დე­ბი­თია.

- ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რებს რა ნიშ­ნით ირ­ჩევ?

- ის ადა­მი­ა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად სა­მარ­თლი­ა­ნი და ერ­თგუ­ლი უნდა იყოს.

- სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად რო­მელ სა­განს სწავ­ლობ­დი?

- ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი მი­ზი­დავ­და, მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა...

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს?

- ნორ­მა­ლუ­რი. გა­აჩ­ნია, რას შე­მე­კი­თხე­ბი.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი გიყ­ვარს?

- მიყ­ვარს, მაგ­რამ არას­დროს მი­თა­მა­შია. უფრო სწო­რად, ახლა პირ­ვე­ლად "ვთა­მა­შობ" და ვღე­ლავ.

- რად­გან სკო­ლა­ში მა­თე­მა­ტი­კას კარ­გად სწავ­ლობ­დი, პირ­ველ კი­თხვას ამ საგ­ნი­დან და­გის­ვამ. რა არის მა­თე­მა­ტი­კა­ში წე­სი­ე­რი და არა­წე­სი­ე­რი?

- წი­ლა­დი.

- რო­მელ ჟანრს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ცეკ­ვა - "ქარ­თუ­ლი"?

- სატ­რფი­ა­ლოს.

- რა ერ­ქვა ოთა­რა­ანთ ქვრივს?

- სა­ხე­ლი არ ჰქონ­და.

- რო­მელ უძ­ვე­ლეს ხალ­ხს მი­ა­წე­რენ გა­მოთ­ქმას: "ხელ­მა ხელ­თან ერ­თად სახ­ლი აა­შე­ნა, მუ­ცელ­მა მუ­ცელ­თან ერ­თად სახ­ლი და­აქ­ცია"?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს.

- ძველ შუ­მე­რებს.

- გე­ფი­ცე­ბი, ვფიქ­რობ­დი, შუ­მე­რე­ბი ხომ არ ვთქვა-მეთ­ქი და რა­ტომ­ღაც გა­და­ვი­ფიქ­რე.

- ერთხელ კომ­პო­ზი­ტორ­მა ჯუ­ზე­პე ვერ­დიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არის მუ­სი­კის ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და მისი პარ­ტი­ტუ­რა­ში ჩა­წე­რაც კი მო­ი­თხო­ვა. რის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობ­და ვერ­დი?

- მი­ნიშ­ნე­ბას ვერ მე­ტყვი?

- მას მომ­ღერ­ლე­ბი ხში­რად იღებთ.

- აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი?

- გა­მო­ი­ცა­ნი. მოგ­ზა­უ­რო­ბა გიყ­ვარს?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ თან­ხაა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც არ მაქვს.

- რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ხარ ნამ­ყო­ფი?

- 8 ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ეს ცო­ტაა.

- სა­ჭი­რო თან­ხა და დრო რომ გქონ­დეს, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმოგ­ზა­უ­რებ­დი?

- იტა­ლი­ა­ში, ია­პო­ნი­ა­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში... ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სა­ოც­რე­ბე­ბია.

- მოგ­ზა­უ­რე­ბი ძველ­თა­გან­ვე ცდი­ლობ­დნენ, სას­მე­ლი წყა­ლი ვერ­ცხლის ჭურ­ჭელ­ში შე­ე­ნა­ხათ. რა­ტომ?

- მსმე­ნია, რომ ვერ­ცხლის ჭურ­ჭე­ლი წყალს კარ­გად ინა­ხავს, ბაქ­ტე­რი­ე­ბი ვერ მრავ­ლდე­ბა.

- დიახ, წყლის გა­უვ­ნებ­ლე­ბის მიზ­ნით ინა­ხავ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ რე­გი­ონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ნა­ხუ­ლოთ ხახ­მა­ტის, ახი­ე­ლის, ლე­ბა­ის­კა­რის ცი­ხე­ე­ე­ბი?

- ხევ­სუ­რეთ­ში.

- ადა­მი­ა­ნის ამ ორ­გა­ნოს 24 კუნ­თი აქვს. ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მოძ­რა­ობს. რო­მელ ორ­გა­ნო­ზეა ლა­პა­რა­კი?

- გულ­ზე.

- ცდე­ბი.

- არ ვიცი.

- ენა. ეს მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვი ორ­ნა­ი­რია - ენი­ა­ნი და უენო.

- ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვია?

- დიახ.

- სა­ლა­მუ­რი.

- რას უწო­და ამე­რი­კელ­მა პუბ­ლი­ცის­ტმა ვენს პა­კარ­დმა "ხე­ლოვ­ნე­ბა და­უ­მიზ­ნო თავ­ში და მო­არ­ტყა სა­ფუ­ლე­ში"?

- არ ვიცი..

- მი­გა­ნიშ­ნებ, ის გვხვდე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, პრე­სა­ში, ქუ­ჩა­შიც...

- რეკ­ლა­მა?

- დიახ. 1931 წელს მწე­რალ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ეს მწე­რა­ლი თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რი­გე­ბი­დან ერ­თხმად გა­რი­ცხა. "ცნო­ბი­ლია, რო­გორც რე­აქ­ცი­ო­ნე­რი და ან­ტი­საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვეტ­ლივ იბ­რძვის მხატ­ვრუ­ლი პრო­დუქ­ცი­ი­თა და ზე­პი­რი გა­მოს­ვლე­ბით ფე­ო­და­ლუ­რი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის, შო­ვი­ნიზ­მის და "შავი ჩო­ხის" ტრა­დი­ცი­ის და­სა­ცა­ვად. თა­ვი­სი გა­მოს­ვლე­ბით საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზი­ზღი და სი­ძულ­ვი­ლი არა­ერ­თხელ და­იმ­სა­ხუ­რა... პო­ლი­ტი­კუ­რად მავ­ნე მხატ­ვრულ ნაშ­რო­მებს აქ­ვეყ­ნებს. თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მავ­ნებ­ლო­ბით ამა­ყობს მწერ­ლო­ბა­ში და საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე" - ეს არის ამო­ნა­წე­რი გა­რი­ცხვის ოქ­მი­დან. და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი.

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- ზეს­ტა­ფო­ნი, ქუ­თა­ი­სი, თბი­ლი­სი, გორი: ამ ქა­ლა­ქე­ბი­დან, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე ძვე­ლი?

- ქუ­თა­ი­სი.

- რო­მელ ნა­წარ­მო­ებს უწო­დე­ბენ ბე­თჰო­ვე­ნის მუ­სი­კა­ლურ ან­დერძს?

- მე-9 სიმ­ფო­ნი­ას, რო­მე­ლიც მან დაყ­რუ­ე­ბის შემ­დეგ და­წე­რა.

- ვის მი­უ­ძღვნა იგი?

- არ ვიცი.

- მის წე­რი­ლებ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ჩემს ცხოვ­რე­ბას ცოტა ხა­ლი­სი შე­მა­ტა ხალ­ხში ყოფ­ნამ, ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რა ეუ­ლად, ნაღ­ვლი­ა­ნად გა­ვა­ტა­რე ბოლო 2 წე­ლი­წა­დი... აჩ­რდი­ლი­ვით მუ­დამ თან მდევ­და ჩემი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი სმე­ნა და გა­ვურ­ბო­დი ხალ­ხს. მი­ზან­თროპს ვგავ­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში სუ­ლაც არ ვარ ასე­თი. ეს ცვლი­ლე­ბა ჩემ­ში მო­ახ­დი­ნა საყ­ვა­რელ­მა მშვე­ნი­ერ­მა გო­გო­ნამ, რო­მელ­საც ვუყ­ვარ­ვარ და მეც მიყ­ვარს". - ყვე­ლა ბი­ოგ­რა­ფის აზ­რით, ბე­თჰო­ვე­ნი აქ "ლა­პა­რა­კობს" ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც მე-9 სიმ­ფო­ნია მი­უ­ძღვნა. ის მისი მო­წა­ფე და მე­გო­ბა­რი იყო.

- სა­ხე­ლი და გვა­რი უნდა გი­თხრა? არ ვიცი.

- ჯუ­ლი­ე­ტა გვი­ჩარ­დი. "ესე არა­კი მარ­თა­ლი ჩინს ქვა­სა ზედა წე­რია, ვინც"...

- "...მოყ­ვა­რე­სა არ ეძებს, იგი თა­ვი­სა მტე­რია".

- ვის უწო­დე­ბენ "ვალ­სე­ბის მე­ფეს"?

- შტრა­უსს.

- რო­მელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა და­წე­რა მუ­სი­კა ფილ­მის­თვის - "მი­მი­ნო"?

- გია ყან­ჩელ­მა.

- რო­გო­რი ორ­კესტრი არ არ­სე­ბობს - სიმ­ფო­ნი­უ­რი, სა­სუ­ლე, ხალ­ხურ საკ­რავ­თა, სა­ორ­გა­ნე თუ სა­ესტრა­დო?

- სა­ორ­გა­ნე.

- "თქვენ ალ­ბათ ფიქ­რობთ,/ კარგ ლექსს უკვე აღა­რა­ვინ სწერს/ და რომ წუ­ხი­ლის ნავ­სად­გურ­ში ეშ­ვე­ბა ღუზა./ მე ასე ვფიქ­რობ, ლექ­სის კი­თხვის ჟამს,/ მკი­თხველ­საც უნდა სწყა­ლობ­დეს მუზა". ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლი. რამ­დე­ნი პლა­ნე­ტა მოძ­რა­ობს მზის გარ­შე­მო?

- 9 პლა­ნე­ტა. სწო­რად მახ­სოვს?

- დიახ. რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან გავ­რცელ­და სე­რე­ნა­და?

- იტა­ლი­ი­დან.

- სე­რე­ნა­და გიმ­ღე­რია?

- წლე­ბის წინ, რამ­დენ­ჯერ­მე მიმ­ღე­რია.

- ცე­ცხლსას­როლ ია­რაღ­ში ერ­კვე­ვი?

- არა, მაგ­რამ მა­ინც მკი­თხე, იქ­ნებ გი­პა­სუ­ხო.

- რამ­დენ ტყვი­ას იტევს ნა­გა­ნის სის­ტე­მის რე­ვოლ­ვე­რის დოლი?

- მგო­ნი 15-მდე, არა?

- მხო­ლოდ 7 ტყვი­ას იტევს. რა ფე­რის კოს­ტი­უ­მი აც­ვია არ­ლე­კინს პოლ სე­ზა­ნის სუ­რათ­ზე "პი­ე­რო და არ­ლე­კი­ნო"?

- აუ!!! რა­ებს მე­კი­თხე­ბი? არ მახ­სოვს.

- ნა­რინ­ჯის­ფე­რი. რას ნიშ­ნავს გერ­მა­ნუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა "ბრუ­დერ­შაფ­ტი"?

- ვერ გე­ტყვი.

- ქე­ი­ფის დროს და­მე­გობ­რე­ბას. ქარ­თვე­ლებს ასე არა­ერ­თი მე­გო­ბა­რი გვყავს და­მე­გობ­რე­ბუ­ლი. ამ მდი­ნა­რე­ზე 4 ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი მდე­ბა­რე­ობს.

- დუ­ნაი.

- "მი­ცუ­ბი­შის" ლოგო გახ­სოვს?

- სამი რომ­ბია.

- რას ნიშ­ნავს სი­ტყვა "მი­ცუ­ბი­ში" ია­პო­ნუ­რად?

- არ ვიცი.

- სამ ბრი­ლი­ანტს. თა­ვად რო­მე­ლი ფირ­მის ავ­ტო­მო­ბი­ლით სარ­გებ­ლობ?

- "ტო­ი­ო­ტას" ფირ­მის და უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე აინშტა­ი­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი წყვე­ტენ პრობ­ლე­მებს, ხოლო გე­ნო­ი­სე­ბი..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...გე­ნი­ო­სე­ბი თა­ვი­დან იცი­ლე­ბენ".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რის მიხედვით ირჩევს მეგობრებს აჩიკო ნიჟარაძე?

რის მიხედვით ირჩევს მეგობრებს აჩიკო ნიჟარაძე?

"მთავარია, წიგნი საინტერესოდ იკითხებოდეს, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე და რუბრიკაში სტუმრობაზე სიამოვნებით მთანხმდება. მოგვიანებით დასძენს, რომ წასაკითხ ნაწარმოებებს ავტორების მიხედვით ირჩევს. ხშირად მეგობრების რჩევითაც ეცნობა. მისი საყვარელი მწერლები ვაჟა-ფშაველა და ნოდარ დუმბაძე არიან. სკოლის ასაკიდან მიდრეკილება ტექნიკური საგნებისადმი ჰქონდა, რამაც გავლენა პროფესიულ არჩევანზეც იქონია. ის ეკონომისტი, პროგრამისტია.

პრეამბულის მაგიერ

- პროზა უფრო გიყვარს თუ პოეზია?

- ორივე თანაბრად მიყვარს. როგორ შეიძლება, ქართველ კაცს პოეზია არ უყვარდეს? რომ გითხრა, ზეპირად ბევრი ლექსი ვიცი-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ სიმღერის ტექსტებს ადვილად ვიმახსოვრებ.

- წიგნი მოგიპარავს?

- არა, ოჯახში ყოველთვის კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა და რატომ უნდა მომეპარა?

- ბიბლიოთეკის განახლებაზე თავად თუ ზრუნავ?

- ახალ გამოცემებს ხშირად ვიძენ. ამ ბოლოს უმეტესად საბავშვო ლიტერატურას ვყიდულობ. ძალიან მინდა, ჩემი შვილი რომ გაიზრდება, წიგნები უყვარდეს. ჯერ იმდენად პატარაა, ზღაპრებსაც ვერ ვუკითხავ.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ამაზე არასდროს მიფიქრია, კონკრეტულად ერთის დასახელებას ვერ შევძლებ. ავირჩევ გმირს, რომელიც კეთილი და დადებითია.

- ცხოვრებაში მეგობრებს რა ნიშნით ირჩევ?

- ის ადამიანი აუცილებლად სამართლიანი და ერთგული უნდა იყოს.

- სკოლაში ყველაზე კარგად რომელ საგანს სწავლობდი?

- ტექნიკური საგნები მიზიდავდა, მათემატიკა, ფიზიკა...

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- ნორმალური. გააჩნია, რას შემეკითხები.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ არასდროს მითამაშია. უფრო სწორად, ახლა პირველად "ვთამაშობ" და ვღელავ.

- რადგან სკოლაში მათემატიკას კარგად სწავლობდი, პირველ კითხვას ამ საგნიდან დაგისვამ. რა არის მათემატიკაში წესიერი და არაწესიერი?

- წილადი.

- რომელ ჟანრს განეკუთვნება ცეკვა - "ქართული"?

- სატრფიალოს.

- რა ერქვა ოთარაანთ ქვრივს?

- სახელი არ ჰქონდა.

- რომელ უძველეს ხალხს მიაწერენ გამოთქმას: "ხელმა ხელთან ერთად სახლი ააშენა, მუცელმა მუცელთან ერთად სახლი დააქცია"?

- ზუსტად არ მახსოვს.

- ძველ შუმერებს.

- გეფიცები, ვფიქრობდი, შუმერები ხომ არ ვთქვა-მეთქი და რატომღაც გადავიფიქრე.

- ერთხელ კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ განაცხადა, რომ ეს არის მუსიკის ზოგიერთი სახეობის განუყოფელი ნაწილი და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რის შესახებ ლაპარაკობდა ვერდი?

- მინიშნებას ვერ მეტყვი?

- მას მომღერლები ხშირად იღებთ.

- აპლოდისმენტები?

- გამოიცანი. მოგზაურობა გიყვარს?

- ძალიან მიყვარს, მაგრამ საამისოდ თანხაა საჭირო, რომელიც არ მაქვს.

- რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

- 8 ქვეყანაში, მაგრამ ეს ცოტაა.

- საჭირო თანხა და დრო რომ გქონდეს, რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

- იტალიაში, იაპონიაში, ეგვიპტეში... ყველა ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს საოცრებებია.

- მოგზაურები ძველთაგანვე ცდილობდნენ, სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭელში შეენახათ. რატომ?

- მსმენია, რომ ვერცხლის ჭურჭელი წყალს კარგად ინახავს, ბაქტერიები ვერ მრავლდება.

- დიახ, წყლის გაუვნებლების მიზნით ინახავდნენ. საქართველოს რომელ რეგიონში მოგზაურობისას შეიძლება მოვინახულოთ ხახმატის, ახიელის, ლებაისკარის ციხეეები?

- ხევსურეთში.

- ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს. ყველაზე სწრაფად მოძრაობს. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- გულზე.

- ცდები.

- არ ვიცი.

- ენა. ეს მუსიკალური საკრავი ორნაირია - ენიანი და უენო.

- ხალხური საკრავია?

- დიახ.

- სალამური.

- რას უწოდა ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა "ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში"?

- არ ვიცი..

- მიგანიშნებ, ის გვხვდება ტელევიზიაში, პრესაში, ქუჩაშიც...

- რეკლამა?

- დიახ. 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციითა და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმის და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად. თავისი გამოსვლებით საბჭოთა საზოგადოების ზიზღი და სიძულვილი არაერთხელ დაიმსახურა... პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს. თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე" - ეს არის ამონაწერი გარიცხვის ოქმიდან. დაასახელე ეს მწერალი.

- კონსტანტინე გამსახურდია.

- ზესტაფონი, ქუთაისი, თბილისი, გორი: ამ ქალაქებიდან, რომელია ყველაზე ძველი?

- ქუთაისი.

- რომელ ნაწარმოებს უწოდებენ ბეთჰოვენის მუსიკალურ ანდერძს?

- მე-9 სიმფონიას, რომელიც მან დაყრუების შემდეგ დაწერა.

- ვის მიუძღვნა იგი?

- არ ვიცი.

- მის წერილებში ვკითხულობთ: "ჩემს ცხოვრებას ცოტა ხალისი შემატა ხალხში ყოფნამ, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ეულად, ნაღვლიანად გავატარე ბოლო 2 წელიწადი... აჩრდილივით მუდამ თან მდევდა ჩემი დაქვეითებული სმენა და გავურბოდი ხალხს. მიზანთროპს ვგავდი, სინამდვილეში სულაც არ ვარ ასეთი. ეს ცვლილება ჩემში მოახდინა საყვარელმა მშვენიერმა გოგონამ, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს". - ყველა ბიოგრაფის აზრით, ბეთჰოვენი აქ "ლაპარაკობს" ადამიანზე, რომელსაც მე-9 სიმფონია მიუძღვნა. ის მისი მოწაფე და მეგობარი იყო.

- სახელი და გვარი უნდა გითხრა? არ ვიცი.

- ჯულიეტა გვიჩარდი. "ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა წერია, ვინც"...

- "...მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".

- ვის უწოდებენ "ვალსების მეფეს"?

- შტრაუსს.

- რომელმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა ფილმისთვის - "მიმინო"?

- გია ყანჩელმა.

- როგორი ორკესტრი არ არსებობს - სიმფონიური, სასულე, ხალხურ საკრავთა, საორგანე თუ საესტრადო?

- საორგანე.

- "თქვენ ალბათ ფიქრობთ,/ კარგ ლექსს უკვე აღარავინ სწერს/ და რომ წუხილის ნავსადგურში ეშვება ღუზა./ მე ასე ვფიქრობ, ლექსის კითხვის ჟამს,/ მკითხველსაც უნდა სწყალობდეს მუზა". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ვერ ვიხსენებ.

- მორის ფოცხიშვილი. რამდენი პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო?

- 9 პლანეტა. სწორად მახსოვს?

- დიახ. რომელი ქვეყნიდან გავრცელდა სერენადა?

- იტალიიდან.

- სერენადა გიმღერია?

- წლების წინ, რამდენჯერმე მიმღერია.

- ცეცხლსასროლ იარაღში ერკვევი?

- არა, მაგრამ მაინც მკითხე, იქნებ გიპასუხო.

- რამდენ ტყვიას იტევს ნაგანის სისტემის რევოლვერის დოლი?

- მგონი 15-მდე, არა?

- მხოლოდ 7 ტყვიას იტევს. რა ფერის კოსტიუმი აცვია არლეკინს პოლ სეზანის სურათზე "პიერო და არლეკინო"?

- აუ!!! რაებს მეკითხები? არ მახსოვს.

- ნარინჯისფერი. რას ნიშნავს გერმანული წეს-ჩვეულება "ბრუდერშაფტი"?

- ვერ გეტყვი.

- ქეიფის დროს დამეგობრებას. ქართველებს ასე არაერთი მეგობარი გვყავს დამეგობრებული. ამ მდინარეზე 4 ევროპული ქვეყნის დედაქალაქი მდებარეობს.

- დუნაი.

- "მიცუბიშის" ლოგო გახსოვს?

- სამი რომბია.

- რას ნიშნავს სიტყვა "მიცუბიში" იაპონურად?

- არ ვიცი.

- სამ ბრილიანტს. თავად რომელი ფირმის ავტომობილით სარგებლობ?

- "ტოიოტას" ფირმის და უკმაყოფილო არ ვარ.

- დაბოლოს, დაასრულე აინშტაინის ცნობილი გამონათქვამი: "ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენოისები..."

- ვერ დავასრულებ.

- "...გენიოსები თავიდან იცილებენ".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება