მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა კახა კინწურაშვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაზე უარი
რატომ თქვა კახა კინწურაშვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაზე უარი

მსა­ხი­ობ­მა კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა მკი­თხვე­ლის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლებს ვფიქ­რობ, გულ­წრფე­ლად უპა­სუ­ხა. მას არც კი უც­დია, რო­მე­ლი­მე კი­თხვის­თვის აე­რი­დე­ბი­ნა თავი. "გა­ი­ქა­ჩა" თუ არა კახა მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, აქვს თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ხუ­მელ, ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ მე­გობ­რებ­თან, რას ნიშ­ნავს მის­თვის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე თა­ვად მსა­ხი­ო­ბი გვპა­სუ­ხობს (სტი­ლი და­ცუ­ლია).

წრი­პა, 13 წლის:

"კახა, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ. ამას წი­ნათ მე­გობ­რებს ვუ­თხა­რი: ფული შე­ვაგ­რო­ვოთ და თე­ატ­რში წა­ვი­დეთ, იქ­ნებ იქ კახა გა­ვიც­ნოთ-მეთ­ქი. და­მე­თან­ხმნენ, მაგ­რამ თე­ატ­რში მოს­ვლას თავი ვერ მო­ვა­ბით. მერე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, რომ კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბებ­თან შეხ­ვედ­რა ეწყო­ბა ხოლ­მე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ფა­ნებს შენ­თან ასე­თი პა­ემ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ მოგ­ვე­ცე­მა? პა­სუ­ხის­თვის წი­ნას­წარ გიხ­დი მად­ლო­ბას!"

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- მი­ხა­რია, რომ შენ და შენი მე­გობ­რე­ბი თე­ატ­რით და­ინ­ტე­რეს­დით. სპექ­ტაკ­ლებ­ზე დას­წრე­ბა თუ მარ­თლა გინ­დათ, შე­მიძ­ლია, ბი­ლე­თე­ბი გი­შო­ვოთ. შეხ­ვედ­რას რაც შე­ე­ხე­ბა: მე მუს­კო­მე­დი­ის მსა­ხი­ო­ბი ვარ და ჩვენ­თან ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი არ იმარ­თე­ბა; რომც იმარ­თე­ბო­დეს, არა მგო­ნია, დიდი აუ­დი­ტო­რია შე­მეკ­რი­ბა. ასე რომ, შენ­თვის მხო­ლოდ ბი­ლე­თე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! შოვ­ნა შე­მიძ­ლია :)).

ქე­თა­თო, 15 წლის:

"გა­მარ­ჯო­ბა. მინ­და, კა­ხას რჩე­ვა ვთხო­ვო: ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც სო­ხუ­მე­ლია; უფრო სწო­რედ - თა­ვად ამ­ბობს, სო­ხუ­მე­ლი ვარო, თო­რემ იქა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი იცის. ის ჩემ­ზე 4 წლით უფ­რო­სია და აპი­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც ჯა­რის­კა­ცი, ემ­სა­ხუ­როს. მე კი მინ­და, სხვა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლოს. არ მინ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ია­რა­ღი ეკა­ვოს ხელ­ში, მე კი იმის ში­შით ვი­ცხოვ­რო, ვა­ი­და, ახლა არ მოკ­ლან-მეთ­ქი. რო­გორც ამ­ბობს, რუ­სებ­ზე უნდა იძი­ოს შური; იმა­საც ამ­ბობს, რომ ოდეს­მე ის და მის­ნა­ი­რი ქარ­თვე­ლე­ბი სო­ხუმს და­იბ­რუ­ნე­ბენ, მერე კი მო­მი­ტა­ცებს და სა­ცხოვ­რებ­ლად "მწვა­ნე" ქა­ლაქ­ში წა­მიყ­ვანს. ჰოდა, არ ვიცი, რო­გორ ავუხ­სნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფუჭი ოც­ნე­ბაა; რომ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ ია­რა­ღის ჟღა­რუნ­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა; რომ რე­ა­ლო­ბას არ უნდა მოს­წყდეს და სხვა პრო­ფე­სია აირ­ჩი­ოს. იმე­დი მაქვს, კახა კარგ რჩე­ვას მომ­ცემს და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში და­მეხ­მა­რე­ბა..."

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- ყვე­ლა იმ წე­რი­ლი­დან და კი­თხვი­დან, რაც "გზის" მკი­თხვე­ლებ­მა მომ­წე­რეს, პა­სუ­ხის გა­ცე­მა მხო­ლოდ შენს კი­თხვა­ზე მი­ჭირს. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ არ ვიცი, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ჩემი მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის საქ­ცი­ე­ლის მი­მართ! თუმ­ცა, რად­გან მე­კი­თხე­ბი, გი­პა­სუ­ხებ, მაგ­რამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მამ­დე მინ­და, ჩემი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ზო­გა­დად, შენი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­კვე­უ­ლი გაქვს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის როლი შენს ცხოვ­რე­ბა­ში და კონ­კრე­ტუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის როლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­მეც­ნე­ბა­ში!..

ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­ბის მი­მართ და ფიქ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, სხვე­ბის­გან თავს მოხ­ვე­უ­ლი აზ­რია (უფ­როს თა­ო­ბას ვგუ­ლის­ხმობ) და შე­სა­ბა­მი­სად, შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი მას სა­მო­მავ­ლოდ, სწო­რი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა­ში შე­უშ­ლის ხელს. იმა­ში, რომ სურს, პრო­ფე­სი­ად ჯა­რის­კა­ცო­ბა გა­ი­ხა­დოს, ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ და მი­ვიჩ­ნევ, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დროს პი­როვ­ნე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნა არა­ვინ არ უნდა მო­ახ­დი­ნოს! იმედს ვი­ტო­ვებ, რომ შენი გო­ნი­ე­რე­ბა და რჩე­უ­ლის მი­მართ შენი სიყ­ვა­რუ­ლი ორი­ვეს და­გეხ­მა­რე­ბათ, უფრო ფხი­ზე­ლი თვა­ლით შე­ხე­დოთ რე­ა­ლო­ბას, წარ­სულს და მო­მა­ვალ­საც.

მა­რი­ა­მი, 16 წლის:

"რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გა­გი­ცა­ნი. ვერ ვი­ტყვი, რომ შენ­ზე, რო­გორც არ­ტისტზე ვგიჟ­დე­ბო­დი, მაგ­რამ მერე, მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით თე­ატ­რში ამოვ­ყა­ვი თავი და მივ­ხვდი, რომ კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ხარ... შენ­ზე სხვა თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ჟურ­ნალ "გზა­ში" და­ბეჭ­დი­ლი სტა­ტი­ის კი­თხვი­სას კი მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, კარ­გი ტიპი ხარ. ჰოდა, მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი გი­სურ­ვო არა მარ­ტო "პი­რად­ში", არა­მედ შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც. გა­ი­ხა­რე და ჩვენც, მა­ყუ­რე­ბე­ლე­ბიც გაგ­ვა­ხა­რე :))".

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- მა­რი­ამ, დიდი მად­ლო­ბა გულ­წრფე­ლო­ბის­თვის! მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბი, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში "გავღრმავ­დე" და სა­ინ­ტე­რე­სო ვიყო რო­გორც მსა­ხი­ო­ბი! მეც ყვე­ლა­ფერ­ში წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ!

გიჟი პატ­რი­ო­ტი, 18 წლის:

"გა­მი­გო­ნია: თუ გული გუ­ლობს, ქადა ორი ხე­ლით იჭ­მე­ბაო. ასე რომ, კა­ხას ომში წას­ვლა გუ­ლით რომ ნდო­მო­და, ია­რა­ღის გა­რე­შეც, მა­ნამ­დე გა­ვი­დო­და ქა­ლა­ქი­დან, ვიდ­რე ომი დამ­თავ­რდე­ბო­და. ისე მო­იქ­ცე­ო­და, რო­გორც ჩემი ძმა მო­იქ­ცა - ის "ცა­რი­ე­ლი" ხე­ლე­ბით გა­იქ­ცა ომში, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, უკან დაჭ­რი­ლი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ასე რომ, არ გვინ­და ეს ვი­თომ­და გმი­რო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი. ვთქვათ ის, რაც სი­მარ­თლეა... კახა, მეც ვა­პი­რებ ჯა­რის­კა­ცო­ბას და ის, რაც ზე­მოთ ვთქვი, ცუ­დად არ გა­მი­გო. უბ­რა­ლოდ, ასე­თი რამ ბევ­რის­გან მსმე­ნია, მაგ­რამ ყვე­ლა ნამ­დვი­ლად არ აპი­რებ­და იქ წას­ვლას... სა­ერ­თოდ, მა­შინ უნდა ილა­პა­რა­კო, როცა სა­ლა­პა­რა­კო გაქვს, თუ არა და, "მინ­დო­და", "მსურ­და" და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის თქმას აზრი არა აქვს. ზუს­ტად ვიცი, იმ დღე­ებ­ში შენც ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­დი ყვე­ლა­ფერს ისე­ვე, რო­გორც მე, რად­გან ერთ ბედ­ქვეშ ვი­ყა­ვით: ჩვე­ნი ძმე­ბი "ცხელ" ად­გი­ლას იყ­ვნენ და მათ და­სახ­მა­რებ­ლად ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დით, ეს კი სა­ში­ნე­ლი გან­ცდაა, მაგ­რამ გმი­რო­ბის ჩა­დე­ნა რომ გინ­დო­და და არ გა­მო­გი­ვი­და, ამა­ზე არ უნდა ილა­პა­რა­კო... ბო­დი­ში, თუ გა­წყე­ნი­ნე. სა­ერ­თოდ, ვე­რა­ვინ მი­გებს და ისიც ვიცი, რომ ამ მე­სიჯს ან რე­დაქ­ცი­ა­ში "დაბ­ლო­კა­ვენ", ან წა­გა­კი­თხე­ბენ და არ და­ბეჭ­და­ვენ, რად­გან პა­სუ­ხის გა­ცე­მას არ მო­ინ­დო­მებ, მაგ­რამ მე მა­ინც გწერ. წარ­მა­ტე­ბე­ბი, ძა­მი­კო! იცო­დე, რო­გორც მსა­ხი­ობს, ძა­ლი­ან გა­ფა­სებ".

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- ვიდ­რე ჩემ შე­სა­ხებ შენს მო­საზ­რე­ბას წა­ვი­კი­თხავ­დი, მა­ნამ­დე შენ­მა სა­ხელ­მა მომ­ხიბ­ლა, წე­რი­ლის წა­კი­თხვის შემ­დეგ კი შენ­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მის სურ­ვი­ლიც გა­მიჩ­ნდა. პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა გულ­წრფე­ლო­ბის­თვის. მე არ ვიცი, რამ­დე­ნად გად­მო­ვე­ცი ჩემი აზრი ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით და არც ის ვიცი, ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლე­ბი­დან რამ­დე­ნად ზუს­ტად გად­მო­ი­ცა ის, რისი თქმაც მინ­დო­და, მაგ­რამ სა­პა­სუ­ხოდ გე­ტყვი (და არა თა­ვის სა­მარ­თლებ­ლად), რომ მე ჩემი გან­ცდე­ბი და­ვა­ფიქ­სი­რე და გა­მო­ხატ­ვის დროს არც ერთი წა­მით არ მინ­დო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი მკი­თხველს ჩემს გმი­რო­ბად აღექ­ვა... რაც შე­ე­ხე­ბა გან­ცდებს: ომის ამ­ბებს ყო­ველ­თვის უფრო მე­ტად გან­ვიც­დი­დი და ახლა კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვიც­დი, ვიდ­რე ეს სტა­ტი­ებ­სა თუ წე­რი­ლებ­ში ჩანს!

ორ­ჯო­ნი­კი­ძე, 17 წლის:

"რა უც­ნა­უ­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი... ბევრ ისეთ ადა­მი­ანს ვიც­ნობ, ვი­საც ამ ცხოვ­რე­ბა­ში "სა­გან­გა­შო" პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც დეპ­რე­სია გარ­და­უ­ვა­ლია. ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თფე­რო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით და­ი­ტან­ჯნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებს არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვთ... კა­ხას ინ­ტერ­ვიუ ვინც წა­ი­კი­თხა, მიხ­ვდე­ბა, თუ რას ნიშ­ნავს ნამ­დვი­ლი პრობ­ლე­მა. ეს ბიჭი კი ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა, სუ­ლით რომ არ და­ე­ცა და შერ­ჩა იმის უნა­რი, რომ ომის კად­რე­ბის "რე­ალ­ში" ყუ­რე­ბის შემ­დეგ დეპ­რე­სი­უ­ლი არ გახ­და. პი­რი­ქით - მან ყუ­რე­ბი კი არ ჩა­მო­უშ­ვა, არა­მედ კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბად (შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცე­ბის დახ­მა­რე­ბით, მაგ­რამ მა­ინც, ყო­ჩაღ!) ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, უცხო ქა­ლაქ­ში გზა გა­იკ­ვა­ლა და "ბირ­ჟა­ზე" მდგომ­მა, სხვე­ბის მსგავ­სად, ნარ­კო­ტი­კე­ბით კა­ი­ფი კი არ და­ი­წყო, არა­მედ ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა. მოკ­ლედ, კარ­გი კაცი ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან იპო­ვის გა­მო­სა­ვალს. კახა, არ მე­თან­ხმე­ბი? წარ­მა­ტე­ბე­ბი!"

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას ფხი­ზე­ლი თვა­ლით უყუ­რებს, ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან იპო­ვის გა­მო­სა­ვალს! დიდი მად­ლო­ბა, ორ­ჯო­ნი­კი­ძევ :))!

ბას­ტი, 17 წლის:

"კახა, შენ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ფუ­ლი­ა­ნი მშობ­ლე­ბი გყავს და მათი წყა­ლო­ბით "გა­ი­ქა­ჩე". ეს სი­მარ­თლეა?.. ისე, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, შენი ძმა ახლა რას აკე­თებს, სად მუ­შა­ობს? დედა ისევ პე­და­გო­გია თუ დი­ა­სახ­ლი­სობს? P.S. და კი­დევ, მსა­ხი­ო­ბებს ფულს კარ­გად გიხ­დი­ან? არ­ტის­ტის ხელ­ფა­სი ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად კმა­რა? თუ კი­თხვებ­ზე გულ­წრფელ პა­სუხს გამ­ცემ, დიდი მად­ლო­ბა, მაგ­რამ თუ გულ­წრფე­ლო­ბა შენ­თვის უცხო რამ არის, ჯო­ბია, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მი­პა­სუ­ხო. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ და "გზის" ფურ­ცლე­ბი­დან ბევ­რს გკოც­ნი..."

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- ბას­ტი, ვინც ჩემს ოჯახს იც­ნობს, ის ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყო­და ამ ყვე­ლა­ფერს :)). დღეს­დღე­ო­ბით, ჩემ გარ­და, ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი უმუ­შე­ვა­რია. ასე რომ, დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბას შენ გან­დობ. "გა­ქაჩ­ვას­თან" და­კავ­ში­რე­ბით გე­ტყვი, რომ თუ ამ ცხოვ­რე­ბა­ში რა­მეს­თვის მი­მიღ­წე­ვია (ამას თუ მიღ­წე­ვა ჰქვია...), გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი პი­როვ­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი­სა და შრო­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა! მსა­ხი­ო­ბე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა: სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლებს არ­ტის­ტო­ბა­ში სიმ­ბო­ლურ თან­ხას გვიხ­დი­ან და ამი­ტო­მაც, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლას, მეც მი­წევს ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მუ­შა­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ამა თუ იმ ფილ­მის გახ­მო­ვა­ნე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რა­ღაც საქ­მის გა­კე­თე­ბა და ა.შ. დიდი მად­ლო­ბა ამ წე­რი­ლის­თვის...

მის­ტერ მაქ­სი, 16 წლის:

"პრი­ვეტ". კა­ხას­თან ერთი კი­თხვა მაქვს: მარ­თა­ლია, რომ მა­რი­ამ ჯო­ლო­გუ­ა­ზე უი­მე­დოდ იყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი? ახლა არ იფიქ­რო, რომ ერთი უსაქ­მუ­რი და ჭო­რი­კა­ნა ბიჭი ვარ, მაგ­რამ ეს მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს და იცი, რა­ტომ? - მა­რი­ა­მი ძა­ლი­ან მომ­წონს. მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მას­ტია? ჰოდა, თუ მას­ზე ვი­ღა­ცას რა­ღა­ცის თქმა შე­უძ­ლია (არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, კარ­გის თუ ცუ­დის), მა­რი­ა­მზე ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბის შანსს ხე­ლი­დან არ ვუშ­ვებ. კახა, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია მა­რი­ა­მი და ახლა მას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს? მის მე­უღ­ლეს თუ იც­ნობ?... კი­დევ ბევ­რი რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ მი­პა­სუ­ხებ. იმის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას გიხ­დი წი­ნას­წარ, თუ ჩემს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ და რაც უკვე გკი­თხე, იმა­ზე გამ­ცემ პა­სუხს..."

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- მა­რი­ამს, მის მე­უღ­ლეს და მთელ მის ოჯახს ვიც­ნობ; თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი აზ­რის ვარ. აქ მე­ტის თქმა უად­გი­ლოა და ცოტა არ იყოს, ჭო­რა­ო­ბას და­ემ­სგავ­სე­ბა. ამი­ტომ აქ შევ­ჩერ­დეთ!

მარი, 18 წლის:

"კახა ძა­ლი­ან მა­გა­რი ბიჭი და ძა­ლი­ან მა­გა­რი მსა­ხი­ო­ბია. მი­ხა­რია, რომ მისი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ყა­ზა­ხეთ­ში არ დარ­ჩა, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად ცხოვ­რე­ბას, სამ­შობ­ლო­ში ყოფ­ნა არ­ჩი­ეს... მა­ინ­ტე­რე­სებს, მის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში რა სი­ახ­ლეა? რო­მე­ლი­მე ახალ სპექ­ტაკლზე ხომ არ მუ­შა­ობს? კინ­წუ­რაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა "ჰამ­ლეტ­ში" და იმე­დი მაქვს, რომ მო­მა­ვალ­ში უფრო მა­გარ რო­ლებს, კი­დევ უფრო კარ­გად შე­ას­რუ­ლებს... წარ­მა­ტე­ბე­ბი!"

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- დიდი მად­ლო­ბა. რა თქმა უნდა, შე­ვეც­დე­ბი, მო­მა­ვალ­ში უფრო მე­ტად გულ­წრფე­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვიყო სცე­ნა­ზე! თუმ­ცა, დღეს­დღე­ო­ბით რა­ი­მე ახალ სპექ­ტაკლზე არ ვმუ­შა­ობ. იმე­დია, ძა­ლი­ან მალე მო­მი­წევს ახა­ლი გმი­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. ისე, ცნო­ბი­სათ­ვის, "ჰამ­ლე­ტის" გარ­და, მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში არის რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ :)).

მარო, 19 წლის:

"ჰაი". ეს მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს. გარ­და იმი­სა, რომ სიმ­პა­თი­უ­რია, ძა­ლი­ან მა­მა­კა­ცუ­რიც გახ­ლავთ. სა­ოც­რად მომ­წონ­და რო­გორც წამ­ყვა­ნი (ფილ­მებ­ში ეფექ­ტუ­რი რო­ლე­ბი არ ჰქონ­და, თე­ატ­რში წას­ვლას კი ვერ ვა­ხერ­ხებ და რო­გორც არ­ტისტს, ვერ შე­ვა­ფა­სებ), მაგ­რამ ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზონ­ში ის შეც­ვა­ლეს. ასე რა­ტომ მოხ­და? ხომ არ იგეგ­მე­ბო­და, რომ მას, ისე­ვე რო­გორც რუს­კა მა­ყაშ­ვილს, ამ პრო­ექ­ტში რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვეს, ისე მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? გმად­ლობთ!"

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- გა­მარ­ჯო­ბა. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზო­ნიც უნდა წა­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უა­რის თქმა მო­მიხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას: ამ მხრივ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ მი­მი­ღია და სი­მარ­თლე გი­თხრა, ამის სურ­ვი­ლი თა­ვა­დაც არ გა­მო­მით­ქვამს... გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ თე­ატ­რშიც ივლი და ჩემი თუ სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­მუ­შევ­რებს, სპექ­ტაკ­ლებს ნა­ხავ.

სტერ­ვა, 16 წლის:

"გა­მარ­ჯო­ბა. მე "გზის" "და­კარ­გუ­ლი" მკი­თხვე­ლი ვარ. დიდი მად­ლო­ბა, კა­ხას­თან ინ­ტერ­ვიუ რომ ჩა­წე­რეთ. მინ­და, მას ვკი­თხო, აქვს თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა იმ ბავ­შვებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც ოდეს­ღაც, სო­ხუმ­ში ყოფ­ნი­სას მე­გობ­რობ­და, თა­მა­შობ­და? ინ­ტერ­ნე­ტით მა­ინც თუ უც­დია რო­მე­ლი­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბა? და სა­ერ­თო­დაც, რას ნიშ­ნავს მის­თვის ინ­ტერ­ნე­ტი, "ფე­ის­ბუ­კი", ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა? რო­გორ ფიქ­რობს, "ვირ­ტში" ადა­მი­ა­ნის კარ­გად გაც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია? თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს აძ­ლევს თუ არა შანსს, მას ინ­ტერ­ნე­ტით მა­ინც ეკონ­ტაქ­ტონ?"

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:

- იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც ბავ­შვო­ბის წლე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი პე­რი­ო­დი მა­კავ­ში­რებს, სამ­წუ­ხა­როდ, შე­ხე­ბა აღარ მაქვს. მათი პოვ­ნა დღემ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ალ­ბათ, თა­ვა­დაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა ვირ­ტუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას: მე არც ამის მომ­ხრე ვარ და არც - წი­ნა­აღ­მდე­გი. მი­მაჩ­ნია, რომ რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო მე­ტად მსუ­ყე და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ვიდ­რე - ვირ­ტუ­ა­ლუ­რი. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ჩემ­თვის და­საშ­ვე­ბია იმ მო­მენ­ტამ­დე, სა­ნამ რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყე­ბა. ასე­თე­ბიც ხდე­ბა :))... ჩემ­თვის "ფე­ის­ბუ­კი" ასო­ცირ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის გვერ­დი­დან ყუ­რე­ბას­თან, შემ­დეგ კი ხდე­ბა ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ. ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­როს ვინ­მეს­თან და­სა­მე­გობ­რებ­ლად არ ვი­ყე­ნებ!!! გმად­ლობ ამ კი­თხვის­თვის...

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ თქვა კახა კინწურაშვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაზე უარი

რატომ თქვა კახა კინწურაშვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაზე უარი

მსახიობმა კახა კინწურაშვილმა მკითხველის მიერ გამოგზავნილ საინტერესო წერილებს ვფიქრობ, გულწრფელად უპასუხა. მას არც კი უცდია, რომელიმე კითხვისთვის აერიდებინა თავი. "გაიქაჩა" თუ არა კახა მშობლების დახმარებით, აქვს თუ არა ურთიერთობა სოხუმელ, ბავშვობის დროინდელ მეგობრებთან, რას ნიშნავს მისთვის ვირტუალური ურთიერთობა? - ამ და სხვა კითხვებზე თავად მსახიობი გვპასუხობს (სტილი დაცულია).

წრიპა, 13 წლის:

"კახა, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ. ამას წინათ მეგობრებს ვუთხარი: ფული შევაგროვოთ და თეატრში წავიდეთ, იქნებ იქ კახა გავიცნოთ-მეთქი. დამეთანხმნენ, მაგრამ თეატრში მოსვლას თავი ვერ მოვაბით. მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ კინომსახიობთა თეატრში მსახიობებთან შეხვედრა ეწყობა ხოლმე. საინტერესოა, ფანებს შენთან ასეთი პაემნის საშუალება თუ მოგვეცემა? პასუხისთვის წინასწარ გიხდი მადლობას!"

კახა კინწურაშვილი:

- მიხარია, რომ შენ და შენი მეგობრები თეატრით დაინტერესდით. სპექტაკლებზე დასწრება თუ მართლა გინდათ, შემიძლია, ბილეთები გიშოვოთ. შეხვედრას რაც შეეხება: მე მუსკომედიის მსახიობი ვარ და ჩვენთან ასეთი შეხვედრები არ იმართება; რომც იმართებოდეს, არა მგონია, დიდი აუდიტორია შემეკრიბა. ასე რომ, შენთვის მხოლოდ ბილეთებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შოვნა შემიძლია :)).

ქეთათო, 15 წლის:

"გამარჯობა. მინდა, კახას რჩევა ვთხოვო: ჩემი შეყვარებულიც სოხუმელია; უფრო სწორედ - თავად ამბობს, სოხუმელი ვარო, თორემ იქაურობის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ის ჩემზე 4 წლით უფროსია და აპირებს, საქართველოს როგორც ჯარისკაცი, ემსახუროს. მე კი მინდა, სხვა პროფესიას დაეუფლოს. არ მინდა, მთელი ცხოვრება იარაღი ეკავოს ხელში, მე კი იმის შიშით ვიცხოვრო, ვაიდა, ახლა არ მოკლან-მეთქი. როგორც ამბობს, რუსებზე უნდა იძიოს შური; იმასაც ამბობს, რომ ოდესმე ის და მისნაირი ქართველები სოხუმს დაიბრუნებენ, მერე კი მომიტაცებს და საცხოვრებლად "მწვანე" ქალაქში წამიყვანს. ჰოდა, არ ვიცი, როგორ ავუხსნა, რომ ეს ყველაფერი ფუჭი ოცნებაა; რომ სამშობლოს სიყვარული მხოლოდ იარაღის ჟღარუნში არ გამოიხატება; რომ რეალობას არ უნდა მოსწყდეს და სხვა პროფესია აირჩიოს. იმედი მაქვს, კახა კარგ რჩევას მომცემს და პრობლემის გადაჭრაში დამეხმარება..."

კახა კინწურაშვილი:

- ყველა იმ წერილიდან და კითხვიდან, რაც "გზის" მკითხველებმა მომწერეს, პასუხის გაცემა მხოლოდ შენს კითხვაზე მიჭირს. რატომ? - იმიტომ, რომ არ ვიცი, რამდენად საჭიროა ჩემი მოსაზრების დაფიქსირება შენი შეყვარებულის საქციელის მიმართ! თუმცა, რადგან მეკითხები, გიპასუხებ, მაგრამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე მინდა, ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო ზოგადად, შენი დამოკიდებულების მიმართ. ასაკის მიუხედავად, გარკვეული გაქვს საყვარელი ადამიანის როლი შენს ცხოვრებაში და კონკრეტული მოქალაქეების როლი სახელმწიფოებრიობის შემეცნებაში!..

ჩემი სუბიექტური აზრით, შენი შეყვარებულის დამოკიდებულება რუსების მიმართ და ფიქრი შურისძიებაზე, სხვებისგან თავს მოხვეული აზრია (უფროს თაობას ვგულისხმობ) და შესაბამისად, შურისძიების სურვილი მას სამომავლოდ, სწორი ანალიზის გაკეთებაში შეუშლის ხელს. იმაში, რომ სურს, პროფესიად ჯარისკაცობა გაიხადოს, ცუდს ვერაფერს ვხედავ და მივიჩნევ, რომ პროფესიის არჩევის დროს პიროვნებაზე ზეგავლენა არავინ არ უნდა მოახდინოს! იმედს ვიტოვებ, რომ შენი გონიერება და რჩეულის მიმართ შენი სიყვარული ორივეს დაგეხმარებათ, უფრო ფხიზელი თვალით შეხედოთ რეალობას, წარსულს და მომავალსაც.

მარიამი, 16 წლის:

"როგორც მსახიობი, ტელეეკრანიდან გაგიცანი. ვერ ვიტყვი, რომ შენზე, როგორც არტისტზე ვგიჟდებოდი, მაგრამ მერე, მშობლების დახმარებით თეატრში ამოვყავი თავი და მივხვდი, რომ კარგი მსახიობი ხარ... შენზე სხვა თითქმის არაფერი ვიცოდი. ჟურნალ "გზაში" დაბეჭდილი სტატიის კითხვისას კი მივხვდი, რომ ყველაფერთან ერთად, ღირსეული ადამიანი, კარგი ტიპი ხარ. ჰოდა, მინდა წარმატებები გისურვო არა მარტო "პირადში", არამედ შემოქმედებაშიც. გაიხარე და ჩვენც, მაყურებელებიც გაგვახარე :))".

კახა კინწურაშვილი:

- მარიამ, დიდი მადლობა გულწრფელობისთვის! მაქსიმალურად შევეცდები, ჩემს პროფესიაში "გავღრმავდე" და საინტერესო ვიყო როგორც მსახიობი! მეც ყველაფერში წარმატებებს გისურვებ!

გიჟი პატრიოტი, 18 წლის:

"გამიგონია: თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმებაო. ასე რომ, კახას ომში წასვლა გულით რომ ნდომოდა, იარაღის გარეშეც, მანამდე გავიდოდა ქალაქიდან, ვიდრე ომი დამთავრდებოდა. ისე მოიქცეოდა, როგორც ჩემი ძმა მოიქცა - ის "ცარიელი" ხელებით გაიქცა ომში, თუმცა სამწუხაროდ, უკან დაჭრილი ჩამოიყვანეს. ასე რომ, არ გვინდა ეს ვითომდა გმირობის მცდელობები. ვთქვათ ის, რაც სიმართლეა... კახა, მეც ვაპირებ ჯარისკაცობას და ის, რაც ზემოთ ვთქვი, ცუდად არ გამიგო. უბრალოდ, ასეთი რამ ბევრისგან მსმენია, მაგრამ ყველა ნამდვილად არ აპირებდა იქ წასვლას... საერთოდ, მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა სალაპარაკო გაქვს, თუ არა და, "მინდოდა", "მსურდა" და მსგავსი რაღაცების თქმას აზრი არა აქვს. ზუსტად ვიცი, იმ დღეებში შენც ძალიან განიცდიდი ყველაფერს ისევე, როგორც მე, რადგან ერთ ბედქვეშ ვიყავით: ჩვენი ძმები "ცხელ" ადგილას იყვნენ და მათ დასახმარებლად ვერაფერს ვაკეთებდით, ეს კი საშინელი განცდაა, მაგრამ გმირობის ჩადენა რომ გინდოდა და არ გამოგივიდა, ამაზე არ უნდა ილაპარაკო... ბოდიში, თუ გაწყენინე. საერთოდ, ვერავინ მიგებს და ისიც ვიცი, რომ ამ მესიჯს ან რედაქციაში "დაბლოკავენ", ან წაგაკითხებენ და არ დაბეჭდავენ, რადგან პასუხის გაცემას არ მოინდომებ, მაგრამ მე მაინც გწერ. წარმატებები, ძამიკო! იცოდე, როგორც მსახიობს, ძალიან გაფასებ".

კახა კინწურაშვილი:

- ვიდრე ჩემ შესახებ შენს მოსაზრებას წავიკითხავდი, მანამდე შენმა სახელმა მომხიბლა, წერილის წაკითხვის შემდეგ კი შენთვის პასუხის გაცემის სურვილიც გამიჩნდა. პირველ რიგში, დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. მე არ ვიცი, რამდენად გადმოვეცი ჩემი აზრი ომთან დაკავშირებით და არც ის ვიცი, ჟურნალის ფურცლებიდან რამდენად ზუსტად გადმოიცა ის, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ საპასუხოდ გეტყვი (და არა თავის სამართლებლად), რომ მე ჩემი განცდები დავაფიქსირე და გამოხატვის დროს არც ერთი წამით არ მინდოდა, ეს ყველაფერი მკითხველს ჩემს გმირობად აღექვა... რაც შეეხება განცდებს: ომის ამბებს ყოველთვის უფრო მეტად განვიცდიდი და ახლა კიდევ უფრო მეტად განვიცდი, ვიდრე ეს სტატიებსა თუ წერილებში ჩანს!

ორჯონიკიძე, 17 წლის:

"რა უცნაურია ეს ყველაფერი... ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ამ ცხოვრებაში "საგანგაშო" პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ამბობს, რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც დეპრესია გარდაუვალია. ამბობენ, რომ ერთფეროვანი ყოველდღიურობით დაიტანჯნენ, რომ საქართველოში ჭკვიან ადამიანებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ... კახას ინტერვიუ ვინც წაიკითხა, მიხვდება, თუ რას ნიშნავს ნამდვილი პრობლემა. ეს ბიჭი კი ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ყოფილა, სულით რომ არ დაეცა და შერჩა იმის უნარი, რომ ომის კადრების "რეალში" ყურების შემდეგ დეპრესიული არ გახდა. პირიქით - მან ყურები კი არ ჩამოუშვა, არამედ კარიერის ასაწყობად (შეიძლება, ვიღაცების დახმარებით, მაგრამ მაინც, ყოჩაღ!) ყველაფერი გააკეთა, უცხო ქალაქში გზა გაიკვალა და "ბირჟაზე" მდგომმა, სხვების მსგავსად, ნარკოტიკებით კაიფი კი არ დაიწყო, არამედ ღირსეულად გააგრძელა ცხოვრება. მოკლედ, კარგი კაცი ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს. კახა, არ მეთანხმები? წარმატებები!"

კახა კინწურაშვილი:

- ადამიანი, რომელიც ცხოვრებას ფხიზელი თვალით უყურებს, ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს! დიდი მადლობა, ორჯონიკიძევ :))!

ბასტი, 17 წლის:

"კახა, შენზე ამბობენ, რომ ფულიანი მშობლები გყავს და მათი წყალობით "გაიქაჩე". ეს სიმართლეა?.. ისე, ძალიან მაინტერესებს, შენი ძმა ახლა რას აკეთებს, სად მუშაობს? დედა ისევ პედაგოგია თუ დიასახლისობს? P.S. და კიდევ, მსახიობებს ფულს კარგად გიხდიან? არტისტის ხელფასი ოჯახის სარჩენად კმარა? თუ კითხვებზე გულწრფელ პასუხს გამცემ, დიდი მადლობა, მაგრამ თუ გულწრფელობა შენთვის უცხო რამ არის, ჯობია, საერთოდ არაფერი მიპასუხო. ძალიან მიყვარხარ და "გზის" ფურცლებიდან ბევრს გკოცნი..."

კახა კინწურაშვილი:

- ბასტი, ვინც ჩემს ოჯახს იცნობს, ის ნამდვილად ვერ გეტყოდა ამ ყველაფერს :)). დღესდღეობით, ჩემ გარდა, ჩემი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია. ასე რომ, დასკვნების გაკეთებას შენ განდობ. "გაქაჩვასთან" დაკავშირებით გეტყვი, რომ თუ ამ ცხოვრებაში რამესთვის მიმიღწევია (ამას თუ მიღწევა ჰქვია...), გულწრფელად გეუბნები, ეს ყველაფერი ჩემი პიროვნული რესურსებისა და შრომის დამსახურებაა! მსახიობების ანაზღაურებას რაც შეეხება: სამწუხაროდ, ქართველებს არტისტობაში სიმბოლურ თანხას გვიხდიან და ამიტომაც, ისევე, როგორც ყველას, მეც მიწევს ერთდროულად რამდენიმე ადგილას მუშაობა. მაგალითად, ამა თუ იმ ფილმის გახმოვანება, ტელევიზიაში რაღაც საქმის გაკეთება და ა.შ. დიდი მადლობა ამ წერილისთვის...

მისტერ მაქსი, 16 წლის:

"პრივეტ". კახასთან ერთი კითხვა მაქვს: მართალია, რომ მარიამ ჯოლოგუაზე უიმედოდ იყავი შეყვარებული? ახლა არ იფიქრო, რომ ერთი უსაქმური და ჭორიკანა ბიჭი ვარ, მაგრამ ეს მართლა მაინტერესებს და იცი, რატომ? - მარიამი ძალიან მომწონს. მაინტერესებს, რა მასტია? ჰოდა, თუ მასზე ვიღაცას რაღაცის თქმა შეუძლია (არ აქვს მნიშვნელობა, კარგის თუ ცუდის), მარიამზე ახალი ინფორმაციის გაგების შანსს ხელიდან არ ვუშვებ. კახა, როგორი ადამიანია მარიამი და ახლა მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? მის მეუღლეს თუ იცნობ?... კიდევ ბევრი რამ მაინტერესებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მიპასუხებ. იმისთვისაც დიდ მადლობას გიხდი წინასწარ, თუ ჩემს ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებ და რაც უკვე გკითხე, იმაზე გამცემ პასუხს..."

კახა კინწურაშვილი:

- მარიამს, მის მეუღლეს და მთელ მის ოჯახს ვიცნობ; თითოეულ მათგანზე ძალიან დადებითი აზრის ვარ. აქ მეტის თქმა უადგილოა და ცოტა არ იყოს, ჭორაობას დაემსგავსება. ამიტომ აქ შევჩერდეთ!

მარი, 18 წლის:

"კახა ძალიან მაგარი ბიჭი და ძალიან მაგარი მსახიობია. მიხარია, რომ მისი ოჯახი საცხოვრებლად ყაზახეთში არ დარჩა, რომ უცხო ქვეყანაში კარგად ცხოვრებას, სამშობლოში ყოფნა არჩიეს... მაინტერესებს, მის შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეა? რომელიმე ახალ სპექტაკლზე ხომ არ მუშაობს? კინწურაშვილი ძალიან მომეწონა "ჰამლეტში" და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მაგარ როლებს, კიდევ უფრო კარგად შეასრულებს... წარმატებები!"

კახა კინწურაშვილი:

- დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, შევეცდები, მომავალში უფრო მეტად გულწრფელი და რეალიზებული ვიყო სცენაზე! თუმცა, დღესდღეობით რაიმე ახალ სპექტაკლზე არ ვმუშაობ. იმედია, ძალიან მალე მომიწევს ახალი გმირის განსახიერება. ისე, ცნობისათვის, "ჰამლეტის" გარდა, მუსკომედიის თეატრის რეპერტუარში არის რამდენიმე სპექტაკლი, რომელშიც ვმონაწილეობ :)).

მარო, 19 წლის:

"ჰაი". ეს მსახიობი ძალიან მომწონს. გარდა იმისა, რომ სიმპათიურია, ძალიან მამაკაცურიც გახლავთ. საოცრად მომწონდა როგორც წამყვანი (ფილმებში ეფექტური როლები არ ჰქონდა, თეატრში წასვლას კი ვერ ვახერხებ და როგორც არტისტს, ვერ შევაფასებ), მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონში ის შეცვალეს. ასე რატომ მოხდა? ხომ არ იგეგმებოდა, რომ მას, ისევე როგორც რუსკა მაყაშვილს, ამ პროექტში როგორც მოცეკვავეს, ისე მიეღო მონაწილეობა? გმადლობთ!"

კახა კინწურაშვილი:

- გამარჯობა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონიც უნდა წამეყვანა, მაგრამ დროის უქონლობის გამო, ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა მომიხდა. რაც შეეხება პროექტში მონაწილეობას: ამ მხრივ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მიმიღია და სიმართლე გითხრა, ამის სურვილი თავადაც არ გამომითქვამს... გამიხარდება, თუ თეატრშიც ივლი და ჩემი თუ სხვა მსახიობების ნამუშევრებს, სპექტაკლებს ნახავ.

სტერვა, 16 წლის:

"გამარჯობა. მე "გზის" "დაკარგული" მკითხველი ვარ. დიდი მადლობა, კახასთან ინტერვიუ რომ ჩაწერეთ. მინდა, მას ვკითხო, აქვს თუ არა ურთიერთობა იმ ბავშვებთან, რომლებთანაც ოდესღაც, სოხუმში ყოფნისას მეგობრობდა, თამაშობდა? ინტერნეტით მაინც თუ უცდია რომელიმესთან დაკავშირება? და საერთოდაც, რას ნიშნავს მისთვის ინტერნეტი, "ფეისბუკი", ვირტუალური ურთიერთობა? როგორ ფიქრობს, "ვირტში" ადამიანის კარგად გაცნობა შესაძლებელია? თაყვანისმცემლებს აძლევს თუ არა შანსს, მას ინტერნეტით მაინც ეკონტაქტონ?"

კახა კინწურაშვილი:

- იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ბავშვობის წლები და კონკრეტული პერიოდი მაკავშირებს, სამწუხაროდ, შეხება აღარ მაქვს. მათი პოვნა დღემდე ვერ მოვახერხე. ალბათ, თავადაც ვერ მოახერხეს ჩემთან დაკავშირება... რაც შეეხება ვირტუალურ ურთიერთობას: მე არც ამის მომხრე ვარ და არც - წინააღმდეგი. მიმაჩნია, რომ რეალური ურთიერთობები უფრო მეტად მსუყე და მრავალფეროვანია, ვიდრე - ვირტუალური. ვირტუალური ჩემთვის დასაშვებია იმ მომენტამდე, სანამ რეალური ურთიერთობა დაიწყება. ასეთებიც ხდება :))... ჩემთვის "ფეისბუკი" ასოცირდება მოვლენების გვერდიდან ყურებასთან, შემდეგ კი ხდება ანალიზის გაკეთება ამა თუ იმ ადამიანის შეხედულებების, მოვლენების მიმართ. ვირტუალურ სამყაროს ვინმესთან დასამეგობრებლად არ ვიყენებ!!! გმადლობ ამ კითხვისთვის...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება