პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე კოდუას დედა: "უკვე დავიღალე, ხალხო, ხომ არ შეიძლება ყველა გაზეთში ჩემზე წერდნენ?!"
ერეკლე კოდუას დედა: "უკვე დავიღალე, ხალხო, ხომ არ შეიძლება ყველა გაზეთში ჩემზე წერდნენ?!"

სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა "ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა­სა" და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "პი­რიმ­ზის" ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში "ქარ­თუ ბან­კის" გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო მო­ექ­ცა: შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ბან­კის გა­კოტ­რე­ბის სქე­მა­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი და ამ საქ­მე­ში ის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ­ლებ­საც "ქარ­თუს" წი­ნა­შე საკ­რე­დი­ტო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჰქონ­დათ. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას სა­ხე­ლი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, ამის მი­ზე­ზი, ალ­ბათ, ისიც არის, რომ ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ერეკ­ლე კო­დუ­ას დე­დაა. ქალ­ბა­ტო­ნი ლა­უ­რა დღეს ჩვე­ნი სტუ­მა­რია. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, გა­და­წყვი­ტა დუ­მი­ლი და­არ­ღვი­ოს და თა­ვი­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ყვე­ლას გა­უ­ზი­ა­როს:

- უკვე და­ვი­ღა­ლე ხალ­ხო, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა გა­ზეთ­ში ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი ეწე­როს?! მარ­ტო მე მაქვს "ქარ­თუ ბან­კის" ვალი? ასზე მეტ კაცს აქვს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და მარ­ტო ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი იცით?! რო­გორც კი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, გა­და­ვიხ­დი ჩემს ვალს. წე­სით, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ირ­კვეს და იქ­ნებ და­მა­ცა­დოთ იქამ­დე! ბიზ­ნეს­მე­ნი ვარ და არ მინ­და, ჩემი ავ­ტო­რი­ტე­ტი ილა­ხე­ბო­დეს, წამ­და­უ­წუმ ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი იბეჭ­დე­ბო­დეს ყვე­ლა გა­ზეთ­ში. ყო­ველ­დღე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­ზე იწე­რე­ბო­დეს?

- მა­ინც რამ­დე­ნი გაქვთ ვალი, ქალ­ბა­ტო­ნო ლა­უ­რა?

- და­მერ­წმუ­ნეთ, იმ­დე­ნი ვალი ნამ­დვი­ლად არა მაქვს, რამ­დე­ნიც სხვებს. ზოგს 30-40 მი­ლი­ო­ნის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს და რა­ტომ არ წე­რენ მათ­ზე წამ­და­უ­წუმ? მეც ხომ ადა­მი­ა­ნი ვარ, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და ჩემი უფ­ლე­ბე­ბი მაქვს, ასე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა? უკვე რამ­დენ­ჯერ­მე ვთქვი - კი ბა­ტო­ნო, თა­ნახ­მა ვარ გა­და­ვი­ხა­დო, ოღონდ ჯერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დამ­თავ­რდეს-მეთ­ქი, არც არა­ვინ მის­მენს და არც არა­ვინ მი­ჯე­რებს! ერთ-ერთ გა­ზეთ­ში ისიც კი და­ი­ბეჭ­და, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "პი­რიმ­ზე" ერთ ლა­რად იყი­დაო. მიბ­რძან­დით და წა­ი­კი­თხეთ კონ­ტრაქ­ტი, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში ინა­ხე­ბა, ვინ რას მომ­ცემ­და ერთ ლა­რად? ასე­თი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა? ამ­დე­ნი წე­ლია ბიზ­ნეს­ში ვარ და არა­ვის მო­უ­ცია ჩემ­თვის ერთ ლა­რად არა­ფე­რი. ჩუ­ქე­ბა კი არა, სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას ხე­ლახ­ლა ვყი­დუ­ლობ და ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, უბ­რა­ლოდ, გულ­სატ­კე­ნია. უკვე რამ­დე­ნი თვეა ვით­მენ და ხმას არ ვი­ღებ, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ამით ისარ­გებ­ლონ?!

- ესე იგი, გაქვთ იმის სახ­სრე­ბი, რომ "ქარ­თუს" წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­ფა­როთ?

- როცა ბან­კის ვალი გაქვს, უნდა გა­და­ი­ხა­დო-მეთ­ქი, სულ ვამ­ბობ და მა­ინც ყვე­ლა მე მაკ­რი­ტი­კებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "ქარ­თუ ბან­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. მეც კარ­გად ვიცი - სეს­ხი თუ გაქვს, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, გა­და­ი­ხა­დო. აბა სხვა ბან­კებს ჰკი­თხეთ, რო­გო­რი კლი­ენ­ტი ვარ? ოდეს­მე თუ და­მიბრკო­ლე­ბია რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი, ან თან­ხის შე­ტა­ნა თუ და­მიგ­ვი­ა­ნია? ამ­დე­ნი ხა­ნია ბიზ­ნეს­ში ვარ და ნამ­დვი­ლად არ მიყ­ვარს გა­და­უხ­დე­ლი ვა­ლე­ბი, რად­გან წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შენი ბიზ­ნე­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. სხვა­ნა­ი­რად ვერ იარ­სე­ბებ, ვის აქვს ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნი ფული, რომ სეს­ხის გა­რე­შე ბიზ­ნე­სი აკე­თოს? რო­გორც ყვე­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი, მეც ვი­ღებ სესხს და ვიხ­დი ნორ­მა­ლუ­რად. ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, ოღონდ ბან­კის ვალი არ და­მიგ­როვ­დეს.

- აბა რის გამო გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ?

- ბა­ტო­ნი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მე იმის გა­მოც მსაყ­ვე­დუ­რობს, ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გვე­ლა­პა­რა­კე­ბა ლა­უ­რა ღა­ჭა­ვაო. არა­ვის არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით - მე მივ­დი­ვარ "ქარ­თუ ბან­კში", მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ზუ­რაბ გო­გა­ვას­თან, ეს არის ბან­კის საკ­რე­დი­ტო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, რო­მელ­თა­ნაც ჩემი იუ­რის­ტი მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებს. ჩვენ უკვე გა­დახ­დის რე­ჟიმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. რო­გორც კი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა, "ქარ­თუ ბანკსა" და ჩემს შო­რის ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი გა­ფორმ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ვის­ტუმ­რებთ. სხვა­თა შო­რის, მე ამ ბანკთა­ნაც ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და, კრე­დი­ტებს ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში ვის­ტუმ­რებ­დი და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. ყვე­ლა­ზე მე­ტად, იცით, რა მა­წუ­ხებს? - მე ბიზ­ნეს­მე­ნი ვარ, ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებ­თან, ცნო­ბილ იტა­ლი­ურ ფირ­მებ­თან. მათ შო­რის არის "მონკლე­რი", რო­მე­ლიც ჩვე­ნი დამ­კვე­თია. ამ ფირ­მის შეკ­ვე­თებს ვას­რუ­ლებთ და შემ­დეგ ჩვე­ნი შე­კე­რი­ლი სა­მო­სი მი­დის იტა­ლი­ა­ში. ჩვე­ნი დამ­კვე­თია კი­დევ რამ­დე­ნი­მე იტა­ლი­უ­რი ბრენ­დი. ლი­ლო­ში, ჩვენს ფაბ­რი­კა­ში ოთხი იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობს, ისი­ნი ჩვე­ნი ნა­წარ­მის ხა­რისხს ამოწ­მე­ბენ. 200 ადა­მი­ა­ნი უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია ჩემს ფაბ­რი­კა­ში, მო­მა­ვალ­ში კი­დევ ორა­სის და­საქ­მე­ბას ვა­პი­რებთ. ვგეგ­მავ ჩემი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას, მაგ­რამ უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის თვალ­ში ხომ ილა­ხე­ბა ჩემი, რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნის ავ­ტო­რი­ტე­ტი? ისი­ნიც ხომ კი­თხუ­ლო­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც ჩემ­ზე იწე­რე­ბა? ამი­ტო­მაც არ მინ­და, რომ ჩემი სა­ხე­ლი წამ­და­უ­წუმ უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ონ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლა­უ­რა, რას უპა­სუ­ხებ­დით ბრალ­დე­ბას, რომ "ქარ­თუ ბან­კის" წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­და სქე­მა, რო­მე­ლიც ამ ბან­კის გა­კოტ­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად და თქვენც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით ამ სქე­მა­ში?

- ერთი მი­პა­სუ­ხეთ, ჩვენ ვინ ვი­ყა­ვით, რომ ბან­კის წი­ნა­აღ­მდეგ გვებ­რძო­ლა, ან მე რა­ტომ უნდა მებ­რძო­ლა რო­მე­ლი­მე ბანკთან?! ამ კი­თხვის დას­მაც კი არ მი­მაჩ­ნია გა­მარ­თლე­ბუ­ლად. უკვე ყვე­ლამ აღი­ა­რა სი­მარ­თლე, ჩვენც ვი­ყა­ვით და­კი­თხვა­ზე და ყვე­ლა­ფე­რი ვთქვით, რა იყო და რო­გორ. აბა რა გი­თხრათ? - ყვე­ლა­ნი გა­უ­გე­ბარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, მაგ­რამ რა­ტომ არა­ვინ ამ­ბობს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ჩვენც ვართ? ყვე­ლამ კარ­გად იცის, რა დღე­ში იყო ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი და რა წნე­ხის ქვეშ ვი­ყა­ვით. არ მინ­და ახლა ამ თე­მა­ზე ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კო და დრა­მა­ტუ­ლი სუ­რა­თი შევ­ქმნა, მაგ­რამ ჩვენს მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ხომ უნდა შე­ვი­დეს ვინ­მე?!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ერეკლე კოდუას დედა: "უკვე დავიღალე, ხალხო, ხომ არ შეიძლება ყველა გაზეთში ჩემზე წერდნენ?!"

ერეკლე კოდუას დედა: "უკვე დავიღალე, ხალხო, ხომ არ შეიძლება ყველა გაზეთში ჩემზე წერდნენ?!"

სამკერვალო ფაბრიკა "ლაურა ღაჭავასა" და სააქციო საზოგადოება "პირიმზის" ერთ-ერთი მფლობელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში "ქართუ ბანკის" გარშემო დატრიალებული მოვლენების გამო მოექცა: შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ბანკის გაკოტრების სქემაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული და ამ საქმეში ის ბიზნესმენები გამოიყენეს, რომლებსაც "ქართუს" წინაშე საკრედიტო დავალიანება ჰქონდათ. მათ შორის ყველაზე ხშირად ლაურა ღაჭავას სახელი მოიხსენიება, ამის მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ ლაურა ღაჭავა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას დედაა. ქალბატონი ლაურა დღეს ჩვენი სტუმარია. როგორც თვითონ ამბობს, გადაწყვიტა დუმილი დაარღვიოს და თავისი გულისტკივილი ყველას გაუზიაროს:

- უკვე დავიღალე ხალხო, ხომ არ შეიძლება ყველა გაზეთში ჩემი სახელი და გვარი ეწეროს?! მარტო მე მაქვს "ქართუ ბანკის" ვალი? ასზე მეტ კაცს აქვს დავალიანება და მარტო ჩემი სახელი და გვარი იცით?! როგორც კი სასამართლო პროცესი დასრულდება და ყველაფერი გაირკვევა, გადავიხდი ჩემს ვალს. წესით, თებერვლის ბოლოს ყველაფერი უნდა გაირკვეს და იქნებ დამაცადოთ იქამდე! ბიზნესმენი ვარ და არ მინდა, ჩემი ავტორიტეტი ილახებოდეს, წამდაუწუმ ჩემი სახელი და გვარი იბეჭდებოდეს ყველა გაზეთში. ყოველდღე ხომ არ შეიძლება მხოლოდ ერთ ადამიანზე იწერებოდეს?

- მაინც რამდენი გაქვთ ვალი, ქალბატონო ლაურა?

- დამერწმუნეთ, იმდენი ვალი ნამდვილად არა მაქვს, რამდენიც სხვებს. ზოგს 30-40 მილიონის დავალიანება აქვს და რატომ არ წერენ მათზე წამდაუწუმ? მეც ხომ ადამიანი ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩემი უფლებები მაქვს, ასე ხომ არ შეიძლება? უკვე რამდენჯერმე ვთქვი - კი ბატონო, თანახმა ვარ გადავიხადო, ოღონდ ჯერ სასამართლო პროცესი დამთავრდეს-მეთქი, არც არავინ მისმენს და არც არავინ მიჯერებს! ერთ-ერთ გაზეთში ისიც კი დაიბეჭდა, ლაურა ღაჭავამ სააქციო საზოგადოება "პირიმზე" ერთ ლარად იყიდაო. მიბრძანდით და წაიკითხეთ კონტრაქტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში ინახება, ვინ რას მომცემდა ერთ ლარად? ასეთი რამის თქმა შეიძლება? ამდენი წელია ბიზნესში ვარ და არავის მოუცია ჩემთვის ერთ ლარად არაფერი. ჩუქება კი არა, საკუთარ ქონებას ხელახლა ვყიდულობ და ასეთი განცხადებები, უბრალოდ, გულსატკენია. უკვე რამდენი თვეა ვითმენ და ხმას არ ვიღებ, ხომ არ შეიძლება ამით ისარგებლონ?!

- ესე იგი, გაქვთ იმის სახსრები, რომ "ქართუს" წინაშე არსებული დავალიანება დაფაროთ?

- როცა ბანკის ვალი გაქვს, უნდა გადაიხადო-მეთქი, სულ ვამბობ და მაინც ყველა მე მაკრიტიკებს, განსაკუთრებით კი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი. მეც კარგად ვიცი - სესხი თუ გაქვს, ვალდებული ხარ, გადაიხადო. აბა სხვა ბანკებს ჰკითხეთ, როგორი კლიენტი ვარ? ოდესმე თუ დამიბრკოლებია რომელიმე მათგანი, ან თანხის შეტანა თუ დამიგვიანია? ამდენი ხანია ბიზნესში ვარ და ნამდვილად არ მიყვარს გადაუხდელი ვალები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ბიზნესი წარმატებული ვერ იქნება. სხვანაირად ვერ იარსებებ, ვის აქვს ახლა საქართველოში იმდენი ფული, რომ სესხის გარეშე ბიზნესი აკეთოს? როგორც ყველა ბიზნესმენი, მეც ვიღებ სესხს და ვიხდი ნორმალურად. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, ოღონდ ბანკის ვალი არ დამიგროვდეს.

- აბა რის გამო გსაყვედურობენ?

- ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი მე იმის გამოც მსაყვედურობს, ტელეეკრანიდან გველაპარაკება ლაურა ღაჭავაო. არავის არ ველაპარაკები ტელევიზიით - მე მივდივარ "ქართუ ბანკში", მაქვს ურთიერთობა ზურაბ გოგავასთან, ეს არის ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, რომელთანაც ჩემი იურისტი მოლაპარაკებას აწარმოებს. ჩვენ უკვე გადახდის რეჟიმში ვიმყოფებით. როგორც კი სასამართლო პროცესი დასრულდება, "ქართუ ბანკსა" და ჩემს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება და ყველაფერს გავისტუმრებთ. სხვათა შორის, მე ამ ბანკთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვლებოდა, კრედიტებს ჩვეულებრივ რეჟიმში ვისტუმრებდი და არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველაზე მეტად, იცით, რა მაწუხებს? - მე ბიზნესმენი ვარ, ურთიერთობა მაქვს უცხოელ ინვესტორებთან, ცნობილ იტალიურ ფირმებთან. მათ შორის არის "მონკლერი", რომელიც ჩვენი დამკვეთია. ამ ფირმის შეკვეთებს ვასრულებთ და შემდეგ ჩვენი შეკერილი სამოსი მიდის იტალიაში. ჩვენი დამკვეთია კიდევ რამდენიმე იტალიური ბრენდი. ლილოში, ჩვენს ფაბრიკაში ოთხი იტალიელი სპეციალისტი მუშაობს, ისინი ჩვენი ნაწარმის ხარისხს ამოწმებენ. 200 ადამიანი უკვე დასაქმებულია ჩემს ფაბრიკაში, მომავალში კიდევ ორასის დასაქმებას ვაპირებთ. ვგეგმავ ჩემი ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ უცხოელი პარტნიორების თვალში ხომ ილახება ჩემი, როგორც ბიზნესმენის ავტორიტეტი? ისინიც ხომ კითხულობენ ყველაფერს, რაც ჩემზე იწერება? ამიტომაც არ მინდა, რომ ჩემი სახელი წამდაუწუმ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიონ.

- ქალბატონო ლაურა, რას უპასუხებდით ბრალდებას, რომ "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ მოქმედებდა სქემა, რომელიც ამ ბანკის გაკოტრებას ისახავდა მიზნად და თქვენც მონაწილეობდით ამ სქემაში?

- ერთი მიპასუხეთ, ჩვენ ვინ ვიყავით, რომ ბანკის წინააღმდეგ გვებრძოლა, ან მე რატომ უნდა მებრძოლა რომელიმე ბანკთან?! ამ კითხვის დასმაც კი არ მიმაჩნია გამართლებულად. უკვე ყველამ აღიარა სიმართლე, ჩვენც ვიყავით დაკითხვაზე და ყველაფერი ვთქვით, რა იყო და როგორ. აბა რა გითხრათ? - ყველანი გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ რატომ არავინ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში დაზარალებულები ჩვენც ვართ? ყველამ კარგად იცის, რა დღეში იყო ქართული ბიზნესი და რა წნეხის ქვეშ ვიყავით. არ მინდა ახლა ამ თემაზე ბევრი ვილაპარაკო და დრამატული სურათი შევქმნა, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაშიც ხომ უნდა შევიდეს ვინმე?!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა