სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუხრან მაჭავარიანი - ძე ქუხილისა!
მუხრან მაჭავარიანი - ძე ქუხილისა!

ერთ პო­ეტს უთ­ქვამს, პო­ე­ტის­თვის კარ­გი სიკ­ვდი­ლი უკა­ნას­კნე­ლი კარ­გი ლექ­სი­აო. ასეთ სიკ­ვდილს ალ­ბათ ვერც ინატ­რებ­და სი­ცო­ცხლე­ში - მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა სცე­ნა­ზე და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე და "წარ­მოთ­ქმუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი ლექ­სიც" სამ­შობ­ლოს მი­უ­ძღვნა - მისი ბოლო სი­ტყვა "სამ­შობ­ლო" იყო. რო­გორც იცხოვ­რა, ისე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა - ალ­ბათ ბედ­ნი­ე­რი, რომ თა­ვი­სი ხალ­ხი­ცა და ოჯა­ხიც იქვე ჰყავ­და და რაც იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა ლექ­სით, ისე აუხ­და: მარ­თლა "თხე­მით ტერ­ფამ­დე შე­იძ­რა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო"...

დღე­ი­დან პრო­ექ­ტი "ჩემი რჩე­უ­ლი" ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად პო­ე­ტი-აკა­დე­მი­კო­სის, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის სამ­ტო­მე­ულს წარ­მო­გიდ­გენთ, "გზის" ამ ნო­მერ­ში კი დიდ პო­ეტს პრო­ფე­სო­რე­ბი, ბა­ტო­ნე­ბი სოსო სი­გუა და გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი გა­იხ­სე­ნე­ბენ.

სოსო სი­გუა:

- ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია შე­მოქ­მე­დი, რომ­ლის ბუ­ნე­ბა­შიც ასე იყოს შერ­წყმუ­ლი პო­ე­ტი, დეკ­ლა­მა­ტო­რი, მოღ­ვა­წე... და სწო­რედ დეკ­ლა­მა­ცია იყო მის­თვის ბრწყინ­ვა­ლე პო­ე­ზი­ის ხალ­ხში გა­ტა­ნის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა. ბევ­რჯერ გა­მიხ­სე­ნე­ბია ეს სა­ო­ცა­რი ფაქ­ტი: ფოთ­ში ვი­ყა­ვით და იქ ერთი კაცი შეგ­ვხვდა, აფხა­ზე­თი­დან გახ­ლდათ, სო­ხუ­მი­დან ლტოლ­ვი­ლი, გვა­რად არ­ძინ­ბა­ია. იმ კაც­მა უთხრა მუხ­რანს: თქვე­ნი ყვე­ლა ლექ­სი ზე­პი­რად ვი­ციო. ნათ­ქვა­მი ხუმ­რო­ბად მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ მუხ­რა­ნი მა­ინც და­ინ­ტე­რეს­და, მოდი, ვთხო­ვოთ ამ კაცს, ერთი ლექ­სი წაგ­ვი­კი­თხო­სო. და იმ კაც­მაც და­ი­წყო, - ერთი, ორი, სამი და აღარ გა­ჩერ­და. ყვე­ლა­ნი შევცბუნ­დით... მახ­სოვს კი­დევ ასე­თი: მუხ­რან­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო ჩა­ა­ტა­რა. 1978 წლის 14 აპ­რი­ლი ახა­ლი ჩავ­ლი­ლი იყო. გა­მო­ვი­და პო­ე­ტი გა­ჭე­დილ სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში და ლექ­სე­ბით ისე­თი მუხ­ტი გა­დას­ცა აუ­დი­ტო­რი­ას, იმ­წუ­თას რომ ეთ­ქვა, ავ­დგეთ ახლა, წა­ვი­დეთ და კო­მუ­ნის­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ვამ­ხო­თო, ალ­ბათ, ყვე­ლა იქ მყო­ფი, რო­გორც ერთი, გაჰ­ყვე­ბო­და მუხ­რანს... ეს კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს იყო. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე კი, ჩვენს დრო­ში, რო­დე­საც უკვე მომ­რავ­ლდნენ პატ­რი­ო­ტუ­ლი პო­ე­ზი­ი­სად­მი ნი­ჰი­ლის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - ახალ­გაზ­რდე­ბი, მახ­სოვს, მისი ალ­ბათ ერთ-ერთი ბოლო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო მო­ე­წყო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტის გვერ­დით აუ­დი­ტო­რი­ა­ში. რა თქმა უნდა, არც იმ­ჟა­მინ­დე­ლი რექ­ტო­რი მობ­რძა­ნე­ბუ­ლა შეხ­ვედ­რა­ზე და არც ბევ­რი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი. მარ­თა­ლია, აუ­დი­ტო­რია გა­და­ჭე­დი­ლი იყო, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდე­ბის ერთ ნა­წილ­ში, ცხა­დია, ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ნი­ჰი­ლის­ტებ­ში, მუხ­რა­ნის პო­ე­ზი­ი­სად­მი თით­ქოს ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­ინც იგ­რძნო­ბო­და. რო­დე­საც მუხ­რა­ნი გა­მო­ვი­და და თა­ვი­სი ლექ­სე­ბის კი­თხვა და­ი­წყო, ის ნი­ჰი­ლის­ტე­ბიც კი, ფეხ­ზე წა­მომ­დგარ­ნი უკ­რავ­დნენ ტაშს მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ანს. ასე გად­მო­იყ­ვა­ნა პო­ეტ­მა ის ახალ­გაზ­რდო­ბა თა­ვის მხა­რეს, რად­გან ყვე­ლა ქარ­თველ­ში არის რა­ღაც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სიმი, რო­მელ­საც აჟ­ღე­რე­ბა, შეხ­მი­ა­ნე­ბა სჭირ­დე­ბა და რომ­ლის დათ­რგუნ­ვა­საც ბევ­რი ცდი­ლობს. ამი­თაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მუხ­რა­ნის პო­ე­ზია. მან ქარ­თულ პო­ე­ზი­ას პირ­ვე­ლი ლექ­სე­ბი­დან­ვე და­ა­ტყო დიდი კვა­ლი. ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი ლი­რი­კუ­ლი ლექ­სი - "საბა" მუხ­რან­მა 20 წლის ასაკ­ში და­წე­რა და მას შემ­დეგ, 1950-იან წლებ­ში, თა­ვი­სი პო­ე­ზი­ით, შე­მოქ­მე­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­ულ პო­ეტ­თან ერ­თად, მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა ქარ­თუ­ლი ლექ­სის გან­ვი­თა­რე­ბის გზას.

1960-იან წლებ­ში, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იკ­რძა­ლე­ბო­და და მხო­ლოდ შე­ფარ­ვით ით­ქმო­და, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ლექ­სი იყო ქარ­თუ­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი. ასე იყო შემ­დე­გაც, 1970-80-იან წლებ­ში და არ იყო შემ­თხვე­ვი­თი, რომ 1990 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, "მრგვა­ლი მა­გი­დის" სი­ა­ში პირ­ველ ნომ­რად იყო ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­ო­რე ნომ­რად კი - მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. ისი­ნი იყ­ვნენ ნათ­ლია და ნათ­ლუ­ლი და დღეს ერ­თმა­ნე­თის მახ­ლობ­ლად გა­ნის­ვე­ნე­ბენ მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში.

გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი:

- როცა ვის­მენ მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მიერ წა­კი­თხულ თა­ვის ლექსს, მახ­სენ­დე­ბა უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის მის­თვის ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი: ერთხელ მა­ცხო­ვარ­მა თა­ვის მო­წა­ფე­ებს მი­მარ­თა, ძენო ქუ­ხი­ლი­სა­ნოო. დღეს ეს გა­მოთ­ქმა - "ძეო ქუ­ხი­ლი­სა" შენ შე­გ­ფე­რი­სო. ამი­ტო­მაც გა­მო­ი­ყე­ნა უწ­მინ­დე­სის სი­ტყვე­ბი მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მე­უღ­ლემ, ქალ­ბა­ტონ­მა ლა­მა­რა ბო­კე­რი­ამ, მუხ­რან­ზე მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბად. ჩემ­თვის ძა­ლი­ან საც­ნა­უ­რი იყო, რაც პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა - ნანა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა თა­ვის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში (გუ­ლის­ხმობს გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" და­ბეჭ­დილ ჩემს ინ­ტერ­ვი­უს ქალ­ბა­ტონ ნა­ნას­თან. - ავტ.) აღ­ნიშ­ნა: თურ­მე ბა­ტო­ნი მუხ­რა­ნი ლექ­სებს ზე­პი­რად ქმნი­და. მი­მო­დი­ო­და ოთა­ხებ­ში და ზე­პი­რად თხზავ­და, ას­წო­რებ­და, ცვლი­და და ლექ­სის მხო­ლოდ სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი გა­დაჰ­ქონ­და ქა­ღალ­დზე. ქალ­ბა­ტო­ნი ლა­მა­რა იგო­ნებს, ორი ოთა­ხი გა­ვა­ერ­თი­ა­ნე, მუხ­რანს ლექ­სე­ბის შე­საქ­მნე­ლად სივ­რცე რომ ჰქო­ნო­დაო. ჩემ­თვის, რო­გორც ენათ­მეც­ნი­ე­რის­თვის, ნი­შან­დობ­ლი­ვი ისიც არის, რომ რო­დე­საც ბა­ტო­ნი მუხ­რა­ნის ნა­წე­რებს ვკი­თხუ­ლობ, სას­ვენ ნიშ­ნებს იქ ვერ ვნა­ხუ­ლობ, სა­დაც უნდა იყოს. რო­დე­საც ამას ჩა­ვუღ­რმავ­დი და ბა­ტო­ნი მუხ­რა­ნის წა­კი­თხულს ლექსში გა­მო­ყე­ნე­ბულ სას­ვენ ნიშ­ნებს შე­ვა­და­რე, მივ­ხვდი, რომ ეს მხო­ლოდ პი­რო­ბი­თი ნიშ­ნე­ბი იყო და სა­დაც ხელს აიქ­ნევ­და პო­ე­ტი, ძა­ხი­ლის ნი­შან­საც სწო­რედ იქ სვამ­და. ამას გრა­მა­ტი­კუ­ლად ვერ ახ­სნი. ასე რომ, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა არა მარ­ტო შექ­მნა გე­ნი­ა­ლუ­რი ლექ­სე­ბი, არა­მედ ისიც გვი­კარ­ნა­ხა, რო­გორ წა­ვი­კი­თხოთ ის, სად დავ­სვათ ძა­ხი­ლის ან კი­თხვის ნი­შა­ნი, სად გავ­ჩერ­დეთ და ა.შ. და ჩვენ - ენათ­მეც­ნი­ე­რებს არ უნდა გვე­წყი­ნოს, რომ ბა­ტო­ნი მუხ­რა­ნის პო­ე­ზია არ ემორ­ჩი­ლე­ბა იმ გრა­მა­ტი­კულ წე­სებს, რომ­ლის მორ­ჩი­ლე­ბა­საც ბევ­რს მო­ვუ­წო­დებთ.

მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ჩემი თა­ო­ბის­თვის მხო­ლოდ პო­ე­ტი არ იყო. ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დი და მახ­სოვს, მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბით ვსწავ­ლობ­დით მის ლექ­სებს. ის ლექ­სე­ბი თქვენც გე­ცო­დი­ნე­ბათ: "თუ ვინ­მე ფიქ­რობს,/ და­დუმ­დეს ენა,/ ვერ მო­ეს­წრე­ბით, არა და ვერა!/ შოთა რომ არა,/ ვაჟა რომ არა,/ ტატო რომ არა,/ კი­დევ ჰო, მარა/ ესე­ნი როა,/ ახლა კი დროა, სო­ლო­მონ რომა/ კვლავ და­ი­ქუ­ხოს სა­ქარ­თვე­ლო­მა" - ან კი­დევ: "ირიჟ­რა­ჟებს... დღე მო­ი­წევს კრი­ა­ლა,/ ტო­რო­ლა ცას შე­ას­კდე­ბა... იალა!/ ჩირ­გვი­ა­ნა,/ ჩი­ტი­ა­ნა,/ ხი­ა­ნა.../ ფოთ­ლი­ა­ნა,/ ლე­ლი­ა­ნა,/ ტყი­ა­ნა,/ დე­და­მი­წა ხა­რობს ყვე­ლაფ­რი­ა­ნა!/ ნა­კუწ-ნა­კუწ, ნა­კუწ ნა­კუწ, ნა­კუწ-ნა­კუწ კი არა,/ გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნად!/ მი­წი­ა­ნა,/ კა­ცი­ა­ნა,/ ცი­ა­ნა,/ სა­ქარ­თვე­ლოს - მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლას!"

წლე­ბის შემ­დეგ, ერთხე­ლაც გავ­კად­ნი­ერ­დი და ბა­ტონ მუხ­რანს ვუ­ამ­ბე, რო­გორ ვეც­ნო­ბო­დით მის შე­მოქ­მე­დე­ბას და რამ­დე­ნი კი­თხვა გაგ­ვი­ჩი­ნა მის­მა ლექ­სებ­მა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ ჩემი მო­წა­ფე­ო­ბის­დრო­ინ­დელ ქუ­თა­ის­შიც მო­ი­ძებ­ნე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს რომ გვაძ­ლევ­დნენ. ამი­ტო­მაც ვი­ყა­ვით მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ლექ­სე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ ცო­ტა­თი სხვა­ნა­ი­რე­ბი... შე­მიმ­ჩნე­ვია, რო­გორ აღი­ზი­ა­ნებ­და, მის ლექსს შეც­დო­მით თუ წა­ი­კი­თხავ­დნენ. ერთხელ ვუ­თხა­რი კი­დეც, ჩემი თა­ო­ბა ხელ­ნა­წე­რე­ბით სწავ­ლობ­და ათას­ჯერ გა­და­წე­რილ თქვენს ლექ­სებს, სა­დაც გა­დამ­წე­რე­ბი უეჭ­ვე­ლად და­უშ­ვებ­დნენ შეც­დო­მებს, ჩვენ კი ასე­ვე და­ვი­მახ­სოვ­რებ­დით, ამი­ტომ ეს ნუ გა­გაბ­რა­ზებთ, ჩვენ კი არ და­ვის­წავ­ლეთ ცუ­დად, ბრა­ლი თქვე­ნია, ამის­თა­ნა კარ­გი ლექ­სე­ბი რომ გაქვთ-მეთ­ქი... სხვა­თა შო­რის, ხში­რად ვამ­ბობთ რო­მე­ლი­მე შე­მოქ­მედ­ზე, რა­ღა­ცით და­ი­წყო და მერე, ნელ-ნელა გა­ი­ზარ­დაო. მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი არ გაზ­რდი­ლა, მო­ვი­და პო­ე­ზი­ა­ში მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნად და ამად დარ­ჩა!

81 წლის მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 2010 წლის 17 მა­ისს პოეტ ფრი­დონ ხალ­ვა­შის ოთხმოც­და­მე­ხუ­თე წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ღა­მო­ზე, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დიდ სცე­ნა­ზე, ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა. ვინ იცის, რამ­დე­ნი პო­ე­ტი ინატ­რებ­და ასეთ სიკ­ვდილს!

"ისე კარ­გია მა­ი­სის ღამე!

ქუ­ჩე­ბიც ისე კარ­გია ახლა!

ასე მგო­ნია, ვა­ბი­ჯებ ჰა­ერს,

და ნელა-ნელა მივ­დი­ვარ მაღ­ლა..."

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მუხრან მაჭავარიანი - ძე ქუხილისა!

მუხრან მაჭავარიანი - ძე ქუხილისა!

ერთ პოეტს უთქვამს, პოეტისთვის კარგი სიკვდილი უკანასკნელი კარგი ლექსიაო. ასეთ სიკვდილს ალბათ ვერც ინატრებდა სიცოცხლეში - მუხრან მაჭავარიანმა სცენაზე დაასრულა სიცოცხლე და "წარმოთქმული უკანასკნელი ლექსიც" სამშობლოს მიუძღვნა - მისი ბოლო სიტყვა "სამშობლო" იყო. როგორც იცხოვრა, ისევე გარდაიცვალა - ალბათ ბედნიერი, რომ თავისი ხალხიცა და ოჯახიც იქვე ჰყავდა და რაც იწინასწარმეტყველა ლექსით, ისე აუხდა: მართლა "თხემით ტერფამდე შეიძრა მთელი საქართველო"...

დღეიდან პროექტი "ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზასთან" ერთად პოეტი-აკადემიკოსის, მუხრან მაჭავარიანის სამტომეულს წარმოგიდგენთ, "გზის" ამ ნომერში კი დიდ პოეტს პროფესორები, ბატონები სოსო სიგუა და გიორგი გოგოლაშვილი გაიხსენებენ.

სოსო სიგუა:

- ალბათ იშვიათია შემოქმედი, რომლის ბუნებაშიც ასე იყოს შერწყმული პოეტი, დეკლამატორი, მოღვაწე... და სწორედ დეკლამაცია იყო მისთვის ბრწყინვალე პოეზიის ხალხში გატანის ერთ-ერთი საშუალება. ბევრჯერ გამიხსენებია ეს საოცარი ფაქტი: ფოთში ვიყავით და იქ ერთი კაცი შეგვხვდა, აფხაზეთიდან გახლდათ, სოხუმიდან ლტოლვილი, გვარად არძინბაია. იმ კაცმა უთხრა მუხრანს: თქვენი ყველა ლექსი ზეპირად ვიციო. ნათქვამი ხუმრობად მივიღეთ, მაგრამ მუხრანი მაინც დაინტერესდა, მოდი, ვთხოვოთ ამ კაცს, ერთი ლექსი წაგვიკითხოსო. და იმ კაცმაც დაიწყო, - ერთი, ორი, სამი და აღარ გაჩერდა. ყველანი შევცბუნდით... მახსოვს კიდევ ასეთი: მუხრანმა უნივერსიტეტში თავისი შემოქმედებითი საღამო ჩაატარა. 1978 წლის 14 აპრილი ახალი ჩავლილი იყო. გამოვიდა პოეტი გაჭედილ სააქტო დარბაზში და ლექსებით ისეთი მუხტი გადასცა აუდიტორიას, იმწუთას რომ ეთქვა, ავდგეთ ახლა, წავიდეთ და კომუნისტური ხელისუფლება დავამხოთო, ალბათ, ყველა იქ მყოფი, როგორც ერთი, გაჰყვებოდა მუხრანს... ეს კომუნისტური რეჟიმის დროს იყო. გარდაცვალებამდე კი, ჩვენს დროში, როდესაც უკვე მომრავლდნენ პატრიოტული პოეზიისადმი ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანები, განსაკუთრებით - ახალგაზრდები, მახსოვს, მისი ალბათ ერთ-ერთი ბოლო შემოქმედებითი საღამო მოეწყო უნივერსიტეტში, რექტორის კაბინეტის გვერდით აუდიტორიაში. რა თქმა უნდა, არც იმჟამინდელი რექტორი მობრძანებულა შეხვედრაზე და არც ბევრი პროფესორ-მასწავლებელი. მართალია, აუდიტორია გადაჭედილი იყო, მაგრამ ახალგაზრდების ერთ ნაწილში, ცხადია, ზემოთ ხსენებულ ნიჰილისტებში, მუხრანის პოეზიისადმი თითქოს ცინიკური დამოკიდებულება მაინც იგრძნობოდა. როდესაც მუხრანი გამოვიდა და თავისი ლექსების კითხვა დაიწყო, ის ნიჰილისტებიც კი, ფეხზე წამომდგარნი უკრავდნენ ტაშს მუხრან მაჭავარიანს. ასე გადმოიყვანა პოეტმა ის ახალგაზრდობა თავის მხარეს, რადგან ყველა ქართველში არის რაღაც ნაციონალური სიმი, რომელსაც აჟღერება, შეხმიანება სჭირდება და რომლის დათრგუნვასაც ბევრი ცდილობს. ამითაც ძალიან მნიშვნელოვანია მუხრანის პოეზია. მან ქართულ პოეზიას პირველი ლექსებიდანვე დაატყო დიდი კვალი. ერთ-ერთი საუკეთესო ქართული პატრიოტული ლირიკული ლექსი - "საბა" მუხრანმა 20 წლის ასაკში დაწერა და მას შემდეგ, 1950-იან წლებში, თავისი პოეზიით, შემოქმედებით, რამდენიმე გამორჩეულ პოეტთან ერთად, მიმართულება მისცა ქართული ლექსის განვითარების გზას.

1960-იან წლებში, როდესაც ყველაფერი ნაციონალური იკრძალებოდა და მხოლოდ შეფარვით ითქმოდა, მუხრან მაჭავარიანის ლექსი იყო ქართული პატრიოტული სულისკვეთების თავშესაფარი. ასე იყო შემდეგაც, 1970-80-იან წლებში და არ იყო შემთხვევითი, რომ 1990 წელს, როდესაც საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, "მრგვალი მაგიდის" სიაში პირველ ნომრად იყო ზვიად გამსახურდია, მეორე ნომრად კი - მუხრან მაჭავარიანი. ისინი იყვნენ ნათლია და ნათლული და დღეს ერთმანეთის მახლობლად განისვენებენ მთაწმინდის პანთეონში.

გიორგი გოგოლაშვილი:

- როცა ვისმენ მუხრან მაჭავარიანის მიერ წაკითხულ თავის ლექსს, მახსენდება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისთვის ნათქვამი სიტყვები: ერთხელ მაცხოვარმა თავის მოწაფეებს მიმართა, ძენო ქუხილისანოო. დღეს ეს გამოთქმა - "ძეო ქუხილისა" შენ შეგფერისო. ამიტომაც გამოიყენა უწმინდესის სიტყვები მუხრან მაჭავარიანის მეუღლემ, ქალბატონმა ლამარა ბოკერიამ, მუხრანზე მოგონებების წიგნის სახელწოდებად. ჩემთვის ძალიან საცნაური იყო, რაც პოეტის ქალიშვილმა - ნანა მაჭავარიანმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში (გულისხმობს გაზეთ "ყველა სიახლეში" დაბეჭდილ ჩემს ინტერვიუს ქალბატონ ნანასთან. - ავტ.) აღნიშნა: თურმე ბატონი მუხრანი ლექსებს ზეპირად ქმნიდა. მიმოდიოდა ოთახებში და ზეპირად თხზავდა, ასწორებდა, ცვლიდა და ლექსის მხოლოდ საბოლოო ვარიანტი გადაჰქონდა ქაღალდზე. ქალბატონი ლამარა იგონებს, ორი ოთახი გავაერთიანე, მუხრანს ლექსების შესაქმნელად სივრცე რომ ჰქონოდაო. ჩემთვის, როგორც ენათმეცნიერისთვის, ნიშანდობლივი ისიც არის, რომ როდესაც ბატონი მუხრანის ნაწერებს ვკითხულობ, სასვენ ნიშნებს იქ ვერ ვნახულობ, სადაც უნდა იყოს. როდესაც ამას ჩავუღრმავდი და ბატონი მუხრანის წაკითხულს ლექსში გამოყენებულ სასვენ ნიშნებს შევადარე, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ პირობითი ნიშნები იყო და სადაც ხელს აიქნევდა პოეტი, ძახილის ნიშანსაც სწორედ იქ სვამდა. ამას გრამატიკულად ვერ ახსნი. ასე რომ, მუხრან მაჭავარიანმა არა მარტო შექმნა გენიალური ლექსები, არამედ ისიც გვიკარნახა, როგორ წავიკითხოთ ის, სად დავსვათ ძახილის ან კითხვის ნიშანი, სად გავჩერდეთ და ა.შ. და ჩვენ - ენათმეცნიერებს არ უნდა გვეწყინოს, რომ ბატონი მუხრანის პოეზია არ ემორჩილება იმ გრამატიკულ წესებს, რომლის მორჩილებასაც ბევრს მოვუწოდებთ.

მუხრან მაჭავარიანი ჩემი თაობისთვის მხოლოდ პოეტი არ იყო. ქუთაისში ვცხოვრობდი და მახსოვს, მოსწავლეობისას თბილისიდან ჩამოტანილი ხელნაწერებით ვსწავლობდით მის ლექსებს. ის ლექსები თქვენც გეცოდინებათ: "თუ ვინმე ფიქრობს,/ დადუმდეს ენა,/ ვერ მოესწრებით, არა და ვერა!/ შოთა რომ არა,/ ვაჟა რომ არა,/ ტატო რომ არა,/ კიდევ ჰო, მარა/ ესენი როა,/ ახლა კი დროა, სოლომონ რომა/ კვლავ დაიქუხოს საქართველომა" - ან კიდევ: "ირიჟრაჟებს... დღე მოიწევს კრიალა,/ ტოროლა ცას შეასკდება... იალა!/ ჩირგვიანა,/ ჩიტიანა,/ ხიანა.../ ფოთლიანა,/ ლელიანა,/ ტყიანა,/ დედამიწა ხარობს ყველაფრიანა!/ ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ კი არა,/ გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად!/ მიწიანა,/ კაციანა,/ ციანა,/ საქართველოს - მოთმინების ფიალას!"

წლების შემდეგ, ერთხელაც გავკადნიერდი და ბატონ მუხრანს ვუამბე, როგორ ვეცნობოდით მის შემოქმედებას და რამდენი კითხვა გაგვიჩინა მისმა ლექსებმა. საბედნიეროდ, იმ ჩემი მოწაფეობისდროინდელ ქუთაისშიც მოიძებნებოდნენ ადამიანები, ამ კითხვებზე პასუხს რომ გვაძლევდნენ. ამიტომაც ვიყავით მუხრან მაჭავარიანის ლექსების წაკითხვის შემდეგ ცოტათი სხვანაირები... შემიმჩნევია, როგორ აღიზიანებდა, მის ლექსს შეცდომით თუ წაიკითხავდნენ. ერთხელ ვუთხარი კიდეც, ჩემი თაობა ხელნაწერებით სწავლობდა ათასჯერ გადაწერილ თქვენს ლექსებს, სადაც გადამწერები უეჭველად დაუშვებდნენ შეცდომებს, ჩვენ კი ასევე დავიმახსოვრებდით, ამიტომ ეს ნუ გაგაბრაზებთ, ჩვენ კი არ დავისწავლეთ ცუდად, ბრალი თქვენია, ამისთანა კარგი ლექსები რომ გაქვთ-მეთქი... სხვათა შორის, ხშირად ვამბობთ რომელიმე შემოქმედზე, რაღაცით დაიწყო და მერე, ნელ-ნელა გაიზარდაო. მუხრან მაჭავარიანი არ გაზრდილა, მოვიდა პოეზიაში მუხრან მაჭავარიანად და ამად დარჩა!

81 წლის მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, ინფარქტით გარდაიცვალა. ვინ იცის, რამდენი პოეტი ინატრებდა ასეთ სიკვდილს!

"ისე კარგია მაისის ღამე!

ქუჩებიც ისე კარგია ახლა!

ასე მგონია, ვაბიჯებ ჰაერს,

და ნელა-ნელა მივდივარ მაღლა..."

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს