მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - "მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა"
ბიძინა ივანიშვილი - "მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა"

"ბი-ბი-სი" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სი­უ­ჟეტს ავ­რცე­ლებს. სი­უ­ჟეტ­ში პრე­მი­ე­რი რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე, მათ შო­რის მას­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს შო­რის არ­სე­ბულ გან­სხვა­ვე­ბებ­ზე სა­უბ­რობს.

"ჩვენს შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ტყუ­ა­რაა. თა­ვის და­პი­რე­ბებს არ ას­რუ­ლებს. მან შექ­მნა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი და არა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა შო­რი­საც დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. ჩვენ კი, მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენს სი­ტყვას ვას­რუ­ლებთ და არ ვი­ტყუ­ე­ბით", - აცხა­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

სი­უ­ჟეტ­ში, რო­მე­ლიც და­ვოს­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მომ­ზად­და, "ბი ბი სის" რე­პორ­ტი­ო­რი ტა­ნია ბე­კე­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ პრე­მი­ერ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა და­ვოს­ში ნათ­ლად ჩან­და.

გარ­და ამი­სა, გავ­ლე­ნი­ან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ და­ვოს­ში ყოფ­ნი­სას მისი ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ხი­დის აგე­ბა იყო.

"მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არის ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. ამის შემ­დეგ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლა­ზე დიდ მე­ზო­ბელ­თან მე­გობ­რუ­ლი იქ­ნე­ბა", - გან­მარ­ტავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

თა­ვად ავ­ტო­რი სი­უ­ჟეტ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მოს­ვლა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე, დარ­ტმა იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრო­და­სავ­ლურ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის.

"ამ უკა­ნას­კნელ­მა ქვე­ყა­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვი­დან ათწლე­უ­ლის შემ­დეგ, 2003 წელს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­დე­გად ჩა­ი­ბა­რა", - აღ­ნიშ­ნავს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ტყუ­ა­რაა" - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი BBჩ-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბიძინა ივანიშვილი - "მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა"

ბიძინა ივანიშვილი - "მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა"

"ბი-ბი-სი" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს. სიუჟეტში პრემიერი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის მასსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის არსებულ განსხვავებებზე საუბრობს.

"ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ის პროფესიონალი მატყუარაა. თავის დაპირებებს არ ასრულებს. მან შექმნა ტოტალიტარული და არა - დემოკრატიული ქვეყანა, რომელთა შორისაც დიდი განსხვავებაა. ჩვენ კი, მისგან განსხვავებით, ჩვენს სიტყვას ვასრულებთ და არ ვიტყუებით", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

სიუჟეტში, რომელიც დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას მომზადდა, "ბი ბი სის" რეპორტიორი ტანია ბეკეტი აღნიშნავს, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება დავოსში ნათლად ჩანდა.

გარდა ამისა, გავლენიან მედიასაშუალებასთან ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დავოსში ყოფნისას მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის ხიდის აგება იყო.

"მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან მიმართებაში არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ყველაზე დიდ მეზობელთან მეგობრული იქნება", - განმარტავს ბიძინა ივანიშვილი.

თავად ავტორი სიუჟეტში აღნიშნავს, რომ ქვეყნის სათავეში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, დარტმა იყო საქართველოს პროდასავლურ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის.

"ამ უკანასკნელმა ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნგრევიდან ათწლეულის შემდეგ, 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შედეგად ჩაიბარა", - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენი პრეზიდენტი პროფესიონალი მატყუარაა" - ბიძინა ივანიშვილი BBჩ-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა