მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობაზე "განაწყენებულ" ლექს-სენს კულტურის სამინისტრომ 208 ათასი ლარი ჩაურიცხა
მთავრობაზე "განაწყენებულ" ლექს-სენს კულტურის სამინისტრომ 208 ათასი ლარი ჩაურიცხა

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ფუ­ლის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯვის­თვის ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ. მი­უ­ზიკ­ლე­ბის, მას­შტა­ბუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი­სა და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მი­ნის­ტრო არა­სო­დეს ასა­ჯა­რო­ებ­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა სა­მი­ნის­ტროს­გან არა­ერ­თხელ მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მისი მო­პო­ვე­ბა მხო­ლოდ ახლა შეძ­ლო, ისიც მხო­ლოდ 2012 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ჩანს, რომ შარ­შან სა­მი­ნის­ტრომ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და­ხარ­ჯა 11 მი­ლი­ონ 385 ათას 690 ლარი, 519 ათას 185 ევრო და 280 ათას 408 დო­ლა­რი. 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი თან­ხე­ბი გა­მო­ყო: რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მი­უ­ზიკლ "ქეთო და კო­ტეს" დად­გმის­თვის, კერ­ძოდ, 385 500 ლარი; ბა­თუმ­ში "ლუ­ჩია და ლა­მერ­მუ­რის" ოპე­რის დად­გმის­თვის - 412 ათას 812 ლარი, ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლის­თვის - 460 ათა­სი ევრო. მარ­ტში 310 ათა­სი ლა­რით და­ფი­ნანსდა ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის 30 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა. 8 ათას 800 დო­ლა­რი გა­და­ი­რი­ცხა ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის კონ­ცერ­ტის­თვის, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში გა­ი­მარ­თა. ბექა გო­ჩი­აშ­ვილს ამა­ვე კონ­ცერ­ტის­თვის 978 დო­ლა­რი აპ­რილ­შიც გა­და­ე­რი­ცხა, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა ნიუ-იორკში 978 დო­ლა­რად?!

მა­ის­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა ქუ­თა­ის­ში 26 მა­ი­სის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის გა­მო­ყო. კერ­ძოდ, 564 ათას 972 ლარი და 207 ათას 298 აშშ დო­ლა­რი. ამა­ვე თვე­ში 500 ათა­სი ლა­რით და­ფი­ნანსდა მუ­სი­კოს აჩი­კო გუ­ლე­და­ნის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი Tbilisi Open Air Altervision. კონ­ცერტს კულ­ტუ­რის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ნი­კო­ლოზ რუ­რუ­აც და­ეს­წრო.

ივ­ნის­ში ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხით და­ფი­ნანსდა შარლ აზ­ნა­ვუ­რის კონ­ცერ­ტი ახალ­ცი­ხე­ში, რა­ბა­თის ცი­ხის გახ­სნა­ზე. ამ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის "ის­ტერნ პრო­მო­უ­შენს" 1 მი­ლი­ონ 356 ათას 800 ლარი ჩა­ე­რი­ცხა. კონ­ცერტს სა­ა­კაშ­ვი­ლიც და­ეს­წრო მე­უღ­ლეს­თან ერ­თად.

ივ­ლი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა და მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მხრივ. თბი­ლის­სა და ოზურ­გეთ­ში მი­უ­ზიკლ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბის" დად­გმის­თვის გა­მო­ი­ყო მი­ლი­ონ 716 ათას 985 ლარი. მო­ცეკ­ვა­ვე ხო­ა­კინ კორ­ტე­სის კონ­ცერ­ტი ბა­თუმ­ში კი 550 ათა­სი ლარი დაჯ­და.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვაა ფი­ზი­კუ­რი პი­რის, ყო­ფილ დე­პუ­ტატ გი­ორ­გი თორ­თლა­ძის­თვის პრო­ექ­ტის, "სა­ქარ­თვე­ლო - ოკუ­პან­ტე­ბის გა­რე­შე" ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის 350 ათა­სი ლა­რის გა­მო­ყო­ფა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ერთ თვე­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს და მხა­რედ გი­ორ­გი თორ­თლა­ძის ნაც­ვლად მის მი­ერ­ვე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ააიპ "სა­ქარ­თვე­ლოს დე­ო­კუ­პა­ცი­ის ცენ­ტრი" იქცა. რო­გორც ჩანს, 350 ათა­სი ლარი თორ­თლა­ძემ და­იმ­სა­ხუ­რა კი­ლი­მან­ჯა­როს და­ლაშ­ქვრის­თვის და იმის­თვის, რომ იქ გა­შა­ლა დრო­შა, წარ­წე­რით: "სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პან­ტე­ბის გა­რე­შე"!

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ 2012 წელს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ მომ­ღერ­ლებ­ში მოხ­ვდა რე­პე­რი ლექს-სენი, იგი­ვე ლექ­სო ქავ­თა­რა­ძე. ალ­ბათ გახ­სოვთ, რო­გორ აკ­რი­ტი­კებ­და ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამ­ბობ­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გამო უბ­ლო­კავ­დნენ კონ­ცერ­ტებს. თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ 2012 წელს მას სა­მი­ნის­ტრომ 208 ათას 4 ლარი გა­მო­უ­ყო, რი­თაც მან გა­და­ი­ღო კლი­პი, ჩა­წე­რა 2 ახა­ლი სიმ­ღე­რა და 26 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა.

P.S. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შეფა­სება ლექს-სენს, ლექ­სო ქავ­თა­რა­ძეს ვთხო­ვეთ, მაგ­რამ მან კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მთავრობაზე "განაწყენებულ" ლექს-სენს კულტურის სამინისტრომ 208 ათასი ლარი ჩაურიცხა

მთავრობაზე "განაწყენებულ" ლექს-სენს კულტურის სამინისტრომ 208 ათასი ლარი ჩაურიცხა

კულტურის სამინისტროს სხვადასხვა ღონისძიებაში ფულის არამიზნობრივი ხარჯვისთვის ხშირად აკრიტიკებდნენ. მიუზიკლების, მასშტაბური კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო არასოდეს ასაჯაროებდა. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სამინისტროსგან არაერთხელ მოითხოვა ინფორმაცია კულტურულ ღონისძიებებზე დახარჯული თანხების შესახებ, მაგრამ მისი მოპოვება მხოლოდ ახლა შეძლო, ისიც მხოლოდ 2012 წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ შარშან სამინისტრომ კულტურულ ღონისძიებებში დახარჯა 11 მილიონ 385 ათას 690 ლარი, 519 ათას 185 ევრო და 280 ათას 408 დოლარი. 2012 წლის თებერვალში კულტურის სამინისტრომ ყველაზე მსხვილი თანხები გამოყო: რუსთაველის თეატრში მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" დადგმისთვის, კერძოდ, 385 500 ლარი; ბათუმში "ლუჩია და ლამერმურის" ოპერის დადგმისთვის - 412 ათას 812 ლარი, ჯაზ-ფესტივალისთვის - 460 ათასი ევრო. მარტში 310 ათასი ლარით დაფინანსდა ნინო ანანიაშვილის შემოქმედების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება. 8 ათას 800 დოლარი გადაირიცხა ბექა გოჩიაშვილის კონცერტისთვის, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა. ბექა გოჩიაშვილს ამავე კონცერტისთვის 978 დოლარი აპრილშიც გადაერიცხა, მაგრამ საინტერესოა, რა კონცერტი გაიმართა ნიუ-იორკში 978 დოლარად?!

მაისში კულტურის სამინისტრომ ყველაზე დიდი თანხა ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოყო. კერძოდ, 564 ათას 972 ლარი და 207 ათას 298 აშშ დოლარი. ამავე თვეში 500 ათასი ლარით დაფინანსდა მუსიკოს აჩიკო გულედანის მიერ ორგანიზებული ფესტივალი Tbilisi Open Air Altervision. კონცერტს კულტურის მაშინდელი მინისტრი ნიკოლოზ რურუაც დაესწრო.

ივნისში ყველაზე დიდი თანხით დაფინანსდა შარლ აზნავურის კონცერტი ახალციხეში, რაბათის ციხის გახსნაზე. ამ კონცერტის ორგანიზებისთვის "ისტერნ პრომოუშენს" 1 მილიონ 356 ათას 800 ლარი ჩაერიცხა. კონცერტს სააკაშვილიც დაესწრო მეუღლესთან ერთად.

ივლისი გამორჩეული იყო სხვადასხვა ღონისძიებისა და მსხვილი პროექტების დაფინანსების მხრივ. თბილისსა და ოზურგეთში მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების" დადგმისთვის გამოიყო მილიონ 716 ათას 985 ლარი. მოცეკვავე ხოაკინ კორტესის კონცერტი ბათუმში კი 550 ათასი ლარი დაჯდა.

ყველაზე საინტერესო შემთხვევაა ფიზიკური პირის, ყოფილ დეპუტატ გიორგი თორთლაძისთვის პროექტის, "საქართველო - ოკუპანტების გარეშე" ორგანიზებისთვის 350 ათასი ლარის გამოყოფა. ხელშეკრულებაში ერთ თვეში ცვლილებები შეიტანეს და მხარედ გიორგი თორთლაძის ნაცვლად მის მიერვე დაფუძნებული ააიპ "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი" იქცა. როგორც ჩანს, 350 ათასი ლარი თორთლაძემ დაიმსახურა კილიმანჯაროს დალაშქვრისთვის და იმისთვის, რომ იქ გაშალა დროშა, წარწერით: "საქართველო ოკუპანტების გარეშე"!

უცნაურია, მაგრამ 2012 წელს კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ მომღერლებში მოხვდა რეპერი ლექს-სენი, იგივე ლექსო ქავთარაძე. ალბათ გახსოვთ, როგორ აკრიტიკებდა ის ხელისუფლებას და ამბობდა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისის გამო უბლოკავდნენ კონცერტებს. თუმცა გაირკვა, რომ 2012 წელს მას სამინისტრომ 208 ათას 4 ლარი გამოუყო, რითაც მან გადაიღო კლიპი, ჩაწერა 2 ახალი სიმღერა და 26 აგვისტოს ბათუმში კონცერტი გამართა.

P.S. გამოქვეყნებული მონაცემების შეფა­სება ლექს-სენს, ლექსო ქავთარაძეს ვთხოვეთ, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ