საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება

სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში წვე­ვამ­დელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტმა "სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა 2013 წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ" ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას ხელი უკვე მო­ა­წე­რა.

ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ქა­ლა­ქე­თა გაწ­ვე­ვა 2013 წლის 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან 2013 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ და­ნა­ყო­ფებ­ში გა­საწ­ვევ მო­ქა­ლა­ქე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 670 წვე­ვამ­დე­ლით გა­ნი­სა­ზღვრა, გა­სულ წელს ამა­ვე უწყე­ბა­ში 1300 მო­ქა­ლა­ქე გა­იწ­ვი­ეს.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გარე დაც­ვი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში გა­საწ­ვევ მო­ქა­ლა­ქე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრა 365 წვე­ვამ­დე­ლით, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 285-ით ნაკ­ლე­ბია, ხოლო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში გა­საწ­ვევ მო­ქა­ლა­ქე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრა 600 წვე­ვამ­დე­ლით, გა­სულ წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო გაწ­ვე­ვი­სას სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­საწ­ვევ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2397-ს შე­ად­გენ­და.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი 18-დან 27 წლამ­დე ასა­კის გა­საწ­ვე­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის დღი­დან ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან გა­მო­ცხად­დნენ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­ში (სა­ცხოვ­რე­ბე­ლი) რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით", - ნათ­ქვა­მია ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა­ში.

ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან 10 დღის ვა­და­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გამ­წვევ კო­მი­სი­ებს ის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა გა­ნუ­სა­ზღვროს, რომ­ლებ­შიც გა­იგ­ზავ­ნე­ბი­ან წვე­ვამ­დე­ლე­ბი და­მა­ტე­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვი­სათ­ვის.

იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც გაწ­ვე­ვის გა­და­ვა­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, გა­და­ვა­დე­ბის მო­საკ­რე­ბე­ლი უწყე­ბის მი­ღე­ბი­დან 10 დღის ვა­და­ში უნდა გა­და­ი­ხა­დონ.

სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის პრო­ცესს კო­ორ­დი­ნა­ცია რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ უნდა გა­უ­წი­ოს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აღ­მო­უ­ჩი­ნოს დახ­მა­რე­ბა ად­გი­ლებ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის, ხოლო ქა­ლაქ თბი­ლის­ში - რა­ი­ო­ნის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს იმ წვე­ვამ­დელ­თა მო­ძებ­ნა­სა და გამ­წვევ კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც თავს არი­დე­ბენ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს", - ნათ­ქვა­მია ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა­ში.

ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა ძა­ლა­ში ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე შე­ვი­და. მას ხელი პრე­ზი­დენ­ტმა გუ­შინ მო­ა­წე­რა. დო­კუ­მენ­ტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

პრეზიდენტმა "სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ" ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.

ბრძანებულების მიხედვით, მოქალაქეთა გაწვევა 2013 წლის 1-ელი თებერვლიდან 2013 წლის 30 ივნისამდე უნდა განხორციელდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 670 წვევამდელით განისაზღვრა, გასულ წელს ამავე უწყებაში 1300 მოქალაქე გაიწვიეს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრა 365 წვევამდელით, რაც წინა წელთან შედარებით 285-ით ნაკლებია, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრა 600 წვევამდელით, გასულ წლის საგაზაფხულო გაწვევისას სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა რაოდენობა 2397-ს შეადგენდა.

"საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით", - ნათქვამია ბრძანებულებაში.

ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში ჯანდაცვის სამინისტრომ გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები უნდა განუსაზღვროს, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გაწვევის გადავადების გადაწყვეტილებას მიიღებენ, გადავადების მოსაკრებელი უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გაუწიოს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო ქალაქ თბილისში - რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს", - ნათქვამია ბრძანებულებაში.

ბრძანებულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. მას ხელი პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე