პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარკუს მეტრეველი: "მეზიზღება პოლიტიკა, მაგრამ თქვენ ძალით მითრევთ ამ ავანტიურაში"
მარკუს მეტრეველი: "მეზიზღება პოლიტიკა, მაგრამ თქვენ ძალით მითრევთ ამ ავანტიურაში"

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. მომ­ღე­რალ­მა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ვრცელ პოს­ტში ისა­უბ­რა.

"არ მინ­და ჩა­ვე­რიო პო­ლი­ტი­კა­ში, ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად, რომ ჩემი ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნო ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მე­ზე, მუ­სი­კა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, ის, რაც ჩემ­თვის ორ­გა­ნუ­ლია, მაგ­რამ ხან­და­ხან მე, ტე­ლე­ვი­ზორ­თან მჯდო­მა­რეს თვა­ლი გა­მირ­ბის, რად­გან არ მინ­და სა­კუ­თა­რი თავი მო­ვაქ­ციო ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში.

მაგ­რამ და­ვი­ღა­ლე უკვე ამ ყვე­ლაფ­რით, და­ვი­ღა­ლე ამ­დე­ნი პო­ლი­ტი­კით, მეს­მის, რომ ამ­დე­ნი პრობ­ლე­მაა, მეს­მის, რომ ამ­დე­ნი უსახ­ლკა­რო და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავს ამ და­ბე­ჩა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, მეს­მის, რომ და­სა­ჭე­რიც ბევ­რია, მეს­მის, ისიც, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კა ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია ჩვენ­ში, მაგ­რამ რაღა ვქნა მე, ადა­მი­ან­მა, რაღა გა­ვა­კე­თო, მეც ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­დე და ვიყ­ვი­რო, "ვი­ბღავ­ლო", რომ ვინ­მემ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს კულ­ტუ­რას? ე.წ. შოუ-ბიზ­ნესს?

რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ახლა მე, თქვენ, ვიმ­ყო­ფე­ბით, პე­სი­მიზ­მით მი­პყრობს, ვი­ნა­ი­დან, არ­სად არა­ფე­რი ხდე­ბა, არ­სად არა­ვინ მღე­რის, განა რეს­ტორ­ნებ­ში მი­პა­ტი­ჟე­ბით და რამ­დე­ნი­მე ფსევ­დო კონ­ცერ­ტით შოუ ბიზ­ნე­სი ვი­თარ­დე­ბა? ნუთუ თქვენ ჩემო კო­ლე­გე­ბო ამი­თაც კმა­კო­ფი­ლე­ბი ხართ? ეს არის ჩვე­ნი მაქ­სი­მუ­მი? შე­იძ­ლე­ბა, არც არა­ვის ემ­ღე­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი ხომ ყვე­ლა პრობ­ლე­მას სიმ­ღე­რა­ში "ვი­ნე­ლებთ"?

ხოდა, მეც მინ­და ჩემი პრობ­ლე­მე­ბი ავამ­ღე­რო, მინ­და ვიმ­ღე­რო, მინ­და კონ­კუ­რენ­ცია, მინ­და ბრძო­ლა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, იმი­ტომ, რომ გა­დავ­ტვირ­თო ჩემი სა­წყა­ლი ქვე­ყა­ნა და მოვ­წყვი­ტო სა­ში­ნელ რე­ა­ლო­ბას, რომ­ლი­თაც თა­ვად ქვე­ყა­ნაც კი და­ი­ღა­ლა, მინ­და ვუმ­ღე­რო მას, ხალ­ხს, სა­კუ­თარ თავს, მე ეს მინ­და, მინ­და ისევ ჩემი ნამ­ღე­რის შემ­დეგ ვი­ღა­ცამ გა­ი­ცი­ნოს, ვი­ღა­ცამ შე­მი­ზი­ზღოს, ვი­ღა­ცამ შე­მიყ­ვა­როს, ვი­ღა­ცა მო­მე­ფე­როს, მე ეს მინ­და, მინ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც ხდე­ბო­დეს, არ მინ­და უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­დახ­ვე­წა და თა­ვის შე­ვა­ფა­რე­ბა იქა­უ­რი შოუ-ბიზ­ნე­სის­თვის, მე, ბუ­ნე­ბით ოპ­ტი­მისტს, მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ შენ, ახა­ლო თუ ძვე­ლო მთავ­რო­ბა, შენ ახა­ლო თუ ძვე­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ ვიმ­ღე­როთ, და­ვა­ვი­წყოთ ხალ­ხს თუნ­დაც ერთი პრობ­ლე­მა მა­ინც, მოგ­ვხე­დეთ ჩვენც, მომ­ღერ­ლებს, მხატ­ვრებს, მო­ქან­და­კე­ებს, მსა­ხი­ო­ბებს, ყვე­ლას, ყვე­ლას, დროა, უკვე, თორე, გა­და­ვიწ­ვით!!

ამის მერე, თუ­გინდ მო­ღა­ლა­ტეთ, თუნ­დაც პო­ლი­ტი­კა­ში ღრმად ჩარ­თულ ადა­მი­ა­ნად მა­ღი­ა­რეთ, მაგ­რამ მე ხომ ვიცი, რომ მე­ზი­ზღე­ბა პო­ლი­ტი­კა, იმი­ტომ, რომ იგი ტკი­ვილს აყე­ნებს ხალ­ხს, მაგ­რამ თქვენ მე ძა­ლით მით­რევთ ამ ავან­ტი­უ­რა­ში!!! ამ­დე­ნი უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში,ძვე­ლი თუ ახა­ლი თა­ო­ბა, აამ­ღე­რეთ მომ­ღერ­ლე­ბი, ათა­მა­შეთ მსა­ხი­ო­ბე­ბი, კომ­პო­ზი­ტო­რებს მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა რომ შექ­მნან ხა­რის­ხი­ა­ნი თუ უხა­რის­ხო სიმ­ღე­რე­ბი, მთა­ვა­რია რომ კეთ­დე­ბო­დეს რამე, რომ შევ­ძლოთ ოც­ნე­ბა თქვენ­თან ერ­თად ჩემო საყ­ვა­რე­ლო ხალ­ხო და მერე, თვი­თონ პო­ლი­ტი­კა შეგ­ვეშ­ვე­ბა და წავა იქ, სა­ი­და­ნაც ვე­ღა­რა­სო­დეს დაბ­რუნ­დე­ბა ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. პა­ტი­ვის­ცე­მით, მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი!!" - წერს მომ­ღე­რა­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მარკუს მეტრეველი: "მეზიზღება პოლიტიკა, მაგრამ თქვენ ძალით მითრევთ ამ ავანტიურაში"

მარკუს მეტრეველი: "მეზიზღება პოლიტიკა, მაგრამ თქვენ ძალით მითრევთ ამ ავანტიურაში"

ცნობილი ქართველი მომღერალი მარკუს მეტრეველი ქართულ შოუბიზნესში არსებულ ვითარებას და პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. მომღერალმა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტში ისაუბრა.

"არ მინდა ჩავერიო პოლიტიკაში, ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ჩემი ყურადღების კონცენტრირება მოვახდინო ჩემს საყვარელ საქმეზე, მუსიკაზე, სიმღერაზე, შემოქმედებაზე, ის, რაც ჩემთვის ორგანულია, მაგრამ ხანდახან მე, ტელევიზორთან მჯდომარეს თვალი გამირბის, რადგან არ მინდა საკუთარი თავი მოვაქციო ინფორმაციულ ვაკუუმში.

მაგრამ დავიღალე უკვე ამ ყველაფრით, დავიღალე ამდენი პოლიტიკით, მესმის, რომ ამდენი პრობლემაა, მესმის, რომ ამდენი უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს ამ დაბეჩავებულ ქვეყანაში, მესმის, რომ დასაჭერიც ბევრია, მესმის, ისიც, რომ სოციალური თემატიკა ყველაზე აქტუალურია ჩვენში, მაგრამ რაღა ვქნა მე, ადამიანმა, რაღა გავაკეთო, მეც ქუჩაში გამოვიდე და ვიყვირო, ''ვიბღავლო'', რომ ვინმემ ყურადღება მიაქციოს კულტურას? ე.წ. შოუ-ბიზნესს?

რეალობა, რომელშიც ახლა მე, თქვენ, ვიმყოფებით, პესიმიზმით მიპყრობს, ვინაიდან, არსად არაფერი ხდება, არსად არავინ მღერის, განა რესტორნებში მიპატიჟებით და რამდენიმე ფსევდო კონცერტით შოუ ბიზნესი ვითარდება? ნუთუ თქვენ ჩემო კოლეგებო ამითაც კმაკოფილები ხართ? ეს არის ჩვენი მაქსიმუმი? შეიძლება, არც არავის ემღერება, მაგრამ ჩვენ ქართველები ხომ ყველა პრობლემას სიმღერაში ''ვინელებთ''?

ხოდა, მეც მინდა ჩემი პრობლემები ავამღერო, მინდა ვიმღერო, მინდა კონკურენცია, მინდა ბრძოლა შემოქმედებითი, იმიტომ, რომ გადავტვირთო ჩემი საწყალი ქვეყანა და მოვწყვიტო საშინელ რეალობას, რომლითაც თავად ქვეყანაც კი დაიღალა, მინდა ვუმღერო მას, ხალხს, საკუთარ თავს, მე ეს მინდა, მინდა ისევ ჩემი ნამღერის შემდეგ ვიღაცამ გაიცინოს, ვიღაცამ შემიზიზღოს, ვიღაცამ შემიყვაროს, ვიღაცა მომეფეროს, მე ეს მინდა, მინდა ჩემს ქვეყანაში რაღაც ხდებოდეს, არ მინდა უცხო ქვეყანაში გადახვეწა და თავის შევაფარება იქაური შოუ-ბიზნესისთვის, მე, ბუნებით ოპტიმისტს, მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებ შენ, ახალო თუ ძველო მთავრობა, შენ ახალო თუ ძველო ხელისუფლება, რომ ვიმღეროთ, დავავიწყოთ ხალხს თუნდაც ერთი პრობლემა მაინც, მოგვხედეთ ჩვენც, მომღერლებს, მხატვრებს, მოქანდაკეებს, მსახიობებს, ყველას, ყველას, დროა, უკვე, თორე, გადავიწვით!!

ამის მერე, თუგინდ მოღალატეთ, თუნდაც პოლიტიკაში ღრმად ჩართულ ადამიანად მაღიარეთ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მეზიზღება პოლიტიკა, იმიტომ, რომ იგი ტკივილს აყენებს ხალხს, მაგრამ თქვენ მე ძალით მითრევთ ამ ავანტიურაში!!!  ამდენი უნიჭიერესი მომღერალია საქართველოში,ძველი თუ ახალი თაობა, აამღერეთ მომღერლები, ათამაშეთ მსახიობები, კომპოზიტორებს მიეცით საშუალება რომ შექმნან ხარისხიანი თუ უხარისხო სიმღერები, მთავარია რომ კეთდებოდეს რამე, რომ შევძლოთ ოცნება თქვენთან ერთად ჩემო საყვარელო ხალხო და მერე, თვითონ პოლიტიკა შეგვეშვება და წავა იქ, საიდანაც ვეღარასოდეს დაბრუნდება ჩვენს ყოველდღიურობაში. პატივისცემით, მარკუს მეტრეველი!!" - წერს მომღერალი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს