მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმები არასრულწლოვან პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ"
"ექიმები არასრულწლოვან პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ"

გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძეს ტრა­გი­კუ­ლი ბედი არ­გუ­ნა ცხოვ­რე­ბამ - 14 წლი­სა და­ა­პა­ტიმ­რეს, მო­ი­ხა­და ხუ­თწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი, მაგ­რამ ორ თვე­ში ისევ და­კარ­გა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­ვდა. მა­მას - მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძეს პრო­ტეს­ტი არ აპა­ტი­ეს და მალე ისიც და­ა­პა­ტიმ­რეს, სამ­წუ­ხა­როდ, იგი ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რო­გორც ამ­ბო­ბენ - დე­ნის დარ­ტყმით. "ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ უსა­მარ­თლო­ბამ არ გა­მა­ბო­რო­ტა, პი­რი­ქით, სა­ა­კაშ­ვი­ლი 14 წლის ბავ­შვს კრი­მი­ნალს რომ მე­ძახ­და, ეს ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლი იყო. ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რამ გა­და­მარ­ჩი­ნა. სულ ვცდი­ლობ­დი, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი გუნ­დის­თვის და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მათ, სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ გამ­ტე­ხეს", - გან­გვი­ცხა­და 21 წლის, ასე ვთქვათ, ცი­ხე­ში და­ვაჟ­კა­ცე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა. პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ე­უფ­ლე­ბა მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას და, ალ­ბათ, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტიც შემ­თხვე­ვით არ აურ­ჩე­ვია.

- ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 2006 წელს, რო­დე­საც წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ჩამ­სვეს ცი­ხე­ში, დის­ტრი­ბუ­ტორ­თან შევ­კა­მათ­დი და გან­ზრახ­ვის გა­რე­შე, "ბრე­ლო­კის" და­ნით მკლა­ვი გა­ვუ­ჩხაპ­ნე, ღრმა ჭრი­ლო­ბა არ მი­მი­ყე­ნე­ბია. 14 წლის ვი­ყა­ვი და მა­მა­ჩემ­მა, ჰქონ­და რა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­მიყ­ვა­ნა - ეგო­ნა, რო­გორც არას­რულ­წლო­ვანს, მხო­ლოდ საყ­ვე­დურს მე­ტყოდ­ნენ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გან­ვაგ­რძობ­დი ცხოვ­რე­ბას. თუმ­ცა მოხ­და სხვაგ­ვა­რად - და­მა­კა­ვეს და წა­მი­ყე­ნეს უმ­ძი­მე­სი მუხ­ლე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად 10, სა­ბო­ლო­ოდ კი 5 წელი მო­მი­სა­ჯეს.

- რო­გორ ახ­სნი სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ გა­მო­ჩე­ნილ ასეთ სიმ­კაც­რეს?

- ის რე­ჟი­მი მოქ­მე­დებ­და შან­ტა­ჟით, ძალ­მომ­რე­ო­ბით და უნ­დო­და, ადა­მი­ა­ნე­ბი სხვე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თოდ და­ე­სა­ჯათ. მათ ხალ­ხს ჩემი თავი გა­აც­ნეს, რო­გორც ურჩხუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში. ამ ამ­ბავს ჩემი ოჯა­ხი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, რის გა­მოც მიშა და მისი გუნ­დი გა­ღი­ზი­ან­დნენ. სწო­რედ ამის შემ­დეგ უწო­და მან ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას "ჩა­რე­ცხი­ლე­ბი" - ვინც კრი­მი­ნალ ზე­რე­კი­ძეს იცავს, ისი­ნი არი­ან ჩა­რე­ცხი­ლე­ბიო. ვა­პი­რებ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას სა­ა­კაშ­ვი­ლის და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად პრო­კუ­რო­რი იყო და არას­წო­რად იყო ჩარ­თუ­ლი ჩემს საქ­მე­ში - არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, არას­რულ­წლო­ვა­ნის საქ­მე გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ეკე­თე­ბი­ნა.

- რო­გო­რი იყო შენი ყოფა არას­რულ­წლო­ვან­თა კო­ლო­ნი­ა­ში?

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ უსა­მარ­თლო­ბამ არ გა­მა­ბო­რო­ტა, პი­რი­ქით, სა­ა­კაშ­ვი­ლი 14 წლის ბავ­შვს კრი­მი­ნალს რომ მე­ძახ­და, ეს ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლი იყო. ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რამ გა­და­მარ­ჩი­ნა. სულ ვცდი­ლობ­დი, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი გუნ­დის­თვის და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მათი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ გამ­ტე­ხეს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მა­მას სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რეს. აუ­ცი­ლებ­ლად და­ვად­გენ, რით გარ­და­იც­ვა­ლა მა­მა­ჩე­მი ცი­ხე­ში. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, იგი გარ­დაც­ვლი­ლია დე­ნის დარ­ტყმით.

- გი­ორ­გი, შენ შე­ძე­ლი და პა­ტიმ­რო­ბა­ში გახ­დი იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, თუმ­ცა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ცეს.

- მა­მამ, რო­დე­საც პა­ტი­მა­რი იყო, მთხო­ვა, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი. 2010 წელს ჩა­ვა­ბა­რე იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. მინ­დო­და, უფ­ლე­ბე­ბი აღ­მედ­გი­ნა. მა­მის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი და ეს და­მეხ­მა­რა მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში. უნდა ით­ქვას, რომ მათ ჩემ­თვის ხელი არ შე­უშ­ლი­ათ. რო­დე­საც ჩემი ქუ­ლე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­მი­ნის­ტრო­ში თურ­მე ბევ­რს ბჭობ­დნენ, რა ექ­ნათ ჩემი წარ­სუ­ლის­თვის. შაშ­კი­ნის პი­რო­ბა იყო ასე­თი: ვინც კი მოხ­ვდე­ბო­და უმაღ­ლეს­ში, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და. მე სამი თვე­ღა მქონ­და მო­სახ­დე­ლი, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნათ, რომ მის მიერ კრი­მი­ნა­ლად შე­რა­ცხილ­მა ზე­რე­კი­ძემ ჩა­ა­ბა­რა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და მოხ­ვდა შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამის გამო შე­ფერ­ხდა ცი­ხი­დან იმა­თი გა­მოს­ვლაც, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად ჩა­ი­რი­ცხნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი გან­თა­ვი­სუფ­ლდნენ, მე ცი­ხე­ში დავ­რჩი.

- გი­ორ­გი, ფიქ­რობ, რომ მა­მას და­პა­ტიმ­რე­ბა წი­ნას­წარ იყო ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი?

- რა თქმა უნდა, მა­მას და­კა­ვე­ბა იყო წი­ნას­წარ გათ­ვლი­ლი, კარ­გად და­გეგ­მი­ლი პი­ა­რაქ­ცია. მათ ეგო­ნათ, რომ ამას ხალ­ხში უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბო­და ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ. ვინც წინა რე­ჟი­მის მე­თო­დებ­სა და პო­ლი­ტი­კას იც­ნობს, კარ­გად იცის, რო­გორ და რის ფა­სად მი­მარ­თავ­და ის ამ­გვარ ხრი­კებს. ყვე­ლამ იცის, რო­გო­რია ზე­რე­კი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი და ამის მტკი­ცე­ბას არ და­ვი­წყებ. აბ­სურ­დია, რომ მამა უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ი­ტან­და 230 აბ სუ­ბო­ტექსს, თა­ნაც, რამ­დე­ნი­მე სა­ბა­ჟოს გავ­ლით. დე­დას და­პა­ტიმ­რე­ბა უნ­დო­დათ, მაგ­რამ მა­მამ და­ი­კის­რა "და­ნა­შა­უ­ლი". წი­ნას­წარ არ მინ­და მკვლე­ლო­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო, მაგ­რამ მა­მას ალ­ბათ ბევ­რი კომ­პრო­მა­ტი ჰქონ­და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მან და­ა­პი­რა ყვე­ლაფ­რის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნა, რაც მისი მო­შო­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

- გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან ორ თვე­ში ხელ­მე­ო­რედ და­გა­პა­ტიმ­რეს...

- ხუ­თწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ, 2010 წლის დე­კემ­ბერ­ში გავ­თა­ვი­სუფ­ლდი. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩავბმუ­ლი­ყა­ვი.

ვა­პი­რებ­დი, ბნე­ლით მო­ცუ­ლი საქ­მე­ე­ბის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­ტა­ნას, იმის, რაც ხდე­ბო­და ქარ­თულ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში. მქონ­და ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა ხერ­ხე­ბით იმარ­თე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ე­ბი, უფრო სწო­რად - "გუ­ლა­გე­ბი". რო­გორც ჩანს, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ მი­აღ­წია მათ ყუ­რამ­დე. ვიცი, რომ ჩვე­ნი უბ­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს ურე­კავ­და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და ეუბ­ნე­ბო­და, ზე­რე­კი­ძე კი­დევ გა­რეთ რო­გორ გყავთ, დრო­ზე და­ი­ჭი­რე­თო. ჩემი სიძე ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრო­მე­ლია, ჩემ გამო ორ­ჯერ და­ი­თხო­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან და მის­გან ვიცი, რომ იყო ასე­თი ლა­პა­რა­კი. მე­ო­რე საქ­მე, რის­თვი­საც და­მა­კა­ვეს, იყო სრუ­ლი აბ­სურ­დი. ამას არც ჰქვია და­კა­ვე­ბა - უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­მა­ვალს, თავს ბან­და და­მეს­ხა, ჩამ­ტე­ნეს მან­ქა­ნა­ში და გან­მი­ცხა­დეს, რომ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე სულ მით­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ფო­ტო­ებს მი­ღებ­დნენ, მჩხრეკ­დნენ, მხვდე­ბოდ­ნენ სა­დარ­ბა­ზოს­თან და არ მას­ვე­ნებ­დნენ. მი­თხრეს, 20 იან­ვარს ჩა­ი­დი­ნე ხუ­ლიგ­ნო­ბა და მე­ზო­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რად და სი­ტყვი­ე­რად შე­უ­რა­ცხყა­ვიო.

და­მი­პი­რის­პი­რეს მე­ზობ­ლე­ბი - ნა­ცე­ბის მო­ნე­ბი. მყავ­და ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც "საქ­მის მომ­გვა­რე­ბე­ლი". ეს ად­ვო­კა­ტი იმი­ტომ ავიყ­ვა­ნეთ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნა და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მინ­დო­და. ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ ნა­ცე­ბის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, ჩემი გა­რეთ თუ პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა ერ­თმა­ნე­თის­გან არაფ­რით იქ­ნე­ბო­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მო­მი­სა­ჯეს 8 წელი. ამ­ჯე­რად მოვ­ხვდი მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ეს დიდი სტრე­სი და უი­მე­დო­ბა იყო, მაგ­რამ 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­მა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. დიდი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ ეკა ბე­სე­ლი­ას და იმ კო­მი­სი­ას, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და ჩვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის. მი­შას და მისი ზონ­დერე­ბის სირ­ცხვი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 190-ზე მეტი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია.

- ცი­ხის ცნო­ბილ კად­რებ­ში იყო არას­რულ­წლო­ვან­თა კო­ლო­ნი­ა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი..

- მა­მა­ჩე­მის აქ­ტი­უ­რო­ბის გამო სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­ში ინ­ტრი­გა­ნის შვილს მე­ძახ­დნენ და ვე­რა­ფერს მი­ბე­დავ­დნენ. მაგ­რამ ვიცი, რომ მე­დი­კა­მენ­ტებს იყე­ნებ­დნენ არას­რულ­წლო­ვა­ნი პა­ტიმ­რე­ბის დეგ­რა­და­ცი­ის­თვის - მო­წამ­ვლა, გო­ნე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა და ა.შ. ვიცი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამას ადას­ტუ­რებს და ყვე­ლა­ფერს იტყვის. ექი­მე­ბი ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­დნენ დი­რექ­ცი­ის და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­თი­თე­ბით იმ პა­ტიმ­რებ­ზე, რომ­ლებ­საც არ ჰყავ­დათ მომ­კი­თხა­ვი და ამის გამო მათ პა­სუხს არა­ვინ მოს­თხოვ­და. ეს ექი­მე­ბი დღე­საც იქ მუ­შა­ო­ბენ. მათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ე­კის­როთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა ჰქონ­დათ თა­ვის დრო­ზე ფა­შის­ტებს და მერე - ნა­ცი­ო­ნა­ლებს. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არ მაქვს უფ­ლე­ბა, არ გა­ვა­მარ­თლო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დი, რომ­ლე­ბიც ასე ამო­მიდ­გნენ მხარ­ში. არ მინ­და, რაც მე თავს გა­დამ­ხდა, მო­მა­ვალ­ში სხვა­მაც გა­მოს­ცა­დოს. იქ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა კარ­გად და­მა­ნახ­ვა, რა იყო მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კო­ლო­ნი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბავ­შვე­ბის მო­მავ­ლის­თვის. გა­დავ­წყვი­ტე, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად და­ი­სა­ხავს გი­სო­სებს მიღ­მა მყო­ფი ბავ­შვე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათი სწო­რი გზით დაბ­რუ­ნე­ბას. ვეც­დე­ბი, და­ვა­ნახ­ვო მათ, რომ ისი­ნიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი არი­ან და აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბი­ან ნა­თე­ლი გო­ნე­ბით.­

ესა­უბ­რა ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ექიმები არასრულწლოვან პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ"

"ექიმები არასრულწლოვან პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ"

გიორგი ზერეკიძეს ტრაგიკული ბედი არგუნა ცხოვრებამ - 14 წლისა დააპატიმრეს, მოიხადა ხუთწლიანი სასჯელი, მაგრამ ორ თვეში ისევ დაკარგა თავისუფლება და გლდანის დაწესებულებაში მოხვდა. მამას - მამუკა ზერეკიძეს პროტესტი არ აპატიეს და მალე ისიც დააპატიმრეს, სამწუხაროდ, იგი ციხეში გარდაიცვალა, როგორც ამბობენ - დენის დარტყმით. "ბედნიერი ვარ, რომ უსამართლობამ არ გამაბოროტა, პირიქით, სააკაშვილი 14 წლის ბავშვს კრიმინალს რომ მეძახდა, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ხალხის მხარდაჭერამ გადამარჩინა. სულ ვცდილობდი, სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის დამემტკიცებინა, რომ მათ, სურვილის მიუხედავად, ვერ გამტეხეს", - განგვიცხადა 21 წლის, ასე ვთქვათ, ციხეში დავაჟკაცებულმა ადამიანმა. პოლიტპატიმრად აღიარებული გიორგი ზერეკიძე შავი ზღვის უნივერსიტეტში დაეუფლება მომავალ პროფესიას და, ალბათ, იურიდიული ფაკულტეტიც შემთხვევით არ აურჩევია.

- ყველაფერი დაიწყო 2006 წელს, როდესაც წვრილმანი ხულიგნობისთვის ჩამსვეს ციხეში, დისტრიბუტორთან შევკამათდი და განზრახვის გარეშე, "ბრელოკის" დანით მკლავი გავუჩხაპნე, ღრმა ჭრილობა არ მიმიყენებია. 14 წლის ვიყავი და მამაჩემმა, ჰქონდა რა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანა - ეგონა, როგორც არასრულწლოვანს, მხოლოდ საყვედურს მეტყოდნენ და ჩვეულებრივად განვაგრძობდი ცხოვრებას. თუმცა მოხდა სხვაგვარად - დამაკავეს და წამიყენეს უმძიმესი მუხლები. თავდაპირველად 10, საბოლოოდ კი 5 წელი მომისაჯეს.

- როგორ ახსნი სამართალდამცველთა მიერ გამოჩენილ ასეთ სიმკაცრეს?

- ის რეჟიმი მოქმედებდა შანტაჟით, ძალმომრეობით და უნდოდა, ადამიანები სხვებისთვის სამაგალითოდ დაესაჯათ. მათ ხალხს ჩემი თავი გააცნეს, როგორც ურჩხული, სახელმწიფოს მტერი და საზოგადოებისთვის საშიში. ამ ამბავს ჩემი ოჯახისა და ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც მიშა და მისი გუნდი გაღიზიანდნენ. სწორედ ამის შემდეგ უწოდა მან ინტელიგენციას "ჩარეცხილები" - ვინც კრიმინალ ზერეკიძეს იცავს, ისინი არიან ჩარეცხილებიო. ვაპირებ სარჩელის შეტანას სააკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მათ შორის, გიორგი ღვინიაშვილის, რომელიც იმჟამად პროკურორი იყო და არასწორად იყო ჩართული ჩემს საქმეში - არ ჰქონდა უფლება, არასრულწლოვანის საქმე გამოეძიებინა და ფარული ჩანაწერები ეკეთებინა.

- როგორი იყო შენი ყოფა არასრულწლოვანთა კოლონიაში?

- ბედნიერი ვარ, რომ უსამართლობამ არ გამაბოროტა, პირიქით, სააკაშვილი 14 წლის ბავშვს კრიმინალს რომ მეძახდა, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ხალხის მხარდაჭერამ გადამარჩინა. სულ ვცდილობდი, სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის დამემტკიცებინა, რომ მათი სურვილის მიუხედავად, ვერ გამტეხეს, თუმცა, სამწუხაროდ, მამას სიცოცხლე შეიწირეს. აუცილებლად დავადგენ, რით გარდაიცვალა მამაჩემი ციხეში. ექსპერტიზის დასკვნით, იგი გარდაცვლილია დენის დარტყმით.

- გიორგი, შენ შეძელი და პატიმრობაში გახდი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, თუმცა სწავლის გაგრძელების საშუალება არ მოგცეს.

- მამამ, როდესაც პატიმარი იყო, მთხოვა, ეროვნულ გამოცდებზე გავსულიყავი. 2010 წელს ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. მინდოდა, უფლებები აღმედგინა. მამის დაკავების შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ბევრს ვკითხულობდი და ეს დამეხმარა მიზნის მიღწევაში. უნდა ითქვას, რომ მათ ჩემთვის ხელი არ შეუშლიათ. როდესაც ჩემი ქულები გამოქვეყნდა, სამინისტროში თურმე ბევრს ბჭობდნენ, რა ექნათ ჩემი წარსულისთვის. შაშკინის პირობა იყო ასეთი: ვინც კი მოხვდებოდა უმაღლესში, გაათავისუფლებდა. მე სამი თვეღა მქონდა მოსახდელი, მაგრამ ვერ მოახერხეს სააკაშვილისთვის ეცნობებინათ, რომ მის მიერ კრიმინალად შერაცხილმა ზერეკიძემ ჩააბარა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე და მოხვდა შავი ზღვის უნივერსიტეტში. ამის გამო შეფერხდა ციხიდან იმათი გამოსვლაც, რომლებიც ჩემთან ერთად ჩაირიცხნენ. საბოლოოდ, ისინი განთავისუფლდნენ, მე ციხეში დავრჩი.

- გიორგი, ფიქრობ, რომ მამას დაპატიმრება წინასწარ იყო ინსცენირებული?

- რა თქმა უნდა, მამას დაკავება იყო წინასწარ გათვლილი, კარგად დაგეგმილი პიარაქცია. მათ ეგონათ, რომ ამას ხალხში უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა ჩვენი ოჯახის მიმართ. ვინც წინა რეჟიმის მეთოდებსა და პოლიტიკას იცნობს, კარგად იცის, როგორ და რის ფასად მიმართავდა ის ამგვარ ხრიკებს. ყველამ იცის, როგორია ზერეკიძეების ოჯახი და ამის მტკიცებას არ დავიწყებ. აბსურდია, რომ მამა უცხოეთიდან ჩამოიტანდა 230 აბ სუბოტექსს, თანაც, რამდენიმე საბაჟოს გავლით. დედას დაპატიმრება უნდოდათ, მაგრამ მამამ დაიკისრა "დანაშაული". წინასწარ არ მინდა მკვლელობაზე ვილაპარაკო, მაგრამ მამას ალბათ ბევრი კომპრომატი ჰქონდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და არ გამოვრიცხავ, რომ მან დააპირა ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, რაც მისი მოშორების მიზეზი გახდა.

- გათავისუფლებიდან ორ თვეში ხელმეორედ დაგაპატიმრეს...

- ხუთწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, 2010 წლის დეკემბერში გავთავისუფლდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიურად ჩავბმულიყავი.

ვაპირებდი, ბნელით მოცული საქმეების სამსჯავროზე გამოტანას, იმის, რაც ხდებოდა ქართულ საპატიმროებში. მქონდა ბევრი ინფორმაცია, რა ხერხებით იმართებოდა საქართველოს ციხეები, უფრო სწორად - "გულაგები". როგორც ჩანს, ამ ინფორმაციამ მიაღწია მათ ყურამდე. ვიცი, რომ ჩვენი უბნის პოლიციის უფროსს ურეკავდა ზურაბ ადეიშვილი და ეუბნებოდა, ზერეკიძე კიდევ გარეთ როგორ გყავთ, დროზე დაიჭირეთო. ჩემი სიძე ორგანოს თანამშრომელია, ჩემ გამო ორჯერ დაითხოვეს სამსახურიდან და მისგან ვიცი, რომ იყო ასეთი ლაპარაკი. მეორე საქმე, რისთვისაც დამაკავეს, იყო სრული აბსურდი. ამას არც ჰქვია დაკავება - უნივერსიტეტიდან მომავალს, თავს ბანდა დამესხა, ჩამტენეს მანქანაში და განმიცხადეს, რომ დაპატიმრებული ვიყავი. მანამდე სულ მითვალთვალებდნენ, ფოტოებს მიღებდნენ, მჩხრეკდნენ, მხვდებოდნენ სადარბაზოსთან და არ მასვენებდნენ. მითხრეს, 20 იანვარს ჩაიდინე ხულიგნობა და მეზობელი ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყავიო.

დამიპირისპირეს მეზობლები - ნაცების მონები. მყავდა ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელიც ცნობილია, როგორც "საქმის მომგვარებელი". ეს ადვოკატი იმიტომ ავიყვანეთ, რომ თავისუფლებაზე ყოფნა და სწავლის გაგრძელება მინდოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ნაცების რეჟიმის პირობებში, ჩემი გარეთ თუ პატიმრობაში ყოფნა ერთმანეთისგან არაფრით იქნებოდა განსხვავებული. მომისაჯეს 8 წელი. ამჯერად მოვხვდი მე-8 დაწესებულებაში. ეს დიდი სტრესი და უიმედობა იყო, მაგრამ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებმა ყველაფერი შეცვალა. დიდი მადლობა ქალბატონ ეკა ბესელიას და იმ კომისიას, რომელიც მუშაობდა ჩვენი გათავისუფლებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის. მიშას და მისი ზონდერების სირცხვილია, რომ საქართველოში 190-ზე მეტი პოლიტპატიმარია.

- ციხის ცნობილ კადრებში იყო არასრულწლოვანთა კოლონიაში გადაღებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდი..

- მამაჩემის აქტიურობის გამო სამედიცინო ნაწილში ინტრიგანის შვილს მეძახდნენ და ვერაფერს მიბედავდნენ. მაგრამ ვიცი, რომ მედიკამენტებს იყენებდნენ არასრულწლოვანი პატიმრების დეგრადაციისთვის - მოწამვლა, გონებისა და პოტენციის დაქვეითება და ა.შ. ვიცი ადამიანი, რომელიც ამას ადასტურებს და ყველაფერს იტყვის. ექიმები ექსპერიმენტებს ატარებდნენ დირექციის და ადმინისტრაციის მითითებით იმ პატიმრებზე, რომლებსაც არ ჰყავდათ მომკითხავი და ამის გამო მათ პასუხს არავინ მოსთხოვდა. ეს ექიმები დღესაც იქ მუშაობენ. მათ აუცილებლად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ასეთი მიდგომა ჰქონდათ თავის დროზე ფაშისტებს და მერე - ნაციონალებს. გაცნობიერებული მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და არ მაქვს უფლება, არ გავამართლო იმ ადამიანების იმედი, რომლებიც ასე ამომიდგნენ მხარში. არ მინდა, რაც მე თავს გადამხდა, მომავალში სხვამაც გამოსცადოს. იქ გატარებულმა წლებმა კარგად დამანახვა, რა იყო მთავარი პრობლემა კოლონიაში მოხვედრილი ბავშვების მომავლისთვის. გადავწყვიტე, ჩამოვაყალიბო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად დაისახავს გისოსებს მიღმა მყოფი ბავშვების რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათი სწორი გზით დაბრუნებას. ვეცდები, დავანახვო მათ, რომ ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და აუცილებლად დაგვიბრუნდებიან ნათელი გონებით.­

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ