პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი - რა ღონისძიებები გატარდა სეპარატიზმის გასანეიტრალებლად, ამის გაგება ჩემი დაკითხვით შეუძლიათ
ვანო მერაბიშვილი - რა ღონისძიებები გატარდა სეპარატიზმის გასანეიტრალებლად, ამის გაგება ჩემი დაკითხვით შეუძლიათ

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვა ექ­სტრე­მის­ტი ჩა­ხა­ლი­ა­ნი და პა­რა­ლე­ლუ­რად იწყებს დევ­ნას ყვე­ლა იმ პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ახალ­ქა­ლაქ­ში გა­ა­ნე­იტ­რა­ლა სე­პა­რა­ტიზ­მის საფრ­თხე და გა­აძ­ლი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში", თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს.

მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რაც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში უკა­ნას­კნელ წლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, მას­თან იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი და ის პი­რა­დად არის მზად "პა­სუ­ხი აგოს" ამ ქმე­დე­ბებ­ზე.

"თუ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ზა­ნი არ არის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დან­გრე­ვა და პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია, მო­ვუ­წო­დებ, და­ა­ნე­ბოს თავი რი­გით პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე ზე­წო­ლას. თუ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ მთავ­რო­ბას სურს გა­ი­გოს, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში სე­პა­რა­ტიზ­მის საფრ­თხის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, ეს მხო­ლოდ ჩემი და­კი­თხვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი კვლავ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბით ამას ხელს ვერ შე­უშ­ლის", - წერს მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

ვანო მერაბიშვილი - რა ღონისძიებები გატარდა სეპარატიზმის გასანეიტრალებლად, ამის გაგება ჩემი დაკითხვით შეუძლიათ

ვანო მერაბიშვილი - რა ღონისძიებები გატარდა სეპარატიზმის გასანეიტრალებლად, ამის გაგება ჩემი დაკითხვით შეუძლიათ

საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა ექსტრემისტი ჩახალიანი და პარალელურად იწყებს დევნას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ახალქალაქში გაანეიტრალა სეპარატიზმის საფრთხე და გააძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქში", თავის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მერაბიშვილის განცხადებით, ყველა ღონისძიება, რაც სამცხე-ჯავახეთში უკანასკნელ წლებში ხორციელდებოდა, მასთან იყო შეთანხმებული და ის პირადად არის მზად "პასუხი აგოს" ამ ქმედებებზე.

"თუ ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა და პოლიციის დისკრედიტაცია, მოვუწოდებ, დაანებოს თავი რიგით პოლიციელებზე ზეწოლას. თუ საქართველოს ახალ მთავრობას სურს გაიგოს, რა ღონისძიებები გატარდა აღნიშნულ რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ეს მხოლოდ ჩემი დაკითხვით არის შესაძლებელი.

მე და ჩემი მეგობრები კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ამას ხელს ვერ შეუშლის", - წერს მერაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს