პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Human Rights Watch - საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობა
Human Rights Watch - საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობა

Human Rights Watch-ის 2013 წლის მსოფ­ლიო ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის არა­სა­თა­ნა­დო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს ბრალ­დე­ბის ყვე­ლა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბას ეხე­ბო­და, და პი­რი­ქით, არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს დაც­ვის არც ერთი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა არ უჭერ­და მხარს. ბევ­რი ბრალ­დე­ბუ­ლი თან­ხმდე­ბო­და საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას იმ მი­ზე­ზით, რომ არ ენ­დო­ბო­და სა­სა­მარ­თლოს, რო­მელ­საც საქ­მე­თა 98%-ში გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მოჰ­ქონ­და. შე­დე­გად, საქ­მე­თა 87%-ზე მეტი დას­რულ­და საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით და ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს პა­ტიმ­რო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თა­ნა­ვე საქ­მე იხუ­რე­ბა და მა­სა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი ხდე­ბა", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ამა­ვე დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბი­სა და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი იყო.

Human Rights Watch-ი აცხა­დებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნის სა­კი­თხი უნდა გა­ნი­ხი­ლოს. კერ­ძოდ, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი უწყე­ბა, რო­მე­ლიც გა­სულ წლებ­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზებს შე­ის­წავ­ლის და მათ აღ­მო­ფხვრის. "ამ უწყე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­ლე­გი­ებ­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­თა შეს­წავ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უნდა მი­ე­ნი­ჭოს და თუ იგი მი­იჩ­ნევს, რომ საქ­მე­ში სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს ნორ­მე­ბი იქნა დარ­ღვე­უ­ლი, მისი გა­და­ცე­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის უნდა შე­ეძ­ლოს", - ნათ­ქვა­მია "Human Rights Watch"-ის ან­გა­რიშ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

Human Rights Watch - საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობა

Human Rights Watch - საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობა

Human Rights Watch-ის 2013 წლის მსოფლიო ანგარიშის თანახმად, საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სისტემის არასათანადო დამოუკიდებლობა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ განხორციელებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს ბრალდების ყველა შუამდგომლობა, რომელიც მტკიცებულების დასაშვებობას ეხებოდა, და პირიქით, არ დააკმაყოფილეს დაცვის არც ერთი შუამდგომლობა, რომელსაც პროკურატურა არ უჭერდა მხარს. ბევრი ბრალდებული თანხმდებოდა საპროცესო გარიგებას იმ მიზეზით, რომ არ ენდობოდა სასამართლოს, რომელსაც საქმეთა 98%-ში გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა. შედეგად, საქმეთა 87%-ზე მეტი დასრულდა საპროცესო გარიგებით და ბრალდებულებმა თანხა გადაიხადეს პატიმრობის თავიდან ასაცილებლად. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე საქმე იხურება და მასალები საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი ხდება", - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომები ფოტო-ვიდეო გადაღებისა და აუდიოჩანაწერებისთვის დახურული იყო.

Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სპეციალური მექანიზმის შექმნის საკითხი უნდა განიხილოს. კერძოდ, როგორიც არის, მაგალითად, სპეციალიზებული უწყება, რომელიც გასულ წლებში მართლმსაჯულების ხარვეზებს შეისწავლის და მათ აღმოფხვრის. "ამ უწყებას სისხლის სამართლის კოლეგიებში მართლმსაჯულების ხარვეზების შემთხვევათა შესწავლის უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს და თუ იგი მიიჩნევს, რომ საქმეში სამართლიანი სასამართლოს ნორმები იქნა დარღვეული, მისი გადაცემა სააპელაციო სასამართლოსთვის უნდა შეეძლოს", - ნათქვამია "Human Rights Watch"-ის ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ