სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ დასაქმების სამინისტროს პროექტზე შეკითხვებს დაუსვამენ
ვანო მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ დასაქმების სამინისტროს პროექტზე შეკითხვებს დაუსვამენ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეყო­ფა სი­თა­მა­მე და და­საქ­მე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი პი­რა­დად მას და­უს­ვა­მენ შე­კი­თხვებს. ამის შე­სა­ხებ მე­რა­ბიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ამას­თან, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს თავი და­ა­ნე­ბოს რი­გი­თი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის და­კი­თხვებ­ზე ტა­რე­ბას.

"გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში, ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა და­საქ­მე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ამ წა­მო­წყე­ბას ახა­ლი მთავ­რო­ბის მიერ გაგ­რძე­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ ეს პრო­ექ­ტი და ხელი შე­ე­წყოთ ქვეყ­ნის­თვის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის­თვის, დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი უმოქ­მე­დო­ბის გა­და­სა­ფა­რად გა­და­წყვი­ტა სხვა გზით წა­სუ­ლი­ყო. უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კი­თხვებ­ზე იბა­რე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ დი­რექ­ტორს, რა­მაზ სუ­ლა­მა­ნი­ძეს და მის რი­გით თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც უამ­რა­ვი დრო და ენერ­გია მო­ახ­მა­რეს ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

მე მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავი და­ა­ნე­ბოს რი­გი­თი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის და­კი­თხვებ­ზე ტა­რე­ბას. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი იყო პი­რა­დად ჩემი იდეა და სრუ­ლი­ად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვარ მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. იმე­დი მაქვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეყო­ფა სი­თა­მა­მე და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი პი­რა­დად მე და­მის­ვა­მენ შე­კი­თხვებს", - ნათ­ქვა­მია მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვანო მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ დასაქმების სამინისტროს პროექტზე შეკითხვებს დაუსვამენ

ვანო მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ დასაქმების სამინისტროს პროექტზე შეკითხვებს დაუსვამენ

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ეყოფა სითამამე და დასაქმების სამინისტროს პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პირადად მას დაუსვამენ შეკითხვებს. ამის შესახებ მერაბიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას მოუწოდებს თავი დაანებოს რიგითი საჯარო მოხელეების დაკითხვებზე ტარებას.

"გასული წლის ივლისში, ჩემი ინიციატივით შეიქმნა დასაქმების მინისტრის თანამდებობა, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო საქართველოში უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლა. თუმცა სამწუხაროდ, ამ წამოწყებას ახალი მთავრობის მიერ გაგრძელება არ მოჰყოლია. ნაცვლად იმისა, რომ განევითარებინათ ეს პროექტი და ხელი შეეწყოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის აღმოფხვრისთვის, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით საკუთარი უმოქმედობის გადასაფარად გადაწყვიტა სხვა გზით წასულიყო. უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაკითხვებზე იბარებენ აღნიშნული სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რამაზ სულამანიძეს და მის რიგით თანამშრომლებს, რომლებმაც უამრავი დრო და ენერგია მოახმარეს ამ პროექტის განხორციელებას.

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას თავი დაანებოს რიგითი საჯარო მოხელეების დაკითხვებზე ტარებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული პროექტი იყო პირადად ჩემი იდეა და სრულიად ინფორმირებული ვარ მის განხორციელებაზე. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა სითამამე და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პირადად მე დამისვამენ შეკითხვებს", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა