პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი მილიარდი ლარი"
"სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი მილიარდი ლარი"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, და­ვით ფა­ცა­ცი­ამ ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ერ­თობ­ლივ ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ზე სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და.

- ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის თუ გრან­ტე­ბის პრო­ექ­ტე­ბი ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, კობა სუ­ბე­ლი­ა­ნის ხუ­თწ­ლი­ა­ნი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­მი­ნის­ტრომ და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არ­დამ­დე თან­ხა მი­ი­ღო. ეს იყო სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ლტოლ­ვი­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი, რაც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­ხარ­ჯეს. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, მსოფ­ლიო ბან­კი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თობ­ლი­ვი დახ­მა­რე­ბით გა­მო­ე­ყო 4,5 მი­ლი­არ­დი ლარი. ამ თან­ხი­დან დევ­ნი­ლებს უნდა მოხ­მა­რე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არ­დი ლარი. ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა კი დევ­ნი­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ნაც­ვლად, თან­ხა თა­ვი­ან­თი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს. ხოლო ლტოლ­ვი­ლებს, ნაც­ვლად სახ­ლე­ბი­სა, "გე­ტო­ე­ბი" აუ­შე­ნეს. ცნო­ბი­ლია, რომ მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა და კონ­ტრო­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმ­ჟა­მინ­დელ მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს და­ე­ვა­ლა. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია და თან­ხე­ბის გა­ცე­მა ხში­რად ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრო­დან ხდე­ბო­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს ჯერ აა­შე­ნე­ბია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის და შემ­დეგ მშე­ნებ­ლო­ბის­თვის და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბი "შე­ა­წე­რა". შე­დე­გად ზოგი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია გა­კოტ­რდა, ზო­გის მე­პატ­რო­ნე კი ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ა­პა­ტიმ­რა. მე­რა­ბიშ­ვილ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებს ფული "აა­ხია", თა­ვი­სი ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი მშე­ნებ­ლებს და­აბ­რა­ლა და ბინ­ძუ­რი ხე­ლე­ბი მათ შე­აწ­მინ­და. გარ­და ამი­სა, ლტოლ­ვი­ლებს სახ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ქრთა­მიც გა­მოს­ძა­ლეს.

- იქ­ნებ და­ა­კონ­კრე­ტოთ, რა ქრთა­მის გა­მო­ძალ­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- მო­გახ­სე­ნებთ. ფოთ­ში ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის აშენ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი. ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ლტოლ­ვილს, ქრთა­მად, 3-3 ათა­სი დო­ლა­რი გა­მოს­ძა­ლეს. ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვერ მი­მარ­თა­ვენ, რად­გან და­ნა­შა­უ­ლია ქრთა­მის გა­მო­ძალ­ვაც და მი­ცე­მაც - კა­ნო­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ორი­ვე მხა­რეს თა­ნაბ­რად სჯის. ბი­ნე­ბი ისეთ ადა­მი­ა­ნებ­საც კი მის­ცეს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, რომ­ლე­ბიც კარ­გა ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ. ერ­თმა ახლო ნა­თე­სავ­მა, რო­მე­ლიც ათ წელ­ზე მე­ტია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, მი­თხრა, ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელს გა­და­ვუ­ხა­დე 3 ათა­სი დო­ლა­რი და ფოთ­ში ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ კორ­პუს­ში ბინა შე­ვი­ძი­ნეო. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი უამ­რა­ვია. თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ეს ინ­ფორ­მა­ცია ფაქ­ტე­ბით და­დას­ტურ­დე­ბა. რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა სა­ა­ხალ­წლოდ სახ­ლე­ბი­დან გა­მო­ყა­რა ლტოლ­ვი­ლე­ბი და სა­ბარ­გო მან­ქა­ნე­ბით ფო­ცხოს გზას გა­უ­ყე­ნა, მა­შინ დატ­რი­ალ­დნენ სწო­რედ ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ისარ­გებ­ლეს ლტოლ­ვილ­თა გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და მათ 3-3 ათა­სი აშშ დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ ფოთ­ში ბი­ნე­ბი და­უმ­ტკი­ცეს. რამ­დე­ნი­მე მათ­განს ვკი­თხე, თან­ხა რა­ტომ გა­და­უ­ხა­დეთ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხეს - რა გვექ­ნა, ფო­ცხო­ში სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბას, ასე ვარ­ჩი­ეთ, ღია ცის­ქვეშ ვი­ყა­ვით და დიდი გან­სჯის დროც არ გვქონ­და, ახლა ჭერი მა­ინც გვაქვს თავ­ზეო.

ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი კი გა­მო­დის და ისე გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, თით­ქოს ჭი­ან­ჭვე­ლას­თვის არ და­ედ­გას ფეხი. არა­და, სა­ინ­ტე­რე­სოა იმ სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვე­თე­ბის და პრე­მი­ე­ბის ხილ­ვა, კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი თა­ვის­თვის რომ იწერ­და. ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის ახ­ლან­დელ­მა მი­ნის­ტრმა და­ვით და­რახვე­ლი­ძემ გა­მო­ავ­ლი­ნა ის 5 სა­წყო­ბი, სა­დაც სუ­ბე­ლი­ანს ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თე­ბი ჰქონ­და. კი შე­ე­ცა­და სუ­ბე­ლი­ა­ნი თა­ვის მარ­თლე­ბას, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ტვირ­თი გა­ლის ბა­ზარ­ში მი­ე­დი­ნე­ბო­და, სა­დაც თბი­ლი­სი­დან ტრან­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­დუქ­ტი დღე­საც უპ­რობ­ლე­მოდ იყი­დე­ბა. მარ­ტო ამის გამო უნდა და­ი­სა­ჯოს კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი, რო­მელ­მაც მი­ნის­ტრო­ბი­სას ხელი ლტოლ­ვი­ლე­ბის ხარ­ჯზე მო­ით­ბო. არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­გორ გაქ­რა ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი მი­ლი­არ­დი ლარი. და ამ კო­რუფ­ცი­ულ სქე­მას ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­მარ­თავ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას და შს სა­მი­ნის­ტროს, შე­ის­წავ­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­დე­გე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის - 4, 5 მი­ლი­არ­დი ლა­რის გან­კარ­გვის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი მილიარდი ლარი"

"სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი მილიარდი ლარი"

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ფაცაციამ ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის, კობა სუბელიანისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ერთობლივ ფინანსურ მაქინაციებზე სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა.

- ცნობილია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების თუ გრანტების პროექტები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ხორციელდებოდა. საერთო ჯამში, კობა სუბელიანის ხუთწლიანი მინისტრობის პერიოდში სამინისტრომ დაახლოებით 2 მილიარდამდე თანხა მიიღო. ეს იყო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ლტოლვილების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები, რაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა არამიზნობრივად გახარჯეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი დახმარებით გამოეყო 4,5 მილიარდი ლარი. ამ თანხიდან დევნილებს უნდა მოხმარებოდა დაახლოებით მილიარდი ლარი. ნაციონალებმა კი დევნილების პრობლემების მოგვარების ნაცვლად, თანხა თავიანთი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს. ხოლო ლტოლვილებს, ნაცვლად სახლებისა, "გეტოები" აუშენეს. ცნობილია, რომ მშენებლობის საკითხის მოგვარება და კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაევალა. მშენებლობის პროცესში ჩართული იყო რამდენიმე სამშენებლო კომპანია და თანხების გაცემა ხშირად ლტოლვილთა სამინისტროდან ხდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშენებლო კომპანიებს ჯერ ააშენებია საცხოვრებელი სახლები ლტოლვილებისთვის და შემდეგ მშენებლობისთვის დახარჯული თანხები "შეაწერა". შედეგად ზოგი სამშენებლო კომპანია გაკოტრდა, ზოგის მეპატრონე კი ვანო მერაბიშვილმა დააპატიმრა. მერაბიშვილმა ბიზნესმენებს ფული "აახია", თავისი ჩადენილი დანაშაული მშენებლებს დააბრალა და ბინძური ხელები მათ შეაწმინდა. გარდა ამისა, ლტოლვილებს სახლების სანაცვლოდ, ქრთამიც გამოსძალეს.

- იქნებ დააკონკრეტოთ, რა ქრთამის გამოძალვაზეა ლაპარაკი?

- მოგახსენებთ. ფოთში ლტოლვი­ლებისთვის აშენდა საცხოვრებელი კორპუსი. ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენიმე ლტოლვილს, ქრთამად, 3-3 ათასი დოლარი გამოსძალეს. ამის შესახებ რამდენიმე მათგანმა ჩემთან საუბარში განაცხადა. თუმცა, სამართალდამცავებს ოფიციალურად ვერ მიმართავენ, რადგან დანაშაულია ქრთამის გამოძალვაც და მიცემაც - კანონი დანაშაულის ჩამდენ ორივე მხარეს თანაბრად სჯის. ბინები ისეთ ადამიანებსაც კი მისცეს ფულის სანაცვლოდ, რომლებიც კარგა ხანია საქართველოში არ ცხოვრობენ. ერთმა ახლო ნათესავმა, რომელიც ათ წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობს, მითხრა, ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელს გადავუხადე 3 ათასი დოლარი და ფოთში ლტოლვილებისთვის განკუთვნილ კორპუსში ბინა შევიძინეო. მსგავსი ფაქტები უამრავია. თუ სამართალდამცავები დაინტერესდებიან, ეს ინფორმაცია ფაქტებით დადასტურდება. როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა საახალწლოდ სახლებიდან გამოყარა ლტოლვილები და საბარგო მანქანებით ფოცხოს გზას გაუყენა, მაშინ დატრიალდნენ სწორედ ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლები, ისარგებლეს ლტოლვილთა გამოუვალი მდგომარეობით და მათ 3-3 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ ფოთში ბინები დაუმტკიცეს. რამდენიმე მათგანს ვკითხე, თანხა რატომ გადაუხადეთ-მეთქი, მიპასუხეს - რა გვექნა, ფოცხოში საშინელ პირობებში ცხოვრებას, ასე ვარჩიეთ, ღია ცისქვეშ ვიყავით და დიდი განსჯის დროც არ გვქონდა, ახლა ჭერი მაინც გვაქვს თავზეო.

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი კი გამოდის და ისე გველაპარაკება, თითქოს ჭიანჭველასთვის არ დაედგას ფეხი. არადა, საინტერესოა იმ სახელფასო განაკვეთების და პრემიების ხილვა, კობა სუბელიანი თავისთვის რომ იწერდა. ლტოლვილთა და განსახლების ახლანდელმა მინისტრმა დავით დარახველიძემ გამოავლინა ის 5 საწყობი, სადაც სუბელიანს ლტოლვილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთები ჰქონდა. კი შეეცადა სუბელიანი თავის მართლებას, მაგრამ სინამდვილეში ეს ტვირთი გალის ბაზარში მიედინებოდა, სადაც თბილისიდან ტრანსპორტირებული ჰუმანიტარული პროდუქტი დღესაც უპრობლემოდ იყიდება. მარტო ამის გამო უნდა დაისაჯოს კობა სუბელიანი, რომელმაც მინისტრობისას ხელი ლტოლვილების ხარჯზე მოითბო. არსებობს მტკიცებულება, როგორ გაქრა ლტოლვილებისთვის გამოყოფილი მილიარდი ლარი. და ამ კორუფციულ სქემას ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, მივმართავ გენერალურ პროკურატურას და შს სამინისტროს, შეისწავლოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხის - 4, 5 მილიარდი ლარის განკარგვის კანონიერება.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა