მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცმა ჩარლზმა 33 წლის განმავლობაში მეტროთი პირველად იმგზავრა
პრინცმა ჩარლზმა 33 წლის განმავლობაში მეტროთი პირველად იმგზავრა

უელ­სის პრინცმა ჩარლზ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ კა­მი­ლამ გუ­შინ პირ­ვე­ლად ერ­თად იმ­გზავ­რეს მეტ­რო­თი. მგზავ­რო­ბა სად­გურ "ფა­რინგდო­ნი­დან" "კინგს-კრო­სამ­დე", ლონ­დო­ნის მეტ­როს 150 წლის­თავს მი­ე­ძღვნა.

მეტ­რო­ში შეს­ვლი­სას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის ორი­ვე წარ­მო­მად­გე­ნელს ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უფა­სო მგზავ­რო­ბა ეკუთ­ვნის, მეტ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მათ სამ­გზავ­რო Oyster-ის ბა­რა­თე­ბი გა­დას­ცა, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზე 10 ფუნ­ტი ირი­ცხე­ბა. პრინცმა ჩარლზ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი სწო­რედ ამ ბა­რა­თე­ბით გა­და­ი­ხა­დეს. ორი­ვე მათ­გა­ნი სა­მე­ფო კო­ლექ­ცი­ა­ში მოხ­ვდე­ბა.

სად­გურ­ზე ახა­ლი თა­ო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ჩერ­და. რამ­დე­ნი­მე ასე­თი მა­ტა­რე­ბე­ლი ლონ­დო­ნის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხა­ზებ­ზე უკვე მოძ­რა­ობს.

პრინცსა და მის მე­უღ­ლეს ჟურ­ნა­ლის­ტთა მთე­ლი არ­მია და­ემ­გზავ­რა. მეტ­როს ჩვე­უ­ლებ­რივ მგზავ­რებს სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ.

ჩარლ­ზი და კა­მი­ლა "კინგს-კრო­სის" სად­გუ­რამ­დე მი­ვიდ­ნენ, სა­დაც ვა­გო­ნი და­ტო­ვეს და ად­გი­ლობ­რი­ვი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა 9 3/4 პლატ­ფორ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ეს პლატ­ფორ­მა ცნო­ბი­ლი "ჰარი პო­ტე­რით" გახ­და. მას შემ­დეგ ამ ად­გილს ათა­სო­ბით ტუ­რის­ტი სტუმ­რობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრინ­ცი ჩარლ­ზის მე­უღ­ლე ახალ­გაზ­რდა ჯა­დოქ­რის ის­ტო­რი­ის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია.

ბო­ლოს პრინცმა ჩარლზ­მა მეტ­რო­თი 1979 წელს იმ­გზავ­რა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პრინცმა ჩარლზმა 33 წლის განმავლობაში მეტროთი პირველად იმგზავრა

პრინცმა ჩარლზმა 33 წლის განმავლობაში მეტროთი პირველად იმგზავრა

უელსის პრინცმა ჩარლზმა და მისმა მეუღლემ კამილამ გუშინ პირველად ერთად იმგზავრეს მეტროთი. მგზავრობა სადგურ "ფარინგდონიდან" "კინგს-კროსამდე", ლონდონის მეტროს 150 წლისთავს მიეძღვნა.

მეტროში შესვლისას, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის ორივე წარმომადგენელს ასაკის გათვალისწინებით უფასო მგზავრობა ეკუთვნის, მეტროს ადმინისტრაციამ მათ სამგზავრო Oyster-ის ბარათები გადასცა, რომლის ანგარიშზე 10 ფუნტი ირიცხება. პრინცმა ჩარლზმა და მისმა მეუღლემ მგზავრობის საფასური სწორედ ამ ბარათებით გადაიხადეს. ორივე მათგანი სამეფო კოლექციაში მოხვდება.

სადგურზე ახალი თაობის მატარებელი გაჩერდა. რამდენიმე ასეთი მატარებელი ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზებზე უკვე მოძრაობს.

პრინცსა და მის მეუღლეს ჟურნალისტთა მთელი არმია დაემგზავრა. მეტროს ჩვეულებრივ მგზავრებს სამეფო ოჯახის წევრებთან მიახლოება ეკრძალებოდათ.

ჩარლზი და კამილა "კინგს-კროსის" სადგურამდე მივიდნენ, სადაც ვაგონი დატოვეს და ადგილობრივი ღირშესანიშნაობა 9 3/4 პლატფორმა მოინახულეს. ეს პლატფორმა ცნობილი "ჰარი პოტერით" გახდა. მას შემდეგ ამ ადგილს ათასობით ტურისტი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ პრინცი ჩარლზის მეუღლე ახალგაზრდა ჯადოქრის ისტორიის დიდი თაყვანისმცემელია.

ბოლოს პრინცმა ჩარლზმა მეტროთი 1979 წელს იმგზავრა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს