მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანის ავტოპარკში მიკროავტობუსების დაყადაღება დასრულდა
გლდანის ავტოპარკში მიკროავტობუსების დაყადაღება დასრულდა

გლ­და­ნის ავ­ტო­პარკში მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის და­ყა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი დას­რულ­და. ავ­ტო­პარ­კი უკვე და­ტო­ვა აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა. ავ­ტო­პარკთან შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლე­ბი. ავ­ტო­პარკში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არც მძღო­ლებს და არც მე­დი­ის წარ­მო­ამ­დგენ­ლებს არ ეძ­ლე­ვათ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბი­უ­რო­ში შე­მო­სუ­ლია სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცე­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კრე­დი­ტო­რი საქ­მე­ში არის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თი­ბი­სი ბან­კი", მო­ვა­ლე კი კომ­პა­ნია "თბილ­ლა­ი­ნი". უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე საკ­რე­დი­ტო და­ვა­ლი­ა­ნე­ბას ეხე­ბა.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­აღ­სრუ­ლე­ბო პრო­ცე­სი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­ყა­და­ღეს კომ­პა­ნია "თბილ­ლა­ი­ნის" ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა (ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სულ და­ყა­დაღ­დე­ბა 153 ერ­თე­უ­ლი, რაც სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მცი­რე ნა­წილს შე­ად­გენს", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, საკ­რე­დი­ტო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 2 მი­ლი­ო­ნი ევ­როა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გლდანის ავტოპარკში მიკროავტობუსების დაყადაღება დასრულდა

გლდანის ავტოპარკში მიკროავტობუსების დაყადაღება დასრულდა

გლდანის ავტოპარკში მიკროავტობუსების დაყადაღების პროცესი დასრულდა. ავტოპარკი უკვე დატოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა. ავტოპარკთან შეკრებილები არიან სამარშუტო ტაქსების მძღოლები. ავტოპარკში შესვლის საშუალება არც მძღოლებს და არც მედიის წარმოამდგენლებს არ ეძლევათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, ბიუროში შემოსულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, კრედიტორი საქმეში არის სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი", მოვალე კი კომპანია "თბილლაინი". უწყების ინფორმაციით, საქმე საკრედიტო დავალიანებას ეხება.

"მიმდინარეობს სააღსრულებო პროცესი, რომლის ფარგლებშიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დააყადაღეს კომპანია "თბილლაინის" ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება (ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსები). აღსანიშნავია, რომ სულ დაყადაღდება 153 ერთეული, რაც საერთო რაოდენობის მცირე ნაწილს შეადგენს", - აცხადებენ უწყებაში.

უწყების ცნობით, საკრედიტო დავალიანება 2 მილიონი ევროა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"