პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბიტურიენტს შეუძლია არჩეული ფაკულტეტები გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც შეცვალოს"
"აბიტურიენტს შეუძლია არჩეული ფაკულტეტები გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც შეცვალოს"

2013 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სი­ახ­ლე­ებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაია, თუ გა­და­წყდა სა­ბო­ლო­ოდ, რა სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი?

- არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით მოს­წავ­ლე­ე­ბი 4 ძი­რი­თა­დი საგ­ნის - ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, ბი­ო­ლო­გი­ი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის - სწავ­ლას ამ­თავ­რე­ბენ მე-11 კლას­ში; აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­მოც­დე­ბი ამ საგ­ნებ­ში სწო­რედ მე-11 კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ტარ­დეს. მე-12 კლა­სის ბო­ლოს კი დარ­ჩე­ნილ 4 სა­გან­ში ჩა­ტარ­დე­ბა - ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ის­ტო­რი­ა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­სა და უცხო ენა­ში.

- რაც შე­ე­ხე­ბა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, გა­სულ წელს იყო სა­უ­ბა­რი მისი 8+1 სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბა­ზე; ამ თვალ­საზ­რი­სით თუ იგეგ­მე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი?

- წელს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი ისე ჩა­ტარ­დე­ბა, რო­გორც ადრე; აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის 4 საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. 8+1 სის­ტე­მის მომ­ხრე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ; ის სის­ტე­მა, რომ­ლის და­ნერგვა 2011 წლი­დან და­ვი­წყეთ - კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი-კატ-ის სის­ტე­მა - ურ­თუ­ლე­სი ალ­გო­რით­მია, თუმ­ცა ძალ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი, რად­გან შე­უძ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუს­ტად გან­სა­ზღვროს მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; შემ­დგომ კი და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, ეს ფორ­მა­ტი უმაღ­ლეს­ში ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის­თვი­საც გა­მო­ვი­ყე­ნო­თო. ამ­გვა­რი გა­მოც­დის დროს მოს­წავ­ლეს ეძ­ლე­ვა მხო­ლოდ არ­ჩე­ვი­თპა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი. არ ეძ­ლე­ვა ღია და­ვა­ლე­ბე­ბი, სა­დაც მას რა­მეს და­წე­რა უწევს. ჩემი აზ­რით, არ შე­იძ­ლე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო ახალ­გაზ­რდა ისე, რომ არ შე­ა­მოწ­მო, შე­უძ­ლია თუ არა მას ერთი წი­ნა­და­დე­ბის და­წე­რა მა­ინც. ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას, თუმ­ცა, მშობ­ლი­უ­რი ენის ცოდ­ნა, რა თქმა უნდა, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმა­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით ნე­ბის­მი­ერ სა­გან­ში. მა­გა­ლი­თად, არ­ჩე­ვი­თპა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­ა­მოწ­მო მო­მა­ვა­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სის მა­თე­მა­ტი­კუ­რი მსჯე­ლო­ბის უნა­რი, სწო­რედ ირ­ჩევს თუ არა ამო­ცა­ნის ამოხ­სნის გზას და ა.შ. როცა პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში დავ­ბრუნ­დი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბულ ტეს­ტი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც არ იყო - იგეგ­მე­ბო­და ტეს­ტი­რე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით, რაც სულ სხვა რამ არის. ასე რომ, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მე-12 კლას­ში 8 გა­მოც­დის ნაც­ვლად 4 გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ.

- თუმ­ცა, ამ სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბულ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად უმარ­ტი­ვეს კი­თხვებს აძ­ლე­ვენ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო სა­გ­ნებ­ში, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ საგ­ნებ­ში მათი ცოდ­ნის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო დო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის გა­მოც­და­ზე იყო კი­თხვა: წყლით სავ­სე ჭიქა მეტი ძა­ლით აწ­ვე­ბა მა­გი­დას თუ ცა­რი­ე­ლი?

- უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბი­სას ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო და­ვა­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გორ უპა­სუ­ხე წინა და­ვა­ლე­ბას; თუ კი­თხვას სწორ პა­სუხს გას­ცემ, მომ­დევ­ნო და­ვა­ლე­ბა რთულ­დე­ბა და პი­რი­ქით; ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა სა­გა­ნი და­ყო­ფი­ლია სფე­რო­ე­ბად, თი­თო­ე­ულ სფე­რო­ში ხვდე­ბა ყვე­ლა ტი­პის და­ვა­ლე­ბა, ხოლო და­ვა­ლე­ბა და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კში რომ მოხ­ვდეს, ამას რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოც­და, ე.წ. კა­ლიბ­რა­ცია სჭირ­დე­ბა. ალ­გო­რით­მი კი­თხვე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბით ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს ის დი­ა­პა­ზო­ნი, რომ­ლის ზე­მოთ რთულ კი­თხვებს მოს­წავ­ლე ვე­ღარ პა­სუ­ხობს, მას­ზე მარ­ტივს კი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სძლევს. სის­ტე­მა ამ დი­ა­პა­ზო­ნის დად­გე­ნას ცდი­ლობს და რო­გორც კი ის კონ­კრე­ტულ წი­ნას­წარ დად­გე­ნილ შუ­ა­ლედს აღარ სცილ­დე­ბა, მთავ­რდე­ბა გა­მოც­და. ასე რომ, ერთი მოს­წავ­ლის შე­სა­ფა­სებ­ლად შე­იძ­ლე­ბა 25 და­ვა­ლე­ბა იყოს საკ­მა­რი­სი, მე­ო­რე­სი კი - 40 და მეტი. აღ­მოჩ­ნდა, რომ 2011 წლის გა­მოც­დებ­ზე, ისე­დაც მწი­რი და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კის პი­რო­ბებ­ში, ხში­რად მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბის ბლოკს ვერ ვცდე­ბო­დით. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა და­ვა­ლე­ბე­ბი მე­ორ­დე­ბო­და კი­დეც. არა­ვის­თვის არის სა­ი­დუმ­ლო, რომ ჩვენს სკო­ლებ­ში სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბია, მე­ო­რე მხრივ კი ამ­გვა­რი რთუ­ლი სის­ტე­მის სრულ­ყო­ფას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა.

- ხომ არ იც­ვლე­ბა გრან­ტე­ბის გა­ცე­მის, და­ფი­ნან­სე­ბის წესი? კვლავ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო, ტექ­ნი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე აბა­რე­ბენ?

- სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებს ისე­დაც მი­ე­ნი­ჭე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა, რად­გან კა­ნონ­ში შევა ცვლი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე სწავ­ლე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა, მათ შო­რის არის ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ის­ტო­რია, ფი­ზი­კა, ქი­მია, აგ­რა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბებს, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად მა­ღა­ლი კონ­კურ­სია, აქ მო­იხ­სნე­ბა შე­ზღუდ­ვა, რომ­ლი­თაც ამ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე მხო­ლოდ 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გრან­ტი გა­ი­ცე­მო­და და რაც უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო - ახლა ამ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე, ისე­ვე რო­გორც სხვა­გან, იქ­ნე­ბა 70%-იანი და 50%-იანი გრან­ტე­ბი, სი­ახ­ლეა ისიც, რომ 30-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გრან­ტი უქ­მდე­ბა.

- რა სი­ახ­ლე­ე­ბი იგეგ­მე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­ში და რო­დის და­ი­წყე­ბა რე­გის­ტრა­ცია?

- აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი მარ­ტის და­სა­წყის­ში და­ი­წყე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცვა­ლონ არ­ჩე­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, ფა­კულ­ტე­ტე­ბი, მათი რა­ო­დე­ნო­ბა და თან­მიმ­დევ­რო­ბა. ვცდი­ლობთ, პრო­ცე­სი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უფრო მოქ­ნი­ლი გავ­ხა­დოთ. სა­სურ­ვე­ლი პროგ­რა­მე­ბის, სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი აღარ იქ­ნე­ბა (გა­სულ წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს 20 სპე­ცი­ა­ლო­ბის არ­ჩე­ვა შე­ეძ­ლოთ), რაც მე­ო­რა­დი ჩა­რი­ცხვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას მოხ­სნის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აბი­ტუ­რი­ენტს გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დე­გაც ექ­ნე­ბა, ეს პრო­ცე­სი სა­ა­პე­ლა­ციო გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შე­წყდე­ბა.

- რო­დის და­ი­წყე­ბა და რა ცვლი­ლე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი პე­და­გოგ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში?

- მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია 11 თე­ბერ­ვალს და­ი­წყე­ბა და ერთ თვეს გას­ტანს. რე­გის­ტრა­ცია იწარ­მო­ებს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი­სა და საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დის­თვის. მას­წავ­ლებ­ლებს ხელ­ფა­სი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ეზ­რდე­ბო­დათ, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო, როცა სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პე­და­გოგს 75 ლა­რით ეზ­რდე­ბო­და ხელ­ფა­სი, ხოლო ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 200 ლა­რით, ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრი­ვი­ლე­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყვ­ნენ. რა­ტომ ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის და არა უცხო ენი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის გა­მოც­და? რა­ტომ ვა­კე­თებთ აქ­ცენტს ერთ კონ­კრე­ტულ ენა­ზე? ხომ შე­იძ­ლე­ბა პე­და­გოგ­მა სხვა უცხო ენა იცო­დეს? მე­ო­რე მხრივ, არა­ვინ არის იმ პე­და­გო­გე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, ვინც უცხო ენას ფლობს. ასე რომ, პე­და­გოგ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი, მათ შო­რის, თან­ხე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი თან­და­თან და­იხ­ვე­წე­ბა.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"აბიტურიენტს შეუძლია არჩეული ფაკულტეტები გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც შეცვალოს"

"აბიტურიენტს შეუძლია არჩეული ფაკულტეტები გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც შეცვალოს"

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეებსა და განათლების სისტემის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო მაია, თუ გადაწყდა საბოლოოდ, რა სისტემით ჩატარდება მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები?

- არსებული სასწავლო გეგმით მოსწავლეები 4 ძირითადი საგნის - ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის - სწავლას ამთავრებენ მე-11 კლასში; აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გამოცდები ამ საგნებში სწორედ მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ ჩატარდეს. მე-12 კლასის ბოლოს კი დარჩენილ 4 საგანში ჩატარდება - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, მათემატიკასა და უცხო ენაში.

- რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გასულ წელს იყო საუბარი მისი 8+1 სისტემით ჩატარებაზე; ამ თვალსაზრისით თუ იგეგმება ცვლილებები?

- წელს მისაღები გამოცდები ისე ჩატარდება, როგორც ადრე; აბიტურიენტისთვის 4 საგნის ჩაბარება იქნება სავალდებულო. 8+1 სისტემის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ; ის სისტემა, რომლის დანერგვა 2011 წლიდან დავიწყეთ - კომპიუტერზე ადაპტირებული-კატ-ის სისტემა - ურთულესი ალგორითმია, თუმცა ძალზე ეფექტიანი, რადგან შეუძლია მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვროს მოსწავლის შესაძლებლობა; შემდგომ კი დაიწყეს საუბარი, ეს ფორმატი უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდებისთვისაც გამოვიყენოთო. ამგვარი გამოცდის დროს მოსწავლეს ეძლევა მხოლოდ არჩევითპასუხიანი დავალებები. არ ეძლევა ღია დავალებები, სადაც მას რამეს დაწერა უწევს. ჩემი აზრით, არ შეიძლება უმაღლეს სასწავლებელში მიიღო ახალგაზრდა ისე, რომ არ შეამოწმო, შეუძლია თუ არა მას ერთი წინადადების დაწერა მაინც. ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას, თუმცა, მშობლიური ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია. იმავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით ნებისმიერ საგანში. მაგალითად, არჩევითპასუხიანი დავალების შესრულებით შეუძლებელია შეამოწმო მომავალი მათემატიკოსის მათემატიკური მსჯელობის უნარი, სწორედ ირჩევს თუ არა ამოცანის ამოხსნის გზას და ა.შ. როცა პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ გამოცდების ეროვნულ ცენტრში დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე საუბარიც არ იყო - იგეგმებოდა ტესტირება კომპიუტერის მეშვეობით, რაც სულ სხვა რამ არის. ასე რომ, სკოლის მოსწავლეებს მე-12 კლასში 8 გამოცდის ნაცვლად 4 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

- თუმცა, ამ სისტემით ჩატარებულ საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეებს ხშირად უმარტივეს კითხვებს აძლევენ, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო სა­გ­ნებში, როგორც ამბობენ, ამ საგნებში მათი ცოდნის არასახარბიელო დონის გათვალისწინებით. მაგალითად, ფიზიკის გამოცდაზე იყო კითხვა: წყლით სავსე ჭიქა მეტი ძალით აწვება მაგიდას თუ ცარიელი?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებისას ყოველი მომდევნო დავალება დამოკიდებულია იმაზე, როგორ უპასუხე წინა დავალებას; თუ კითხვას სწორ პასუხს გასცემ, მომდევნო დავალება რთულდება და პირიქით; ამასთანავე, ყველა საგანი დაყოფილია სფეროებად, თითოეულ სფეროში ხვდება ყველა ტიპის დავალება, ხოლო დავალება დავალებათა ბანკში რომ მოხვდეს, ამას რამდენჯერმე გამოცდა, ე.წ. კალიბრაცია სჭირდება. ალგორითმი კითხვების მონაცვლეობით ცდილობს დაადგინოს ის დიაპაზონი, რომლის ზემოთ რთულ კითხვებს მოსწავლე ვეღარ პასუხობს, მასზე მარტივს კი ყველა შემთხვევაში სძლევს. სისტემა ამ დიაპაზონის დადგენას ცდილობს და როგორც კი ის კონკრეტულ წინასწარ დადგენილ შუალედს აღარ სცილდება, მთავრდება გამოცდა. ასე რომ, ერთი მოსწავლის შესაფასებლად შეიძლება 25 დავალება იყოს საკმარისი, მეორესი კი - 40 და მეტი. აღმოჩნდა, რომ 2011 წლის გამოცდებზე, ისედაც მწირი დავალებათა ბანკის პირობებში, ხშირად მარტივი დავალებების ბლოკს ვერ ვცდებოდით. იყო შემთხვევები, როცა დავალებები მეორდებოდა კიდეც. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჩვენს სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მხრივ პრობლემებია, მეორე მხრივ კი ამგვარი რთული სისტემის სრულყოფას გარკვეული დრო სჭირდება.

- ხომ არ იცვლება გრანტების გაცემის, დაფინანსების წესი? კვლავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ მიმართულებებზე აბარებენ?

- საბუნებისმეტყველო საგნებს ისედაც მიენიჭება უპირატესობა, რადგან კანონში შევა ცვლილება სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამების შესახებ და რამდენიმე სპეციალობაზე სწავლება უფასო იქნება, მათ შორის არის ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ფიზიკა, ქიმია, აგრარული ფაკულტეტი და სხვა. რაც შეეხება სამართალმცოდნეობისა და სამედიცინო მიმართულებებს, სადაც ტრადიციულად მაღალი კონკურსია, აქ მოიხსნება შეზღუდვა, რომლითაც ამ სპეციალობებზე მხოლოდ 100-პროცენტიანი გრანტი გაიცემოდა და რაც უსამართლო გადაწყვეტილება იყო - ახლა ამ სპეციალობებზე, ისევე როგორც სხვაგან, იქნება 70%-იანი და 50%-იანი გრანტები, სიახლეა ისიც, რომ 30-პროცენტიანი გრანტი უქმდება.

- რა სიახლეები იგეგმება ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესში და როდის დაიწყება რეგისტრაცია?

- აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი მარტის დასაწყისში დაიწყება. აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, ფაკულტეტები, მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. ვცდილობთ, პროცესი აბიტურიენტების ინტერესის გათვალისწინებით უფრო მოქნილი გავხადოთ. სასურველი პროგრამების, სპეციალობების რაოდენობა შეზღუდული აღარ იქნება (გასულ წელს აბიტურიენტებს 20 სპეციალობის არჩევა შეეძლოთ), რაც მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას მოხსნის. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა აბიტურიენტს გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგაც ექნება, ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებისთანავე შეწყდება.

- როდის დაიწყება და რა ცვლილებებია დაგეგმილი პედაგოგთა სერტიფიცირების პროცესში?

- მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 11 თებერვალს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს. რეგისტრაცია იწარმოებს პროფესიული უნარებისა და საგნობრივი გამოცდისთვის. მასწავლებლებს ხელფასი სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების მიხედვით ეზრდებოდათ, მაგრამ, ჩემი აზრით, არაადეკვატური იყო, როცა სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში, პედაგოგს 75 ლარით ეზრდებოდა ხელფასი, ხოლო ინგლისური ენისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარით, ბუნებრივია, ინგლისური ენის მასწავლებლები პრივილეგიურ მდგომარეობაში იყვ­ნენ. რატომ ინგლისური ენისა და კომპიუტერის და არა უცხო ენისა და კომპიუტერის გამოცდა? რატომ ვაკეთებთ აქცენტს ერთ კონკრეტულ ენაზე? ხომ შეიძლება პედაგოგმა სხვა უცხო ენა იცოდეს? მეორე მხრივ, არავინ არის იმ პედაგოგების წახალისების წინააღმდეგი, ვინც უცხო ენას ფლობს. ასე რომ, პედაგოგთა სერტიფიცირების პროცესი, მათ შორის, თანხების გადანაწილების პრინციპი თანდათან დაიხვეწება.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"