კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკემბერში კანცელარიის თანამშრომლების ნაწილმა პრემიები რამდენჯერმე აიღო
დეკემბერში კანცელარიის თანამშრომლების ნაწილმა პრემიები რამდენჯერმე აიღო

ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა "ლი­ბე­რა­ლი" 2012 წელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბულ პრე­მი­ებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილ­მა დე­კემ­ბერ­ში პრე­მი­ე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე აიღო. ნა­წილ­მა ორ­ჯერ, ნა­წილ­მა კი - სამ­ჯერ.

ბრძა­ნე­ბებს ხელს კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი აწერს, რო­მელ­მაც დე­კემ­ბერ­ში პრე­მის სა­ხით 12 390 ლარი მი­ი­ღო. 10 დე­კემ­ბერს 6 195 ლარი, ხოლო 21 დე­კემ­ბერს იმა­ვე ოდე­ნო­ბის თან­ხა გა­მო­ი­წე­რა.

ბრძა­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 10 დე­კემ­ბერს, 21 დე­კემ­ბერს და 28 დე­კემ­ბერს მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა პრე­მი­ე­ბი "სამ­სა­ხუ­რებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­თა სა­ნი­მუ­შო შეს­რუ­ლე­ბის­თვის, ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი მუ­შა­ო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვის" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­მო­ყო.

აღ­მოჩ­ნდა, რომ 20 დღე­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს პრე­მია სამ­ჯერ ჩა­ე­რი­ცხა. მა­გა­ლი­თად, შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ 10 დე­კემ­ბერს 5 175 ლარი, 21 დე­კემ­ბერს - 5075 ლარი, ხოლო 31 დე­კემ­ბერს 625 ლარი პრე­მია აიღო.

ნოდა ყან­დი­აშ­ვილ­მა პრე­მი­ის სა­ხით 10 და 21 დე­კემ­ბერს 3750-3750 ლარი მი­ი­ღო, ხოლო 28 დე­კემ­ბერს 625 ლარი.

მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვილს 10 დე­კემ­ბერს 2200 ლარი, 21 დე­კემ­ბერს 1800 ლარი ჩა­ე­რი­ცხა, ხოლო სა­ა­ხალ­წლოდ 625 ლარი ჩა­ე­რი­ცხა.

მაია მე­ნა­ღა­რიშ­ვილ­მა 10 დე­კემ­ბერს 1367 ლარი, 21 დე­კემ­ბერს 3367 ლარი, ხოლო 28 დე­კემ­ბერს 625 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია აიღო.

გა­ი­ოზ თა­ლაკ­ვა­ძეს 10 დე­კემ­ბერს - 3118 ლარი, 21 დე­კემ­ბერს 5607 ლარი, ხოლო 28 დე­კემ­ბერს - 625 ლა­რის პრე­მია გა­მო­უ­წე­რეს.

ანა გო­ჩაშ­ვილ­მა 10 დე­კემ­ბერს 2200 ლარი, 21 დე­კემ­ბერს 1800 ლარი, ხოლო 31 დე­კემ­ბერს 625 ლარი მი­ი­ღო.

სამ­ჯერ აიღო პრე­მია სო­ფიო სი­ჭი­ნა­ვა­მაც - ჯამ­ში 4725 ლარი, გი­ორ­გი გე­გეჭ­კორ­მა - ჯამ­ში 5 000 ლა­რამ­დე, გი­ორ­გი შვე­ლი­ძემ კი 5100 ლარი.

ორ­ჯერ აიღო პრე­მია ვა­ლე­რი­ან გორ­გი­ლა­ძემ - 21 დე­კემ­ბერს 6525 ლარი და 31 დე­კემ­ბერს 625 ლარი.

რო­გორც მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, 10 დე­კემ­ბერს დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­რი­ცხა ნო­ემ­ბრის თვის სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა 21 დე­კემ­ბერს და­რი­ცხულ თან­ხებს, ეს იყო დე­კემ­ბრის თვის სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი, 31 დე­კემ­ბერს კი სა­ა­ხალ­წლო - პრე­მია.

ჯამ­ში 20 დღე­ში მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში 340 000 ლარ­ზე მეტი პრე­მია გა­მო­წე­რეს.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის 2012 წლის პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრის ბრძა­ნე­ბას და­ეყ­რდნო. ბრძა­ნე­ბა პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი არ არის.

liberali.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დეკემბერში კანცელარიის თანამშრომლების ნაწილმა პრემიები რამდენჯერმე აიღო

დეკემბერში კანცელარიის თანამშრომლების ნაწილმა პრემიები რამდენჯერმე აიღო

ინტერნეტ-გამოცემა ''ლიბერალი'' 2012 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის დანიშვნის შემდეგ მთავრობის კანცელარიის თანამშრომლების მიერ მიღებულ პრემიებზე ინფორმაციას აქვეყნებს.

მთავრობის კანცელარიის თანამშრომლების ნაწილმა დეკემბერში პრემიები რამდენჯერმე აიღო. ნაწილმა ორჯერ, ნაწილმა კი - სამჯერ.

ბრძანებებს ხელს კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი აწერს, რომელმაც დეკემბერში პრემის სახით 12 390 ლარი მიიღო. 10 დეკემბერს 6 195 ლარი, ხოლო 21 დეკემბერს იმავე ოდენობის თანხა გამოიწერა.

ბრძანებების მიხედვით, 10 დეკემბერს, 21 დეკემბერს და 28 დეკემბერს მაია ცქიტიშვილმა პრემიები "სამსახურებრივ მდგომარეობათა სანიმუშო შესრულებისთვის, ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის" გათვალისწინებით გამოყო.

აღმოჩნდა, რომ 20 დღეში რამდენიმე ადამიანს პრემია სამჯერ ჩაერიცხა. მაგალითად, შალვა თადუმაძემ 10 დეკემბერს 5 175 ლარი, 21 დეკემბერს - 5075 ლარი, ხოლო 31 დეკემბერს 625 ლარი პრემია აიღო.

ნოდა ყანდიაშვილმა პრემიის სახით 10 და 21 დეკემბერს 3750-3750 ლარი მიიღო, ხოლო 28 დეკემბერს 625 ლარი.

მანანა თოქმაჯიშვილს 10 დეკემბერს 2200 ლარი, 21 დეკემბერს 1800 ლარი ჩაერიცხა, ხოლო საახალწლოდ 625 ლარი ჩაერიცხა.

მაია მენაღარიშვილმა 10 დეკემბერს 1367 ლარი, 21 დეკემბერს 3367 ლარი, ხოლო 28 დეკემბერს 625 ლარის ოდენობის პრემია აიღო.

გაიოზ თალაკვაძეს 10 დეკემბერს - 3118 ლარი, 21 დეკემბერს 5607 ლარი, ხოლო 28 დეკემბერს - 625 ლარის პრემია გამოუწერეს.

ანა გოჩაშვილმა 10 დეკემბერს 2200 ლარი, 21 დეკემბერს 1800 ლარი, ხოლო 31 დეკემბერს 625 ლარი მიიღო.

სამჯერ აიღო პრემია სოფიო სიჭინავამაც - ჯამში 4725 ლარი, გიორგი გეგეჭკორმა - ჯამში 5 000 ლარამდე, გიორგი შველიძემ კი 5100 ლარი.

ორჯერ აიღო პრემია ვალერიან გორგილაძემ - 21 დეკემბერს 6525 ლარი და 31 დეკემბერს 625 ლარი.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, 10 დეკემბერს დაგვიანებით დაირიცხა ნოემბრის თვის სახელფასო დანამატი. რაც შეეხება 21 დეკემბერს დარიცხულ თანხებს, ეს იყო დეკემბრის თვის სახელფასო დანამატი, 31 დეკემბერს კი საახალწლო - პრემია.

ჯამში 20 დღეში მთავრობის კანცელარიაში 340 000 ლარზე მეტი პრემია გამოწერეს.

დოკუმენტების მიხედვით, კანცელარიის უფროსი პრემიების გაცემისას პრემიერ-მინისტრის 2012 წლის პირველი ნოემბრის ბრძანებას დაეყრდნო. ბრძანება პრემიების გაცემის შესახებ ვებ-გვერდზე განთავსებული არ არის.

liberali.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა