მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ
გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ

შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­თან" და­კავ­ში­რე­ბით გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვებ­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერს, გიგი უგუ­ლა­ვას, სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­კი­თხა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში" მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე უგუ­ლა­ვას­თან ექ­ნე­ბა კი­თხვე­ბი, რად­გან უგუ­ლა­ვამ პი­რა­დად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" 764 აქ­ტი­ვის­ტის და­საქ­მე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სტრუქ­ტუ­რის შექ­მნის გამო.

"ის იმ­სა­ხუ­რებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მიერ იყოს და­კი­თხუ­ლი. კონ­კრე­ტუ­ლი პრო­კუ­რო­რი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ ფაქტს იძი­ებს, მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ საქ­მე­ზე მერი იქ­ნეს და­კი­თხუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ზე 200-ზე მეტი პირი და­ი­კი­თხა, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ და გულ­წრფე­ლად ამ­ბობ­დნენ, რომ სამ­სა­ხურ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ და ას­რუ­ლებ­დნენ პარ­ტი­ულ და­ვა­ლე­ბებს. "ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პარ­ტი­უ­ლი და­საქ­მე­ბის­თვის და­ი­ხარ­ჯა 5,245 მლნ ლარი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­ცე­მია. გა­იფ­ლან­გა ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბი და შე­საძ­ლოა კი­დევ ჰქონ­დეს ად­გი­ლი სხვა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ტი­პის და­ნა­შა­ულს. ეს არის ამ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ში მთა­ვა­რი ღერ­ძი", - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ 514 საშ­ტა­ტო ერ­თე­ულ­ზე ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა დროს 764 ადა­მი­ა­ნი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და­მა­ტე­ბით თან­ხას იღებ­დნენ და სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი იხარ­ჯე­ბო­და. "არის კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო თან­ხვედ­რა. ბევ­რი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი გახ­და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხადს და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი მი­ე­ბა. ამ პრობ­ლე­მას სა­თა­ვე საკ­რე­ბუ­ლოს 2011 წლის 27 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და­უ­დო, რო­მე­ლიც 1-ელი ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­და. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი" თვით­და­ფი­ნან­სე­ბა­ზე 1-ელი ივ­ლი­სი­დან გა­და­ვი­და. ერ­თდრო­უ­ლად ხდე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დის მიბ­მა და ამ სერ­ვის ჯგუ­ფის თვით­და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­დას­ვლა. ანუ, რო­დე­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იხ­დიდ­ნენ გაზ­რდილ გა­და­სა­ხადს და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის, ეს გა­და­სა­ხა­დი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ხმარ­დე­ბო­და ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს, რათა მათ პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ეწარ­მო­ე­ბი­ნათ", - დას­ძი­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 5 245 945 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს და აცხა­დებს, რომ ბრა­ლე­ულ­თა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­და­წყდე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მინ­სიტ­როს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, რო­გორც იცით, შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" – საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ამ ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის მიზ­ნით 2006 წელს და­ა­ფუძნა.

გა­მო­ძი­ე­ბით ამ დრო­ის­თვის დად­გე­ნი­ლია, რომ 2009 წლის 31 დე­კემ­ბერს შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" იმ­ჟა­მინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ხუ­ჭუ­ამ, მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სის, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ამ სამ­სა­ხურ­ში ფორ­მა­ლუ­რად შექ­მნა "სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა", სა­დაც, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფიქ­ტი­უ­რად და­საქმდა აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის 764 აქ­ტი­ვის­ტი - ე.წ. პარ­ტი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. უმე­ტე­სო­ბას ამ სამ­სა­ხურ­ში არც ერთი დღე არ უმუ­შა­ვია, რად­გან ისი­ნი, რო­გორც წესი, უკვე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და პრა­ლე­ლუ­რად პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ოდ­ნენ, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი­დან მათ ხელ­ფა­სის სა­ხით 5 245 945 ლარი და­ე­რი­ცხათ.

გა­მო­ძი­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 2010 წლის 6 აგ­ვის­ტოს, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საშ­ტა­ტო გან­რი­გი და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი დე­და­ქა­ლა­ქის მოქ­მედ­მა მერ­მა - გიგი უგუ­ლა­ვამ და­ამ­ტკი­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვილს, იგი ამ­ჟა­მად ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს.

გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს 5 245 945 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე და უახ­ლო­ეს დღე­ე­ებ­ში გა­და­წყვეტს ბრა­ლე­ულ პირ­თა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს", - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ელე­მენ­ტა­რუ­ლი ლო­გი­კა მო­ი­თხოვს, და­ი­კი­თხოს გიგი უგუ­ლა­ვა - არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ

გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ

შპს "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ, - ამის შესახებ გადაცემა "პოლიტმეტრში" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე უგულავასთან ექნება კითხვები, რადგან უგულავამ პირადად მიიღო გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობის" 764 აქტივისტის დასაქმებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის შექმნის გამო.

"ის იმსახურებს, რომ გამოძიების მიერ იყოს დაკითხული. კონკრეტული პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც ამ ფაქტს იძიებს, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე მერი იქნეს დაკითხული", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის განცხადებით, საქმეზე 200-ზე მეტი პირი დაიკითხა, რომლებიც პირდაპირ და გულწრფელად ამბობდნენ, რომ სამსახურთან შეხება არ ჰქონიათ და ასრულებდნენ პარტიულ დავალებებს. "ამ ადამიანების პარტიული დასაქმებისთვის დაიხარჯა 5,245 მლნ ლარი, რაც მნიშვნელოვანი მონაცემია. გაიფლანგა ბიუჯეტის თანხები და შესაძლოა კიდევ ჰქონდეს ადგილი სხვა თანამდებობრივი ტიპის დანაშაულს. ეს არის ამ გახმაურებულ საქმეში მთავარი ღერძი", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარმა პროკურორმა განმარტა, რომ 514 საშტატო ერთეულზე ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს 764 ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებიც პარტიული საქმიანობისთვის დამატებით თანხას იღებდნენ და საბიუჯეტო სახსრები იხარჯებოდა. "არის კიდევ ერთი საინტერესო თანხვედრა. ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მტკივნეული გახდა იმ ინფორმაციის მიღება, რომ ელექტროენერგიის გადასახადს დასუფთავების გადასახადი მიება. ამ პრობლემას სათავე საკრებულოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებამ დაუდო, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა. საყურადღებოა, რომ შპს "თბილსერვის ჯგუფი" თვითდაფინანსებაზე 1-ელი ივლისიდან გადავიდა. ერთდროულად ხდება დასუფთავების გადასახადის მიბმა და ამ სერვის ჯგუფის თვითდაფინანსებაზე გადასვლა. ანუ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ გაზრდილ გადასახადს დასუფთავებისთვის, ეს გადასახადი მნიშვნელოვანწილად ხმარდებოდა ერთი პოლიტიკური პარტიის, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს, რათა მათ პოლიტიკური საქმიანობა ეწარმოებინათ", - დასძინა კბილაშვილმა.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს და აცხადებს, რომ ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემა უახლოეს დღეებში გადაწყდება.

"საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური, როგორც იცით, შპს "თბილსერვის ჯგუფის" –  საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.

გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, დაიკითხოს გიგი უგულავა - არჩილ კბილაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ