პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი - ეს მთავრობა ისეთია, რომ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს
 ვანო მერაბიშვილი - ეს მთავრობა ისეთია, რომ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს

ეს მთავ­რო­ბა ისე­თია, რომ ჩვენ ვერ და­ვე­ლო­დე­ბით 4 წე­ლი­წადს, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა გუ­შინ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"რო­გორც კი დავ­ბრუნ­დე­ბით, ყვე­ლა­ფერს აღ­ვად­გენთ და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე­ში. ვი­საც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი უთა­მა­შია, იცის, რომ პირ­ვე­ლად არის თა­მა­ში ძნე­ლი, თო­რემ მე­ო­რედ უკე ად­ვი­ლად გა­დი­ხარ", - აღ­ნიშ­ნა მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბის გეგ­მა უკვე აქვს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ეს მთავ­რო­ბა ისე­თია, რომ ჩვენ ვერ და­ვე­ლო­დე­ბით 4 წე­ლი­წადს. ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თუნ­დაც გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ზე იყოს სა­უ­ბა­რი, მე გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ზე კარ­გი აზ­რის არა ვარ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბო­და თქმა, 4 წელი და­ვე­ლო­დოთ. მაგ­რამ ამ მთავ­რო­ბას ჩვენ 4 წე­ლი­წადს ვერ ვაც­დით. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მივ­ვარ­დე­ბით ხვალ და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მო­ვა­წყობთ და ჩა­მო­ვაგ­დებთ, მაგ­რამ ჩვენ მათ არ უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ის გეგ­მე­ბი, რაც აქვთ, რო­გორც გა­მოჩ­ნდა, რო­გორც მი­ნი­მუმ სა­ქარ­თვე­ლოს და­სუს­ტე­ბა, არ უნდა და­ვუშ­ვათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა არ ნიშ­ნავს მა­ინც და მა­ინც, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ვა­ტა­როთ. ამის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი არ­სე­ბობს - რე­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­სუს­ტე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ბი­რე­ბა. 2003 წელს რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე რა­ღაც ფორ­მით ჩვენ ვი­ყა­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ვა­კონ­ტრო­ლებ­დით მე­რი­ას. ასე რომ, რა­ღაც ფორ­მით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვის ხელ­ში აღე­ბა უნდა და­ვი­წყოთ. მა­გა­ლი­თად, ახლა მი­ტინ­გებს აწყობს მთავ­რო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ტინ­გებს ატა­რებს, ისე­დაც სუს­ტია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ შე­ტე­ვა­ზე ვერ გა­და­ვე­დით. ჩვენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა შე­ვა­ვიწ­რო­ვოთ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და და­ვაჩ­ქა­როთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა. რო­გო­რი ფორ­მით, ამას აჩ­ვე­ნებს დრო და ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც გვექ­ნე­ბა. დღეს ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის გამ­ხნე­ვე­ბით. ზამ­თა­რია და ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი ჯერ ად­რეა. ჩვენ გვაქვს მთე­ლი არ­სე­ნა­ლი, რო­გორც ვირ­ტუ­ა­ლუ­რი, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი, რო­მე­ლიც და­ა­სუს­ტებს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ვანო მერაბიშვილი - ეს მთავრობა ისეთია, რომ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს

 ვანო მერაბიშვილი - ეს მთავრობა ისეთია, რომ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს

ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს, - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას განაცხადა.

"როგორც კი დავბრუნდებით, ყველაფერს აღვადგენთ დაახლოებით 6 თვეში. ვისაც კომპიუტერული თამაშები უთამაშია, იცის, რომ პირველად არის თამაში ძნელი, თორემ მეორედ უკე ადვილად გადიხარ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მოქმედი ხელისუფლების დასუსტების გეგმა უკვე აქვს.

"სამწუხაროდ, ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს. ეს რომ ყოფილიყო შედარებით ნორმალური ხელისუფლება, თუნდაც გაჩეჩილაძეზე იყოს საუბარი, მე გაჩეჩილაძეზე კარგი აზრის არა ვარ, მაგრამ შეიძლებოდა თქმა, 4 წელი დაველოდოთ. მაგრამ ამ მთავრობას ჩვენ 4 წელიწადს ვერ ვაცდით. ეს არ ნიშნავს, რომ მივვარდებით ხვალ და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ და ჩამოვაგდებთ, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ის გეგმები, რაც აქვთ, როგორც გამოჩნდა, როგორც მინიმუმ საქართველოს დასუსტება, არ უნდა დავუშვათ. ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს მაინც და მაინც, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - რეალური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, ადამიანების გადაბირება. 2003 წელს რევოლუციამდე რაღაც ფორმით ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ვაკონტროლებდით მერიას. ასე რომ, რაღაც ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება და ინიციატივის ხელში აღება უნდა დავიწყოთ. მაგალითად, ახლა მიტინგებს აწყობს მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც მიტინგებს ატარებს, ისედაც სუსტია, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ შეტევაზე ვერ გადავედით. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება და დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების ცვლილება. როგორი ფორმით, ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება, რომელიც გვექნება. დღეს ვართ დაკავებული რესურსების შენარჩუნებით, ადამიანების გამხნევებით. ზამთარია და ქუჩის აქციები ჯერ ადრეა. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი, როგორც ვირტუალური, ასევე პრაქტიკული, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას", - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა