პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ სანოძე - "დავით საგანელიძე პასუხს აგებს როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და როგორც "კაცი კაცთან"
ნიკოლოზ სანოძე - "დავით საგანელიძე პასუხს აგებს როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და როგორც "კაცი კაცთან"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხო­ნის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ნი­კო­ლოზ სა­ნო­ძე აცხა­დებს, რომ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე მისი მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო პა­სუხს აგებს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად, ისე სა­მარ­თლებ­რი­ვად და რო­გორც "კაცი კაც­თან" .

სა­გა­ნე­ლი­ძის მო­საზ­რე­ბას, სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან სა­ნო­ძის შეგ­ზავ­ნი­სა და მის მიერ აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ, ბრალ­დე­ბის ად­რე­სა­ტი "აბ­სურ­დულს" უწო­დებს და იწმუ­ნე­ბა, რომ "სა­გა­ნე­ლი­ძე ბო­დავს".

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ხონ­ში და­გე­გე­მი­ლი და ჩაშ­ლი­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს სა­ნო­ძე: "ხო­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩაშ­ლას არა­ვი­თა­რი ინ­სპი­რი­რე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, რად­გან ის თა­ვად სა­გა­ნე­ლი­ძის ახ­ლობ­ლებ­მა ჩა­შა­ლეს, როცა სი­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და­ი­წყეს და რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­მოგ­ზავ­ნეს ბიჭი, რო­მე­ლიც სა­გა­ნე­ლი­ძის სი­დედ­რის მე­ზო­ბე­ლია, აზ­რზე არ არის, რა არის პო­ლი­ტი­კა და ხონ­ში "Windows"-ს აყე­ნებ­და და შტაბ­ში სა­ერ­თოდ ნამ­ყო­ფიც არ იყო. მის მი­მართ ხონ­ში და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა არ არის და ამის გამო ჩვენ გავ­ხდით ჯა­შუ­შე­ბი და შეკ­რუ­ლე­ბი?! კაკო ბო­ბო­კი­ძე ხუთი წე­ლია თვა­ლით არ მი­ნა­ხავს. ეს პა­ტა­რა ნა­ძი­რა­ლას გან­ცხა­დე­ბაა, რათა სი­დედ­რი გა­და­ერ­ჩი­ნა. რო­გორც აკად­რა მან ხონს, თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბი დიდი ან­გა­რი­შით წა­ვა­გეთ, როცა სხვა­ო­ბა მცი­რე­დი პრო­ცენ­ტით იყო".

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას სა­ნო­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ "სამი შვი­ლის მა­მაა, არ არის შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში, სა­გა­ნე­ლი­ძე­ზე ადრე გახ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, როცა 1995-98 წლებ­ში ხო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რად აირ­ჩი­ეს და იყო მშობ­ლი­უ­რი რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი".

"სა­გა­ნე­ლი­ძე ამ გან­ცხა­დე­ბის­თვის პა­სუხს აგებს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად, ისე სა­მარ­თლებ­რი­ვად და რო­გორც კაცი კაც­თან. მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ გი­ღა­ლა­ტია ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის", ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა­სათ­ვის, ჩემი ოჯა­ხი­სათ­ვის, მე­გობ­რე­ბის­თვის და მა­გას დათო სა­გა­ნე­ლი­ძეს კი არა, მამა ზე­ცი­ერს არ ვა­პა­ტი­ებ! ვინ არის დათო სა­გა­ნე­ლი­ძე?! - ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თაღ­ლი­თი. რა თაღ­ლი­თიც იყო "ახალ მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­ში", ისე­თი­ვე თაღ­ლი­თად დარ­ჩა და ახლა პარ­ტი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე­ო­ბა მო­უნ­და!", - დას­ძი­ნა სა­ნო­ძემ.

რიგ ქა­ლა­ქებ­ში პარ­ტი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბელ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბი სა­გა­ნე­ლი­ძემ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ ჩა­ნერ­გილ აქ­ტი­ვის­ტებს და­უ­კავ­ში­რა და ამ კონ­ტექ­სტში ნი­კო­ლოზ სა­ნო­ძის სა­ხე­ლიც ახ­სე­ნა. სა­ნო­ძე 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი იყო, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ და­ვით ჭავ­ჭა­ნი­ძეს­თან წა­ა­გო.

"ახლა გე­ტყვით რა მოხ­და ხო­ნის რა­ი­ონ­ში: - აქ ჩვენ­მა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა სა­ნო­ძემ არ­ჩევ­ნე­ბი ისე­თი ციფ­რე­ბით წა­ა­გო, რო­გორ­საც არ ვე­ლო­დით. მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვე­ნი კან­დი­და­ტი სა­ნო­ძე ყო­ველ სა­ღა­მოს ინ­ფორ­მა­ცი­ას აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეს აბა­რებ­და. იგი­ვე სა­ნო­ძე ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რის, სურ­მა­ვას ცო­ლის დის ქმა­რი აღ­მოჩ­ნდა. როცა ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ანა­ლი­ზი, ბევ­რი რამ გა­ვარ­კვი­ეთ, თუ რა­ტომ წა­ვა­გეთ ზო­გი­ერ­თი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი, სად გაგ­ვყი­დეს, სად იყო შე­მოგ­ზავ­ნი­ლი ხალ­ხი, "ნა­სედ­კე­ბი", ვუ­თხა­რით, რომ შენ პარ­ტი­ა­ში აღარ იქ­ნე­ბი და შეგცვლის ვინ­მე სხვა, მათ კი ჩარ­თეს ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი. ხონ­ში 200 კაცი, გამ­ზა­დე­ბუ­ლი პლა­კა­ტე­ბით სოფ­ლე­ბი­დან ავ­ტო­ბუ­სე­ბით და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ "არ მის­ცე­მენ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს უფ­ლე­ბას, მზი­თევ­ში წა­ი­ღოს ხონი" და რომ "და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ნიშ­ნავს და ჩვენ არ გვე­კი­თხე­ბა", როცა მათი სუ­რა­თე­ბიც ამო­ვი­ღეთ, ვნა­ხეთ, რომ ისი­ნი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთე­ლი პარ­ტაქ­ტი­ვი და სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­ში შეგ­ზავ­ნი­ლი ნა­სედ­კე­ბი იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

თა­ვის მხრივ სა­გა­ნე­ლი­ძე ერ­თმნიშ­ვე­ლოვ­ნად გან­მარ­ტავს, რომ რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფუძ­ნე­ბი­სა და თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის წარ­დგე­ნის პრო­ცეს­ში თა­ვად ჩარ­თუ­ლია მხო­ლოდ რო­გორც ყრი­ლო­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

"პარ­ტი­ის რა­ი­ო­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე თავ­მჯდო­მა­რე­ებს ჩვე­ნი წარ­დგი­ნე­ბით რა­ი­ო­ნის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ირ­ჩე­ვენ, ხოლო თუ მათ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რა არ მოს­წონთ, შე­უძ­ლი­ათ თქვან უარი და სხვას წარ­ვად­გენთ. კონ­ფე­რენ­ცია 51 რა­ი­ონ­ში უკვე ჩა­ტარ­და და ყვე­ლა რა­ი­ონ­ში პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად ის კან­დი­და­ტუ­რა წარ­ვად­გი­ნეთ, რო­მე­ლიც სა­მუ­შაო ჯგუფ­სა და პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე შე­თან­ხმდა", - აღ­ნიშ­ნავს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ნიკოლოზ სანოძე - "დავით საგანელიძე პასუხს აგებს როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და როგორც "კაცი კაცთან"

ნიკოლოზ სანოძე - "დავით საგანელიძე პასუხს აგებს როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და როგორც "კაცი კაცთან"

"ქართული ოცნების" ხონის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ სანოძე აცხადებს, რომ დავით საგანელიძე მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო პასუხს აგებს როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და როგორც "კაცი კაცთან" .

საგანელიძის მოსაზრებას, საარჩევნო პერიოდში "ქართულ ოცნებაში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სანოძის შეგზავნისა და მის მიერ აკაკი ბობოხიძისთვის ინფორმაციების მიწოდების შესახებ, ბრალდების ადრესატი "აბსურდულს" უწოდებს და იწმუნება, რომ "საგანელიძე ბოდავს".

"ქართული ოცნების" მიერ ხონში დაგეგემილი და ჩაშლილი კონფერენციის შემდეგ მიზეზებზე საუბრობს სანოძე: "ხონის კონფერენციის ჩაშლას არავითარი ინსპირირება არ სჭირდებოდა, რადგან ის თავად საგანელიძის ახლობლებმა ჩაშალეს, როცა სიებით მანიპულირება დაიწყეს და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გამოგზავნეს ბიჭი, რომელიც საგანელიძის სიდედრის მეზობელია, აზრზე არ არის, რა არის პოლიტიკა და ხონში "Windows"-ს აყენებდა და შტაბში საერთოდ ნამყოფიც არ იყო. მის მიმართ ხონში დადებითი განწყობა არ არის და ამის გამო ჩვენ გავხდით ჯაშუშები და შეკრულები?! კაკო ბობოკიძე ხუთი წელია თვალით არ მინახავს. ეს პატარა ნაძირალას განცხადებაა, რათა სიდედრი გადაერჩინა. როგორც აკადრა მან ხონს, თითქოს არჩევნები დიდი ანგარიშით წავაგეთ, როცა სხვაობა მცირედი პროცენტით იყო".

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სანოძემ აღნიშნა ისიც, რომ "სამი შვილის მამაა, არ არის შემთხვევითი ადამიანი პოლიტიკაში, საგანელიძეზე ადრე გახდა პარლამენტის წევრი, როცა 1995-98 წლებში ხონის მაჟორიტარად აირჩიეს და იყო მშობლიური რაიონის ხელმძღვანელი".

"საგანელიძე ამ განცხადებისთვის პასუხს აგებს როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და როგორც კაცი კაცთან. მის მიერ გაკეთებული განცხადება იმას ნიშნავს, რომ გიღალატია ყველაფრისათვის - "ქართული ოცნებისთვის", ბატონი ბიძინასათვის, ჩემი ოჯახისათვის, მეგობრებისთვის და მაგას დათო საგანელიძეს კი არა, მამა ზეციერს არ ვაპატიებ! ვინ არის დათო საგანელიძე?! - ერთი ჩვეულებრივი თაღლითი. რა თაღლითიც იყო "ახალ მემარჯვენეებში", ისეთივე თაღლითად დარჩა და ახლა პარტიაში ბიძინა ივანიშვილის მოადგილეობა მოუნდა!", - დასძინა სანოძემ.

რიგ ქალაქებში პარტიის რაიონული ორგანიზაციების დამფუძნებელ კონფერენციებზე მომხდარი ინციდენტები საგანელიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩანერგილ აქტივისტებს დაუკავშირა და ამ კონტექსტში ნიკოლოზ სანოძის სახელიც ახსენა. სანოძე 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, რომელმაც არჩევნები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ დავით ჭავჭანიძესთან წააგო.

"ახლა გეტყვით რა მოხდა ხონის რაიონში: - აქ ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა სანოძემ არჩევნები ისეთი ციფრებით წააგო, როგორსაც არ ველოდით. მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი კანდიდატი სანოძე ყოველ საღამოს ინფორმაციას აკაკი ბობოხიძეს აბარებდა. იგივე სანოძე ივანიშვილის დაცვის წევრის, სურმავას ცოლის დის ქმარი აღმოჩნდა. როცა ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი, ბევრი რამ გავარკვიეთ, თუ რატომ წავაგეთ ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი, სად გაგვყიდეს, სად იყო შემოგზავნილი ხალხი, "ნასედკები", ვუთხარით, რომ შენ პარტიაში აღარ იქნები და შეგცვლის ვინმე სხვა, მათ კი ჩართეს ყველა მექანიზმი. ხონში 200 კაცი, გამზადებული პლაკატებით სოფლებიდან ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ "არ მისცემენ დავით საგანელიძეს უფლებას, მზითევში წაიღოს ხონი" და რომ "დავით საგანელიძე ერთპიროვნულად ნიშნავს და ჩვენ არ გვეკითხება", როცა მათი სურათებიც ამოვიღეთ, ვნახეთ, რომ ისინი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთელი პარტაქტივი და სხვადასხვა პარტიებში შეგზავნილი ნასედკები იყვნენ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

თავის მხრივ საგანელიძე ერთმნიშველოვნად განმარტავს, რომ რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებისა და თავმჯდომარეების წარდგენის პროცესში თავად ჩართულია მხოლოდ როგორც ყრილობის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელი.

"პარტიის რაიონულ კონფერენციებზე თავმჯდომარეებს ჩვენი წარდგინებით რაიონის პარტიის წარმომადგენლები ირჩევენ, ხოლო თუ მათ წარდგენილი კანდიდატურა არ მოსწონთ, შეუძლიათ თქვან უარი და სხვას წარვადგენთ. კონფერენცია 51 რაიონში უკვე ჩატარდა და ყველა რაიონში პარტიის ხელმძღვანელად ის კანდიდატურა წარვადგინეთ, რომელიც სამუშაო ჯგუფსა და პოლიტსაბჭოზე შეთანხმდა", - აღნიშნავს დავით საგანელიძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა