სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა ოთანაძე: სამარტოო საკანში გამოკეტილი ჩიტებს და კატებს ვესაუბრებოდი
კობა ოთანაძე: სამარტოო საკანში გამოკეტილი ჩიტებს და კატებს ვესაუბრებოდი

პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და საქ­მე­ე­ბის გა­და­სინ­ჯვას ითხო­ვენ. თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი სარ­ჩე­ლის სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნას აპი­რებს და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას შე­ეც­დე­ბა. სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. აი­სა­ხე­ბა თუ არა ეს ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ზე და რა თან­ხებს გა­და­უხ­დი­ან მათ, ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მათი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ რიგ­შია ე.წ. "მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხი". ამ საქ­მის მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბუ­ლი - კობა ოთა­ნა­ძე, რო­მელ­საც 30-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­კუ­თარ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და­ამ­ტკი­ცებს. ის ირ­წმუ­ნე­ბა, - არა­ნა­ი­რი ამ­ბო­ხი არ ყო­ფი­ლა და ყვე­ლა­ფე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თით დად­გმუ­ლი სცე­ნა­რი იყოო.

მივ­ყვეთ ქრო­ნო­ლო­გი­ას:

2009 წლის 5 მა­ისს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მზად­დე­ბო­და და ამა­ში მუხ­რო­ვან­ში ბა­ზი­რე­ბუ­ლი სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ო­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმა­ვე დღეს, შს სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი ძა­ლოვ­ნებს ჩაჰ­ბარ­დნენ, მათ ლი­დე­რებ­ზე კი ძებ­ნა გა­მო­ცხად­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, გახ­სნი­ლი იყო ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გეგ­მა. ძა­ლოვ­ნე­ბი ამ ბრალ­დე­ბას ვინ­მე გია ღვა­ლა­ძის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რით ამ­ყა­რებ­დნენ. იმა­ვე დღეს სამ­ხედ­რო ჩი­ნოს­ნე­ბი: კობა ოთა­ნა­ძე, გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ლე­ვან ამი­რი­ძე ძებ­ნი­ლე­ბად გა­მო­ცხად­დნენ. ით­ქვა, რომ ისი­ნი ამ­ბოხს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და მა­შინ მუხ­რო­ვან­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მთე­ლი ტე­რი­ტო­რია ოპე­რა­ტი­უ­ლად, ვერ­ტმფრე­ნე­ბით კონ­ტროლ­დე­ბო­და. სპეც­რაზ­მე­ლე­ბით გა­და­ჭე­დი­ლი იყო იქა­უ­რო­ბა, მაგ­რამ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფელს ვერ მი­აგ­ნეს.

მე­ო­რე დღეს უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქე­ბი და ქუ­ჩე­ბი აჭ­რელ­და ძებ­ნილ­თა ფო­ტო­ე­ბით. ძა­ლოვ­ნე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დებ­ლებს სო­ლი­დურ ჯილ­დოს სთა­ვა­ზობ­დნენ - კობა ოთა­ნა­ძე 200 ათას ლა­რად შე­ფას­და, გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ლე­ვან ამი­რი­ძე 50.000 ლა­რად. ორი კვი­რის შემ­დეგ ძებ­ნილ­თა კვალს მი­აგ­ნეს და თი­ა­ნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე 10 სა­ათ­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. სპეც­რაზ­მე­ლებ­მა ად­გილ­ზე მოკ­ლეს გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი, ხოლო კობა ოთა­ნა­ძე და ლე­ვან ამი­რი­ძე უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

კობა ოთა­ნა­ძე:

- არა­ნა­ი­რი ამ­ბო­ხი არ ყო­ფი­ლა. იმ დღეს მე და გია კრი­ა­ლაშ­ვილ­მა ლე­ვან ამი­რი­ძე მუხ­რო­ვან­ში ავიყ­ვა­ნეთ. მი­ზე­ზი ის იყო, რომ წი­ნა­დღეს ლე­ვა­ნის ოფიც­რე­ბი და შტა­ბის უფ­რო­სი და­ი­ჭი­რეს. ვი­ცო­დით, თა­ნამ­შრომ­ლებს ეს უნდა გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნათ. სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვა­სა და უკან დაბ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით. ლე­ვანს აინ­ტე­რე­სებ­და, რის­თვის და­ი­ჭი­რეს ბი­ჭე­ბი. ვე­რაფ­რის გარ­კვე­ვა ვერ შევ­ძე­ლით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი და მათ "თა­მაშს" წა­მო­ვე­გეთ. მუხ­რო­ვან­ში ვი­ყა­ვით, როცა გა­ვი­გეთ, რომ ტე­რი­ტო­რი­ას ალყა შე­მო­არ­ტყეს და გა­მო­ა­ცხა­დეს, თით­ქოს ამ­ბო­ხი იყო. ჩვენ ბი­ჭე­ბი გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ პრო­ვო­კა­ცი­ას არ უნდა აჰ­ყო­ლოდ­ნენ და ია­რა­ღის­თვის ხელი არ ეხ­ლოთ. ტე­ლე­ვი­ზი­ებს ჩვე­ნამ­დე მოს­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, არ მოგ­ვე­ცა გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მივ­ხვდით, იქა­უ­რო­ბას უნდა გავ­ცლო­დით და მერე უნდა გვემ­ტკი­ცე­ბი­ნა ჩვე­ნი სი­მარ­თლე. მთე­ლი ბრი­გა­და დაჰ­კი­თხეს; ამ­ბობ­დნენ, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გეთ, მუხ­რო­ვან­ში ამ­ბო­ხი რომ მოხ­დაო.

- თუ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი იყა­ვით, რა­ტომ არ ჩაჰ­ბარ­დით, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მი­მალ­ვა?

- პრე­ზი­დენ­ტმა ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი ლიკ­ვი­და­ცია გა­მო­ა­ცხა­და. რა უნდა გვექ­ნა? გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა, მი­მალ­ვა იყო. ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ვა­პი­რებ­დით. არ ვი­ცო­დით, საით წა­ვი­დო­დით, მთა­ვა­რი იყო, აქე­დან გაგ­ვეღ­წია და შემ­დეგ გვემ­ტკი­ცე­ბი­ნა ჩვე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა. მერ­წმუ­ნეთ, მი­შას გა­მო­გო­ნი­ლი იყო ეს ამ­ბო­ხი. მა­შინ ქვე­ყა­ნა­ში აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წყა­ლი ჰქონ­და შემ­დგა­რი და ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა სხვა საქ­მე­ზე უნ­დო­დათ. მისი გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა ეს იყო და გა­მო­ი­ყე­ნა. იცით, ამ­ბო­ხი რას ჰქვია? რაც თა­ვად სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­უ­კე­თა შე­ვარ­დნა­ძეს - აუ­ჯანყდა და მერე "გა­და­აგ­დო". "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" უწო­დეს ამას. სი­ნამ­დვი­ლე­ში ია­რა­ღიც ჰქონ­დათ, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ... ამის შემ­დეგ 400 პოლ­კოვ­ნი­კი და ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ყვე­ლა­ნი მო­ი­შო­რეს და იქ მო­იყ­ვა­ნეს პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ გა­ე­გე­ბათ, რა არის ჯარი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ერთ-ერთ პო­ლი­ცი­ურ ქვე­და­ნა­ყო­ფად გა­და­ა­კე­თეს. სხვა გზით, არა­სა­სურ­ვე­ლი ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ, რად­გან ისი­ნი იჩივ­ლებ­დნენ სა­სა­მარ­თლო­ში.

- ოპე­რა­ტი­უ­ლად მოხ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი გზის გა­და­კეტ­ვა; თუ მუხ­რო­ვან­ში იყა­ვით, იქი­დან მი­მალ­ვა რო­გორ შე­ძე­ლით?

- წლე­ბის მან­ძილ­ზე იქ მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა ბი­ლი­კი ზე­პი­რად ვი­ცო­დი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უამ­რა­ვი სპეც­რაზ­მე­ლი იყო და ვერ­ტმფრე­ნე­ბით გვე­ძებ­დნენ, ეს ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვართ და ვი­ცით, რო­გორ უნდა გა­და­ვა­ად­გილ­დეთ. სა­მი­ვე ერ­თად გა­მო­ვე­დით, რად­გან აზრი არ ჰქონ­და გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას. მუხ­რო­ვა­ნის ტყი­დან მამ­კო­დის ტყე­ში გა­და­ვე­დით და იქ ვი­მა­ლე­ბო­დით. პე­რი­ო­დუ­ლად გა­მოვ­დი­ო­დით მა­ღა­ზი­ა­ში და ვყი­დუ­ლობ­დით საჭ­მელს. ხში­რად, არც საკ­ვე­ბი გვქო­ნია და არც წყა­ლი.

- თქვენს ახ­ლო­ბელს უნდა გა­ეყ­ვა­ნეთ სა­ზღვარ­ზე. მან გი­ღა­ლა­ტათ?

- ჩვენ­თან მან­ქა­ნა უნდა მო­სუ­ლი­ყო და იქი­დან უნდა გა­ვეყ­ვა­ნეთ. მე­სი­ჯებს ვწერ­დით ახ­ლო­ბელს და მა­შინ გა­ვი­შიფ­რეთ. ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ცი­ეთ ბევრ დე­ტალს, არ ვი­ცო­დით, ამ დო­ნე­ზე რომ იყო კონ­ტრო­ლი. ორი კვი­რა ტყე­ში ნამ­ყო­ფებს ტვი­ნიც გა­დაღ­ლი­ლი გვქონ­და. ვის­თა­ნაც გვქონ­და კონ­ტაქ­ტი, იმას ათ­ქმე­ვი­ნეს, ვე­ღარ გა­უძ­ლო წნეხს. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მო­ვი­და, სა­მი­ვე ავე­დით. მან­ქა­ნა შუ­ა­ში გა­და­ტიხ­რუ­ლი იყო, რო­გორც სატ­ვირ­თო. მი­ზე­ზი რომ ვი­კი­თხეთ, მძღოლ­მა გვი­თხრა, - ხახ­ვი და პრო­დუქ­ტი და­მაქვს სა­ვაჭ­როდ და უკან ტომ­რე­ბი ყრი­აო. ჩვენც და­ვუ­ჯე­რეთ. რე­ა­ლუ­რად კი ძა­ლოვ­ნე­ბის შე­მოგ­ზავ­ნი­ლი აღ­მოჩ­ნდა. გა­და­ტიხ­რულ­ში სამი სპეც­რაზ­მე­ლი იჯდა. 5 წუთი ვი­ა­რეთ, მერე პატ­რულ­მა გა­დაგ­ვი­კე­ტა გზა. ამ დროს მან­ქა­ნა­ში მყოფ­მა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა ტყვი­ე­ბი შიგ­ნი­დან დაგ­ვი­ში­ნეს. არ მახ­სოვს, რამ­დე­ნი გას­რო­ლა იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მი­ვე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი ვე­გო­ნეთ. მერე გად­მოგ­ვყა­რეს მან­ქა­ნი­დან. უნ­დო­დათ, მორ­გში წა­ვეყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ ნა­ხეს, რომ მე და ლე­ვა­ნი ცო­ცხლე­ბი ვი­ყა­ვით. გია ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. მძი­მედ დაჭ­რი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ყურ­ში ახ­ლაც ჩა­მეს­მის ვი­ღა­ცის ხმა, - მხო­ლოდ ერთი და­ი­ღუ­პაო. ჩემი ლიკ­ვი­და­ცია უნ­დო­დათ, მაგ­რამ ღმერ­თის წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩი. 14 ჭრი­ლო­ბა მქონ­და. 9 ტყვია მომ­ხვდა გულ­მკერ­დის არე­ში. მან­ქა­ნი­დან რომ ჩა­მოგ­ვყა­რეს, იქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. მე­რა­ბიშ­ვი­ლი და უგუ­ლა­ვა და­ვი­ნა­ხე, ბო­კე­რია კი ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვნა­ხე, - სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­მო­ვი­და. ახა­ლა­ია არ მახ­სოვს.

- გიგი უგუ­ლა­ვა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იქ რას აკე­თებ­დნენ?

- ისი­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გი­ლი­დან 2-3 მეტრში იდ­გნენ. შე­იძ­ლე­ბა, მერე ახ­ლო­საც მო­ვიდ­ნენ, არ მახ­სოვს. სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლე­ბი ვე­ყა­რეთ; ხალ­ხი რომ არ მო­სუ­ლი­ყო, ალ­ბათ სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლებ­საც მო­ახ­დენ­დნენ, მაგ­რამ ამას გა­და­ვურ­ჩით. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყვი­ებს გვი­შენ­დნენ, ნიღ­ბე­ბით იყ­ვნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად - მი­შას და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლე­ბი. ტყვი­ე­ბი რომ და­უმ­თავ­რდათ, წიხ­ლე­ბით შეგვდგნენ. ძირს დაყ­რი­ლებს ზოგი გვა­გი­ნებ­და, ზოგი წიხლს გვირ­ტყამ­და. საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ვარ და ხე­ლით მო­ნე­ტის გა­ღუნ­ვა შე­მიძ­ლია. ვი­ღა­ცამ თქვა, - ეს ის არის, ფულს თი­თე­ბით რომ ღუ­ნავ­სო, - თან ხე­ლებ­ზე ბორ­კი­ლის და­დე­ბა უნ­დო­და. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წიე. მა­შინ და­მი­ცხრი­ლეს ხე­ლე­ბი. ამას ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც უყუ­რებ­დნენ. სხე­ულ­ზე იმ­დე­ნი ჭრი­ლო­ბა მქონ­და, ვე­ღარ ვმოძ­რა­ობ­დი. წიხ­ლე­ბით შეგვდგნენ მე და ჩემს მე­გობ­რებს. ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვა­ტა­რე, შემ­დეგ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. იქაც გრძელ­დე­ბო­და ზე­წო­ლე­ბი და მუ­ქა­რე­ბი.

- რა­ტომ?

- მოჰ­ქონ­დათ და­წე­რი­ლი ქა­ღალ­დი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ეს უნდა აღი­ა­რო, თუ აღი­ა­რებ, ცოტა წლებს მოგ­ცემთ, თუ არა და, სა­მუ­და­მოდ ცი­ხე­ში გა­მოგ­კე­ტავ­თო. მარ­თლაც, 30 წელი მო­მი­სა­ჯეს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ყვე­ლამ იცის, დაჭ­რი­ლი ხარ, შენი მოკ­ვლა პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენ­სო. მარ­თლაც იყო ამის მცდე­ლო­ბა: წვე­თო­ვა­ნე­ბი მე­ყე­ნა და უცებ მო­მიხ­სნეს. ამ დროს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ერთი კვი­რის გა­და­სუ­ლი ვი­ყა­ვი "რეზ­ბალ­ნი­ცა­ზე". გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და რა მოხ­და, არ მახ­სოვს. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, აპა­რატ­ზე ვი­ყა­ვი შე­ერ­თე­ბუ­ლი. ჩემი საქ­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო და ექი­მე­ბი კარ­გად მექ­ცე­ოდ­ნენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და კონ­ტაქ­ტში ვერ შე­მო­დი­ოდ­ნენ. ჭრი­ლო­ბე­ბი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი მქონ­და, სა­კან­ში რომ გა­და­მიყ­ვა­ნეს.

- იქ მარ­ტო იყა­ვით?

- სა­მარ­ტოო სა­კან­ში 2 წელ­ზე მეტი გა­ვა­ტა­რე. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო იქ ყოფ­ნა. 5-6 თვე არც პრე­სა მქონ­და, არც რა­დიო. ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცუ­დად არ მექ­ცე­ოდ­ნენ, მაგ­რამ გა­რე­დან შე­მო­სუ­ლე­ბი ახ­დენ­დნენ ჩემ­ზე ზე­წო­ლას - კუდ-ისა თუ სოდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მათი ზე­წო­ლა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­წყე­ბამ­დე გრძელ­დე­ბო­და. მო­ი­თხოვ­დნენ, ბრა­ლი მე­ღი­ა­რე­ბი­ნა. გლ­და­ნის ცი­ხე­ში 2 წელი და 4 თვე სა­მარ­ტოო სა­კან­ში ვი­ყა­ვი, თან - უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. თა­ვი­დან გა­და­ად­გი­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ვერც ვჭამ­დი, რად­გან ხე­ლე­ბი და­ცხრი­ლუ­ლი მქონ­და. სა­კან­ში მხო­ლოდ სა­ნი­ტა­რი თუ შე­მო­ვი­დო­და. უნ­დო­დათ, და­ვეთ­რგუ­ნე, მო­რა­ლუ­რად გა­ვე­ნად­გუ­რე­ბი­ნე, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ, ადა­მი­ა­ნებს ბევ­რის ატა­ნა შეგ­ვიძ­ლია. სარ­და­ფი­ვით იყო ის სა­კა­ნი, ზე­ვით პა­ტა­რა ფან­ჯა­რა ჰქონ­და. ხმის გამ­ცე­მი არა­ვინ მყავ­და, ად­ვო­კატს თუ შევ­ხვდე­ბო­დი და და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ცო­ტა­თი რომ მოვმჯო­ბინ­დი და წა­მოდ­გო­მა მო­ვა­ხერ­ხე, ფან­ჯა­რას­თან მივ­დი­ო­დი და იქ კა­ტებ­სა და ჩი­ტებს პურს ვუყ­რი­დი, მათ ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, აბა, რა მექ­ნა?! ახლა თა­ვი­დან ვსწავ­ლობ ლა­პა­რაკს. სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა რომ ჩა­ტარ­დე­ბა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვ.

- პრე­ზი­დენ­ტი სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტეს გი­წო­დებთ და აპ­რო­ტეს­ტებს თქვენს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

- მიშა თვი­თონ არის სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე, თა­ვი­სი "ნაც­ბან­დით". რა­საც ის ამ­ბობს, ცი­ლის­წა­მე­ბაა.

- ამ­ბო­ბენ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის საქ­მე­ში გა­რე­ულ პი­რებს სამ­სა­ხუ­რებ­ში არ აღად­გენ­სო, ამა­ზე რას იტყვით?

- არც ვა­პი­რებ­დი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი, ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ და­ი­ჭი­რეს, რა­ტომ არ უნდა და­აბ­რუ­ნონ? მე მა­ში­ნაც არ ვმუ­შა­ობ­დი, თა­და­რი­გის ოფი­ცე­რი ვი­ყა­ვი. თუ ჩემს ქვე­ყა­ნას დას­ჭირ­და, მხო­ლოდ მა­შინ დავ­ბრუნ­დე­ბი, მაგ­რამ მშვი­დო­ბი­ან ვი­თა­რე­ბა­ში ჯარ­ში ყოფ­ნას მარ­თლა არ ვა­პი­რებ. ე.წ. "მუხ­რო­ვა­ნის საქ­მე­ზე" 41 ადა­მი­ა­ნი გა­ა­სა­მარ­თლეს. მათ­გან ძა­ლი­ან ბევ­რს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა ჯარ­თან არ ჰქონ­და. ისი­ნი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, გზა­ზე "აკ­რი­ფეს". კობა კო­ბა­ლა­ძე 10 წელი ნა­ნა­ხი არ მყავ­და და ცი­ხე­ში გა­ვი­გე, რომ ისიც ჩვენს საქ­მე­ზე იჯდა. სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი გა­ა­სა­მარ­თლეს, ძა­ლი­ან ბევ­რს პი­რა­დად არც ვიც­ნობ­დი...

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ჩა­ცხრი­ლუ­ლი გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი ამ ფაქ­ტამ­დე კი­ევ­ში მსა­ხუ­რობ­და. მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი, ოჯა­ხის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. შემ­დეგ იგი ამ­ბოხ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო. იმ მძი­მე წუ­თებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­როს შვი­ლებს ხატი გა­მო­უგ­ზავ­ნა და სამ­ძი­მა­რიც გა­მო­უ­ცხა­და.

გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლის დაც ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პირი იყო და ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და ჯარ­ში. ამ­ბობს, რომ სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლებს.

ლია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემი ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თვის ეს დღე­ე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს ხელ­მე­ო­რედ "დავ­კრძა­ლე" ჩემი ძმა. მის მე­გობ­რებს - მად­ლო­ბა, ისი­ნი ცი­ხი­დან პირ­და­პირ გიას სა­საფ­ლა­ო­ზე მო­ვიდ­ნენ. იმე­დია, ჩემი ძმის სა­ხე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დე­ბა. 15 ნო­ემ­ბერს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნე და ჩემი ძმის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ვი­თხოვ. და­ვა­სა­ხე­ლე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ეს­წრე­ბო­და გიას ლიკ­ვი­და­ცი­ას: გიგი უგუ­ლა­ვა, გივი თარ­გა­მა­ძე, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია. უდა­ვოა, ჩემი ძმა სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით მოკ­ლეს. მო­ვი­თხოვ ამ პი­რე­ბის და­კი­თხვას და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი ჯე­რაც არ და­უ­კი­თხავთ. გა­მაც­ნონ ჩემი ძმის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი! დღემ­დე არ მქო­ნია მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. გიას ორი შვი­ლი დარ­ჩა. მისი 23 წლის ვაჟი ჩემ­თან ერ­თად იბ­რძვის სი­მარ­თლის­თვის. უნდა და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა, ვინც გიას მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, "ვა­და­გა­სუ­ლი" პრე­ზი­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი. და­უს­ჯე­ლე­ბი რომ დარ­ჩნენ, შე­იძ­ლე­ბა, ბენ­ზი­ნი გა­და­ვის­ხა და სა­ჯა­როდ თავი და­ვიწ­ვა.

- თქვენ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყა­ვით ჯა­რი­დან, ახლა აღ­დგე­ნა მო­ა­ხერ­ხეთ?

- 2010 წლის მარ­ტში გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, ასა­კის გამო. შე­იძ­ლე­ბო­და, სა­მო­ქა­ლა­ქო შტატ­ზე გა­და­ვეყ­ვა­ნე, მაგ­რამ ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას­თან მა­ინც ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი. ჩემი ძმის მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი იყო - ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია გამ­ხდა­რი­ყო მი­ნის­ტრი და მა­შინ­დე­ლი აქ­ცი­ე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა სხვა თე­მა­ზე უნდა გა­და­ე­ტა­ნათ. რო­გორც გა­ვი­გე, ერეკ­ლე კო­დუ­ა­საც მი­უ­ძღვის ამა­ში წვლი­ლი - თურ­მე მის კა­ბი­ნეტ­ში იგეგ­მე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი ძმის ცხე­დარს უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, იღ­ლი­ის ქვეშ ჰქონ­და ერთი ჭრი­ლო­ბა, ფე­ხე­ბი, ხე­ლე­ბი და­ჩე­ხი­ლი აქვს, თავი - გა­დახ­სნი­ლი, მთელ სხე­ულ­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და გვა­მუ­რი ლა­ქე­ბი იყო. ექ­სპერ­ტმა მი­თხრა, ამ­დე­ნი ლაქა იმი­ტომ აქვს, რო­გორც ჩანს, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ტან­საც­მლით დიდი ხანი იწ­ვაო... რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, გა­დავ­წყვი­ტე, სა­მარ­თა­ლი მე­პო­ვა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით. ამ ფორ­მუ­ლი­რე­ბას არ ვე­თან­ხმე­ბი. ჩემი ძმა ქუ­ჩა­ში გამ­ვლელ პო­ლი­ცი­ელს არ მო­უკ­ლავს, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოკ­ლეს. გვა­რებს ვა­სა­ხე­ლებ და მათ პა­სუ­ხი უნდა აგე­ბი­ნონ. 12 იან­ვრის მთე­ლი დღე სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ვა­ტა­რე, 13-ში ბი­ჭე­ბი რომ მო­ვიდ­ნენ, სა­საფ­ლა­ო­ზე დავ­ხვდი. "ვა­და­გა­სულ­მა" პრე­ზი­დენ­ტმა ჩემს ძმას სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე უწო­და. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლია მო­ღა­ლა­ტე - ჩემი ძმა, რო­მე­ლიც ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე სამ­შობ­ლოს­თვის იბ­რძო­და, თუ მიშა, რო­მელ­მაც მთელ ერს შე­უ­ლა­ხა ღირ­სე­ბა? ყვე­ლამ პა­სუ­ხი უნდა აგოს ჩემი ძმის მკვლე­ლო­ბის­თვის.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კობა ოთანაძე: სამარტოო საკანში გამოკეტილი ჩიტებს და კატებს ვესაუბრებოდი

კობა ოთანაძე: სამარტოო საკანში გამოკეტილი ჩიტებს და კატებს ვესაუბრებოდი

პოლიტპატიმრები რეაბილიტაციასა და საქმეების გადასინჯვას ითხოვენ. თითქმის ყველა მათგანი სარჩელის სასამართლოში შეტანას აპირებს და უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება. სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ. აისახება თუ არა ეს ქვეყნის ბიუჯეტზე და რა თანხებს გადაუხდიან მათ, ეს მომავალში გამოჩნდება. დღეს პროკურატურაში მათი საქმეების გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მათ რიგშია ე.წ. "მუხროვანის ამბოხი". ამ საქმის მთავარი ბრალდებული - კობა ოთანაძე, რომელსაც 30-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, დარწმუნებულია, რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს. ის ირწმუნება, - არანაირი ამბოხი არ ყოფილა და ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით დადგმული სცენარი იყოო.

მივყვეთ ქრონოლოგიას:

2009 წლის 5 მაისს, სამართალდამცავებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მზადდებოდა და ამაში მუხროვანში ბაზირებული სატანკო ბატალიონი მონაწილეობდა. იმავე დღეს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამბოხებულები ძალოვნებს ჩაჰბარდნენ, მათ ლიდერებზე კი ძებნა გამოცხადდა. ხელისუფლების მტკიცებით, გახსნილი იყო ქვეყნის დესტაბილიზაციისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობის გეგმა. ძალოვნები ამ ბრალდებას ვინმე გია ღვალაძის ფარული ჩანაწერით ამყარებდნენ. იმავე დღეს სამხედრო ჩინოსნები: კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე ძებნილებად გამოცხადდნენ. ითქვა, რომ ისინი ამბოხს ხელმძღვანელობდნენ და მაშინ მუხროვანში იმყოფებოდნენ. მთელი ტერიტორია ოპერატიულად, ვერტმფრენებით კონტროლდებოდა. სპეცრაზმელებით გადაჭედილი იყო იქაურობა, მაგრამ დასახელებული პირების ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს.

მეორე დღეს უკვე საქართველოს ქალაქები და ქუჩები აჭრელდა ძებნილთა ფოტოებით. ძალოვნები ინფორმაციის მიმწოდებლებს სოლიდურ ჯილდოს სთავაზობდნენ - კობა ოთანაძე 200 ათას ლარად შეფასდა, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე 50.000 ლარად. ორი კვირის შემდეგ ძებნილთა კვალს მიაგნეს და თიანეთის გზატკეცილზე 10 საათზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცრაზმელებმა ადგილზე მოკლეს გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე უმძიმესი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კობა ოთანაძე:

- არანაირი ამბოხი არ ყოფილა. იმ დღეს მე და გია კრიალაშვილმა ლევან ამირიძე მუხროვანში ავიყვანეთ. მიზეზი ის იყო, რომ წინადღეს ლევანის ოფიცრები და შტაბის უფროსი დაიჭირეს. ვიცოდით, თანამშრომლებს ეს უნდა გაეპროტესტებინათ. სიტუაციის გარკვევასა და უკან დაბრუნებას ვაპირებდით. ლევანს აინტერესებდა, რისთვის დაიჭირეს ბიჭები. ვერაფრის გარკვევა ვერ შევძელით. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და მათ "თამაშს" წამოვეგეთ. მუხროვანში ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ ტერიტორიას ალყა შემოარტყეს და გამოაცხადეს, თითქოს ამბოხი იყო. ჩვენ ბიჭები გავაფრთხილეთ, რომ პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდნენ და იარაღისთვის ხელი არ ეხლოთ. ტელევიზიებს ჩვენამდე მოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. ბუნებრივია, არ მოგვეცა განცხადების გაკეთების საშუალება. მივხვდით, იქაურობას უნდა გავცლოდით და მერე უნდა გვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე. მთელი ბრიგადა დაჰკითხეს; ამბობდნენ, ტელევიზიით გავიგეთ, მუხროვანში ამბოხი რომ მოხდაო.

- თუ უდანაშაულოები იყავით, რატომ არ ჩაჰბარდით, რატომ გადაწყვიტეთ მიმალვა?

- პრეზიდენტმა ფაქტობრივად, ჩვენი ლიკვიდაცია გამოაცხადა. რა უნდა გვექნა? გადარჩენის ერთადერთი გზა, მიმალვა იყო. ქვეყნის დატოვებას ვაპირებდით. არ ვიცოდით, საით წავიდოდით, მთავარი იყო, აქედან გაგვეღწია და შემდეგ გვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა. მერწმუნეთ, მიშას გამოგონილი იყო ეს ამბოხი. მაშინ ქვეყანაში აქციები იმართებოდა, ხელისუფლებას წყალი ჰქონდა შემდგარი და ყურადღების გადატანა სხვა საქმეზე უნდოდათ. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ეს იყო და გამოიყენა. იცით, ამბოხი რას ჰქვია? რაც თავად სააკაშვილმა გაუკეთა შევარდნაძეს - აუჯანყდა და მერე "გადააგდო". "ვარდების რევოლუცია" უწოდეს ამას. სინამდვილეში იარაღიც ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუჩენიათ... ამის შემდეგ 400 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს. ყველანი მოიშორეს და იქ მოიყვანეს პატარა ბიჭები, რომლებსაც საერთოდ არ გაეგებათ, რა არის ჯარი. ფაქტობრივად, მთელი შეიარაღებული ძალები ერთ-ერთ პოლიციურ ქვედანაყოფად გადააკეთეს. სხვა გზით, არასასურველი ხალხის გათავისუფლება გაუჭირდებოდათ, რადგან ისინი იჩივლებდნენ სასამართლოში.

- ოპერატიულად მოხდა ყველანაირი გზის გადაკეტვა; თუ მუხროვანში იყავით, იქიდან მიმალვა როგორ შეძელით?

- წლების მანძილზე იქ მეთაური ვიყავი და ყველა ბილიკი ზეპირად ვიცოდი. იმის მიუხედავად, რომ უამრავი სპეცრაზმელი იყო და ვერტმფრენებით გვეძებდნენ, ეს ჩვენ მოვახერხეთ. პროფესიონალები ვართ და ვიცით, როგორ უნდა გადავაადგილდეთ. სამივე ერთად გამოვედით, რადგან აზრი არ ჰქონდა განცხადების გაკეთებას. მუხროვანის ტყიდან მამკოდის ტყეში გადავედით და იქ ვიმალებოდით. პერიოდულად გამოვდიოდით მაღაზიაში და ვყიდულობდით საჭმელს. ხშირად, არც საკვები გვქონია და არც წყალი.

- თქვენს ახლობელს უნდა გაეყვანეთ საზღვარზე. მან გიღალატათ?

- ჩვენთან მანქანა უნდა მოსულიყო და იქიდან უნდა გავეყვანეთ. მესიჯებს ვწერდით ახლობელს და მაშინ გავიშიფრეთ. ყურადღება არ მივაქციეთ ბევრ დეტალს, არ ვიცოდით, ამ დონეზე რომ იყო კონტროლი. ორი კვირა ტყეში ნამყოფებს ტვინიც გადაღლილი გვქონდა. ვისთანაც გვქონდა კონტაქტი, იმას ათქმევინეს, ვეღარ გაუძლო წნეხს. მიკროავტობუსი მოვიდა, სამივე ავედით. მანქანა შუაში გადატიხრული იყო, როგორც სატვირთო. მიზეზი რომ ვიკითხეთ, მძღოლმა გვითხრა, - ხახვი და პროდუქტი დამაქვს სავაჭროდ და უკან ტომრები ყრიაო. ჩვენც დავუჯერეთ. რეალურად კი ძალოვნების შემოგზავნილი აღმოჩნდა. გადატიხრულში სამი სპეცრაზმელი იჯდა. 5 წუთი ვიარეთ, მერე პატრულმა გადაგვიკეტა გზა. ამ დროს მანქანაში მყოფმა სპეცრაზმელებმა ტყვიები შიგნიდან დაგვიშინეს. არ მახსოვს, რამდენი გასროლა იყო. ფაქტობრივად, სამივე ლიკვიდირებული ვეგონეთ. მერე გადმოგვყარეს მანქანიდან. უნდოდათ, მორგში წავეყვანეთ, მაგრამ ნახეს, რომ მე და ლევანი ცოცხლები ვიყავით. გია ადგილზევე დაიღუპა. მძიმედ დაჭრილი ვიყავი, მაგრამ ყურში ახლაც ჩამესმის ვიღაცის ხმა, - მხოლოდ ერთი დაიღუპაო. ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ, მაგრამ ღმერთის წყალობით გადავრჩი. 14 ჭრილობა მქონდა. 9 ტყვია მომხვდა გულმკერდის არეში. მანქანიდან რომ ჩამოგვყარეს, იქ უამრავი ადამიანი იყო. მერაბიშვილი და უგულავა დავინახე, ბოკერია კი ღუდუშაურის საავადმყოფოში ვნახე, - საოპერაციოში შემოვიდა. ახალაია არ მახსოვს.

- გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი იქ რას აკეთებდნენ?

- ისინი სპეცოპერაციის ადგილიდან 2-3 მეტრში იდგნენ. შეიძლება, მერე ახლოსაც მოვიდნენ, არ მახსოვს. სასიკვდილოდ განწირულები ვეყარეთ; ხალხი რომ არ მოსულიყო, ალბათ საკონტროლო გასროლებსაც მოახდენდნენ, მაგრამ ამას გადავურჩით. სპეცრაზმელები, რომლებიც ტყვიებს გვიშენდნენ, ნიღბებით იყვნენ, ფაქტობრივად - მიშას დაქირავებული მკვლელები. ტყვიები რომ დაუმთავრდათ, წიხლებით შეგვდგნენ. ძირს დაყრილებს ზოგი გვაგინებდა, ზოგი წიხლს გვირტყამდა. საკმაოდ ძლიერი ვარ და ხელით მონეტის გაღუნვა შემიძლია. ვიღაცამ თქვა, - ეს ის არის, ფულს თითებით რომ ღუნავსო, - თან ხელებზე ბორკილის დადება უნდოდა. წინააღმდეგობა გავუწიე. მაშინ დამიცხრილეს ხელები. ამას ვანო მერაბიშვილი და სხვა ადამიანებიც უყურებდნენ. სხეულზე იმდენი ჭრილობა მქონდა, ვეღარ ვმოძრაობდი. წიხლებით შეგვდგნენ მე და ჩემს მეგობრებს. ღუდუშაურის საავადმყოფოში რამდენიმე დღე გავატარე, შემდეგ ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს. იქაც გრძელდებოდა ზეწოლები და მუქარები.

- რატომ?

- მოჰქონდათ დაწერილი ქაღალდი და მეუბნებოდნენ, - ეს უნდა აღიარო, თუ აღიარებ, ცოტა წლებს მოგცემთ, თუ არა და, სამუდამოდ ციხეში გამოგკეტავთო. მართლაც, 30 წელი მომისაჯეს. მეუბნებოდნენ, ყველამ იცის, დაჭრილი ხარ, შენი მოკვლა პრობლემას აღარ წარმოადგენსო. მართლაც იყო ამის მცდელობა: წვეთოვანები მეყენა და უცებ მომიხსნეს. ამ დროს საავადმყოფოდან ერთი კვირის გადასული ვიყავი "რეზბალნიცაზე". გონება დავკარგე და რა მოხდა, არ მახსოვს. გონზე რომ მოვედი, აპარატზე ვიყავი შეერთებული. ჩემი საქმე გახმაურებული იყო და ექიმები კარგად მექცეოდნენ, მაგრამ ძალიან შეშინებულები იყვნენ და კონტაქტში ვერ შემოდიოდნენ. ჭრილობები მოუშუშებელი მქონდა, საკანში რომ გადამიყვანეს.

- იქ მარტო იყავით?

- სამარტოო საკანში 2 წელზე მეტი გავატარე. ძალიან ძნელი იყო იქ ყოფნა. 5-6 თვე არც პრესა მქონდა, არც რადიო. ციხის თანამშრომლები ცუდად არ მექცეოდნენ, მაგრამ გარედან შემოსულები ახდენდნენ ჩემზე ზეწოლას - კუდ-ისა თუ სოდ-ის თანამშრომლები. მათი ზეწოლა სასამართლო პროცესების დაწყებამდე გრძელდებოდა. მოითხოვდნენ, ბრალი მეღიარებინა. გლდანის ციხეში 2 წელი და 4 თვე სამარტოო საკანში ვიყავი, თან - უმძიმეს მდგომარეობაში. თავიდან გადაადგილებას ვერ ვახერხებდი, ვერც ვჭამდი, რადგან ხელები დაცხრილული მქონდა. საკანში მხოლოდ სანიტარი თუ შემოვიდოდა. უნდოდათ, დავეთრგუნე, მორალურად გავენადგურებინე, მაგრამ არ გამოუვიდათ, ადამიანებს ბევრის ატანა შეგვიძლია. სარდაფივით იყო ის საკანი, ზევით პატარა ფანჯარა ჰქონდა. ხმის გამცემი არავინ მყავდა, ადვოკატს თუ შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი. ცოტათი რომ მოვმჯობინდი და წამოდგომა მოვახერხე, ფანჯარასთან მივდიოდი და იქ კატებსა და ჩიტებს პურს ვუყრიდი, მათ ვესაუბრებოდი, აბა, რა მექნა?! ახლა თავიდან ვსწავლობ ლაპარაკს. სასამართლო რეფორმა რომ ჩატარდება, რეაბილიტაციას აუცილებლად მოვითხოვ.

- პრეზიდენტი სამშობლოს მოღალატეს გიწოდებთ და აპროტესტებს თქვენს გათავისუფლებას.

- მიშა თვითონ არის სამშობლოს მოღალატე, თავისი "ნაცბანდით". რასაც ის ამბობს, ცილისწამებაა.

- ამბობენ, თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მუხროვანის ამბოხის საქმეში გარეულ პირებს სამსახურებში არ აღადგენსო, ამაზე რას იტყვით?

- არც ვაპირებდი შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებას, მაგრამ პატრიოტი ადამიანები, ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებიც უკანონოდ დაიჭირეს, რატომ არ უნდა დააბრუნონ? მე მაშინაც არ ვმუშაობდი, თადარიგის ოფიცერი ვიყავი. თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდა, მხოლოდ მაშინ დავბრუნდები, მაგრამ მშვიდობიან ვითარებაში ჯარში ყოფნას მართლა არ ვაპირებ. ე.წ. "მუხროვანის საქმეზე" 41 ადამიანი გაასამართლეს. მათგან ძალიან ბევრს არანაირი შეხება ჯართან არ ჰქონდა. ისინი სხვადასხვა ადგილას, გზაზე "აკრიფეს". კობა კობალაძე 10 წელი ნანახი არ მყავდა და ციხეში გავიგე, რომ ისიც ჩვენს საქმეზე იჯდა. სრულიად უდანაშაულო ხალხი გაასამართლეს, ძალიან ბევრს პირადად არც ვიცნობდი...

სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილული გია კრიალაშვილი ამ ფაქტამდე კიევში მსახურობდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე იყო საქართველოში ჩამოსული, ოჯახის მოსანახულებლად. შემდეგ იგი ამბოხში დაადანაშაულეს. როგორც ამბობენ, ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. იმ მძიმე წუთებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლიკვიდირებული სამხედროს შვილებს ხატი გამოუგზავნა და სამძიმარიც გამოუცხადა.

გია კრიალაშვილის დაც ყოფილი სამხედრო პირი იყო და ახლახან დაბრუნდა ჯარში. ამბობს, რომ სიმართლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ლია კრიალაშვილი:

- ძალიან მძიმე იყო ჩემი ოჯახის თითოეული წევრისთვის ეს დღეები. ფაქტობრივად, პოლიტპატიმრების გათავისუფლების დღეს ხელმეორედ "დავკრძალე" ჩემი ძმა. მის მეგობრებს - მადლობა, ისინი ციხიდან პირდაპირ გიას სასაფლაოზე მოვიდნენ. იმედია, ჩემი ძმის სახელის რეაბილიტაცია მოხდება. 15 ნოემბერს პროკურატურაში სარჩელი შევიტანე და ჩემი ძმის მკვლელობის გამოძიებას ვითხოვ. დავასახელე ის ადამიანები, ვინც ესწრებოდა გიას ლიკვიდაციას: გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, ვანო მერაბიშვილი და ბაჩანა ახალაია. უდავოა, ჩემი ძმა სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს. მოვითხოვ ამ პირების დაკითხვას და გაოგნებული ვარ, რომ ისინი ჯერაც არ დაუკითხავთ. გამაცნონ ჩემი ძმის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები! დღემდე არ მქონია მასალების გაცნობის საშუალება. გიას ორი შვილი დარჩა. მისი 23 წლის ვაჟი ჩემთან ერთად იბრძვის სიმართლისთვის. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც გიას მკვლელობაში მონაწილეობდა, "ვადაგასული" პრეზიდენტიდან დაწყებული. დაუსჯელები რომ დარჩნენ, შეიძლება, ბენზინი გადავისხა და საჯაროდ თავი დავიწვა.

- თქვენ გათავისუფლებული იყავით ჯარიდან, ახლა აღდგენა მოახერხეთ?

- 2010 წლის მარტში გამათავისუფლეს, ასაკის გამო. შეიძლებოდა, სამოქალაქო შტატზე გადავეყვანე, მაგრამ ბაჩანა ახალაიასთან მაინც ვერ ვიმუშავებდი. ჩემი ძმის მკვლელობის მოტივი იყო - ბაჩანა ახალაია გამხდარიყო მინისტრი და მაშინდელი აქციებისკენ მიმართული ხალხის ყურადღება სხვა თემაზე უნდა გადაეტანათ. როგორც გავიგე, ერეკლე კოდუასაც მიუძღვის ამაში წვლილი - თურმე მის კაბინეტში იგეგმებოდა ყველაფერი. ჩემი ძმის ცხედარს უამრავი დაზიანება და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, იღლიის ქვეშ ჰქონდა ერთი ჭრილობა, ფეხები, ხელები დაჩეხილი აქვს, თავი - გადახსნილი, მთელ სხეულზე სისხლნაჟღენთები და გვამური ლაქები იყო. ექსპერტმა მითხრა, ამდენი ლაქა იმიტომ აქვს, როგორც ჩანს, სიკვდილის შემდეგ ტანსაცმლით დიდი ხანი იწვაო... როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, გადავწყვიტე, სამართალი მეპოვა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამ ფორმულირებას არ ვეთანხმები. ჩემი ძმა ქუჩაში გამვლელ პოლიციელს არ მოუკლავს, მიზანმიმართულად მოკლეს. გვარებს ვასახელებ და მათ პასუხი უნდა აგებინონ. 12 იანვრის მთელი დღე სასაფლაოზე გავატარე, 13-ში ბიჭები რომ მოვიდნენ, სასაფლაოზე დავხვდი. "ვადაგასულმა" პრეზიდენტმა ჩემს ძმას სამშობლოს მოღალატე უწოდა. მაინტერესებს, რომელია მოღალატე - ჩემი ძმა, რომელიც ამ წლების მანძილზე სამშობლოსთვის იბრძოდა, თუ მიშა, რომელმაც მთელ ერს შეულახა ღირსება? ყველამ პასუხი უნდა აგოს ჩემი ძმის მკვლელობისთვის.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"