საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი თარგამაძე - გამარჯვებულ ალიანსში პროდასავლური ძალები სუსტდება
გიორგი თარგამაძე - გამარჯვებულ ალიანსში პროდასავლური ძალები სუსტდება

გა­მარ­ჯვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ალი­ან­სში ორი მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი ძა­ლის და­სუს­ტე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სე­ხაბ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის კრი­ზი­სი ნამ­დვი­ლად შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს.

"გა­მარ­ჯვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ალი­ან­სში არის ორი მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი ძალა, რო­მელ­თა ლი­დე­რე­ბი­სა და თა­ვად ამ პარ­ტი­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­სუს­ტე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, კვალ­დაკ­ვალ თა­ვად პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მის სა­თა­ვე­ში ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჩად­გო­მი­სა. ის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ერთი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იქ­ნე­ბა, კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით თა­ნა­ბარ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­მო­რი­ცხავს. ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს იმას, რომ ამ გა­მოკ­ვე­თი­ლად პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის მო­მა­ვა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გე­ბა, მათ შო­რის კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნი­თაც", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ში ნელ-ნელა მძლავ­რობს რუ­სე­თის მი­მართ რბი­ლად რომ ით­ქვას, ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

რო­გორც თარ­გა­მა­ძემ აღ­ნიშ­ნა, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში რიგი დგას იმ პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი­სა თუ ლი­დე­რე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან, ან ბრუნ­დე­ბი­ან იმ გა­ნა­ცხა­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­რუ­სულ პარ­ტი­ებს და­ა­არ­სე­ბენ.

"ასე რომ, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, დღეს უკვე დუ­მი­ლის დრო აღარ არის, დღეს არის აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის დრო, მით უმე­ტეს პრო­და­სავ­ლურ ფლანგზე", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ახ­დი­ნა და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გიორგი თარგამაძე - გამარჯვებულ ალიანსში პროდასავლური ძალები სუსტდება

გიორგი თარგამაძე - გამარჯვებულ ალიანსში პროდასავლური ძალები სუსტდება

გამარჯვებულ პოლიტიკურ ალიანსში ორი მკაფიოდ გამოკვეთილი პროდასავლური ძალის დასუსტება მიმდინარეობს, - ამის შესეხაბ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პროდასავლური პარტიების კრიზისი ნამდვილად შეინიშნება და ეს პროცესი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს.

"გამარჯვებულ პოლიტიკურ ალიანსში არის ორი მკაფიოდ გამოკვეთილი პროდასავლური ძალა, რომელთა ლიდერებისა და თავად ამ პარტიების მიზანმიმართული დასუსტება მიმდინარეობს, კვალდაკვალ თავად პარტია "ქართული ოცნების" გაძლიერებისა და მის სათავეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჩადგომისა. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ხელმძღვანელი იქნება, კოალიციის შიგნით თანაბარ კონკურენციას გამორიცხავს. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ გამოკვეთილად პროდასავლური პარტიების მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მათ შორის კოალიციის შიგნითაც", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებში ნელ-ნელა მძლავრობს რუსეთის მიმართ რბილად რომ ითქვას, ლოიალური დამოკიდებულებები.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, თბილისის აეროპორტში რიგი დგას იმ პოლიტიკური მოღვაწეებისა თუ ლიდერების, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ან ბრუნდებიან იმ განაცხადით, რომ საქართველოში პრორუსულ პარტიებს დააარსებენ.

"ასე რომ, ჩვენ მიგვაჩნია, დღეს უკვე დუმილის დრო აღარ არის, დღეს არის აქტიური მოქმედების დრო, მით უმეტეს პროდასავლურ ფლანგზე", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

ამასთან, მისივე შეფასებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ამ წლების განმავლობაში მოახდინა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა