პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ხიბლავს ნოდიკო ტატიშვილს "პენსიონერული" გართობა
რატომ ხიბლავს ნოდიკო ტატიშვილს "პენსიონერული" გართობა

მომ­ღე­რა­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი სას­ცე­ნო სა­მოს­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავს. მი­აჩ­ნია, რომ ეს მისი პრო­ფე­სი­ის შე­მად­გე­ნი­ლი ნა­წი­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ხის კა­ნის მო­სავ­ლე­ლად "სა­ოც­რე­ბებს" არ აკე­თებს, რად­გა­ნაც ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვერ ხე­დავს. ამ­ჟა­მად, ნო­დი­კო "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის­თვის, რო­მელ­ზეც სოფო გე­ლო­ვან­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით წარ­დგე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა...

ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი

- ჩემს სა­ე­თე­რო და სას­ცე­ნო ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე სტი­ლის­ტი - ბად­რი ფე­ვა­ძე ზრუ­ნავს. ამ სა­კი­თხში "ხელ­თუ­პყა­რი" ვარ და ამი­ტო­მაც, ბად­რი ცუდ დღე­შია: მის­თვის დი­ლა­უ­თე­ნია ბევ­რჯერ და­მი­რე­კავს და მით­ქვამს, - დრო­ზე გა­იღ­ვი­ძე, ვარ­ცხნი­ლო­ბა უნდა მო­მი­წეს­რი­გო, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. ის ასეთ დროს ყო­ველ­თვის მპა­სუ­ხობს, - მო­დიო, რად­გან იცის, რომც არ და­მი­ბა­როს, მას­თან მა­ინც მი­ვალ და იქ და­ვუჯ­დე­ბი მა­ნამ, ვიდ­რე არ დამ­ვარ­ცხნის. პი­რა­დად მე, მხო­ლოდ თმის გა­და­ვარ­ცხნა შე­მიძ­ლია; ისიც იმი­ტომ, რომ ვინ­მე არ შე­ვა­ში­ნო. თმას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვუვ­ლი. უბ­რა­ლოდ, ბად­რის მიერ შერ­ჩე­უ­ლი შამ­პუ­ნით ვი­ბან. შე­ღებ­ვას რაც შე­ე­ხე­ბა, თმას "ჯე­ოს­ტარ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბავ­დნენ (ოღონდ, დრო­ე­ბი­თი ეფექ­ტი ჰქონ­და), რად­გან ჭა­ღა­რა მაქვს. კო­ლე­გებს ხში­რად უთ­ქვამთ, - ჭა­ღა­რა თმას რა­ტომ არ იღე­ბავ? აუ­ცი­ლე­ბე­ლი­აო. თმის შე­ღებ­ვა სა­ჭი­როდ არ მი­მაჩ­ნია - ბუ­ნებ­რი­ვი უფრო კარ­გი ვარ...

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ჩემს ორ­გა­ნიზმს მო­მენ­ტა­ლუ­რად ეტყო­ბა ხოლ­მე, თუ რო­გორ ვიკ­ვე­ბე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" ვემ­ზა­დე­ბი და რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე. შე­დე­გად, სხე­უ­ლის ყვე­ლა კუნ­თი მტკი­ვა. ძა­ლი­ან მა­გა­რი უცხო­ე­ლი ტრე­ნე­რი მყავს. დღე­ში 2-3 ღერ სი­გა­რე­ტეს ვე­წე­ვი, როცა ადრე 1 კო­ლოფს ვე­წე­ო­დი. საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­საც მო­ვუ­კე­ლი. არა­და, სა­ო­ცა­რი გურ­მა­ნი ვარ. მიყ­ვარს ხინ­კა­ლი, მწვა­დი, შემ­წვა­რი წი­წი­ლა, კარ­გი ყვე­ლი და პური... დედა ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, შინ გემ­რი­ე­ლი კერ­ძი და­მახ­ვედ­როს.

- "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბას აპი­რებ?

- ალ­ბათ - შვი­დის. ამ კონ­კურ­სზე გვერ­დით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სოფო გე­ლო­ვა­ნი მე­ყო­ლე­ბა, რო­მელ­საც ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა უნდა გა­ვუ­წიო...

სა­მო­სი

- ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო, დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხში­რად ვურ­თი­ერ­თობ. მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და გე­მოვ­ნე­ბას ვენ­დო­ბი. მომ­ღერ­ლის­თვის ჩაც­მუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის - როცა კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, მა­ყუ­რე­ბელს პა­ტივს სცემ. სოლო კონ­ცერ­ტის­თვის ჩემს სას­ცე­ნო სა­მოს­ზე ავ­თან­დილ­მა იზ­რუ­ნა, "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვი­საც" ის იზ­რუ­ნებს.

- სცე­ნის გამო, შენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი სა­მო­სი თუ ჩა­გიც­ვამს?

- მახ­სოვს, ერთ-ერთ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე მე და გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვილს ჭრე­ლი, სა­სა­ცი­ლო ტან­საც­მე­ლი გვეც­ვა, რო­მე­ლიც სიმ­ღე­რას უხ­დე­ბო­და. ისე­თი რა­ღაც არ ჩა­მიც­ვამს, რაც ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი გახ­ლდათ. მსგავ­სი რამ არც შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ.

- შენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი რო­გო­რი სა­მო­სია?

- ტან­საც­მლის რა­ღაც შტრი­ხე­ბი მომ­წონს, რა­ღაც - არა. როცა სა­მოსს შევ­ხე­დავ, მა­შინ­ვე ვხვდე­ბი - ჩა­ვიც­ვამ თუ არა.

- ყო­ველ­დღი­ურ სა­მოს­ზეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ?

- წე­ლი­წად­ში მაქ­სი­მუმ, სამ­ჯერ "ვშო­პინ­გობ". მა­ღა­ზი­ებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად სი­ა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ მიყ­ვარს. ძი­რი­თა­დად, ლონ­დონ­ში ყოფ­ნი­სას "ვშო­პინ­გობ". იქ ნა­ყი­დი სა­მო­სი მთე­ლი წელი მყოფ­ნის.

- ამა­სო­ბა­ში, შენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი ტან­საც­მე­ლი ნაკ­ლე­ბად მო­დუ­რი რომ გახ­დეს?

- ასეთ რა­ღა­ცებს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. ჩემ­თვის, მოდა ის არის, რაც მიხ­დე­ბა.

სამ­კა­უ­ლე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- ერ­თა­დერ­თი აქ­სე­სუ­ა­რი, რო­მელ­საც ვე­გუ­ე­ბი, სა­ა­თი გახ­ლავთ. ასე­ვე, ყო­ველ­თვის ვა­ტა­რებ ნათ­ლო­ბის ჯვარს და მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ასე უნდა იქ­ცე­ო­დეს... სა­მა­ჯუ­რი, ბე­ჭე­დი დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის და ამი­ტო­მაც, ამ აქ­სე­სუ­ა­რებს არ ვი­ყე­ნებ.

საქ­მე

- "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. არა­და, სულ სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და: ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას და იქ მას­ტერკლა­სის გავ­ლას ვა­პი­რებ­დი. ნინი შერ­მა­დი­ნი ყო­ველ­დღე მწერ­და: არ მო­დი­ხა­რო? "ევ­რო­ვი­ზი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბით ჩემი ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, გა­უ­ხარ­და, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ეწყი­ნა კი­დეც, რად­გან ამე­რი­კა­ში ვე­ღარ გა­ვემ­გზავ­რე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, 31 დე­კემ­ბერს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა და კონ­კურ­სის­თვის შე­მარ­ჩია.

- შენ და სოფო თა­ვის გა­მო­ჩე­ნას, ჟი­უ­რის სიმ­პა­თი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბას რო­გორ აპი­რებთ?

- არა­ნა­ირ კომ­პრო­მის­ზე არ წა­ვალთ, სას­წორ­ზე არა­ფერს დავ­დებთ! ჩვე­ნი სიმ­ღე­რა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და ძა­ლი­ან მა­გა­რი უნდა იყოს! სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რა უკვე დაგ­ვი­წე­რა შვედ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა - ტო­მას ჯე­ი­სონ­მა, რო­მე­ლიც შარ­შან­დე­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი გახ­ლავთ. სიმ­ღე­რის პრე­ზენ­ტა­ცია თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში შედ­გე­ბა. ჩვენ ვი­დე­ორ­გოლ­საც გა­და­ვი­ღებთ და ევ­როპ­რო­მო­ტუ­რიც გვექ­ნე­ბა... მე და სო­ფოს გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­ვალთ. სი­ა­მა­ყეს­თან ერ­თად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც ვგრძნობთ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ კონ­კურ­სზე ჩვე­ნი ნამ­ღე­რი და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სონ. სო­ფოს­თან ერ­თად სიმ­ღე­რა დიდი კომ­ფორ­ტია. "ჯე­ოს­ტარ­ში" მას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ერ­თად ვიმ­ღე­რეთ... მოკ­ლედ, კარ­გი მე­გობ­რე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი ვართ.

გარ­თო­ბა

- ჩემი ასა­კის­თვის ცოტა არ იყოს, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გარ­თო­ბა მხიბ­ლავს, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა, "პენ­სი­ო­ნე­რუ­ლი" და­ვარ­ქვათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ქვეყ­ნის კლუბ­ში ვარ ნამ­ყო­ფი, სა­დაც ძა­ლი­ან მა­გა­რი დი­ჯე­ე­ბი უკ­რა­ვენ, კლუ­ბუ­რი გარ­თო­ბა არ მომ­წონს; უფრო მე­ტიც - ასეთ გა­რე­მო­ში დის­კომ­ფორ­ტს ვგრძნობ და თავი მტკივ­დე­ბა... "ბე­ბე­რი" ვარ (იცი­ნის). მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მშვიდ გა­რე­მო­ში, "ცო­ცხა­ლი" მუ­სი­კის მოს­მე­ნით ვის­ვე­ნებ. ჩემ­თვის უცხო­ეთ­ში ყოფ­ნაც ერ­თგვა­რი გან­ტვირ­თვაა. იქ შე­მიძ­ლია, დი­ლი­დან გვი­ან ღა­მემ­დე ვი­სე­ირ­ნო. ისე, ლონ­დონს მალე შე­ვეჩ­ვიე. არ ვე­თან­ხმე­ბი მათ, ვინც ამ­ბობს, - ინ­გლის­ში "ცივი" ხალ­ხი ცხოვ­რობ­სო. ერთხელ ქუ­ჩე­ბი ამე­რია და ასე, 60-65 წლის ქალ­ბა­ტონ­მა 300-400 მეტ­რი ჩემ­თან ერ­თად, ფე­ხით იარა, რათა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­ვეყ­ვა­ნე. ინ­გლი­სე­ლე­ბი კე­თილ­გან­წყო­ბას თუ შე­გა­ტყო­ბენ, თან გა­დაგ­ყვე­ბი­ან. აი, ეს­პა­ნე­ლებ­ზე კი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ: მათ რა­ღა­ცას ინ­გლი­სუ­რად რომ ეკი­თხე­ბი, ეს­პა­ნუ­რად გპა­სუ­ხო­ბენ, არა­და, ინ­გლი­სუ­რი კარ­გად იცი­ან. ჩემ­ზე პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ე­ლი ინ­გლი­სუ­რად რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბა, მის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე ვპა­სუ­ხობ. იტა­ლი­ა­სა და პა­რიზ­შიც ეს­პა­ნე­ლე­ბის მსგავ­სად იქ­ცე­ვი­ან, რის გა­მოც ვბრაზ­დე­ბი და ჩხუ­ბის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა...

ოჯა­ხი

- ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ღირ­სე­უ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მყავს. ჩემი მშობ­ლე­ბი 33 წე­ლია, შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ დღემ­დე ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი­ვით, უერ­თმა­ნე­თოდ ვერ ძლე­ბენ. მათი თბი­ლი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯახ­ზეც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ჩემი და ფი­ლო­ლო­გი გახ­ლავთ. ჭკვი­ა­ნი გო­გოა და სულ ცდი­ლობს, უფრო მეტი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს... გა­მი­მარ­თლა, რომ ჩემს ოჯახ­ში სრუ­ლი იდი­ლია სუ­ფევს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- ამას წი­ნათ, მე­გო­ნა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ არ მყვა­რე­ბია. ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც 26 წლის ჯან­მრთე­ლი მა­მა­კა­ცი. ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მსუ­ბუ­ქი (და არა მხო­ლოდ) ფლირ­ტე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს.

- ანუ გან­სა­ზღვრუ­ლი გაქვს, რა ასაკ­ში უნდა და­ო­ჯახ­დე?

- ამას ვერ გან­სა­ზღვრავ. 18 წლი­სა ოჯა­ხის შექ­მნას ვა­პი­რებ­დი: მა­შინ ძა­ლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გა­და­რე­უ­ლი ვი­ყა­ვი! ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და სურ­ვი­ლე­ბი მხო­ლოდ იმ გო­გოს უკავ­შირ­დე­ბო­და. მა­საც ასე ძლი­ე­რად რომ ვყვა­რე­ბო­დი, ალ­ბათ, დღეს ოჯა­ხი გვექ­ნე­ბო­და და შვი­ლე­ბიც გვე­ყო­ლე­ბო­და. 8 წლის შემ­დეგ, აზ­როვ­ნე­ბა შე­მეც­ვა­ლა, ოჯა­ხის შექ­მნის თე­მას სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ...

- ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავს?

- "ფე­ის­ბუკ­ზე" უამ­რავ წე­რილს ვი­ღებ. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ტე­ლე­ფონ­ზეც მი­რე­კა­ვენ და როცა მათ ვპა­სუ­ხობ, ზოგ­ჯერ ხმას არ იღე­ბენ. ასეთ დროს ვხვდე­ბი, რომ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი არი­ან (იღი­მის)... ყუ­რა­დღე­ბის­თვის, სით­ბოს­თვი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის წე­რი­ლებს თუ გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­ხარ?

- ყვე­ლა წე­რილს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვპა­სუ­ხობ.

- რო­მე­ლი­მე თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რო­მან­ტი­კულ­ში თუ გა­დაზ­რდი­ლა?

- კი, მაგ­რამ ამას სე­რი­ო­ზუ­ლი სახე არ მი­უ­ღია.

- რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი მოგ­წონს?

- ვერ გე­ტყვი, რომ ჩემი "კო­დექ­სი" მაქვს, მაგ­რამ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გო­გო­ნა ნაზი, ქა­ლუ­რი უნდა იყოს...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

რატომ ხიბლავს ნოდიკო ტატიშვილს "პენსიონერული" გართობა

რატომ ხიბლავს ნოდიკო ტატიშვილს "პენსიონერული" გართობა

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სასცენო სამოსზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მიაჩნია, რომ ეს მისი პროფესიის შემადგენილი ნაწილია. სამაგიეროდ, სახის კანის მოსავლელად "საოცრებებს" არ აკეთებს, რადგანაც ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამჟამად, ნოდიკო "ევროვიზიის" კონკურსისთვის, რომელზეც სოფო გელოვანთან ერთად, საქართველოს სახელით წარდგება, განსაკუთრებულად ემზადება...

ვარცხნილობა და თმის ფერი

- ჩემს საეთერო და სასცენო ვარცხნილობაზე სტილისტი - ბადრი ფევაძე ზრუნავს. ამ საკითხში "ხელთუპყარი" ვარ და ამიტომაც, ბადრი ცუდ დღეშია: მისთვის დილაუთენია ბევრჯერ დამირეკავს და მითქვამს, - დროზე გაიღვიძე, ვარცხნილობა უნდა მომიწესრიგო, ტელევიზიაში მივდივარ-მეთქი. ის ასეთ დროს ყოველთვის მპასუხობს, - მოდიო, რადგან იცის, რომც არ დამიბაროს, მასთან მაინც მივალ და იქ დავუჯდები მანამ, ვიდრე არ დამვარცხნის. პირადად მე, მხოლოდ თმის გადავარცხნა შემიძლია; ისიც იმიტომ, რომ ვინმე არ შევაშინო. თმას განსაკუთრებულად არ ვუვლი. უბრალოდ, ბადრის მიერ შერჩეული შამპუნით ვიბან. შეღებვას რაც შეეხება, თმას "ჯეოსტარში" მონაწილეობის პერიოდში მიღებავდნენ (ოღონდ, დროებითი ეფექტი ჰქონდა), რადგან ჭაღარა მაქვს. კოლეგებს ხშირად უთქვამთ, - ჭაღარა თმას რატომ არ იღებავ? აუცილებელიაო. თმის შეღებვა საჭიროდ არ მიმაჩნია - ბუნებრივი უფრო კარგი ვარ...

ვარჯიში და დიეტა

- ჩემს ორგანიზმს მომენტალურად ეტყობა ხოლმე, თუ როგორ ვიკვებები. მოგეხსენებათ, "ევროვიზიისთვის" ვემზადები და რამდენიმე დღის წინ ვარჯიში დავიწყე. შედეგად, სხეულის ყველა კუნთი მტკივა. ძალიან მაგარი უცხოელი ტრენერი მყავს. დღეში 2-3 ღერ სიგარეტეს ვეწევი, როცა ადრე 1 კოლოფს ვეწეოდი. საკვების მიღებასაც მოვუკელი. არადა, საოცარი გურმანი ვარ. მიყვარს ხინკალი, მწვადი, შემწვარი წიწილა, კარგი ყველი და პური... დედა ყოველთვის ცდილობს, შინ გემრიელი კერძი დამახვედროს.

- "ევროვიზიისთვის" რამდენი კილოგრამის დაკლებას აპირებ?

- ალბათ - შვიდის. ამ კონკურსზე გვერდით არაჩვეულებრივი სოფო გელოვანი მეყოლება, რომელსაც ღირსეული პარტნიორობა უნდა გავუწიო...

სამოსი

- ჩემი პროფესიის გამო, დიზაინერებთან ხშირად ვურთიერთობ. მათ პროფესიონალიზმსა და გემოვნებას ვენდობი. მომღერლისთვის ჩაცმულობა მნიშვნელოვანი რამ არის - როცა კარგად გამოიყურები, მაყურებელს პატივს სცემ. სოლო კონცერტისთვის ჩემს სასცენო სამოსზე ავთანდილმა იზრუნა, "ევროვიზიისთვისაც" ის იზრუნებს.

- სცენის გამო, შენთვის მიუღებელი სამოსი თუ ჩაგიცვამს?

- მახსოვს, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე მე და გიორგი სუხიტაშვილს ჭრელი, სასაცილო ტანსაცმელი გვეცვა, რომელიც სიმღერას უხდებოდა. ისეთი რაღაც არ ჩამიცვამს, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი გახლდათ. მსგავსი რამ არც შემოუთავაზებიათ.

- შენთვის პრინციპულად მიუღებელი როგორი სამოსია?

- ტანსაცმლის რაღაც შტრიხები მომწონს, რაღაც - არა. როცა სამოსს შევხედავ, მაშინვე ვხვდები - ჩავიცვამ თუ არა.

- ყოველდღიურ სამოსზეც განსაკუთრებულად ზრუნავ?

- წელიწადში მაქსიმუმ, სამჯერ "ვშოპინგობ". მაღაზიებში ყოველდღიურად სიარული ნამდვილად არ მიყვარს. ძირითადად, ლონდონში ყოფნისას "ვშოპინგობ". იქ ნაყიდი სამოსი მთელი წელი მყოფნის.

- ამასობაში, შენ მიერ შერჩეული ტანსაცმელი ნაკლებად მოდური რომ გახდეს?

- ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემთვის, მოდა ის არის, რაც მიხდება.

სამკაულები და აქსესუარები

- ერთადერთი აქსესუარი, რომელსაც ვეგუები, საათი გახლავთ. ასევე, ყოველთვის ვატარებ ნათლობის ჯვარს და მიმაჩნია, რომ ყველა მართლმადიდებელი ასე უნდა იქცეოდეს... სამაჯური, ბეჭედი დისკომფორტს მიქმნის და ამიტომაც, ამ აქსესუარებს არ ვიყენებ.

საქმე

- "ევროვიზიის" კონკურსისთვის ვემზადები. არადა, სულ სხვა გეგმები მქონდა: ამერიკაში გამგზავრებას და იქ მასტერკლასის გავლას ვაპირებდი. ნინი შერმადინი ყოველდღე მწერდა: არ მოდიხარო? "ევროვიზიასთან" დაკავშირებით ჩემი ამბავი რომ გაიგო, გაუხარდა, მაგრამ ამავდროულად, ეწყინა კიდეც, რადგან ამერიკაში ვეღარ გავემგზავრები. ფაქტობრივად, 31 დეკემბერს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" საჩუქარი გამიკეთა და კონკურსისთვის შემარჩია.

- შენ და სოფო თავის გამოჩენას, ჟიურის სიმპათიის დამსახურებას როგორ აპირებთ?

- არანაირ კომპრომისზე არ წავალთ, სასწორზე არაფერს დავდებთ! ჩვენი სიმღერა გემოვნებიანი და ძალიან მაგარი უნდა იყოს! საკონკურსო სიმღერა უკვე დაგვიწერა შვედმა კომპოზიტორმა - ტომას ჯეისონმა, რომელიც შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული სიმღერის ავტორი გახლავთ. სიმღერის პრეზენტაცია თებერვლის შუა რიცხვებში შედგება. ჩვენ ვიდეორგოლსაც გადავიღებთ და ევროპრომოტურიც გვექნება... მე და სოფოს გვეამაყება, რომ "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით გავალთ. სიამაყესთან ერთად, პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონკურსზე ჩვენი ნამღერი დადებითად შეაფასონ. სოფოსთან ერთად სიმღერა დიდი კომფორტია. "ჯეოსტარში" მას ვგულშემატკივრობდი და ნახევარფინალში ერთად ვიმღერეთ... მოკლედ, კარგი მეგობრები და მუსიკალური პარტნიორები ვართ.

გართობა

- ჩემი ასაკისთვის ცოტა არ იყოს, არაადეკვატური გართობა მხიბლავს, რომელსაც შეიძლება, "პენსიონერული" დავარქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყნის კლუბში ვარ ნამყოფი, სადაც ძალიან მაგარი დიჯეები უკრავენ, კლუბური გართობა არ მომწონს; უფრო მეტიც - ასეთ გარემოში დისკომფორტს ვგრძნობ და თავი მტკივდება... "ბებერი" ვარ (იცინის). მეგობრებთან ერთად, მშვიდ გარემოში, "ცოცხალი" მუსიკის მოსმენით ვისვენებ. ჩემთვის უცხოეთში ყოფნაც ერთგვარი განტვირთვაა. იქ შემიძლია, დილიდან გვიან ღამემდე ვისეირნო. ისე, ლონდონს მალე შევეჩვიე. არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, - ინგლისში "ცივი" ხალხი ცხოვრობსო. ერთხელ ქუჩები ამერია და ასე, 60-65 წლის ქალბატონმა 300-400 მეტრი ჩემთან ერთად, ფეხით იარა, რათა დანიშნულების ადგილამდე მივეყვანე. ინგლისელები კეთილგანწყობას თუ შეგატყობენ, თან გადაგყვებიან. აი, ესპანელებზე კი გაბრაზებული ვარ: მათ რაღაცას ინგლისურად რომ ეკითხები, ესპანურად გპასუხობენ, არადა, ინგლისური კარგად იციან. ჩემზე პატრიოტი ადამიანი არ მეგულება, მაგრამ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ინგლისურად რომ მელაპარაკება, მისთვის გასაგებ ენაზე ვპასუხობ. იტალიასა და პარიზშიც ესპანელების მსგავსად იქცევიან, რის გამოც ვბრაზდები და ჩხუბის სურვილი მიჩნდება...

ოჯახი

- ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ არაჩვეულებრივი, ღირსეული ოჯახის წევრები მყავს. ჩემი მშობლები 33 წელია, შეუღლებულები არიან, მაგრამ დღემდე ახალდაქორწინებულებივით, უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. მათი თბილი ურთიერთდამოკიდებულება ოჯახზეც დადებითად აისახება. ჩემი და ფილოლოგი გახლავთ. ჭკვიანი გოგოა და სულ ცდილობს, უფრო მეტი განათლება მიიღოს... გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახში სრული იდილია სუფევს.

პირადი ცხოვრება

- ამას წინათ, მეგონა, შეყვარებული ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ მყვარებია. ისე ვცხოვრობ, როგორც 26 წლის ჯანმრთელი მამაკაცი. ჯერჯერობით, ჩემი პირადი ცხოვრება მსუბუქი (და არა მხოლოდ) ფლირტებით შემოიფარგლება. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- ანუ განსაზღვრული გაქვს, რა ასაკში უნდა დაოჯახდე?

- ამას ვერ განსაზღვრავ. 18 წლისა ოჯახის შექმნას ვაპირებდი: მაშინ ძალიან შეყვარებული, გადარეული ვიყავი! ჩემი მთავარი მიზანი და სურვილები მხოლოდ იმ გოგოს უკავშირდებოდა. მასაც ასე ძლიერად რომ ვყვარებოდი, ალბათ, დღეს ოჯახი გვექნებოდა და შვილებიც გვეყოლებოდა. 8 წლის შემდეგ, აზროვნება შემეცვალა, ოჯახის შექმნის თემას სხვანაირად ვუყურებ...

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

- "ფეისბუკზე" უამრავ წერილს ვიღებ. თაყვანისმცემლები ტელეფონზეც მირეკავენ და როცა მათ ვპასუხობ, ზოგჯერ ხმას არ იღებენ. ასეთ დროს ვხვდები, რომ თინეიჯერები არიან (იღიმის)... ყურადღებისთვის, სითბოსთვისა და სიყვარულისთვის ყველას დიდ მადლობას ვუხდი.

- თაყვანისმცემლების წერილებს თუ გამოხმაურებიხარ?

- ყველა წერილს სიამოვნებით ვპასუხობ.

- რომელიმე თაყვანისმცემელთან ურთიერთობა რომანტიკულში თუ გადაზრდილა?

- კი, მაგრამ ამას სერიოზული სახე არ მიუღია.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- ვერ გეტყვი, რომ ჩემი "კოდექსი" მაქვს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გოგონა ნაზი, ქალური უნდა იყოს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება