პოლიტიკა
საზოგადოება

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი: "ყვე­ლა ქალს თა­ვი­სი ში­ო­ლა ჰყავს"

მსა­ხი­ო­ბი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" არა­ერთ სპექ­ტაკ­ლში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა იგი გა­იც­ნო კო­მე­დი­უ­რი ტე­ლე­სე­რი­ა­ლი­დან ("შუა ქა­ლაქ­ში"). ითა­მა­შა კი­დევ ერთ კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში - "ა­ლუბ­ლე­ბის ქუ­ჩა ნო­მე­რი 12", რო­მე­ლიც მა­ლე შეწყ­და. დღეს თა­თუ­ლი "ფსი­ქოს" სტუ­მა­რი­ა...

- ახ­ლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩე­მი შვი­ლე­ბის გვერ­დით ყოფ­ნა და მათ­ზე ზრუნ­ვა­ა. ორი გო­გო­ნა მყავს: ორი წლის ნა­ნი­კო და ერ­თი წლის სე­სე. ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნას მა­ინც ვა­ხერ­ხებ. ახალ "კო­მე­დი­-არ­ხზე", რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან მა­უწყ­ებ­ლობს, კო­მე­დი­ურ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ჯერ­ჯე­რო­ბით თე­ატ­რში აღარ ვარ.

- სე­რი­ა­ლი "ა­ლუბ­ლე­ბის ქუ­ჩა ნო­მე­რი 12" რა­ტომ და­ი­ხუ­რა?

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­ხუ­რა, მი­ზე­ზი არ ვი­ცი.

- მსა­ხი­ო­ბი რომ არა, ვინ იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ით თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი?

- მხო­ლოდ და მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი! სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვილს არას­დროს უფიქ­რია (ი­ღი­მის). ისე­თი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბა რომ და­ვიწყ­ე, რომ აღარც მახ­სოვს და ახ­დე­ნამ­დე მის­თვის არც მი­ღა­ლა­ტი­ა. მე მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ჩე­მი და კი ნაგ­ვის მან­ქა­ნის - მძღო­ლო­ბა­ზე. არ გე­გო­ნოთ, ვაზ­ვი­ა­დებ­დე - მარ­თლა მი­სი ოც­ნე­ბა იყო. გახ­სოვთ, ად­რე უშ­ვე­ლე­ბე­ლი ნაგ­ვის მან­ქა­ნე­ბი რომ მო­ად­გე­ბო­და ეზო­ებს და ზარს რეკ­და, - სწო­რედ ამ ხმა­ზე გიჟ­დე­ბო­და (ი­ცი­ნის). სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ­მა დამ პე­და­გო­გი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა.

- გა­მორ­ჩე­უ­ლად გეყ­ვა­რე­ბა რო­მე­ლი­მე გმი­რი...

- რამ­დე­ნიც გინ­დათ, იმ­დე­ნი. ძლი­ერ ქა­ლებს, ელი­ზა­ბეთ­სა და მა­რი­ამ სტი­უ­არტს, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­ცოცხ­ლებ­დი სცე­ნა­ზე ან კი­ნო­ში, მაგ­რამ მათ მსგავს ქა­ლებ­თან მე­გობ­რო­ბა ნამ­დვი­ლად არ მინ­და. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი ფუ­ფა­ლას­თან, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი­ა. ფუ­ფა­ლას სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი კი­დეც.

- ფუ­ფა­ლას­თან რა თე­მებ­ზე ისა­უბ­რებ­დი?

- მთა­ვა­რი თე­მა აუ­ცი­ლებ­ლად ში­ო­ლა იქ­ნე­ბო­და. ფუ­ფა­ლა თა­ვის ში­ო­ლა­ზე მი­ამ­ბობ­და, მე - ჩემ­სა­ზე... ასე­ა, ყვე­ლა ქალს თა­ვი­სი ში­ო­ლა ჰყავს. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, ფუ­ფა­ლა რო­გორ იდებს სა­ხე­ზე კიტ­რის ნაფ­ცქვენს და შემ­დეგ იკე­თებს მა­კი­აჟს, შე­იძ­ლე­ბა სა­ხის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზეც გვე­სა­უბ­რა (ი­ცი­ნის). მოკ­ლედ, უამ­რა­ვი ქა­ლუ­რი თე­მა გვექ­ნე­ბო­და სა­ლა­პა­რა­კოდ.

- თა­თუ­ლი, სცე­ნი­სა თუ გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის შემ­დეგ არ გი­ჭირს ორი შვი­ლი­სა და მე­უღ­ლის მოვ­ლა, ოჯა­ხის გაძღ­ო­ლა?

- არ და­მი­ჯე­რებთ, ვიდ­რე ინ­ტერ­ვიუ და­იწყ­ე­ბო­და, ჩე­მი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მწნი­ლე­უ­ლი და­ვა­ხა­რის­ხე... მგო­ნი­ა, რომ კარ­გი დე­და, მე­უღ­ლე და დი­ა­სახ­ლი­სი ვარ, თან, რაც მთა­ვა­რი­ა, ყო­ველ­თვის მი­ხა­რია სხვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

- სე­რე­ნა­და, უმ­ღე­რი­ათ შენ­თვის?

- უმ­ღე­რი­ათ, ოღონდ ხუმ­რო­ბით. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში რა­ღა დროს სე­რე­ნა­და­ა?

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ გო­გა ხა­ჩი­ძე ვე­ლო­სი­პე­დით მო­ად­გა შენს ფან­ჯრებს და სე­რე­ნა­დას გიმ­ღე­რის. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- გო­გა ხა­ჩი­ძე უმ­ცი­რე­სო­ბა­ში მოხ­ვდა და კი­დე­ვაა სიმ­ღე­რის გან­წყო­ბა­ზე? თა­ნაც ვე­ლო­სი­პე­დი­თო... ბორ­ჯო­მი­დან მო­მა­კითხ­ა?

- და­ვუშ­ვათ, ხა­შუ­რი­დან...

- (ი­ცი­ნის) მოკ­ლედ, ვერ ავ­ცდი ამ ქა­ლაქს, ჩე­მი მე­უღ­ლეც ხა­შუ­რი­და­ნა­ა. მე­სი­ა­მოვ­ნე­ბა გო­გა ხა­ჩი­ძის სე­რე­ნა­და, მო­ვის­მენ, გა­და­ვი­ხარ­ხა­რებ, რა­ტო­მაც არა? გო­გა ხა­ჩი­ძე მშვე­ნი­ე­რი მა­მა­კა­ცი­ა, თა­ნაც, რო­გორც ვი­ცი, მრა­ვალ­ნა­ირ ინ­სტრუ­მენ­ტზე უკ­რავს და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მი­სი სე­რე­ნა­დის მოს­მე­ნა.

- თბი­ლი­სის მე­რად და­ნიშ­ვნას თუ და­თან­ხმდე­ბი?

- არა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რად არე­უ­ლი ვი­თა­რე­ბა­ა. ან რა ჩე­მი საქ­მეა მე­რო­ბა, ამას მირ­ჩევ­ნი­ა, რო­მე­ლი­მე დიდ თე­ატ­რში შე­მომ­თა­ვა­ზონ შტა­ტი და სცე­ნა­ზე მე­რიც ვიქ­ნე­ბი და დე­პუ­ტა­ტიც.

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად რომ დაგ­ნიშ­ნონ?

- ყვე­ლა­ფერს თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, სტუ­რუ­ას ვერ ვაწყ­ე­ნი­ნებ. სტუ­რუა უკე­თე­სი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იქ­ნე­ბა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბის­გან დას­ვე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტე და ერ­თი კვი­რით მარ­ტო გა­ემ­გზავ­რე საზღ­ვარ­გა­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად. ირუ­ჯე­ბი აუ­ზის პი­რას, გვერ­დით მო­გიჯ­და კი­ა­ნუ რივ­ზი და კოქ­ტე­ილ­ზე დაგ­პა­ტი­ჟა...

- აუ­უ­უ, კი­ა­ნუ რივ­ზი არ მომ­წონს, ვინ­მე­თი შე­მიც­ვა­ლე რა­ა...

- კარ­გი, ბრედ პიტ­მა დაგ­პა­ტი­ჟა კოქ­ტე­ილ­ზე...

- ბრედ პი­ტი იყოს, ჯან­და­ბას (ი­ცი­ნის). რა თქმა უნ­და, დავ­თან­ხმდე­ბო­დი, კოქ­ტე­ი­ლის კა­ბა­საც ჩა­ვიც­ვამ­დი და და­ვე­ლო­დე­ბო­დი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას (ი­ცი­ნის). ბევ­რი ქა­ლი არ იტყ­ო­და უარს ბრედ პიტ­თან კოქ­ტე­ი­ლის და­ლე­ვა­ზე.

- შე­ნი მე­უღ­ლე ამ ინ­ტერ­ვი­უს რომ წა­ი­კითხ­ავს, რას იფიქ­რებს შენ­ზე და ბრედ პიტ­ზე?

- (ი­ცი­ნის) ოო­ო, ეს ხომ არა­რე­ა­ლუ­რი­ა, ვინ­მე რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი რომ და­გე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, სხვა­ნა­ირ პა­სუხს გაგ­ცემ­დი (ი­ცი­ნის).

- მე­უღ­ლე გაგ­ვა­ცა­ნი...

- ჩე­მი მე­უღ­ლეა მი­ხე­ილ ჩინ­ჩი­უ­რი­. მას ბევ­რი პრო­ფე­სია და უც­ნა­უ­რი გვა­რი აქვს. სხვა­თა შო­რის, რა­ჭა­ში მი­სი გვა­რი რომ შე­იტყ­ვეს, თქვეს - ბო­შო, თა­თუ­ლი უცხ­ო­ელს გაჰ­ყო­ლია ცო­ლა­დო (ი­ცი­ნის). არა­და, ჩინ­ჩი­უ­რი ხევ­სუ­რუ­ლი გვა­რი­ა.

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- ვა­ი, არ ვი­ცი, რა ნივ­თე­ბი უყ­ვარს...

- რო­გორც ვი­ცი, სა­ა­თებ­ზე გიჟ­დე­ბა...

- რა სჭირთ ამ პრე­ზი­დენ­ტებს, პუ­ტი­ნიც გიჟ­დე­ბა სა­ა­თებ­ზე. მას ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ჩუ­ქარს, ადა­მი­ან­თა ნდო­ბას ვა­ჩუ­ქებ­დი.

ცნო­ბი­სათ­ვის

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - პირ­და­პი­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­ა. მზრუნ­ვე­ლია და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს სხვი­სი დახ­მა­რე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა. კარ­გი მე­უღ­ლე, დე­და და მე­გო­ბა­რი­ა.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს

ცნობისათვის

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - პირ­და­პი­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­ა. მზრუნ­ვე­ლია და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს სხვი­სი დახ­მა­რე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა. კარ­გი მე­უღ­ლე, დე­და და მე­გო­ბა­რი­ა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება