პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რომელიმე ქვეყანა მისცემს ზურაბ ადეიშვილს პოლიტთავშესაფარს, არ ნიშნავს, რომ ის პოლიტდევნილია"
"თუ რომელიმე ქვეყანა მისცემს ზურაბ ადეიშვილს პოლიტთავშესაფარს, არ ნიშნავს, რომ ის პოლიტდევნილია"

რა­ტომ შე­ვი­და ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში არ­ჩევ­ნებ­ზე სპეც­რაზ­მი, გახ­დე­ბა თუ არა ქუ­თა­ი­სი მკვდა­რი ქა­ლა­ქი და მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლის რა ფაქ­ტებ­ზე ახ­დენს დღე­ვან­დე­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა რე­ა­გი­რე­ბას, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რს, გოგა ხა­ჩი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- ბა­ტო­ნო გოგა, რამ­დე­ნად სწო­რი იყო, რომ თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ღუპ­ვას ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და და მას მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის შემ­დეგ ამ­ხელ­და.

- ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი, რომ ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი რო­მე­ლი­მე სამ­ხედ­როს გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სი პა­ტი­ვის გა­რე­შე დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო. არ­სე­ბობს ჩა­მოს­ვე­ნე­ბის კად­რე­ბიც, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი სამ­ხედ­რო წესი სრულ­დე­ბო­და.

- მაგ­რამ არ­სე­ბობს კად­რე­ბიც, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, თუ რო­გორ სა­ი­დუმ­ლოდ კრძა­ლა­ვენ ერთ-ერთ ჯა­რის­კაცს. ალ­ბათ, გე­მახ­სოვ­რე­ბათ ნანა ლეჟა­ვას "კვი­რის რე­პორ­ტა­ჟი"... ამ თე­მა­ზე ჩვენს გა­ზეთ­შიც ხში­რად იბეჭ­დე­ბო­და სტა­ტი­ე­ბი...

- ნანა ლეჟა­ვას მე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­რან­ტად ვერ ვა­ღი­ა­რებ, მის რე­პორ­ტა­ჟებ­ში ხში­რად აღ­მო­მი­ჩე­ნია სიც­რუე. რე­პორ­ტა­ჟე­ბი, რომ­ლებ­შიც ძა­ლი­ან დიდ ფულს იხ­დის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ვერ იქ­ნე­ბა სი­მარ­თლის მედ­რო­შე. ტენ­დენ­ცია, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს.

- პრე­ზი­დენ­ტმა, პარ­ლა­მენ­ტის გად­მო­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­თა­ისს მკვდარ ქა­ლა­ქად გა­დაქ­ცე­ვა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.

- პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნის იდე­ას მოჰ­ყვა აე­რო­პორ­ტის გა­რე­მონ­ტე­ბა და ბევ­რი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტი, ჩა­ტარ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის გა­და­ტა­ნა არ იყო ერთჯე­რა­დი აქ­ცია. პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნი­ლი არ არის, ჩვენ ჩავ­დი­ვართ იქ ერთ ლა­მაზ შე­ნო­ბა­ში, ვწევთ ხელს, მაგ­რამ ეს არ არის პარ­ლა­მენ­ტის გა­და­ტა­ნა. ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის გა­დას­ვლა სრუ­ლად მა­შინ მოხ­დე­ბა, როცა იქ გან­თავ­სდე­ბა პარ­ტი­ის ოფი­სე­ბი, გა­იხ­სნე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბი... ვი­მე­ო­რებ, ამ ეტაპ­ზე გა­და­ტა­ნის პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. კი, ქუ­თა­ი­სი იყო მკვდა­რი ქა­ლა­ქი, სა­დაც არ იყო დენი, წყა­ლი ახ­ლაც ჭირს, ავ­ტო­ბა­ნი, პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ქუ­თა­ისს გვერდს უვ­ლის, ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ გე­ტყვით, რომ ქუ­თა­ი­სი დღე­ვან­დელ­ზე დეპ­რე­სი­უ­ლი ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბა.

- სა­ა­კაშ­ვილ­მა, ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ზამ­თრის სე­სი­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლაა, არა­და, პრე­ზი­დენტს არა­სო­დეს უსა­უბ­რია 7 ნო­ემ­ბერს "იმე­დის" დარ­ბე­ვა­ზე, ხოლო "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში" ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის შეს­ვლა­ზე...

- დღეს მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლაა. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ზე­წო­ლით და­ტო­ვა, ჯე­რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს "რუს­თა­ვი 2"-ის დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის გან­ხილ­ვა. პრე­ზი­დენ­ტი მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლის ფაქ­ტებს ყო­ველ­თვის ეხ­მა­უ­რე­ბო­და, მე­ტიც, 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყე­ტი­ლე­ბა და ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა, რად­გან მან აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე.

- თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტი "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში" ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის შეს­ვლას არა­სო­დეს გა­მოხ­მა­უ­რე­ბია.

- ეგ რო­დის ხდე­ბო­და?

- 2011 წელს.

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა მო­მენ­ტში აკე­თებ შე­მოწ­მე­ბას, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში შე­ვიდ­ნენ იმ კრი­ტი­კულ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ მყი­ფე მო­მენ­ტში, როცა ცოტა გა­უ­გე­ბა­რი იყო შე­მოწ­მე­ბის და­წყე­ბა, თო­რემ ტე­ლე­ვი­ზი­აც უნდა შე­მოწ­მდეს და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც, რაც შე­ე­ხე­ბა "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას", ეს ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი მსმე­ნია(?!).

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

"თუ რომელიმე ქვეყანა მისცემს ზურაბ ადეიშვილს პოლიტთავშესაფარს, არ ნიშნავს, რომ ის პოლიტდევნილია"

"თუ რომელიმე ქვეყანა მისცემს ზურაბ ადეიშვილს პოლიტთავშესაფარს, არ ნიშნავს, რომ ის პოლიტდევნილია"

რატომ შევიდა ხაშურის რაიონში არჩევნებზე სპეცრაზმი, გახდება თუ არა ქუთაისი მკვდარი ქალაქი და მედიაზე ზეწოლის რა ფაქტებზე ახდენს დღევანდელი უმცირესობა რეაგირებას, ამ და სხვა საკითხებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გოგა ხაჩიძეს ვესაუბრეთ:

- ბატონო გოგა, რამდენად სწორი იყო, რომ თქვენი ხელისუფლება ავღანეთში ჯარისკაცების დაღუპვას ასაიდუმლოებდა და მას მხოლოდ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ამხელდა.

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ავღანეთში დაღუპული რომელიმე სამხედროს გარდაცვალება გასაიდუმლოებული იყო და შესაბამისი პატივის გარეშე დაკრძალულიყო. არსებობს ჩამოსვენების კადრებიც, სადაც ყველანაირი სამხედრო წესი სრულდებოდა.

- მაგრამ არსებობს კადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ საიდუმლოდ კრძალავენ ერთ-ერთ ჯარისკაცს. ალბათ, გემახსოვრებათ ნანა ლეჟავას "კვირის რეპორტაჟი"... ამ თემაზე ჩვენს გაზეთშიც ხშირად იბეჭდებოდა სტატიები...

- ნანა ლეჟავას მე ჭეშმარიტების გარანტად ვერ ვაღიარებ, მის რეპორტაჟებში ხშირად აღმომიჩენია სიცრუე. რეპორტაჟები, რომლებშიც ძალიან დიდ ფულს იხდის ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნება სიმართლის მედროშე. ტენდენცია, რომ ჯარისკაცების გარდაცვალება გასაიდუმლოებული იყო, ნამდვილად არ მახსოვს.

- პრეზიდენტმა, პარლამენტის გადმოტანის შემთხვევაში, ქუთაისს მკვდარ ქალაქად გადაქცევა უწინასწარმეტყველა.

- პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეას მოჰყვა აეროპორტის გარემონტება და ბევრი სამშენებლო პროექტი, ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პარლამენტის გადატანა არ იყო ერთჯერადი აქცია. პარლამენტი ქუთაისში გადატანილი არ არის, ჩვენ ჩავდივართ იქ ერთ ლამაზ შენობაში, ვწევთ ხელს, მაგრამ ეს არ არის პარლამენტის გადატანა. ქუთაისში პარლამენტის გადასვლა სრულად მაშინ მოხდება, როცა იქ განთავსდება პარტიის ოფისები, გაიხსნება სასტუმროები... ვიმეორებ, ამ ეტაპზე გადატანის პროცესი შეჩერებულია. კი, ქუთაისი იყო მკვდარი ქალაქი, სადაც არ იყო დენი, წყალი ახლაც ჭირს, ავტობანი, პროექტის მიხედვით, ქუთაისს გვერდს უვლის, ყოველივე ამის შემდეგ გეტყვით, რომ ქუთაისი დღევანდელზე დეპრესიული ქალაქი იქნება.

- სააკაშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში მედიაზე ზეწოლაა, არადა, პრეზიდენტს არასოდეს უსაუბრია 7 ნოემბერს "იმედის" დარბევაზე, ხოლო "პალიტრამედიაში" ფინანსური სამსახურის შესვლაზე...

- დღეს მედიაზე ზეწოლაა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ თანამდებობა ივანიშვილის ზეწოლით დატოვა, ჯერაც მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა. პრეზიდენტი მედიაზე ზეწოლის ფაქტებს ყოველთვის ეხმაურებოდა, მეტიც, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მიიღო უპრეცედენტო გადაწყეტილება და ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა, რადგან მან აიღო პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე.

- თუმცა პრეზიდენტი "პალიტრამედიაში" ფინანსური სამსახურის შესვლას არასოდეს გამოხმაურებია.

- ეგ როდის ხდებოდა?

- 2011 წელს.

- მნიშვნელოვანია, რა მომენტში აკეთებ შემოწმებას, საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ იმ კრიტიკულ, არჩევნების შემდგომ მყიფე მომენტში, როცა ცოტა გაუგებარი იყო შემოწმების დაწყება, თორემ ტელევიზიაც უნდა შემოწმდეს და ნებისმიერი სხვა ორგანიზაციაც, რაც შეეხება "პალიტრამედიას", ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი მსმენია(?!).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა