პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა კურტანიძე - ყაზარაშვილი რომ მეცემა, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა?
ლუკა კურტანიძე - ყაზარაშვილი რომ მეცემა, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა?

თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვილს რომ ფი­ზი­კუ­რად დავ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი, რო­გორ ფიქ­რობთ, ის დღეს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზი ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გახ­და ის, რომ თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვილს ჰქონ­და მო­ვა­ლე­ო­ბა, ხელი მო­ე­წე­რა თვის ბო­ლოს სა­ხელ­ფა­სო უწყი­სე­ბის­თვის, რა­ზეც მან უარი გა­ნა­ცხა­და.

"ქვე­ყა­ნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს ატა­რებს ჭი­და­ო­ბა­ში, ამი­ტომ პი­რა­დი ამ­ბი­ცი­ე­ბი გვერ­დზე უნდა გა­დავ­დოთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­იტ­ვირ­თა პრობ­ლე­მე­ბით, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი შიგ­ნი­დან უნდა მოგ­ვარ­დეს. ყა­ზა­რაშ­ვილს ჰქონ­და მო­ვა­ლე­ო­ბა, რომ ხელი მო­ე­წე­რა თვის ბო­ლოს ხელ­ფა­სე­ბის უწყი­სე­ბის­თვის, რა­ზეც მან უარი გა­ნა­ცხა­და. სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მე პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე არ უნდა გა­და­ვი­დეს", - აცხა­დებს ლუკა კურ­ტა­ნი­ძე.

კურ­ტა­ნი­ძის თქმით, მან ათი მწვრთნე­ლი შეც­ვა­ლა ჭი­და­ო­ბის ფე­დერ­ცი­ა­ში და წეს­დე­ბით მას ამის უფ­ლე­ბა ჰქონ­და. მი­სი­ვე თქმით, ის შეხ­ვდა სპორ­ტის მი­ნის­ტრ ლე­ვან ყი­ფი­ანს.

"ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის საზ­რუ­ნა­ვი არის ის, რომ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში იყოს სა­მუ­შაო პრო­ცე­სი და სიმ­შვი­დე იყოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტ თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ მას­სა და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და ლუკა კურ­ტა­ნი­ძე მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

"რო­გორც კი ლუკა კურ­ტა­ნი­ძე პრე­ზი­დენ­ტად მო­ვი­და, ყვე­ლა მწვრთნე­ლი გა­და­ა­ყე­ნა, მაგ­რამ ეს პრე­ზი­დი­უმ­თან უნდა შე­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო და ბრძა­ნე­ბა­ზე ხელი უნდა მო­წე­რი­ლი­ყო. მარ­ტო მე მქონ­და ხე­ლის მო­წე­რის უფ­ლე­ბა. ეს სა­კი­თხი პრე­ზი­დი­უმ­ზე არ გა­უ­ტა­ნი­ათ. რა­ტომ არ მო­ა­წე­რე ხელი ბი­ჭე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზეო?! - მე ვუ­თხა­რი, რომ ხელს არ მო­ვა­წერ­დი, რად­გან პრე­ზი­დი­უმ­თან არ არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი და კა­ნო­ნი­ე­რი-მეთ­ქი. ამის შემ­დეგ უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მი­თხრა, და­ი­კარ­გე აქე­დან და დარ­ბაზ­ში აღარ და­გი­ნა­ხოო. ამ დროს მე არ­ჩე­უ­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვარ! ხელი და­მარ­ტყა, წიხ­ლი და­მარ­ტყა, მერე წა­ვი­ქე­ცი და წიხ­ლიც მო­მა­ყო­ლა. ფი­ზი­კუ­რად გა­მის­წორ­და", - აღ­ნიშ­ნა თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა მო­ჭი­და­ვე რა­ინ­დი აბ­რა­მიშ­ვილ­მაც. მისი თქმით, კურ­ტა­ნი­ძემ იგი წა­აქ­ცია და სცე­მა. აბ­რა­მიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვილ­მა მას და­უ­რე­კა და "ტი­რო­და, ხელი და­მარ­ტყაო".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ასე­ვე იხი­ლეთ:

-ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს ვე­ტე­რა­ნი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ

- "ეგ რომ კაცს და­არ­ტყამს, რაღა უნდა მახ­სოვ­დეს" - მო­ჭი­და­ვე­ე­ბი კურ­ტა­ნი­ძეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ლუკა კურტანიძე - ყაზარაშვილი რომ მეცემა, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა?

ლუკა კურტანიძე - ყაზარაშვილი რომ მეცემა, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა?

თემურ ყაზარაშვილს რომ ფიზიკურად დავპირისპირდებოდი, როგორ ფიქრობთ, ის დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა, - ამის შესახებ განცხადება ლუკა კურტანიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, უთანხმოების მიზეზი ჭიდაობის ფედერაციაში გახდა ის, რომ თემურ ყაზარაშვილს ჰქონდა მოვალეობა, ხელი მოეწერა თვის ბოლოს სახელფასო უწყისებისთვის, რაზეც მან უარი განაცხადა.

"ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს ატარებს ჭიდაობაში, ამიტომ პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ. საზოგადოება გადაიტვირთა პრობლემებით, მაგრამ ტექნიკური საკითხები შიგნიდან უნდა მოგვარდეს. ყაზარაშვილს ჰქონდა მოვალეობა, რომ ხელი მოეწერა თვის ბოლოს ხელფასების უწყისებისთვის, რაზეც მან უარი განაცხადა. სახელმწიფოებრივი საქმე პირად ურთიერთობებზე არ უნდა გადავიდეს", - აცხადებს ლუკა კურტანიძე.

კურტანიძის თქმით, მან ათი მწვრთნელი შეცვალა ჭიდაობის ფედერციაში და წესდებით მას ამის უფლება ჰქონდა. მისივე თქმით, ის შეხვდა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს.

"ლევან ყიფიანის საზრუნავი არის ის, რომ ჭიდაობის ფედერაციაში იყოს სამუშაო პროცესი და სიმშვიდე იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის განცხადებით, გუშინ მასსა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

"როგორც კი ლუკა კურტანიძე პრეზიდენტად მოვიდა, ყველა მწვრთნელი გადააყენა, მაგრამ ეს პრეზიდიუმთან უნდა შეთანხმებულიყო და ბრძანებაზე ხელი უნდა მოწერილიყო. მარტო მე მქონდა ხელის მოწერის უფლება. ეს საკითხი პრეზიდიუმზე არ გაუტანიათ. რატომ არ მოაწერე ხელი ბიჭების გათავისუფლებაზეო?! - მე ვუთხარი, რომ ხელს არ მოვაწერდი, რადგან პრეზიდიუმთან არ არის შეთანხმებული და კანონიერი-მეთქი. ამის შემდეგ უშვერი სიტყვებით მითხრა, დაიკარგე აქედან და დარბაზში აღარ დაგინახოო. ამ დროს მე არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ვარ! ხელი დამარტყა, წიხლი დამარტყა, მერე წავიქეცი და წიხლიც მომაყოლა. ფიზიკურად გამისწორდა", - აღნიშნა თემურ ყაზარაშვილმა.

ლუკა კურტანიძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილმაც. მისი თქმით, კურტანიძემ იგი წააქცია და სცემა. აბრამიშვილის ინფორმაციით, თემურ ყაზარაშვილმა მას დაურეკა და "ტიროდა, ხელი დამარტყაო".

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

-ლუკა კურტანიძეს ვეტერანი მოჭიდავეები ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

- "ეგ რომ კაცს დაარტყამს, რაღა უნდა მახსოვდეს" - მოჭიდავეები კურტანიძესთან დაპირისპირებაზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"