პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
და­ვით კირ­ვა­ლი­ძე: "პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი­ა"

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­სა და მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­სებ­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რო­მე­ლი დარ­გე­ბია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ქვეყ­ნის­თვის ამ ეტაპ­ზე, რო­მელ მათ­განს აქვს გან­ვი­თა­რე­ბის მე­ტი შან­სი?

- მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა არის დარ­გი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ით, გე­ნე­ტი­კუ­რი კავ­ში­რით. ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა რე­გი­ონს თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი დარ­გი აქვს, ამით არის სა­ქარ­თვე­ლო გა­მორ­ჩე­უ­ლი; ვთქვათ, რუ­სე­თის სტე­პე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ შე­უძ­ლე­ბე­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­სად­მი ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა გქონ­დეს.

- დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ე­ბიც ხომ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

- აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ქვეყ­ნის ში­და ბა­ზარ­ზე მოხ­მა­რე­ბუ­ლი შე­ფუ­თუ­ლი, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის 80 პრო­ცენ­ტი იმ­პორ­ტუ­ლი­ა, ასე რომ, ქარ­თულ­მა პრო­დუქ­ცი­ამ ჯერ ში­და ბა­ზა­რი უნ­და და­იბ­რუ­ნოს.

- რა­ტომ ვერ უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ას ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია იმ­პორ­ტი­რე­ბულს?

- სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას არ ჰქონ­და მხარ­და­ჭე­რა სა­ხელ­მწი­ფოს­გან, მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო. ამი­ტომ მთე­ლი სის­ტე­მა უნ­და შე­იც­ვა­ლოს, ყვე­ლა­ფე­რი გლე­ხის, ფერ­მე­რის ინ­ტე­რე­სებს უნ­და მო­ერ­გოს. არა­ერ­თი პრობ­ლე­მაა ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით, რაც მო­ი­ცავს ირი­გა­ცი­ას, დრე­ნაჟს, აგ­რეთ­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ქა­ნი­ზა­ცი­ა, ნედ­ლე­უ­ლის, სა­სუ­ქის მი­წო­დე­ბა, მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კვლე­ვა და ფერ­მე­რე­ბის­თვის სა­კონ­სულ­ტა­ცი­ო, ე.წ. ექ­სტენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის ამოქ­მე­დე­ბა; კრე­დი­ტე­ბი ფერ­მე­რის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნ­და იყოს და რო­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მუ­შა­ობს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცია კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ვერ და არ იქ­ნე­ბა. ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში­ - აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხელ­შეწყ­ო­ბა აქვს, მის­კენ დი­დი სუბ­სი­დი­ე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რომ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია ფა­სი­თაც და ხა­რის­ხი­თაც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გახ­დეს, ში­და ბა­ზა­რი იქ­ნე­ბა თუ ექ­სპორ­ტი.

- რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ერ­თმი­ლი­არ­დი­ა­ნი ფონ­დი და კონ­კრე­ტუ­ლად, რა მომ­სა­ხუ­რე­ბას შეს­თა­ვა­ზებთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს?

- პროგ­რა­მა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამოქ­მედ­დე­ბა, რად­გან სა­გა­ზაფ­ხუ­ლო ხვნა კარს არის მომ­დგა­რი... მცი­რე მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის მფლო­ბელ ფერ­მე­რებს, სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბი­სა­მებრ, მი­წას მო­უხ­ნა­ვენ, შემ­დეგ, ვინც კულ­ტუ­რას და­თე­სავს, სა­სუ­ქი­თაც და­ეხ­მა­რე­ბი­ან. ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნებ­ში აშენ­დე­ბა 60 ახა­ლი სა­წარ­მო, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი, შე­სა­ფუ­თი და სხვა სა­წარ­მო­ე­ბი.

- სა­ით იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი 40-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გრან­ტის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი? თუ აქვთ მათ რა­ი­მე მი­თი­თე­ბე­ბი?

- 18 მი­ლი­ო­ნი ევ­რო ბი­უ­ჯეტ­ში შე­ვა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­როს და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, 15 მი­ლი­ო­ნი - არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის­თვის, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში კო­ო­პე­რა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას უნ­და შე­უწყ­ოს ხე­ლი, 3 მი­ლი­ო­ნი ევ­რო აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში და ა.შ. 2 მი­ლი­ო­ნი ევ­რო ჯერ­ჯე­რო­ბით "თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა" და შე­საძ­ლო­ა, კვლე­ვას ან გა­ნათ­ლე­ბას მოხ­მარ­დეს.

- ამ სა­კითხ­ზე ერ­თ-ერ­თმა ექ­სპერ­ტმა თქვა, ამ­გვარ­მა სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დმა შე­იძ­ლე­ბა ფერ­მერს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა წა­არ­თვა­სო.

- გლე­ხი თვი­თონ ირ­ჩევს, რო­მელ კულ­ტუ­რას მი­ა­ნი­ჭოს უპი­რა­ტე­სო­ბა. გუ­რი­ა­ში რომ ჩა­ვი­დეთ და ვუთხ­რათ, ხორ­ბა­ლი და­თე­სე­თო, დაგ­ვი­ჯე­რებს ვინ­მე? არ მეს­მის, რა დიქ­ტატ­ზეა ლა­პა­რა­კი? ინი­ცი­ა­ტი­ვა კერ­ძო სექ­ტო­რის­გან უნ­და მო­დი­ო­დეს. გლეხ­მა იცის, რომ მო­გე­ბა თუ ვერ ნა­ხა, საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებს, სა­ხელ­მწი­ფო კი მხო­ლოდ ხე­ლის­შემ­წყო­ბი­ა.

- ახ­ლა­ხან პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ ქარ­თუ­ლი ციტ­რუ­სის რუ­სეთ­ში გა­ტა­ნა ჯერ კი­დევ გა­სულ წელს და­იწყო და მა­შინ ფა­სი უფ­რო მა­ღა­ლიც იყო...

- ციტ­რუ­სის რუ­სეთ­ში გა­ტა­ნა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში და­იწყ­ო; რაც შე­ე­ხე­ბა ფასს, ფერ­მე­რებს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ციტ­რუ­სი მარ­ტის­თვის აქვთ გა­და­ნა­ხუ­ლი, რო­ცა ფა­სი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია - 2 ლა­რამ­დე. ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც მე­ციტ­რუ­სე­ებს წელს შე­ექ­მნათ, სწო­რედ წი­ნა წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არას­წო­რი მე­ნეჯ­მენ­ტის, მარ­თვის შე­დე­გი­ა. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­ტან­დარ­ტუ­ლი მან­და­რი­ნის ჩამ­ბა­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი სა­წარ­მო­ა. ცხა­დი­ა, ეს ქმნის რი­გებს, სხვა პრობ­ლე­მებს.

- თქვე­ნი აზ­რით, არ გა­უ­ჭირ­დე­ბა ქარ­თულ ღვი­ნოს, ციტ­რუსს თუ სხვა პრო­დუქ­ცი­ას დაბ­რუ­ნე­ბა რუ­სულ ბა­ზარ­ზე, მით უმე­ტეს, რომ ბო­ლო წლებ­ში მა­თი ად­გი­ლი სხვა ქვეყ­ნე­ბის პრო­დუქ­ცი­ამ და­ი­კა­ვა?

- ჯერ ბა­ზა­რი გა­იხ­სნას, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას, ამ სა­კითხ­ზე ქარ­თულ­-რუ­სუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნ­და გა­ი­მარ­თოს, ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან ღვი­ნის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ხი­ლი­სა და ბოს­ტნე­უ­ლის ექ­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ღვი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

- აპი­რებს თუ არა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ისე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი დარ­გის აღორ­ძი­ნე­ბას, რო­გო­რიც არის მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბა და რო­მე­ლიც დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლ­ია?

- არა მარ­ტო მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბა, არა­ერ­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი დარ­გია გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, მე­ხორ­ბლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ ერ­თი თვის მოთხ­ოვ­ნას აკ­მა­ყო­ფი­ლებს, არა­და, შეგ­ვიძ­ლია ხორ­ბლის მთლი­ა­ნი მოთხ­ოვ­ნის 2/3 და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ! ახ­ლა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შავ­დე­ბა დარ­გობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, მათ შო­რის არის პროგ­რა­მა "მარ­ცვა­ლი", სა­თა­ნა­დო ყუ­რადღ­ე­ბა და ფი­ნან­სე­ბი იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბი­სა და მე­ფუტ­კრე­ო­ბის ასა­ღორ­ძი­ნებ­ლად. ახ­ლა ევ­რო­კავ­შირ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, ესეც ხელს შე­უწყ­ობს პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნას ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე, სა­დაც მა­ღა­ლი მოთხ­ოვ­ნაა პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხზე.

- რო­გორ უნ­და იმუ­შა­ოს სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო ფონ­დმა ბან­კებ­თან ტან­დემ­ში? რა სტი­მუ­ლი ექ­ნე­ბათ ბან­კებს, რომ აგ­რა­რულ სექ­ტორს სეს­ხე­ბი გა­მო­უ­ყონ?

- ზო­გი­ერ­თებს ხში­რად უყ­ვართ ხოლ­მე თქმა: "პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში", "პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში", ჩვენ კი საქ­მით და არა მხო­ლოდ სიტყ­ვით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 1990 წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი­ა, ეს აი­სა­ხე­ბა ბი­უ­ჯეტ­ში, ამ დარ­გის რე­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რა­ში; აქამ­დე ბან­კის მი­ერ გა­სეს­ხე­ბულ მთელ პორ­ტფელ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წი­ლი ერთ პრო­ცენ­ტზე ნაკ­ლე­ბი იყო, დღეს კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ფონ­დი ბან­კებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს, ბან­კე­ბი აირ­ჩე­ვენ პერ­სპექ­ტი­ულ პრო­ექ­ტებს, ფონ­დი მათ და­ეხ­მა­რე­ბათ, რომ ეფექ­ტი­ა­ნი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი ჰქონ­დეთ. ეს სეს­ხე­ბი იქ­ნე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი და და­ბალ­პრო­ცენ­ტი­ა­ნი; სეს­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­მ­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ებ­ში ჩა­ი­დე­ბა, სამ­პრო­ცენ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა!

- წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა, ირი­გა­ცია დი­დი პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერთ რა­ი­ონ­ში და პრო­ექ­ტე­ბიც საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი­ა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა ამ მხრივ არა­ერ­თი და­პი­რე­ბა გას­ცეს. რო­გორ აპი­რებთ ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას?

- 9 მი­ლი­ო­ნი­დან 60 მი­ლი­ონ ლა­რამ­დეა გაზ­რდი­ლი ირი­გა­ცი­ის სის­ტე­მის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა, ამას ემა­ტე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბა, მსოფ­ლიო ბან­კის პრო­ექ­ტი და სხვა. თუმ­ცა, პრობ­ლე­მის სა­ბო­ლოო გა­დაჭ­რას დრო დას­ჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ი­რი­გა­ციო არ­ხე­ბის ერ­თი მე­ა­თე­დიც არ არის მწყობ­რში, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 53 პრო­ცენ­ტი სოფ­ლად ცხოვ­რობს, თუმ­ცა სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი­ა, რა არის ამის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი?

- მი­ზე­ზი მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გან­ვი­თა­რე­ბა­ა; ამას­თა­ნა­ვე, დღეს სოფ­ლად მცხოვ­რებს არ­ჩე­ვა­ნი არა აქვს, რომ არა­სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბით და­კავ­დეს. უნ­და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდეს მი­წა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შა­ხე­ლი, რაც მი­წის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, მი­წე­ბის გამ­სხვი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს და წარ­მო­ე­ბაც უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი გახ­დე­ბა. სოფ­ლად მცხოვ­რებ ადა­მი­ანს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს, ესეც ჩვე­ნი ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა­ა. ქვე­ყა­ნა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი რომ შე­იქ­მნას, ამ გზით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბაც გან­ვი­თარ­დე­ბა და მთლი­ა­ნად ეკო­ნო­მი­კაც.

ესა­უბ­რა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

და­ვით კირ­ვა­ლი­ძე: "პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი­ა"

და­ვით კირ­ვა­ლი­ძე: "პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი­ა"

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­სა და მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­სებ­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რო­მე­ლი დარ­გე­ბია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ქვეყ­ნის­თვის ამ ეტაპ­ზე, რო­მელ მათ­განს აქვს გან­ვი­თა­რე­ბის მე­ტი შან­სი?

- მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა არის დარ­გი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ით, გე­ნე­ტი­კუ­რი კავ­ში­რით. ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა რე­გი­ონს თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი დარ­გი აქვს, ამით არის სა­ქარ­თვე­ლო გა­მორ­ჩე­უ­ლი; ვთქვათ, რუ­სე­თის სტე­პე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ შე­უძ­ლე­ბე­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­სად­მი ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა გქონ­დეს.

- დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ე­ბიც ხომ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

- აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ქვეყ­ნის ში­და ბა­ზარ­ზე მოხ­მა­რე­ბუ­ლი შე­ფუ­თუ­ლი, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის 80 პრო­ცენ­ტი იმ­პორ­ტუ­ლი­ა, ასე რომ, ქარ­თულ­მა პრო­დუქ­ცი­ამ ჯერ ში­და ბა­ზა­რი უნ­და და­იბ­რუ­ნოს.

- რა­ტომ ვერ უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ას ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია იმ­პორ­ტი­რე­ბულს?

- სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას არ ჰქონ­და მხარ­და­ჭე­რა სა­ხელ­მწი­ფოს­გან, მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო. ამი­ტომ მთე­ლი სის­ტე­მა უნ­და შე­იც­ვა­ლოს, ყვე­ლა­ფე­რი გლე­ხის, ფერ­მე­რის ინ­ტე­რე­სებს უნ­და მო­ერ­გოს. არა­ერ­თი პრობ­ლე­მაა ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით, რაც მო­ი­ცავს ირი­გა­ცი­ას, დრე­ნაჟს, აგ­რეთ­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ქა­ნი­ზა­ცი­ა, ნედ­ლე­უ­ლის, სა­სუ­ქის მი­წო­დე­ბა, მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კვლე­ვა და ფერ­მე­რე­ბის­თვის სა­კონ­სულ­ტა­ცი­ო, ე.წ. ექ­სტენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის ამოქ­მე­დე­ბა; კრე­დი­ტე­ბი ფერ­მე­რის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნ­და იყოს და რო­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მუ­შა­ობს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცია კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ვერ და არ იქ­ნე­ბა. ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში­ - აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხელ­შეწყ­ო­ბა აქვს, მის­კენ დი­დი სუბ­სი­დი­ე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რომ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია ფა­სი­თაც და ხა­რის­ხი­თაც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გახ­დეს, ში­და ბა­ზა­რი იქ­ნე­ბა თუ ექ­სპორ­ტი.

- რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ერ­თმი­ლი­არ­დი­ა­ნი ფონ­დი და კონ­კრე­ტუ­ლად, რა მომ­სა­ხუ­რე­ბას შეს­თა­ვა­ზებთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს?

- პროგ­რა­მა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამოქ­მედ­დე­ბა, რად­გან სა­გა­ზაფ­ხუ­ლო ხვნა კარს არის მომ­დგა­რი... მცი­რე მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის მფლო­ბელ ფერ­მე­რებს, სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბი­სა­მებრ, მი­წას მო­უხ­ნა­ვენ, შემ­დეგ, ვინც კულ­ტუ­რას და­თე­სავს, სა­სუ­ქი­თაც და­ეხ­მა­რე­ბი­ან. ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნებ­ში აშენ­დე­ბა 60 ახა­ლი სა­წარ­მო, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი, შე­სა­ფუ­თი და სხვა სა­წარ­მო­ე­ბი.

- სა­ით იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი 40-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გრან­ტის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი? თუ აქვთ მათ რა­ი­მე მი­თი­თე­ბე­ბი?

- 18 მი­ლი­ო­ნი ევ­რო ბი­უ­ჯეტ­ში შე­ვა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­როს და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, 15 მი­ლი­ო­ნი - არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის­თვის, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში კო­ო­პე­რა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას უნ­და შე­უწყ­ოს ხე­ლი, 3 მი­ლი­ო­ნი ევ­რო აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში და ა.შ. 2 მი­ლი­ო­ნი ევ­რო ჯერ­ჯე­რო­ბით "თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა" და შე­საძ­ლო­ა, კვლე­ვას ან გა­ნათ­ლე­ბას მოხ­მარ­დეს.

- ამ სა­კითხ­ზე ერ­თ-ერ­თმა ექ­სპერ­ტმა თქვა, ამ­გვარ­მა სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დმა შე­იძ­ლე­ბა ფერ­მერს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა წა­არ­თვა­სო.

- გლე­ხი თვი­თონ ირ­ჩევს, რო­მელ კულ­ტუ­რას მი­ა­ნი­ჭოს უპი­რა­ტე­სო­ბა. გუ­რი­ა­ში რომ ჩა­ვი­დეთ და ვუთხ­რათ, ხორ­ბა­ლი და­თე­სე­თო, დაგ­ვი­ჯე­რებს ვინ­მე? არ მეს­მის, რა დიქ­ტატ­ზეა ლაპარაკი? ინი­ცი­ა­ტი­ვა კერ­ძო სექ­ტო­რის­გან უნ­და მო­დი­ო­დეს. გლეხ­მა იცის, რომ მო­გე­ბა თუ ვერ ნა­ხა, საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებს, სა­ხელ­მწი­ფო კი მხო­ლოდ ხე­ლის­შემ­წყო­ბი­ა.

- ახ­ლა­ხან პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ ქარ­თუ­ლი ციტ­რუ­სის რუ­სეთ­ში გა­ტა­ნა ჯერ კი­დევ გა­სულ წელს და­იწყო და მა­შინ ფა­სი უფ­რო მა­ღა­ლიც იყო...

- ციტ­რუ­სის რუ­სეთ­ში გა­ტა­ნა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში და­იწყ­ო; რაც შე­ე­ხე­ბა ფასს, ფერ­მე­რებს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ციტ­რუ­სი მარ­ტის­თვის აქვთ გა­და­ნა­ხუ­ლი, რო­ცა ფა­სი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია - 2 ლა­რამ­დე. ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც მე­ციტ­რუ­სე­ებს წელს შე­ექ­მნათ, სწო­რედ წი­ნა წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არას­წო­რი მე­ნეჯ­მენ­ტის, მარ­თვის შე­დე­გი­ა. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­ტან­დარ­ტუ­ლი მან­და­რი­ნის ჩამ­ბა­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი სა­წარ­მო­ა. ცხა­დი­ა, ეს ქმნის რი­გებს, სხვა პრობ­ლე­მებს.

- თქვე­ნი აზ­რით, არ გა­უ­ჭირ­დე­ბა ქარ­თულ ღვი­ნოს, ციტ­რუსს თუ სხვა პრო­დუქ­ცი­ას დაბ­რუ­ნე­ბა რუ­სულ ბა­ზარ­ზე, მით უმე­ტეს, რომ ბო­ლო წლებ­ში მა­თი ად­გი­ლი სხვა ქვეყ­ნე­ბის პრო­დუქ­ცი­ამ და­ი­კა­ვა?

- ჯერ ბა­ზა­რი გა­იხ­სნას, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას, ამ სა­კითხ­ზე ქარ­თულ­-რუ­სუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნ­და გა­ი­მარ­თოს, ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან ღვი­ნის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ხი­ლი­სა და ბოს­ტნე­უ­ლის ექ­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ღვი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

- აპი­რებს თუ არა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ისე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი დარ­გის აღორ­ძი­ნე­ბას, რო­გო­რიც არის მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბა და რო­მე­ლიც დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლ­ია?

- არა მარ­ტო მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბა, არა­ერ­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი დარ­გია გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, მე­ხორ­ბლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ ერ­თი თვის მოთხ­ოვ­ნას აკ­მა­ყო­ფი­ლებს, არა­და, შეგ­ვიძ­ლია ხორ­ბლის მთლი­ა­ნი მოთხ­ოვ­ნის 2/3 და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ! ახ­ლა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შავ­დე­ბა დარ­გობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, მათ შო­რის არის პროგ­რა­მა "მარ­ცვა­ლი", სა­თა­ნა­დო ყუ­რადღ­ე­ბა და ფი­ნან­სე­ბი იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბი­სა და მე­ფუტ­კრე­ო­ბის ასა­ღორ­ძი­ნებ­ლად. ახ­ლა ევ­რო­კავ­შირ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, ესეც ხელს შე­უწყ­ობს პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნას ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე, სა­დაც მა­ღა­ლი მოთხ­ოვ­ნაა პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხზე.

- რო­გორ უნ­და იმუ­შა­ოს სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო ფონ­დმა ბან­კებ­თან ტან­დემ­ში? რა სტი­მუ­ლი ექ­ნე­ბათ ბან­კებს, რომ აგ­რა­რულ სექ­ტორს სეს­ხე­ბი გა­მო­უ­ყონ?

- ზო­გი­ერთებს ხში­რად უყ­ვართ ხოლ­მე თქმა: "პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში", "პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში", ჩვენ კი საქ­მით და არა მხო­ლოდ სიტყ­ვით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 1990 წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი­ა, ეს აი­სა­ხე­ბა ბი­უ­ჯეტ­ში, ამ დარ­გის რე­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რა­ში; აქამ­დე ბან­კის მი­ერ გა­სეს­ხე­ბულ მთელ პორ­ტფელ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წი­ლი ერთ პრო­ცენ­ტზე ნაკ­ლე­ბი იყო, დღეს კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ფონ­დი ბან­კებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს, ბან­კე­ბი აირ­ჩე­ვენ პერ­სპექ­ტი­ულ პრო­ექ­ტებს, ფონ­დი მათ და­ეხ­მა­რე­ბათ, რომ ეფექ­ტი­ა­ნი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი ჰქონ­დეთ. ეს სეს­ხე­ბი იქ­ნე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი და და­ბალ­პრო­ცენ­ტი­ა­ნი; სეს­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­მ­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ებ­ში ჩა­ი­დე­ბა, სამ­პრო­ცენ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა!

- წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა, ირი­გა­ცია დი­დი პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერთ რა­ი­ონ­ში და პრო­ექ­ტე­ბიც საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი­ა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა ამ მხრივ არა­ერ­თი და­პი­რე­ბა გას­ცეს. რო­გორ აპი­რებთ ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას?

- 9 მი­ლი­ო­ნი­დან 60 მი­ლი­ონ ლა­რამ­დეა გაზ­რდი­ლი ირი­გა­ცი­ის სის­ტე­მის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა, ამას ემა­ტე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბა, მსოფ­ლიო ბან­კის პრო­ექ­ტი და სხვა. თუმ­ცა, პრობ­ლე­მის სა­ბო­ლოო გა­დაჭ­რას დრო დას­ჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ი­რი­გა­ციო არ­ხე­ბის ერ­თი მე­ა­თე­დიც არ არის მწყობ­რში, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 53 პრო­ცენ­ტი სოფ­ლად ცხოვ­რობს, თუმ­ცა სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი­ა, რა არის ამის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი?

- მი­ზე­ზი მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გან­ვი­თა­რე­ბა­ა; ამას­თა­ნა­ვე, დღეს სოფ­ლად მცხოვ­რებს არ­ჩე­ვა­ნი არა აქვს, რომ არა­სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბით და­კავ­დეს. უნ­და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდეს მი­წა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შა­ხე­ლი, რაც მი­წის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, მი­წე­ბის გამ­სხვი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს და წარ­მო­ე­ბაც უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი გახ­დე­ბა. სოფ­ლად მცხოვ­რებ ადა­მი­ანს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს, ესეც ჩვე­ნი ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა­ა. ქვე­ყა­ნა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი რომ შე­იქ­მნას, ამ გზით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბაც გან­ვი­თარ­დე­ბა და მთლი­ა­ნად ეკო­ნო­მი­კაც.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"