პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუტა სხირტლაძე - "სტადიონზე მსაჯს არ აგინებენ იმდენს, რამდენსაც მე მაგინებდნენ"
დუტა სხირტლაძე - "სტადიონზე მსაჯს არ აგინებენ იმდენს, რამდენსაც მე მაგინებდნენ"

ზოგს დღე­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს, ზოგს მისი ცქე­რა მო­ბეზ­რდა; ზოგი კი­ცხავს და ემ­დუ­რის,ზოგი - ჭო­რა­ობს; მის­გან პა­სუ­ხებს კი ძნე­ლად თუ მო­ი­პო­ვებ - ჟურ­ნა­ლის­ტებს თით­ქმის არ გვწყა­ლობს. - ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ არა, არც ახლა შეგ­ხვდე­ბო­დი ინ­ტერ­ვი­უს­თვი­სო, მი­თხრა და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მთხო­ვა, პო­ლი­ტი­კა­სა და თე­ლა­ვის თე­ატრზე არ გვე­სა­უბ­რა. რუბ­რი­კის სტუ­მარ დუტა სხირტლა­ძეს (მგო­ნი, მე უფრო ვი­ყა­ვი მისი სტუ­მა­რი - ჩა­წე­რი­სას კაფე "თან წა­ი­ღე­ში" მისი და­წუ­რუ­ლი თე­ლა­ვუ­რი ღვი­ნოც კი და­ვა­გე­მოვ­ნე) უპირ­ვე­ლე­სად, უახ­ლე­სი ამ­ბე­ბი გა­მოვ­კი­თხე:

- 2012 წელი თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბით გა­ვა­ცი­ლე. დე­კემ­ბერ­ში თე­ატ­რშიც პრე­მი­ე­რა მქონ­და და კი­ნო­შიც - მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სან­დრო ელოშ­ვილ­მა, იმა­ვე ან­ტოშ­კამ "არე­უ­ლი გრძნო­ბე­ბი" დად­გა და მე მთა­ვა­რი როლი შე­ვას­რუ­ლე, შემ­დეგ კი ფილმ "ცელ­ქი ბავ­შვე­ბის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა და იქაც მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ. ამ დღე­ებ­ში პრე­მი­ე­რა გვქონ­და კი­ნოს სახ­ლშიც - ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მედ­მა გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძემ შპს "დუტა პრო­დაქ­შე­ნის" ბა­ზა­ზე გა­და­ი­ღო "ცრემლნაკ­რა­ვი სა­სა­ცი­ლო" დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი უნი­ჭი­ე­რეს მუ­სი­კოს რობი კუ­ხი­ა­ნი­ძე­ზე... მოკ­ლედ, კვლავ ხე­ლოვ­ნე­ბას და­ვუბ­რუნ­დი და ამ გზას და­ვარ­ქმევ­დი - "პაპ­სა­დან ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე". ბოლო ხანს კი­ნოს გა­და­ღე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი და ბევ­რი რამ შე­ვის­წავ­ლე კი­დეც. უჰ, რა მა­გა­რი რა­მეა იცი, ფილ­მის გა­და­ღე­ბა? ცხა­დია, ძნე­ლია, მაგ­რამ - გე­ნი­ა­ლუ­რი. პრე­მი­ე­რა გვქონ­და კომ­პა­ნია "ჯე­ო­სე­ლი­სა" და შპს "დუტა პრო­დაქ­შე­ნის" სა­ქარ­თვე­ლო­ზე ერ­თობ­ლი­ვად გა­და­ღე­ბუ­ლი ხუთი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის კრე­ბუ­ლი­სა - "ია­სამ­ნის­ფე­რი ალ­მა­ნა­ხი - ...და მერე?!". მას­ში ჩემს ფილ­მს "37" ჰქვია. ამას გარ­და, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მინ­სკში ვი­ყა­ვი, ვა­ლე­რი ტო­დო­როვ­სკის სე­რი­ა­ლის - "ოტ­ტე­პელ"-ის გა­და­ღე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში სპე­ცგეგ­მა და­ვი­სა­ხე - 40 წლი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მე­მუ­შა­ვა. მო­მი­ახ­ლოვ­და კი­დეც ეს ხანა და რად­გან 40 წე­ლი­წა­დი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ერთ-ერთი გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დია, ვცდი­ლობ, ისე შე­ვუდ­გე ამ ასაკს, რომ ბო­ლომ­დე გა­ვერ­კვე, რა მინ­და. ვფიქ­რობ, დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის საზ­რდოდ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ თე­ატ­რი და კინო მჭირ­დე­ბა.

- ხში­რად ახ­სე­ნებ ასაკს.

- არ უნდა გა­ვუს­ვა ხაზი? გა­მო­დის, რომ 40 წლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. ცო­ტაა?

- არც ისე... რო­მე­ლი­მე ტე­ლეპ­რო­ექ­ტში რომ მი­გიწ­ვი­ონ, მა­ინც და­თან­ხმდე­ბი, თუ ამის დრო აღარ გექ­ნე­ბა?

- ტე­ლე­ვი­ზი­ას დიდი დრო არ მი­აქვს, ხალ-ხო! კვი­რა­ში ერთი დღე არა­ფე­რია, მე კი ენერ­გი­ის მეტი რა მაქვს!

- აბა, აქამ­დე რა­ტომ არ ჩან­დი თე­ატ­რში?

- რა­ღაც ხნით წა­მო­ვე­დი თე­ატ­რი­დან. "თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი" რომ აღარ იყო, სხვა თე­ატ­რებს თით­ქოს ვერ შე­ვე­გუე. სხვა­თა შო­რის, მარ­ტში კვლავ გა­იხ­სნე­ბა და მერე უწინ­დე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რად "ვი­ცხოვ­რებ" იქ.

- შენ­მა ენერ­გი­უ­ლო­ბამ რა­ღაც დო­ნე­ზე არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო სამ­სა­ხუ­რი გა­გი­წია - სწო­რედ "სარ­და­ფი­სა" და ტე­ლეპ­რო­ექტ "ვის უნდა ოცი ათა­სის" პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­დი მა­ყუ­რე­ბელს, მერე კი ზოგს ეკ­რან­ზე შენი ხში­რი გა­მო­ჩე­ნა აღი­ზი­ა­ნებ­და, ზოგს - შენი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სი­უ­რო­ბა, უმოქ­მე­დო­ბა და ასე შემ­დეგ.

- მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვი­ღაც სხვაგ­ვა­რად იფიქ­რებს, რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბას არ უნდა შე­უ­შინ­დე. ცხოვ­რე­ბა­ზე ქარ­თუ­ლი თვალ­საზ­რი­სი კი ასე­თია - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა აზ­რმა შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც კი და­გინ­გრი­ოს. პი­რა­დი თვალ­საზ­რი­სი ერ­თია, ხოლო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა, პრო­ფე­სია და ხალ­ხის სი­ა­მოვ­ნე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი შენი ენერ­გია - მე­ო­რე. ჩემს თვალ­საზ­რისს ახ­ლობ­ლებ­თან და­უ­ფა­რა­ვად ვი­ტყვი, სა­ხალ­ხოდ კი შე­იძ­ლე­ბა სი­მარ­თლე არც გი­თხრა, ამი­ტომ მო­ტყუ­ე­ბას გა­ჩუ­მე­ბას ვამ­ჯო­ბი­ნებ. ან, იქ­ნებ, გირ­ჩევ­ნია, მო­გა­ტყუო? მაგ­რამ მა­შინ მა­ტყუ­ა­რა გა­მო­ვალ, არა­და, არ მიყ­ვარს ტყუ­ი­ლი, არც მით­ქვამს და არც ვი­ტყვი (ბრა­ზობს)! მა­ინც პო­ლი­ტი­კამ­დე მი­ვე­დით, არა? ხომ ვთქვით, არ ვი­ლა­პა­რა­კებ­დით ამა­ზე? შო­რი­დან კი მო­მი­ა­რე-შე­მო­მი­ტიე, მაგ­რამ კარ­გი ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სი ვარ და ვერ გა­მო­მა­პა­რებ.

- მა­შინ პირ­და­პირ გკი­თხავ - რა­ტომ გა­ღი­ზი­ან­და შე­ნით მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- იცი, რამ­დე­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო ჰყავ­და "ვის უნდა ოცი ათასს"? წე­ლი­წად­ში 48 ადა­მი­ან­ზე მეტს ვერ და­ეხ­მა­რე­ბო­დი, თვე­ში კი 3000-მდე წე­რი­ლი მო­დი­ო­და, ამი­ტომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო რჩე­ბო­და. ასე­ვე ხდე­ბო­და "ჯე­ო­სე­ლის" გა­თა­მა­შე­ბი­სას - 3 კაცი იგებ­და, და­ნარ­ჩე­ნი მე მა­გი­ნებ­და. მგო­ნი, სტა­დი­ონ­ზე მსაჯს არ აგი­ნე­ბენ იმ­დენს, რამ­დენ­საც მე მა­გი­ნებ­დნენ, - ჩემი ნო­მე­რი რა­ტომ არ ამო­ი­ღეო. რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ით ხშირ გა­მო­ჩე­ნას, ვიცი, რი­თაც და­ი­წყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა: ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში, ოღონდ არ და­ვა­სა­ხე­ლებ, თქვეს: შინ უთოც რომ ჩარ­თო, იქაც დუტა იქ­ნე­ბაო და ეს ხალ­ხმა აი­ტა­ცა. თო­რემ, თუ გა­იხ­სე­ნებ, მხო­ლოდ "ჯე­ო­სე­ლის" რეკ­ლა­მებ­ში ვი­ყა­ვი და "ჯე­ოს­ტარ­ში". და­ნარ­ჩე­ნი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბო­და, პა­რა­ლე­ლუ­რად არა­ფე­რი ყო­ფი­ლა და მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე და­ემ­თხვა ერთ დღეს ორი პრო­ექ­ტი.

- თუნ­დაც შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გო, მა­ინც ვერ ავ­ცდე­ბით თე­ლა­ვის თე­ატრზე სა­უ­ბარს. ყო­ველ­თვის ამა­ყობ­დი შენი თე­ლა­ვე­ლო­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, თე­ლა­ვის თე­ატ­რში გა­ი­ზარ­დე, რა­ტომ და­თან­ხმდი მის მარ­თვას, თუკი ამ საქ­მეს ვერ გას­წვდე­ბო­დი, თა­ნაც რამ­დე­ნი მო­იმ­დუ­რე?

- ვერ მიხ­ვდნენ, რა მინ­დო­და და გა­მო­მიშ­ვეს. ახლა კი იმ ხალ­ხს დავ­პირ­დი: რაც იყო, იყო, ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვი­წყოთ და არც მე ვი­ტყვი რა­ი­მეს, არც თქვენ ილა­პა­რა­კოთ ამა­ზე-მეთ­ქი. ამი­ტომ თავს შე­ვი­კა­ვებ და არა­ფერს გი­პა­სუ­ხებ, რად­გან იქა­უ­რებს და ჩვენს სი­ტყვას პა­ტივს ვცემ.

- მხო­ლოდ ის მი­თხა­რი, რას ვერ მი­გიხ­ვდნენ?

- თა­ვი­დან­ვე ვერ ავუხ­სე­ნი კარ­გად, რის­თვის ჩა­ვე­დი. ეს ჩემი პრობ­ლე­მა იყო. დი­რექ­ტო­რად არ ჩავ­სულ­ვარ მათ­თან, და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­ვე­დი.

- ძა­ლი­ან რომ და­გი­პი­რის­პირ­დნენ, მა­შინ­ვე წა­მო­სუ­ლი­ყა­ვი.

- წა­მო­ვე­დი კი­დეც. მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ყვე­ლა არ დამ­პი­რის­პი­რე­ბია... მი­ხა­რია, რომ დღეს პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს იმ თე­ატრს და ვი­სურ­ვებ, ბევ­რი კარ­გი რა­მის გა­კე­თე­ბა მო­ა­ხერ­ხოს. თუმ­ცა იმა­საც ვი­ტყვი, რომ ჩემი ჩას­ვლი­თაც მო­ვა­ხერ­ხე თე­ლა­ვის თე­ატ­რის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნა - თუნ­დაც ამით უძ­რა­ო­ბის ხანა დას­რულ­და იქ. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი მქონ­და და­წე­რი­ლი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც გა­ვი­ა­რე. ბევ­რი რა­მეც გა­ვა­კე­თე იქ სა­კუ­თა­რი ხე­ლით, ძა­ლით და ხარ­ჯით, მაგ­რამ მა­ინც გა­მაკ­რი­ტი­კეს...

- შეც­დი, თე­ატ­რის თუნ­დაც და­სახ­მა­რებ­ლად მარ­თვას რომ და­თან­ხმდი?

- არა, რად­გან დღეს ზუს­ტად ვიცი, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა და ვის­თან - არა. მარ­ტო თე­ატ­რში არა, თე­ლავ­შიც (იღი­მის). ადრე ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ახლა კი შევ­ძე­ლი, რომ ვი­ღა­ცას მი­ვე­სალ­მო, ვი­ღა­ცას - არა.

- "რუს­თა­ვი 2"-და­ნაც წა­მოხ­ვე­დი... არ ნა­ნობ?

- არა. ცხელ გულ­ზე არა­ფე­რი გა­და­მი­წყვე­ტია, ვი­ფიქ­რე და საღ, და­წყნა­რე­ბულ გო­ნე­ბა­ზე გა­დავ­წყვი­ტე. სე­ზო­ნი ბო­ლომ­დე რომ მი­ვიყ­ვა­ნე, გა­მო­ვა­ცხა­დე, მივ­დი­ვარ-მეთ­ქი, გა­დავ­კოც­ნე მე­გობ­რე­ბი და წა­მო­ვე­დი. ისე წყნა­რად და მშვი­დად წა­მო­ვე­დი, ვე­რა­ვინ და­ი­ჯე­რა ჩემი წა­მოს­ვლა. მაგ­რად ეწყი­ნათ და აღარ მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან. არა­და, დიდ­ხანს შე­მიძ­ლია მოთ­მე­ნა, ვუფრ­თხი­ლდე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებს, მაგ­რამ თუ ყელ­ში ამო­მას­ხა, ძა­ლი­ან რა­დი­კა­ლუ­რი ვარ.

- დუტა, ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ 2012 წელს და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექტთა სია და და­ხარ­ჯუ­ლი კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი...

- მეც წა­ვი­კი­თხე. მანდ პრო­ექ­ტე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მე­ბის თან­ხე­ბი­ცაა შე­სუ­ლი. ეს კი ძა­ლი­ან ძვი­რად ფა­სობს... თუმ­ცა მა­ინც შო­კის­მომ­გვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა...

- გა­ვი­გე, ხეზე მუ­შა­ო­ბამ გა­გი­ტა­ცა.

- ამ ზა­ფხულს გა­მო­ფე­ნა­საც ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ მინ­სკის გა­და­ღე­ბამ შე­მი­შა­ლა ხელი. მა­გარ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ, ოღონდ ახლა ვერ გა­გიმ­ხელ. ვი­მე­დოვ­ნებ, წინ კარ­გი ამ­ბე­ბი მე­ლის. მთა­ვა­რია, მთვა­რის ფა­ზე­ბის ცვლი­ლე­ბამ არ ამი­რი­ოს გუ­ნე­ბა (იცი­ნის). კირჩხი­ბი ვარ, წყლის ნი­შა­ნი და, თურ­მე, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი საგ­რძნობ­ლად მოქ­მე­დებს ჩემ­ზე - და­ვაკ­ვირ­დი: ნა­ხე­ვარ თვეს კარ­გად ვარ, ნა­ხე­ვარ თვეს - ცუ­დად, სა­ერ­თო­დაც, ას­ტრო­ლო­გი­ის მჯე­რა (მეც წყლის ნი­შა­ნი ვარ-მეთ­ქი, დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ მქონ­და, ამო­მიც­ნო: თევ­ზე­ბი ხარო. ჩანს, მარ­თლაც ერ­კვე­ვა ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და ას­ტრო­ლო­გი­ა­ში - ი.ხ.)

- სამი შვი­ლი გყავს, მსა­ხი­ო­ბო­ბას აპი­რებს რო­მე­ლი­მე?

- უფ­რო­სი გო­გო­ნა 20 წლი­საა, გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და ინ­ფორ­მა­ტი­კას სწავ­ლობს. შუ­ა­თა­ნა - 14 წლის ნინი რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ვაჟი - ლუკა რვა წლი­საა და ჩვენს ერთ-ერთ ფილმში გა­და­ვი­ღეთ მთა­ვარ როლ­ში. მგო­ნი, კარ­გად გა­მო­უ­ვი­და. სი­მარ­თლე გი­თხრა, არც ვე­ლო­დი, ამ­დენს თუ შეძ­ლებ­და. ცოტა უც­ნა­უ­რი ბი­ჭია. თუ რა­ი­მე ეწყი­ნა, თა­ვის ოთახ­ში შე­ი­კე­ტე­ბა და შე­უძ­ლია სამ სა­ათს გა­უნ­ძრევ­ლად და მდუ­მა­რედ იყოს. რო­გორც მე გამ­ზარ­დეს თა­ვი­სუფ­ლად, ვცდი­ლობ, შვი­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მი­ვაჩ­ვიო, ასე რომ, პრო­ფე­სი­ა­საც თვი­თონ შე­ირ­ჩე­ვენ, მე არ ჩა­ვე­რე­ვი...

ინ­ტერ­ვიუ: დუტა სხირტლა­ძე - "პაპ­სა­დან ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე"

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

დუტა სხირტლაძე - "სტადიონზე მსაჯს არ აგინებენ იმდენს, რამდენსაც მე მაგინებდნენ"

დუტა სხირტლაძე - "სტადიონზე მსაჯს არ აგინებენ იმდენს, რამდენსაც მე მაგინებდნენ"

ზოგს დღესაც ძალიან უყვარს, ზოგს მისი ცქერა მობეზრდა; ზოგი კიცხავს და ემდურის,ზოგი - ჭორაობს; მისგან პასუხებს კი ძნელად თუ მოიპოვებ - ჟურნალისტებს თითქმის არ გვწყალობს. - ძველი ურთიერთობა რომ არა, არც ახლა შეგხვდებოდი ინტერვიუსთვისო, მითხრა და კატეგორიულად მთხოვა, პოლიტიკასა და თელავის თეატრზე არ გვესაუბრა. რუბრიკის სტუმარ დუტა სხირტლაძეს (მგონი, მე უფრო ვიყავი მისი სტუმარი - ჩაწერისას კაფე "თან წაიღეში" მისი დაწურული თელავური ღვინოც კი დავაგემოვნე) უპირველესად, უახლესი ამბები გამოვკითხე:

- 2012 წელი თეატრში დაბრუნებით გავაცილე. დეკემბერში თეატრშიც პრემიერა მქონდა და კინოშიც - მარჯანიშვილის თეატრში სანდრო ელოშვილმა, იმავე ანტოშკამ "არეული გრძნობები" დადგა და მე მთავარი როლი შევასრულე, შემდეგ კი ფილმ "ცელქი ბავშვების" პრემიერა გაიმართა და იქაც მთავარ როლს ვასრულებ. ამ დღეებში პრემიერა გვქონდა კინოს სახლშიც - ახალგაზრდა შემოქმედმა გიორგი ქავთარაძემ შპს "დუტა პროდაქშენის" ბაზაზე გადაიღო "ცრემლნაკრავი სასაცილო" დოკუმენტური ფილმი უნიჭიერეს მუსიკოს რობი კუხიანიძეზე... მოკლედ, კვლავ ხელოვნებას დავუბრუნდი და ამ გზას დავარქმევდი - "პაპსადან ხელოვნებამდე". ბოლო ხანს კინოს გადაღებით დავინტერესდი და ბევრი რამ შევისწავლე კიდეც. უჰ, რა მაგარი რამეა იცი, ფილმის გადაღება? ცხადია, ძნელია, მაგრამ - გენიალური. პრემიერა გვქონდა კომპანია "ჯეოსელისა" და შპს "დუტა პროდაქშენის" საქართველოზე ერთობლივად გადაღებული ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის კრებულისა - "იასამნისფერი ალმანახი - ...და მერე?!". მასში ჩემს ფილმს "37" ჰქვია. ამას გარდა, სამი თვის განმავლობაში მინსკში ვიყავი, ვალერი ტოდოროვსკის სერიალის - "ოტტეპელ"-ის გადაღებაში ვმონაწილეობდი... ყმაწვილობაში სპეცგეგმა დავისახე - 40 წლიდან მაქსიმალურად მხოლოდ შემოქმედებითად მემუშავა. მომიახლოვდა კიდეც ეს ხანა და რადგან 40 წელიწადი მამაკაცებისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდია, ვცდილობ, ისე შევუდგე ამ ასაკს, რომ ბოლომდე გავერკვე, რა მინდა. ვფიქრობ, დარჩენილი ცხოვრების საზრდოდ ყველაზე მეტად სწორედ თეატრი და კინო მჭირდება.

- ხშირად ახსენებ ასაკს.

- არ უნდა გავუსვა ხაზი? გამოდის, რომ 40 წლიდან დაახლოებით 25 წლის განმავლობაში თეატრის სცენაზე ვდგავარ. ცოტაა?

- არც ისე... რომელიმე ტელეპროექტში რომ მიგიწვიონ, მაინც დათანხმდები, თუ ამის დრო აღარ გექნება?

- ტელევიზიას დიდი დრო არ მიაქვს, ხალ-ხო! კვირაში ერთი დღე არაფერია, მე კი ენერგიის მეტი რა მაქვს!

- აბა, აქამდე რატომ არ ჩანდი თეატრში?

- რაღაც ხნით წამოვედი თეატრიდან. "თეატრალური სარდაფი" რომ აღარ იყო, სხვა თეატრებს თითქოს ვერ შევეგუე. სხვათა შორის, მარტში კვლავ გაიხსნება და მერე უწინდებურად აქტიურად "ვიცხოვრებ" იქ.

- შენმა ენერგიულობამ რაღაც დონეზე არცთუ სასიამოვნო სამსახური გაგიწია - სწორედ "სარდაფისა" და ტელეპროექტ "ვის უნდა ოცი ათასის" პერიოდში განსაკუთრებით უყვარდი მაყურებელს, მერე კი ზოგს ეკრანზე შენი ხშირი გამოჩენა აღიზიანებდა, ზოგს - შენი პოლიტიკური პასიურობა, უმოქმედობა და ასე შემდეგ.

- მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც სხვაგვარად იფიქრებს, რაღაცების კეთებას არ უნდა შეუშინდე. ცხოვრებაზე ქართული თვალსაზრისი კი ასეთია - საზოგადოებრივმა აზრმა შეიძლება პირადი ცხოვრებაც კი დაგინგრიოს. პირადი თვალსაზრისი ერთია, ხოლო შემოქმედებითი ცხოვრება, პროფესია და ხალხის სიამოვნებისკენ მიმართული შენი ენერგია - მეორე. ჩემს თვალსაზრისს ახლობლებთან დაუფარავად ვიტყვი, სახალხოდ კი შეიძლება სიმართლე არც გითხრა, ამიტომ მოტყუებას გაჩუმებას ვამჯობინებ. ან, იქნებ, გირჩევნია, მოგატყუო? მაგრამ მაშინ მატყუარა გამოვალ, არადა, არ მიყვარს ტყუილი, არც მითქვამს და არც ვიტყვი (ბრაზობს)! მაინც პოლიტიკამდე მივედით, არა? ხომ ვთქვით, არ ვილაპარაკებდით ამაზე? შორიდან კი მომიარე-შემომიტიე, მაგრამ კარგი ფსიქოანალიტიკოსი ვარ და ვერ გამომაპარებ.

- მაშინ პირდაპირ გკითხავ - რატომ გაღიზიანდა შენით მაყურებელი?

- იცი, რამდენი უკმაყოფილო ჰყავდა "ვის უნდა ოცი ათასს"? წელიწადში 48 ადამიანზე მეტს ვერ დაეხმარებოდი, თვეში კი 3000-მდე წერილი მოდიოდა, ამიტომ უამრავი ადამიანი უკმაყოფილო რჩებოდა. ასევე ხდებოდა "ჯეოსელის" გათამაშებისას - 3 კაცი იგებდა, დანარჩენი მე მაგინებდა. მგონი, სტადიონზე მსაჯს არ აგინებენ იმდენს, რამდენსაც მე მაგინებდნენ, - ჩემი ნომერი რატომ არ ამოიღეო. რაც შეეხება ტელევიზიით ხშირ გამოჩენას, ვიცი, რითაც დაიწყო გაღიზიანება: ერთ-ერთ გადაცემაში, ოღონდ არ დავასახელებ, თქვეს: შინ უთოც რომ ჩართო, იქაც დუტა იქნებაო და ეს ხალხმა აიტაცა. თორემ, თუ გაიხსენებ, მხოლოდ "ჯეოსელის" რეკლამებში ვიყავი და "ჯეოსტარში". დანარჩენი ერთმანეთს ენაცვლებოდა, პარალელურად არაფერი ყოფილა და მხოლოდ რამდენჯერმე დაემთხვა ერთ დღეს ორი პროექტი.

- თუნდაც შემეწინააღმდეგო, მაინც ვერ ავცდებით თელავის თეატრზე საუბარს. ყოველთვის ამაყობდი შენი თელაველობით, ფაქტობრივად, თელავის თეატრში გაიზარდე, რატომ დათანხმდი მის მართვას, თუკი ამ საქმეს ვერ გასწვდებოდი, თანაც რამდენი მოიმდურე?

- ვერ მიხვდნენ, რა მინდოდა და გამომიშვეს. ახლა კი იმ ხალხს დავპირდი: რაც იყო, იყო, ყველაფერი დავივიწყოთ და არც მე ვიტყვი რაიმეს, არც თქვენ ილაპარაკოთ ამაზე-მეთქი. ამიტომ თავს შევიკავებ და არაფერს გიპასუხებ, რადგან იქაურებს და ჩვენს სიტყვას პატივს ვცემ.

- მხოლოდ ის მითხარი, რას ვერ მიგიხვდნენ?

- თავიდანვე ვერ ავუხსენი კარგად, რისთვის ჩავედი. ეს ჩემი პრობლემა იყო. დირექტორად არ ჩავსულვარ მათთან, დასახმარებლად ჩავედი.

- ძალიან რომ დაგიპირისპირდნენ, მაშინვე წამოსულიყავი.

- წამოვედი კიდეც. მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველა არ დამპირისპირებია... მიხარია, რომ დღეს პაატა გულიაშვილი ხელმძღვანელობს იმ თეატრს და ვისურვებ, ბევრი კარგი რამის გაკეთება მოახერხოს. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი ჩასვლითაც მოვახერხე თელავის თეატრის ცხოვრებაში გარდატეხის შეტანა - თუნდაც ამით უძრაობის ხანა დასრულდა იქ. საკმაოდ საინტერესო პროექტი მქონდა დაწერილი, კონსულტაციებიც გავიარე. ბევრი რამეც გავაკეთე იქ საკუთარი ხელით, ძალით და ხარჯით, მაგრამ მაინც გამაკრიტიკეს...

- შეცდი, თეატრის თუნდაც დასახმარებლად მართვას რომ დათანხმდი?

- არა, რადგან დღეს ზუსტად ვიცი, ვისთან შეიძლება ურთიერთობა და ვისთან - არა. მარტო თეატრში არა, თელავშიც (იღიმის). ადრე ვერ წარმომედგინა, ახლა კი შევძელი, რომ ვიღაცას მივესალმო, ვიღაცას - არა.

- "რუსთავი 2"-დანაც წამოხვედი... არ ნანობ?

- არა. ცხელ გულზე არაფერი გადამიწყვეტია, ვიფიქრე და საღ, დაწყნარებულ გონებაზე გადავწყვიტე. სეზონი ბოლომდე რომ მივიყვანე, გამოვაცხადე, მივდივარ-მეთქი, გადავკოცნე მეგობრები და წამოვედი. ისე წყნარად და მშვიდად წამოვედი, ვერავინ დაიჯერა ჩემი წამოსვლა. მაგრად ეწყინათ და აღარ მელაპარაკებიან. არადა, დიდხანს შემიძლია მოთმენა, ვუფრთხი­ლდები ურთიერთობებს, მაგრამ თუ ყელ­ში ამომასხა, ძალიან რადიკალური ვარ.

- დუტა, ახლახან გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს მიერ 2012 წელს დაფინანსებულ პროექტთა სია და დახარჯული კოლოსალური თანხები...

- მეც წავიკითხე. მანდ პროექტების სატელევიზიო რეკლამების თანხებიცაა შესული. ეს კი ძალიან ძვირად ფასობს... თუმცა მაინც შოკისმომგვრელი ინფორმაციაა...

- გავიგე, ხეზე მუშაობამ გაგიტაცა.

- ამ ზაფხულს გამოფენასაც ვგეგმავდი, მაგრამ მინსკის გადაღებამ შემიშალა ხელი. მაგარ რაღაცას ვაკეთებ, ოღონდ ახლა ვერ გაგიმხელ. ვიმედოვნებ, წინ კარგი ამბები მელის. მთავარია, მთვარის ფაზების ცვლილებამ არ ამირიოს გუნება (იცინის). კირჩხიბი ვარ, წყლის ნიშანი და, თურმე, ეს ცვლილებები საგრძნობლად მოქმედებს ჩემზე - დავაკვირდი: ნახევარ თვეს კარგად ვარ, ნახევარ თვეს - ცუდად, საერთოდაც, ასტროლოგიის მჯერა (მეც წყლის ნიშანი ვარ-მეთქი, დასრულებული არ მქონდა, ამომიცნო: თევზები ხარო. ჩანს, მართლაც ერკვევა ფსიქოლოგიასა და ასტროლოგიაში - ი.ხ.)

- სამი შვილი გყავს, მსახიობობას აპირებს რომელიმე?

- უფროსი გოგონა 20 წლისაა, გერმანიაში ცხოვრობს და ინფორმატიკას სწავლობს. შუათანა - 14 წლის ნინი რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობდა, ვაჟი - ლუკა რვა წლისაა და ჩვენს ერთ-ერთ ფილმში გადავიღეთ მთავარ როლში. მგონი, კარგად გამოუვიდა. სიმართლე გითხრა, არც ველოდი, ამდენს თუ შეძლებდა. ცოტა უცნაური ბიჭია. თუ რაიმე ეწყინა, თავის ოთახში შეიკეტება და შეუძლია სამ საათს გაუნძრევლად და მდუმარედ იყოს. როგორც მე გამზარდეს თავისუფლად, ვცდილობ, შვილებიც დამოუკიდებლობას მივაჩვიო, ასე რომ, პროფესიასაც თვითონ შეირჩევენ, მე არ ჩავერევი...

ინტერვიუ: დუტა სხირტლაძე - "პაპსადან ხელოვნებამდე"

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება