კომპანია Blackberry-მ საზოგადოებას ახალი კრეატიული დირექტორი წარუდგინა. ყველასთვის მოულოდნელად ეს პოსტი მომღერალმა ალიშა კისმა დაიკავა.
ვარსკვლავი ითანამშრმომლებს დიზაინერებთან, კომპანიის მომხმარებლებთან და შემოქმედებით დეველოპერებთან, რათა Blackberry-ის სისტემა უფრო ეფექტური და ამასთან, უფრო მარტივი გახადოს.
პრესკონფერენციაზე, რომელზეც მომღერალს მკაცრი სტილის კოსტუმი და შარვალი ჰქონდა მორგებული, ალიშამ აღიარა, რომ ძალიან უყვარს ამ ბრენდის სმარტფონები. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში Blackberry-ის მომხმარებელი იყო, თუმა საბოლოოდ ის სხვა ხელსაწყოთი ჩაანაცვლა.
მომღერალს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი "ინსტაგრამზე" განთავსებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ალიშა iPhone-ის მომხმარებელი იყო.
ალიშა პირველად არ ჰკიდებს ხელს კრეატიულ საქმიანობას. მომღერალმა ფეხსაცმელების და სამკაულების არაერთი კოლექცია შექმნა, თუმცა რაც შეეხება ტექნიკას, აქ ალიშა ნამდვილად დებიუტანტია.
მომზადებულია techcrunch.com-ის მიხედვით.