საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილსერვისში" "თეატრალური კვარტეტის" წევრები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებულნი
"თბილსერვისში" "თეატრალური კვარტეტის" წევრები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებულნი

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" ფიქ­ტი­უ­რად და­საქ­მე­ბუ­ლებს შო­რის "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" წევ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. რო­გორც ქარ­თულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" წევ­რებ­მა ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 70 ათა­სი ლარი მი­ი­ღეს.

"თბილ­სერ­ვის ჯგუფ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­მოვ­ლინ­და, რომ ფიქ­ტი­უ­რად და­საქ­მე­ბუ­ლი იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, კერ­ძოდ "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" ბი­ჭე­ბი. ისი­ნი გა­ფორ­მე­ბულ­ნი იყ­ვნენ სამ­სა­ხურ­ში 2010 წლი­დან 2012 წლის ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, რო­გორც სპეც ალ­პი­ნისტ-დამ­გვე­ლე­ბი და ხელ­ფა­სის სა­ხით ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­რი­ცხუ­ლი აქვთ 70 ათა­სი ლარი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

ამას­თან, გა­მომ­ძი­ებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სამ­სა­ხურ­ში ფიქ­ტი­უ­რად და­საქ­მე­ბულ 700-ზე მეტ ადა­მი­ანს შო­რის, ამ ეტა­პის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა პი­რე­ბი არ გა­მო­უვ­ლე­ნია.

"სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მინ­სიტ­როს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ამ ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის მიზ­ნით 2006 წელს და­ა­ფუძნა.

გა­მო­ძი­ე­ბით ამ დრო­ის­თვის დად­გე­ნი­ლია, რომ 2009 წლის 31 დე­კემ­ბერს შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" იმ­ჟა­მინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ხუ­ჭუ­ამ, მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სის, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ამ სამ­სა­ხურ­ში ფორ­მა­ლუ­რად შექ­მნა "სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა", სა­დაც, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფიქ­ტი­უ­რად და­საქმდა აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის 764 აქ­ტი­ვის­ტი - ე.წ. პარ­ტი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. უმე­ტე­სო­ბას ამ სამ­სა­ხურ­ში არც ერთი დღე არ უმუ­შა­ვია, რად­გან ისი­ნი, რო­გორც წესი, უკვე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და პრა­ლე­ლუ­რად პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ოდ­ნენ, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი­დან მათ ხელ­ფა­სის სა­ხით 5 245 945 ლარი და­ე­რი­ცხათ.

გა­მო­ძი­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 2010 წლის 6 აგ­ვის­ტოს, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საშ­ტა­ტო გან­რი­გი და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი დე­და­ქა­ლა­ქის მოქ­მედ­მა მერ­მა - გიგი უგუ­ლა­ვამ და­ამ­ტკი­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვილს, იგი ამ­ჟა­მად ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს.

გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს 5 245 945 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე და უახ­ლო­ეს დღე­ე­ებ­ში გა­და­წყვეტს ბრა­ლე­ულ პირ­თა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს", - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"თბილსერვისში" "თეატრალური კვარტეტის" წევრები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებულნი

"თბილსერვისში" "თეატრალური კვარტეტის" წევრები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებულნი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "თბილსერვის ჯგუფში" ფიქტიურად დასაქმებულებს შორის "თეატრალური კვარტეტის" წევრები აღმოაჩინა. როგორც ქართულ ტელეკომპანიებს გამომძიებელმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა, "თეატრალური კვარტეტის" წევრებმა ორი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 70 ათასი ლარი მიიღეს.

"თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებული საქმის გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ ფიქტიურად დასაქმებული იყვნენ ცნობილი პიროვნებები, კერძოდ "თეატრალური კვარტეტის" ბიჭები. ისინი გაფორმებულნი იყვნენ სამსახურში 2010 წლიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით, როგორც სპეც ალპინისტ-დამგველები და ხელფასის სახით ამ პერიოდის განმავლობაში დარიცხული აქვთ 70 ათასი ლარი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ამასთან, გამომძიებლის ინფორმაციით, აღნიშნულ სამსახურში ფიქტიურად დასაქმებულ 700-ზე მეტ ადამიანს შორის, ამ ეტაპისთვის, გამოძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები არ გამოუვლენია.

"საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური შპს "თბილსერვის ჯგუფის"  საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.

გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ