მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

15

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 20:32-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 20:49-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" სადღეგრძელო და მძიმე შედეგით დასრულებული თბილისობა
"ქართული ოცნების" სადღეგრძელო და მძიმე შედეგით დასრულებული თბილისობა

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ რეს­ტო­რან­ში მო­ქე­ი­ფე რი­გით­მა ქარ­თვე­ლებ­მა თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­დღეგ­რძე­ლო­თი გა­მო­ხა­ტეს და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ერთი კვი­რის გა­მარ­ჯვე­ბულ ძა­ლას წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვეს. ამის გამო მე­ზო­ბელ მა­გი­დას­თან მსხდომ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ამ პა­თო­სის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი არც კაცი და­ინ­დეს, არც - ქალი და კა­ხა­ბერ გი­გუ­აშ­ვილ­სა და მის ცო­ლის­დას, თეა სა­რიშ­ვილს სხე­უ­ლი მძი­მედ და­უ­ზი­ა­ნეს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია დას­ჭირ­დათ. მარ­თა­ლია, მომ­ხდა­რის გამო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის პა­სუ­ხი არა­ვის მო­უ­თხო­ვია, გა­მო­ძი­ე­ბას არც ბრალ­დე­ბუ­ლი ჰყავს, არც - და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

ლია სომ­ხიშ­ვი­ლი, კა­ხა­ბერ გი­გუ­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე: - 7 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სო­ბას, რეს­ტო­რან "გაგ­რა­ში" ვი­ყა­ვით მე და ჩემი და მე­უღ­ლე­ე­ბი­თურთ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მე­ზო­ბელ სუფ­რას­თან ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ის­ხდნენ. მათ მუ­სი­კო­სებს პო­ლი­ცი­ის (პატ­რუ­ლის) ჰიმ­ნი შე­უკ­ვე­თეს, წრე შეკ­რეს და როკ­ვა და­ი­წყეს. ცოტა ხან­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ, კა­ხამ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მით წარ­მოთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს და არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­დღეგ­რძე­ლო. ეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც გა­ი­გო­ნეს და როცა გა­რეთ გა­მოვ­დი­ო­დით, სცე­ნა გა­ი­თა­მა­შეს - თით­ქოს ვი­ღაც პა­ტა­რა ბიჭს კლავ­დნენ, და­ნას უტ­რი­ა­ლებ­დნენ. ჩემ­მა მე­უღ­ლემ მათ მი­მარ­თა, ქარ­თვე­ლე­ბი არ ხართ, ქარ­თველს რა­ტომ კლავთ ამ თბი­ლი­სო­ბა დღე­სო! ვფიქ­რობ, მათ იცოდ­ნენ მისი ხა­სი­ა­თი, ასეთ ინ­ცი­დენტს გულ­გრი­ლად რომ არ აუვ­ლი­და გვერდს და ასე­თი სცე­ნაც ამი­ტომ გა­ი­თა­მა­შეს.

- პო­ლი­ცი­ე­ლებს სა­ი­დან უნდა სცოდ­ნო­დათ თქვე­ნი მე­უღ­ლის ხა­სი­ა­თი?

- პო­ლი­ცი­ე­ლებს ჩვენ შე­სა­ხებ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია. ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა მაქვს და­კე­ტი­ლი და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გვთხო­ვა, მიგ­ვე­ქი­რა­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვცეს. გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, ეს არ გა­ა­კე­თოთ, თო­რემ შენც და შენს მე­უღ­ლე­საც ჭკუ­ას გას­წავ­ლი­თო. ჩემ­თვის დღემ­დე უც­ნო­ბია, ვის სცემ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ვინ იყო ის ბიჭი, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე გაქ­რა, შემ­დეგ კი აგ­რე­სია ჩვენ­ზე გად­მო­ვი­და. ჩემს მე­უღ­ლეს სი­ტყვა არ ჰქონ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი, როცა ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა დანა მო­უქ­ნია. რო­გორც შემ­დეგ გა­ვარ­კვი­ეთ, ესე­ნი იყ­ვნენ: გი­ორ­გი ფუ­ხაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გუ­გე­შაშ­ვი­ლი და ვინ­მე გა­სო­ე­ვი. და­რე­კეს და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­იყ­ვა­ნეს მე­გობ­რე­ბი (17 პო­ლი­ცი­ე­ლი) ყვე­ლა ჩემს მე­უღ­ლეს, კახა გი­გუ­აშ­ვილს სცემ­და. ფუ­ხაშ­ვი­ლი გა­ი­ძა­ხო­და - ეს არის, ამი­სი დე­დაც, მო­კა­ლი­თო. ამ ცემა-ტყე­პა­ში ჩემი და გა­და­ე­ფა­რა ჩემს ქმარს. თეას იმ ვე­ლუ­რებ­მა ფეხი მოს­ტე­ხეს, ცხვი­რი გა­უ­ტე­ხეს. ყე­ლი­დან ოქ­როს ძეწ­კვი და ჯვა­რი ჩა­მოგ­ლი­ჯეს... მეც გა­და­ვე­ფა­რე ჩემს ქმარს, ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი თმა­ში მწვდა და ძა­ლით გა­მო­მათ­რია. ქა­ლე­ბი პატ­რულს ვუხ­მობ­დით. იქვე იყ­ვნენ "ალ­გა­ნის" (დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი) თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არც კი გან­ძრე­უ­ლან. თა­ნაც, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს. გა­ვი­ქე­ცი და ტრა­სა­ზე მო­მა­ვალ პატ­რუ­ლის მან­ქა­ნას გა­და­ვუ­დე­ქი, მაგ­რამ რად გინ­და, ად­გილ­ზე მო­სულ პო­ლი­ცი­ე­ლებს არა­ვინ გა­უშ­ვე­ლე­ბი­ათ, პი­რი­ქით, ცი­ნი­კუ­რად იქ­ცე­ოდ­ნენ, როცა შე­ი­ტყვეს, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. ჩან­თა­ში ორი მო­ბი­ლუ­რი მქონ­და, ამო­ვი­ღე, მინ­დო­და, საშ­ვე­ლად და­მე­რე­კა ვინ­მეს­თვის, ორი­ვე რიგ-რი­გო­ბით გა­მი­ტე­ხეს და მე­უღ­ლის ტე­ლე­ფო­ნიც ზედ მი­ა­ყო­ლეს. სას­წრა­ფოს მოს­ვლას 45 წუთს ვე­ლო­დით, ბო­ლოს პატ­რუ­ლის 4 ეკი­პა­ჟი მო­ვი­და, მათ გა­ა­პა­რეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და რო­დე­საც მი­ვა­ნიშ­ნე ფუ­ხაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც ქმარს მიკ­ლავ­და, მი­თხრეს, უფ­ლე­ბა არ გვაქვს, და­ვა­კა­ვოთ, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ მათ სცე­მეს თქვენს ქმარს და მერე ავიყ­ვან­თო.

- მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ აღიძ­რა?

- იმ ღა­მეს­ვე შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღეს გა­და­ე­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას. ჩემი მე­უღ­ლე სას­ტი­კად იყო ნა­ცე­მი, ჰქონ­და უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა, ნა­ა­ვა­რი­ე­ბი იყო და ფეხ­ში ჩად­გმუ­ლი ჰქონ­და ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტა, ცე­მის დროს ფირ­ფი­ტა ჩა­ემსხვრა, ფეხი მო­ტყდა, რის გა­მოც 4,5-სა­ა­თი­ა­ნი უმ­ძი­მე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მი­ი­ღო ტვი­ნის მძი­მე შერ­ყე­ვა. ექ­სპერ­ტი­ზამ მოგ­ვი­ტა­ნა პა­სუ­ხი - ნა­ხევ­რად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­აო. პატ­რუ­ლი გვირ­ჩევ­და, სას­წრა­ფოდ ტაქ­სებ­ში ჩას­ხე­დით და სახ­ლებ­ში გა­ი­ქე­ცი­თო. არ და­ვი­ბე­ნი, ყველ­გან დავ­რე­კე. ჩვენ რომ ასე არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით, ისი­ნი გვი­ჩივ­ლებ­დნენ, თავს დაგ­ვესხნე­ნო. ამ ცხო­ვე­ლებ­მა ქა­ლიც არ და­ინ­დეს... სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბი ცდი­ლობ­დნენ, არ გა­და­ეყ­ვა­ნათ ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - არ სჭირ­დე­ბა, თქვე­ნი მან­ქა­ნით წა­იყ­ვა­ნე­თო. ჩემს დას გა­უ­კე­თეს ცხვი­რის ოპე­რა­ცია და ფეხი თა­ბა­შირ­ში ჩა­უს­ვეს. ასე­თი ავად­მყო­ფი მა­ინც არ და­ტო­ვეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­დი­ო­და უამ­რა­ვი ხალ­ხი და­ბუ­რულ­მი­ნე­ბი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბით, კი­თხუ­ლობ­დნენ მდგო­მა­რე­ო­ბას, გვა­კონ­ტრო­ლებ­დნენ და ცდი­ლობ­დნენ, არ გვე­ჩივ­ლა, გვით­ვლიდ­ნენ - დროს გაძ­ლევთ, თქვენ­თვის­ვე იქ­ნე­ბა ცუდი, და­ფიქ­რდით, თო­რემ ნა­ხავთ, რას "გა­გი­ჩა­ლი­ჩებ­თო". მე ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლის ქურ­თუ­კის ნაგ­ლე­ჯი წა­მო­ვი­ღე ნივთმტკი­ცე­ბად. როცა ამას მიხ­ვდნენ, მე­ო­რე დღეს თვი­თონ იმ პო­ლი­ცი­ელ­მა მი­ი­ტა­ნა და ჩა­ა­ბა­რა ქურ­თუ­კი გა­მო­ძი­ე­ბას - და­უ­წე­რია, თავს და­მესხნენ და ქურ­თუ­კი და­მი­ხი­ე­სო...

- გა­მო­ძი­ე­ბა რო­გორ წა­რი­მარ­თა?

- კრი­მი­ნა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მე­ო­რე დღი­დან­ვე გვი­რე­კავ­დნენ, გვთა­ვა­ზობ­დნენ თან­ხას, რა­ზეც კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გან­ვა­ცხა­დეთ. მე მხო­ლოდ ის მინ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოს­ცილ­დნენ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბებს, რომ­ლებ­ზეც ჯერ კი­დევ არი­ან, არ მინ­და, ეს ნა­ძი­რა­ლე­ბი დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში დარ­ჩნენ. ისი­ნი თა­ვი­ანთ თა­ნამ­დე­ბო­ბას ბო­რო­ტად იყე­ნებ­დნენ. მათ სახ­ლშიც მოგ­ვა­კი­თხეს: მო­ვი­და ვინ­მე თენ­გიზ ქავ­თა­რა­ძე, პო­ლი­ცი­ელ გი­ორ­გი ფუ­ხაშ­ვი­ლის დე­დის ძმა, რო­მე­ლიც, რო­გორც შე­ვი­ტყვე, ახ­ლა­ხან და­უ­წი­ნა­უ­რე­ბი­ათ და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­უ­ნიშ­ნავთ. ჩემს დას რომ შე­ხე­და, მის ნა­ო­პე­რა­ცი­ებ ცხვირ­ზე ცი­ნი­კუ­რად თქვა, რა გინ­დათ, მშვე­ნი­ე­რი ცხვი­რი აქ­ვსო. ჩემს სი­ძეს კი და­ე­მუქრნენ, პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი ხარ და დე­დას გი­ტი­რებ­თო. შემ­დეგ იყო ხვეწ­ნა, მერე ისევ მუ­ქა­რა და ა.შ. გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ ად­ვო­კა­ტებ­საც. როცა ჩვენ­მა ად­ვო­კატ­მა მათ უთხრა, რა თან­ხაც დაჯ­და ორი ადა­მი­ა­ნის რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა (30 ათას ლა­რამ­დე), სა­ერ­თოდ გა­წყვი­ტეს ჩვენ­თან კონ­ტაქ­ტი. ჩემი ქმა­რი დღე­საც ყა­ვარ­ჯნე­ბით და­დის. სამი შვი­ლი მყავს, კახა შრო­მი­სუ­უ­ნა­რო შე­იქ­ნა, ბან­კი­დან კრე­დი­ტი გა­მო­ვი­ტა­ნეთ, ავი­ღეთ ვა­ლე­ბი და ამ არა­ა­და­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით გავ­ნად­გურ­დით. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ შე­წყდა. ახლა ხელ­მე­ო­რედ დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და იმე­დი მაქვს, საქ­მეს მსვლე­ლო­ბა მი­ე­ცე­მა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან სხე­უ­ლის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით. ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შეგ­ვხმი­ა­ნე­ბია და არც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. 10 დღის წინ კვლავ შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. მო­ვი­თხოვ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას და ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­აშ­კა­რავ­დნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბას.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ქართული ოცნების" სადღეგრძელო და მძიმე შედეგით დასრულებული თბილისობა

"ქართული ოცნების" სადღეგრძელო და მძიმე შედეგით დასრულებული თბილისობა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რესტორანში მოქეიფე რიგითმა ქართველებმა თავიანთი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სადღეგრძელოთი გამოხატეს და საპარლამენტო არჩევნებში ერთი კვირის გამარჯვებულ ძალას წარმატება უსურვეს. ამის გამო მეზობელ მაგიდასთან მსხდომმა პოლიციელებმა ამ პათოსის გამზიარებელი არც კაცი დაინდეს, არც - ქალი და კახაბერ გიგუაშვილსა და მის ცოლისდას, თეა სარიშვილს სხეული მძიმედ დაუზიანეს. დაზარალებულებს რამდენიმე ოპერაცია დასჭირდათ. მართალია, მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ პოლიციელებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, გამოძიებას არც ბრალდებული ჰყავს, არც - დაზარალებული.

ლია სომხიშვილი, კახაბერ გიგუაშვილის მეუღლე: - 7 ოქტომბერს, თბილისობას, რესტორან "გაგრაში" ვიყავით მე და ჩემი და მეუღლეებითურთ, მეგობრებთან ერთად. მეზობელ სუფრასთან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, როგორც შემდგომ გაირკვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისხდნენ. მათ მუსიკოსებს პოლიციის (პატრულის) ჰიმნი შეუკვეთეს, წრე შეკრეს და როკვა დაიწყეს. ცოტა ხანში ჩემმა მეუღლემ, კახამ ფეხზე წამოდგომით წარმოთქვა საქართველოს და არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" სადღეგრძელო. ეს პოლიციელებმაც გაიგონეს და როცა გარეთ გამოვდიოდით, სცენა გაითამაშეს - თითქოს ვიღაც პატარა ბიჭს კლავდნენ, დანას უტრიალებდნენ. ჩემმა მეუღლემ მათ მიმართა, ქართველები არ ხართ, ქართველს რატომ კლავთ ამ თბილისობა დღესო! ვფიქრობ, მათ იცოდნენ მისი ხასიათი, ასეთ ინციდენტს გულგრილად რომ არ აუვლიდა გვერდს და ასეთი სცენაც ამიტომ გაითამაშეს.

- პოლიციელებს საიდან უნდა სცოდნოდათ თქვენი მეუღლის ხასიათი?

- პოლიციელებს ჩვენ შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. ზემო ფონიჭალაში სამოთახიანი ბინა მაქვს დაკეტილი და "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე თვით ადრე გვთხოვა, მიგვექირავებინა, მაგრამ ნაციონალებმა ამის საშუალება არ მოგვცეს. გვემუქრებოდნენ, ეს არ გააკეთოთ, თორემ შენც და შენს მეუღლესაც ჭკუას გასწავლითო. ჩემთვის დღემდე უცნობია, ვის სცემდნენ პოლიციელები, ვინ იყო ის ბიჭი, რომელიც მაშინვე გაქრა, შემდეგ კი აგრესია ჩვენზე გადმოვიდა. ჩემს მეუღლეს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, როცა ერთ-ერთმა პოლიციელმა დანა მოუქნია. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ესენი იყვნენ: გიორგი ფუხაშვილი, გიორგი გუგეშაშვილი და ვინმე გასოევი. დარეკეს და რამდენიმე წუთში მოიყვანეს მეგობრები (17 პოლიციელი) ყველა ჩემს მეუღლეს, კახა გიგუაშვილს სცემდა. ფუხაშვილი გაიძახოდა - ეს არის, ამისი დედაც, მოკალითო. ამ ცემა-ტყეპაში ჩემი და გადაეფარა ჩემს ქმარს. თეას იმ ველურებმა ფეხი მოსტეხეს, ცხვირი გაუტეხეს. ყელიდან ოქროს ძეწკვი და ჯვარი ჩამოგლიჯეს... მეც გადავეფარე ჩემს ქმარს, ერთ-ერთი პოლიციელი თმაში მწვდა და ძალით გამომათრია. ქალები პატრულს ვუხმობდით. იქვე იყვნენ "ალგანის" (დაცვის სამსახური) თანამშრომლები, რომლებიც არც კი განძრეულან. თანაც, ეს ყველაფერი ხდებოდა ქალაქის პროკურატურის მოპირდაპირე მხარეს. გავიქეცი და ტრასაზე მომავალ პატრულის მანქანას გადავუდექი, მაგრამ რად გინდა, ადგილზე მოსულ პოლიციელებს არავინ გაუშველებიათ, პირიქით, ცინიკურად იქცეოდნენ, როცა შეიტყვეს, რომ თავდამსხმელები მათი თანამშრომლები იყვნენ. ჩანთაში ორი მობილური მქონდა, ამოვიღე, მინდოდა, საშველად დამერეკა ვინმესთვის, ორივე რიგ-რიგობით გამიტეხეს და მეუღლის ტელეფონიც ზედ მიაყოლეს. სასწრაფოს მოსვლას 45 წუთს ველოდით, ბოლოს პატრულის 4 ეკიპაჟი მოვიდა, მათ გააპარეს დამნაშავეები და როდესაც მივანიშნე ფუხაშვილზე, რომელიც ქმარს მიკლავდა, მითხრეს, უფლება არ გვაქვს, დავაკავოთ, გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მათ სცემეს თქვენს ქმარს და მერე ავიყვანთო.

- მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა?

- იმ ღამესვე შევიტანე განცხადება პოლიციაში, რომელიც მეორე დღეს გადაეცა პროკურატურას. ჩემი მეუღლე სასტიკად იყო ნაცემი, ჰქონდა უამრავი დაზიანება, ნაავარიები იყო და ფეხში ჩადგმული ჰქონდა ლითონის ფირფიტა, ცემის დროს ფირფიტა ჩაემსხვრა, ფეხი მოტყდა, რის გამოც 4,5-საათიანი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, მიიღო ტვინის მძიმე შერყევა. ექსპერტიზამ მოგვიტანა პასუხი - ნახევრად მძიმე დაზიანებააო. პატრული გვირჩევდა, სასწრაფოდ ტაქსებში ჩასხედით და სახლებში გაიქეცითო. არ დავიბენი, ყველგან დავრეკე. ჩვენ რომ ასე არ მოვქცეულიყავით, ისინი გვიჩივლებდნენ, თავს დაგვესხნენო. ამ ცხოველებმა ქალიც არ დაინდეს... სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობდნენ, არ გადაეყვანათ ის საავადმყოფოში, გვეუბნებოდნენ - არ სჭირდება, თქვენი მანქანით წაიყვანეთო. ჩემს დას გაუკეთეს ცხვირის ოპერაცია და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს. ასეთი ავადმყოფი მაინც არ დატოვეს საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე მოდიოდა უამრავი ხალხი დაბურულმინებიანი მანქანებით, კითხულობდნენ მდგომარეობას, გვაკონტროლებდნენ და ცდილობდნენ, არ გვეჩივლა, გვითვლიდნენ - დროს გაძლევთ, თქვენთვისვე იქნება ცუდი, დაფიქრდით, თორემ ნახავთ, რას "გაგიჩალიჩებთო". მე ერთ-ერთი პოლიციელის ქურთუკის ნაგლეჯი წამოვიღე ნივთმტკიცებად. როცა ამას მიხვდნენ, მეორე დღეს თვითონ იმ პოლიციელმა მიიტანა და ჩააბარა ქურთუკი გამოძიებას - დაუწერია, თავს დამესხნენ და ქურთუკი დამიხიესო...

- გამოძიება როგორ წარიმართა?

- კრიმინალი პოლიციელები მეორე დღიდანვე გვირეკავდნენ, გვთავაზობდნენ თანხას, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ეს ადამიანები მოსცილდნენ იმ თანამდებობებს, რომლებზეც ჯერ კიდევ არიან, არ მინდა, ეს ნაძირალები დღევანდელი ხელისუფლების სამსახურში დარჩნენ. ისინი თავიანთ თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ. მათ სახლშიც მოგვაკითხეს: მოვიდა ვინმე თენგიზ ქავთარაძე, პოლიციელ გიორგი ფუხაშვილის დედის ძმა, რომელიც, როგორც შევიტყვე, ახლახან დაუწინაურებიათ და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაუნიშნავთ. ჩემს დას რომ შეხედა, მის ნაოპერაციებ ცხვირზე ცინიკურად თქვა, რა გინდათ, მშვენიერი ცხვირი აქვსო. ჩემს სიძეს კი დაემუქრნენ, პრობაციონერი ხარ და დედას გიტირებთო. შემდეგ იყო ხვეწნა, მერე ისევ მუქარა და ა.შ. გვიგზავნიდნენ ადვოკატებსაც. როცა ჩვენმა ადვოკატმა მათ უთხრა, რა თანხაც დაჯდა ორი ადამიანის რამდენიმე ოპერაცია და ძვირად ღირებული წამლებით მკურნალობა (30 ათას ლარამდე), საერთოდ გაწყვიტეს ჩვენთან კონტაქტი. ჩემი ქმარი დღესაც ყავარჯნებით დადის. სამი შვილი მყავს, კახა შრომისუუნარო შეიქნა, ბანკიდან კრედიტი გამოვიტანეთ, ავიღეთ ვალები და ამ არაადამიანების წყალობით გავნადგურდით. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დაიწყო გამოძიება, მაგრამ შეწყდა. ახლა ხელმეორედ დავწერე განცხადება და იმედი მაქვს, საქმეს მსვლელობა მიეცემა და პოლიციელები დაისჯებიან სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. ამ სამი თვის განმავლობაში არც გამომძიებელი შეგვხმიანებია და არც დამნაშავეები. 10 დღის წინ კვლავ შევიტანე განცხადება პროკურატურაში. მოვითხოვ დამნაშავეების დასჯას და ზარალის ანაზღაურებას! აუცილებლად უნდა გამოაშკარავდნენ ის ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თანამდებობას.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"