სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომედიური გადაცემების სამიზნე
კომედიური გადაცემების სამიზნე

ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ალ­ბათ არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა იმა­ზე, თუ რა დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე. არა­და, ხუმ­რო­ბით - ხან შე­ფარ­ვით, ხა­ნაც პირ­და­პირ გა­ქი­ლი­კე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სებ­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მოდ­გე­ნის "გა­ტა­რე­ბა" და მა­ყუ­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ამ წარ­მოდ­გე­ნის მყა­რად "და­ლექ­ვაა" შე­საძ­ლე­ბე­ლი...

ეს სა­კი­თხი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტის, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რის, არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას ინ­ტე­რე­სი­სა და კვლე­ვის სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც კო­მე­დი­უ­რი შო­უ­ე­ბის პრო­პა­გან­დის­ტულ მე­თო­დებ­ზე სა­უბ­რი­სას არა­ერ­თი სა­გუ­ლის­ხმო ას­პექტს შე­ე­ხო.

- ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ მე­დი­აკ­ვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, მა­ყუ­რე­ბელ­თა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­ებს ერთი შე­კი­თხვა და­ვუს­ვი: ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" თა­ვის გა­და­ცე­მებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებს ასა­ხავს თუ პი­რი­ქით - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ მას შემ­დგომ ჩნდე­ბა, რაც "რუს­თა­ვი 2" ამ ინ­ტე­რეს­თა სივ­რცეს წარ­მო­ად­გენს? პა­სუ­ხი იო­ლად გა­მო­საც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდა: მა­ყუ­რებ­ლის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მე­ბი მხო­ლოდ მოვ­ლე­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბის შემ­დეგ ჩნდე­ბა და არა - პი­რი­ქით. ეს არის ცნო­ბი­ლი მე­თო­დი პრო­პა­გან­დი­სა, რაც ნიშ­ნავს, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სი არ­სით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, იყოს წყა­რო­ე­ბის თე­მე­ბის გამ­ტა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო არხი და არა თვითმყო­ფა­დი სა­შუ­ა­ლე­ბა. ე.წ. "სა­ა­ხა­ლამ­ბო მოვ­ლე­ნით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა" - არის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სი­სუს­ტე­ებ­ზე კარ­გად მორ­გე­ბუ­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სპექტრი.

ასეთ დროს მა­ყუ­რე­ბელს მი­ე­წო­დე­ბა ე.წ. "და­გე­ში­ლი" ინ­ფორ­მა­ცია არა გან­სჯი­სათ­ვის, არა­მედ გან­სჯის გა­რე­შე გო­ნე­ბა­ში ჩა­სა­ბეჭ­დად. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ის, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შემ­ქმნე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სრულ პროგ­რა­მულ ბა­დე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია ე.წ. იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მებს, რომ­ლებ­საც პრო­პა­გან­დის თვალ­საზ­რი­სით, არა­ნაკ­ლე­ბი როლი აკის­რია, ვიდ­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს. ეს არის მე­სიჯ­თა ანუ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­თა მთე­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც რი­გით მა­ყუ­რე­ბელ­ზე სხვა­დას­ხვა ფორ­მით მოქ­მე­დებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბას ახ­დენს. ალ­ბათ და­აკ­ვირ­დე­ბო­დით - "კო­მე­დი შოუს" ძველ სკეტ­ჩებ­ში იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ასახ­ვა და ძი­რი­თა­დად მხატ­ვრულ რე­ა­ლო­ბა­ზე იყო აგე­ბუ­ლი.

- ახლა რა შე­იც­ვა­ლა?

- ახლა მათი მხატ­ვრუ­ლი რე­ა­ლო­ბა მკვეთ­რად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი გახ­და. გა­და­ცე­მის თით­ქმის ყვე­ლა სკეტ­ჩი არის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ნაკ­რე­ბი, პირ­და­პი­რი ან ირი­ბი ფორ­მით; კი­დევ უფრო პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი გახ­და "ვა­ნოს შოუ", ის თით­ქმის მთლი­ა­ნად იქცა პრო­პა­გან­დის­ტულ გა­და­ცე­მად. ამ შემ­თხვე­ვა­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა უფრო დი­დია: თუკი ნე­ბის­მი­ერ სხვა გა­და­ცე­მას თა­ვი­სე­ბუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, ახ­სნას ესა თუ ის შე­ხე­დუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა­ში გა­მო­ით­ქმე­ბა, ამ ე.წ. იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მებს მსგავ­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ეკის­რე­ბა, ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­ღე­ბი ამ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტყვე­ო­ბა­ში ხვდე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად არის "შე­ფუ­თუ­ლი" და მა­ყუ­რე­ბელ­საც მიმ­ზიდ­ვე­ლი ფორ­მით მი­ე­წო­დე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და "კო­მე­დი შოუ" პო­ლი­ტი­კუ­რი მე­სი­ჯე­ბის გაგ­ზავ­ნის მხრივ?

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არა­ერ­თი გა­და­ცე­მა არ­ხის­თვის "ზედ­მეტ ხარ­ჯად" იქცა. ჩნდე­ბა შე­კი­თხვა, - რა ფუნ­ქცია უნდა ჰქონ­დეს დარ­ჩე­ნი­ლი ამ­გვარ იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მებს? ბუ­ნებ­რი­ვია, რომ დარ­ჩე­ნი­ლი გა­და­ცე­მე­ბის ფუნ­ქცი­აა, მო­სახ­ლე­ო­ბას პრო­პა­გან­და კი­დევ უფრო მკვეთ­რად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ფორ­მი­თა და ოდე­ნო­ბით მი­ა­წო­დოს. იუ­მო­რის პო­ლი­ტი­კა მა­ღა­ლი რან­გის პრო­პა­გან­დას წარ­მო­ად­გენს. ეს მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია და დიდი ხა­ნია, არ­სე­ბობს. საკ­მა­რი­სია გა­ვიხ­სე­ნოთ გა­მო­ჩე­ნი­ლი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი მარკ ტვე­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ მე­დი­ას შე­უძ­ლია, უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თის­თვის ერთ მო­თხრო­ბას გა­ვიხ­სე­ნებ, სა­დაც გად­მო­ცე­მუ­ლია, თუ რო­გორ აქ­ცია გმი­რად ამე­რი­კულ­მა მე­დი­ამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი, შემ­დეგ კი, გარ­კვე­უ­ლი კო­ნი­უნ­ქტუ­რის გამო, რო­გორ "ჩა­ქო­ლა" იმა­ვე მე­დი­ამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ისე, რომ გა­მი­ლი­ო­ნე­რე­ბულ ამე­რი­კელ გმირს შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლი და­ე­მუქ­რა... ჩვენ­შიც იუ­მო­რის მეშ­ვე­ო­ბით გვკარ­ნა­ხო­ბენ, რა უნდა მოგ­ვე­წო­ნოს და რა - არა, ამი­ტომ, პრო­პა­გან­დის შე­დე­გად, ჩვე­ნი ქმე­დე­ბა ხდე­ბა არა "ჩვე­ნე­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი", არა­მედ - მე­დი­ის მიერ ნა­კარ­ნა­ხე­ვი.

- კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თებს ვერ შე­მოგ­ვაშ­ვე­ლებთ?

- გა­ვიხ­სე­ნოთ "კო­მე­დი შოუს" ერთ-ერთი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სკეტ­ჩი: შვი­ლი ცი­ხი­დან ბრუნ­დე­ბა და მის გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში გარ­კვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია თა­მაშ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა სა­სა­ცი­ლო მო­მენტს შო­რის, ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი ჰყვე­ბა, - ცი­ხე­ში გვქონ­და საჭ­მე­ლიც, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლიც და სხვა ტი­პის ისე­თი კომ­ფორ­ტიც, რო­მე­ლიც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის სა­ოც­ნე­ბოც კია. სი­ტუ­ა­ცია იხა­ტე­ბა ისე, რომ სა­ბო­ლო­ოდ, სკეტ­ჩის მე­ო­რე პერ­სო­ნა­ჟი გა­და­წყვეტს, მე­ზო­ბე­ლი გა­ლა­ხოს, რომ ცი­ხე­ში მოხ­ვდეს... ამ­გვა­რად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მთე­ლი წყე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ­ში კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მოდ­გე­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ გა­და­ცე­მის მთე­ლი რიგი სი­უ­ჟე­ტე­ბი სწო­რედ ამ­გვარ კონ­ცეფ­ცი­ა­ზეა აგე­ბუ­ლი. გახ­სოვთ ალ­ბათ გა­და­ცე­მა "დარ­დუ­ბა­ლა" და სე­რი­ა­ლი "ჩვე­ნი ეზო". ამ გა­და­ცე­მის მი­ზა­ნი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის რე­პუ­ტა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ლახ­ვა იყო. სა­ბო­ლო­ოდ, ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა, რომ მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს ლა­მის აღა­რა­ვინ აღიქ­ვამ­და სე­რი­ო­ზუ­ლად - მის სა­ხე­ში ყვე­ლა ხე­დავ­და მულტსე­რი­ა­ლის პერ­სო­ნაჟს და არა - პრე­ზი­დენტს.

- დღე­ვან­დელ ტე­ლე­სივ­რცე­ში კი­დევ ერთი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა არ­სე­ბობს - "ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი აბე­ბი".

- ოდიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა უფრო სა­ტი­რა­ზეა აგე­ბუ­ლი. თუ სხვა გა­და­ცე­მა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია რე­ა­ლო­ბის გა­და­ფარ­ვა­ზე, "აბე­ბი" უფრო რე­ა­ლო­ბის მხი­ლე­ბას მის­დევს. ცხა­დია, სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ლაფ­სუ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნა აქაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

- რას იტყვით კო­მე­დი­ურ გა­და­ცე­მებ­ში ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის სა­ხის შექ­მნა­ზე?

- 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან" ცოტა ხნის შემ­დეგ, შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა "დარ­დუ­ბა­ლას" გაგ­რძე­ლე­ბა გა­ა­კე­თა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მი­კა გად­მო­ცე­მუ­ლი იყო ისე­თი პა­თო­სით, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახა­ლი იყო, შემ­დგომ კი ამ გა­და­ცე­მა­ში მისი სახე გა­შარჟ­და - შე­იქ­მნა პრე­ზი­დენ­ტის ისე­თი ტიპი, რო­მე­ლიც ვერ­შემ­დგა­რი პი­როვ­ნე­ბი­სა და დიქ­ტა­ტო­რის, მა­ნი­ე­ბით შე­პყრო­ბი­ლი სუ­ბი­ექ­ტის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა ე.წ. პა­რო­დი­ე­ბის სა­კი­თხე­ბიც. მა­გა­ლი­თად: პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ას რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი გვთა­ვა­ზობს, მათ შო­რის - მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი ("იუ­მო­რი­ნა") და გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი ("კო­მე­დი შოუ"). თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, "კო­მე­დი შო­უ­ში" პრე­ზი­დენ­ტი ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ძლი­ე­რია ანუ სწო­რედ ისე­თი, რო­გო­რიც ამ გა­და­ცე­მის პო­ლი­ტი­კი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ხოლო ლო­მაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტი ცოტა გა­ურ­კვე­ვე­ლი და შე­უმ­დგა­რი პერ­სო­ნა­ჟია... კი­დევ შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სა­ტი­რი­სა, მა­გა­ლი­თად - "ვა­ნოს შოუ" და "რო­გო­რი-ხა­დუ­რის" სა­კი­თხი, ან თუნ­დაც პარ­ლა­მენ­ტარ ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის თემა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის ვარ­ცხნი­ლო­ბა თვალ­ში არ გვხვდე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც კი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა გა­ა­შარ­ჟა, მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც სი­ცი­ლის მომ­გვრე­ლი გახ­და არა მხო­ლოდ მისი ვარ­ცხნი­ლო­ბა, მისი პი­როვ­ნე­ბაც კი.

აქვე უნდა შევ­ნიშ­ნო, რომ პრო­ცე­სი მით უფრო სა­გან­გა­შოა, რაც უფრო მდა­რე დო­ნეს­თან გვაქვს საქ­მე. მა­გა­ლი­თად, არ შე­იძ­ლე­ბა გან­ხილ­ვის ობი­ექ­ტი გახ­დეს ის, თუ რო­გორ და­ის­ვე­ლა ენით ტუჩი პრე­ზი­დენ­ტმა - ამას ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი აკე­თებს დაღ­ლი­ლო­ბის დროს. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მა­ხინ­ჯი პა­რო­დია, რომ­ლის მი­ზა­ნია, და­ცინ­ვის გზით ადა­მი­ა­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა. არ­სე­ბობს გა­შარ­ჟე­ბის ორი ვა­რი­ან­ტი: როცა ამ ხერ­ხით ადა­მი­ა­ნე­ბი აზ­როვ­ნე­ბას იწყე­ბენ და, პი­რი­ქით - წყვე­ტენ. გა­ვიხ­სე­ნოთ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "კა­ცია ადა­მი­ა­ნი?!" მა­შინ იუ­მორს, სა­ტი­რას იყე­ნებ­დნენ იმის­თვის, რომ ემ­ხი­ლე­ბი­ნათ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნა. ამის შე­დე­გი ის იყო, რომ ადა­მი­ა­ნი აზ­როვ­ნე­ბას იწყებ­და. ახლა "იუ­მო­რის" შე­დე­გი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნი აზ­როვ­ნე­ბას წყვეტს, - რა­საც მი­აწ­ვდის ტე­ლე­ვი­ზია, იმას იღებს მომ­ხდარ ფაქ­ტად.

- გა­სარ­თობ შო­უ­ებ­ზე რას იტყვით?

- მა­გა­ლი­თად, "ნა­ნუ­კას შოუ" სხვა ჭრილ­ში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. მას ჰყავ­და ძლი­ე­რი სპონ­სო­რე­ბი, აკე­თებ­და ე.წ. აპო­ლი­ტი­კურ შოუს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თა­ვის­თვის ერ­თო­ბო­და. ამ გა­და­ცე­მა­ში უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა "პრო­ფილს", ამ გა­და­ცე­მას შეგ­ნე­ბი­თა და აზ­როვ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე უვიც­მა ადა­მი­ან­მაც კი გა­უს­წრო... თუმ­ცა ორი­ვე ცდი­ლობ­და, ასე ვთქვათ, მა­ყუ­რებ­ლე­ბის ზომ­ბი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა, გა­და­ე­ტა­ნა ყუ­რა­დღე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი­დან მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან სა­კი­თხებ­ზე.

- ბო­ლოს, რას ურ­ჩევთ მა­ყუ­რე­ბელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია სწო­რად მი­ვი­ღოთ და მეტ-ნაკ­ლე­ბად "ვფილტროთ", ჩვენ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა რომ არ იყოს იოლი. მე­ო­რე მხრივ, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც მე­დი­ის კლა­სი­კუ­რი რო­ლის მორ­გე­ბას ცდი­ლო­ბენ, აქ­ტი­უ­რად უნდა იმუ­შა­ონ ასე­თი სა­კი­თხე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ზე. უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დაც­ვა, ვე­ცა­დოთ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა არ მი­ი­ღონ ის იუ­მო­რი, რო­მე­ლიც მათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. რაც უფრო ძლი­ე­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მით მე­ტად აკონ­ტრო­ლებს მე­დი­ას.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კომედიური გადაცემების სამიზნე

კომედიური გადაცემების სამიზნე

ბევრი მაყურებელი ალბათ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რა დიდ გავლენას ახდენს იუმორისტული გადაცემები ადამიანის ცნობიერებაზე. არადა, ხუმრობით - ხან შეფარვით, ხანაც პირდაპირ გაქილიკებით, პოლიტიკოსებსა თუ საზოგადოებისთვის სხვა ცნობილ ადამიანებზე კონკრეტული წარმოდგენის "გატარება" და მაყურებლის ცნობიერებაში ამ წარმოდგენის მყარად "დალექვაა" შესაძლებელი...

ეს საკითხი საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, არჩილ გამზარდიას ინტერესისა და კვლევის სფეროს განეკუთვნება, რომელიც კომედიური შოუების პროპაგანდისტულ მეთოდებზე საუბრისას არაერთი საგულისხმო ასპექტს შეეხო.

- ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ მედიაკვლევის პრეზენტაციაზე, მაყურებელთა პრიორიტეტების კვლევის მონაწილეებს ერთი შეკითხვა დავუსვი: ტელეკომპანია "რუსთავი 2" თავის გადაცემებში საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს ასახავს თუ პირიქით - საზოგადოებრივი ინტერესი მხოლოდ მას შემდგომ ჩნდება, რაც "რუსთავი 2" ამ ინტერესთა სივრცეს წარმოადგენს? პასუხი იოლად გამოსაცნობი აღმოჩნდა: მაყურებლისთვის პრიორიტეტული თემები მხოლოდ მოვლენების გაშუქების შემდეგ ჩნდება და არა - პირიქით. ეს არის ცნობილი მეთოდი პროპაგანდისა, რაც ნიშნავს, რომ მედიასაშუალება თავისი არსით არის დაინტერესებული, იყოს წყაროების თემების გამტარი საინფორმაციო არხი და არა თვითმყოფადი საშუალება. ე.წ. "საახალამბო მოვლენით მანიპულირება" - არის საზოგადოებრივ სისუსტეებზე კარგად მორგებული, ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო სპექტრი.

ასეთ დროს მაყურებელს მიეწოდება ე.წ. "დაგეშილი" ინფორმაცია არა განსჯისათვის, არამედ განსჯის გარეშე გონებაში ჩასაბეჭდად. თანამედროვე მედიის, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი საშუალების სრულ პროგრამულ ბადეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ე.წ. იუმორისტულ გადაცემებს, რომლებსაც პროპაგანდის თვალსაზრისით, არანაკლები როლი აკისრია, ვიდრე საინფორმაციო გამოშვებებს. ეს არის მესიჯთა ანუ შეტყობინებათა მთელი სისტემა, რომელიც რიგით მაყურებელზე სხვადასხვა ფორმით მოქმედებს და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენს. ალბათ დააკვირდებოდით - "კომედი შოუს" ძველ სკეტჩებში იშვიათად გვხვდებოდა პოლიტიკური მოვლენების ასახვა და ძირითადად მხატვრულ რეალობაზე იყო აგებული.

- ახლა რა შეიცვალა?

- ახლა მათი მხატვრული რეალობა მკვეთრად პოლიტიზებული გახდა. გადაცემის თითქმის ყველა სკეტჩი არის პოლიტიკური შეტყობინებების ნაკრები, პირდაპირი ან ირიბი ფორმით; კიდევ უფრო პოლიტიზებული გახდა "ვანოს შოუ", ის თითქმის მთლიანად იქცა პროპაგანდისტულ გადაცემად. ამ შემთხვევაში კომუნიკაციის ეფექტიანობა უფრო დიდია: თუკი ნებისმიერ სხვა გადაცემას თავისებური ვალდებულება აქვს, ახსნას ესა თუ ის შეხედულება, რომელიც გადაცემაში გამოითქმება, ამ ე.წ. იუმორისტულ გადაცემებს მსგავსი ვალდებულება არ ეკისრება, ამიტომ ინფორმაციის მიმღები ამ პროპაგანდისტული ინფორმაციის ტყვეობაში ხვდება, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად არის "შეფუთული" და მაყურებელსაც მიმზიდველი ფორმით მიეწოდება.

- თქვენი აზრით, რატომ გააქტიურდა "კომედი შოუ" პოლიტიკური მესიჯების გაგზავნის მხრივ?

- არჩევნების შემდგომი რეალობის გათვალისწინებით, არაერთი გადაცემა არხისთვის "ზედმეტ ხარჯად" იქცა. ჩნდება შეკითხვა, - რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს დარჩენილი ამგვარ იუმორისტულ გადაცემებს? ბუნებრივია, რომ დარჩენილი გადაცემების ფუნქციაა, მოსახლეობას პროპაგანდა კიდევ უფრო მკვეთრად კონცენტრირებული ფორმითა და ოდენობით მიაწოდოს. იუმორის პოლიტიკა მაღალი რანგის პროპაგანდას წარმოადგენს. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და დიდი ხანია, არსებობს. საკმარისია გავიხსენოთ გამოჩენილი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი, რომელიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ მედიას შეუძლია, უდიდესი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. მაგალითისთვის ერთ მოთხრობას გავიხსენებ, სადაც გადმოცემულია, თუ როგორ აქცია გმირად ამერიკულმა მედიამ და საზოგადოებამ არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, შემდეგ კი, გარკვეული კონიუნქტურის გამო, როგორ "ჩაქოლა" იმავე მედიამ და საზოგადოებამ ისე, რომ გამილიონერებულ ამერიკელ გმირს შიმშილით სიკვდილი დაემუქრა... ჩვენშიც იუმორის მეშვეობით გვკარნახობენ, რა უნდა მოგვეწონოს და რა - არა, ამიტომ, პროპაგანდის შედეგად, ჩვენი ქმედება ხდება არა "ჩვენეული და თავისუფალი", არამედ - მედიის მიერ ნაკარნახევი.

- კონკრეტულ მაგალითებს ვერ შემოგვაშველებთ?

- გავიხსენოთ "კომედი შოუს" ერთ-ერთი ბოლოდროინდელი სკეტჩი: შვილი ციხიდან ბრუნდება და მის გაჭირვებულ ოჯახში გარკვეული სიტუაცია თამაშდება. სხვადასხვა სასაცილო მომენტს შორის, ყოფილი პატიმარი ჰყვება, - ციხეში გვქონდა საჭმელიც, მოსასვენებელი ადგილიც და სხვა ტიპის ისეთი კომფორტიც, რომელიც რიგითი მოქალაქისთვის საოცნებოც კია. სიტუაცია იხატება ისე, რომ საბოლოოდ, სკეტჩის მეორე პერსონაჟი გადაწყვეტს, მეზობელი გალახოს, რომ ციხეში მოხვდეს... ამგვარად ჩნდება საზოგადოებრივი სტერეოტიპების მთელი წყება, რომელიც ჩვენში კონკრეტული წარმოდგენის ჩამოყალიბებას ემსახურება. ამ გადაცემის მთელი რიგი სიუჟეტები სწორედ ამგვარ კონცეფციაზეა აგებული. გახსოვთ ალბათ გადაცემა "დარდუბალა" და სერიალი "ჩვენი ეზო". ამ გადაცემის მიზანი ედუარდ შევარდნაძის რეპუტაციის მაქსიმალური შელახვა იყო. საბოლოოდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მაშინდელ პრეზიდენტს ლამის აღარავინ აღიქვამდა სერიოზულად - მის სახეში ყველა ხედავდა მულტსერიალის პერსონაჟს და არა - პრეზიდენტს.

- დღევანდელ ტელესივრცეში კიდევ ერთი იუმორისტული გადაცემა არსებობს - "ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბები".

- ოდიშვილის გადაცემა უფრო სატირაზეა აგებული. თუ სხვა გადაცემაში ყურადღება გამახვილებულია რეალობის გადაფარვაზე, "აბები" უფრო რეალობის მხილებას მისდევს. ცხადია, სერიოზული კვლევის შემთხვევაში ლაფსუსების აღმოჩენა აქაც შესაძლებელი იქნება.

- რას იტყვით კომედიურ გადაცემებში ამა თუ იმ პოლიტიკოსის სახის შექმნაზე?

- 2003 წლის "ვარდების რევოლუციიდან" ცოტა ხნის შემდეგ, შალვა რამიშვილმა "დარდუბალას" გაგრძელება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის მიმიკა გადმოცემული იყო ისეთი პათოსით, რომელიც საზოგადოებისთვის ახალი იყო, შემდგომ კი ამ გადაცემაში მისი სახე გაშარჟდა - შეიქმნა პრეზიდენტის ისეთი ტიპი, რომელიც ვერშემდგარი პიროვნებისა და დიქტატორის, მანიებით შეპყრობილი სუბიექტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. საინტერესოა ე.წ. პაროდიების საკითხებიც. მაგალითად: პრეზიდენტ სააკაშვილის პაროდიას რამდენიმე მსახიობი გვთავაზობს, მათ შორის - მამუკა ლომაშვილი ("იუმორინა") და გიორგი აფციაური ("კომედი შოუ"). თუ კარგად დააკვირდებით, "კომედი შოუში" პრეზიდენტი ყოველთვის გამარჯვებული და ძლიერია ანუ სწორედ ისეთი, როგორიც ამ გადაცემის პოლიტიკითაა განპირობებული, ხოლო ლომაშვილის პრეზიდენტი ცოტა გაურკვეველი და შეუმდგარი პერსონაჟია... კიდევ შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე მაგალითი თანამედროვე პროპაგანდისტული სატირისა, მაგალითად - "ვანოს შოუ" და "როგორი-ხადურის" საკითხი, ან თუნდაც პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის თემა. შესაძლებელია, ზაქარია ქუცნაშვილის ვარცხნილობა თვალში არ გვხვდებოდა, მაგრამ როგორც კი იუმორისტული გადაცემის წამყვანმა გააშარჟა, მაყურებლისთვისაც სიცილის მომგვრელი გახდა არა მხოლოდ მისი ვარცხნილობა, მისი პიროვნებაც კი.

აქვე უნდა შევნიშნო, რომ პროცესი მით უფრო საგანგაშოა, რაც უფრო მდარე დონესთან გვაქვს საქმე. მაგალითად, არ შეიძლება განხილვის ობიექტი გახდეს ის, თუ როგორ დაისველა ენით ტუჩი პრეზიდენტმა - ამას ნებისმიერი ჩვენგანი აკეთებს დაღლილობის დროს. ეს ყველაფერი არის მახინჯი პაროდია, რომლის მიზანია, დაცინვის გზით ადამიანებზე ზემოქმედება. არსებობს გაშარჟების ორი ვარიანტი: როცა ამ ხერხით ადამიანები აზროვნებას იწყებენ და, პირიქით - წყვეტენ. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!" მაშინ იუმორს, სატირას იყენებდნენ იმისთვის, რომ ემხილებინათ და საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ უარყოფითი მოვლენა. ამის შედეგი ის იყო, რომ ადამიანი აზროვნებას იწყებდა. ახლა "იუმორის" შედეგი ის არის, რომ ადამიანი აზროვნებას წყვეტს, - რასაც მიაწვდის ტელევიზია, იმას იღებს მომხდარ ფაქტად.

- გასართობ შოუებზე რას იტყვით?

- მაგალითად, "ნანუკას შოუ" სხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ. მას ჰყავდა ძლიერი სპონსორები, აკეთებდა ე.წ. აპოლიტიკურ შოუს და შეიძლება ითქვას, თავისთვის ერთობოდა. ამ გადაცემაში უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა. რაც შეეხება "პროფილს", ამ გადაცემას შეგნებითა და აზროვნებით ყველაზე უვიცმა ადამიანმაც კი გაუსწრო... თუმცა ორივე ცდილობდა, ასე ვთქვათ, მაყურებლების ზომბირება მოეხდინა, გადაეტანა ყურადღება აქტუალურიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე.

- ბოლოს, რას ურჩევთ მაყურებელს, საზოგადოებას?

- პირველ რიგში, აუცილებელია, ასეთი ინფორმაცია სწორად მივიღოთ და მეტ-ნაკლებად "ვფილტროთ", ჩვენზე ზემოქმედება რომ არ იყოს იოლი. მეორე მხრივ, მედიასაშუალებებმა, რომლებიც მედიის კლასიკური როლის მორგებას ცდილობენ, აქტიურად უნდა იმუშაონ ასეთი საკითხების გაშუქებაზე. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ფსიქოლოგიური დაცვა, ვეცადოთ, რომ ადამიანებმა არ მიიღონ ის იუმორი, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. რაც უფრო ძლიერია საზოგადოება, მით მეტად აკონტროლებს მედიას.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები