საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მატვეი განაპოლსკი ნინო შუბლაძის გადაცემაში გაპარულ ლაფსუსს ეხმაურება
მატვეი განაპოლსკი ნინო შუბლაძის გადაცემაში გაპარულ ლაფსუსს ეხმაურება

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი მატ­ვეი გა­ნა­პოლ­სკი "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე ნინო შუბ­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში გა­პა­რულ ლაფ­სუსს ეხ­მა­უ­რე­ბა. გა­ნა­პოლ­სკი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი გვერ­დის "სი­მარ­თლის დროა"-ს ფო­ტოს იზი­ა­რებს, რო­მელ­ზეც გა­და­ცე­მა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მაა ასა­ხუ­ლი - შუბ­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვის დროს რუსი ჩი­ნოვ­ნი­კის ფო­ტოს ნაც­ვლად, მისი გარ­დაც­ვლი­ლი მოგ­ვა­რის, ცნო­ბი­ლი რუსი კო­მი­კო­სის, მი­ხე­ილ ევ­დო­კი­მო­ვის ფოტო აჩ­ვე­ნეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს დსთ-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი, რა თქმა უნდა, ტრა­გე­დი­ი­დან ფარ­სად უნდა გარ­დაქ­მნი­ლი­ყო. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩი­ნოვ­ნიკს, რო­მელ­მაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, მი­ხე­ილ ევ­დო­კი­მო­ვი ჰქვია. აი, რა ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქარ­თულ­მა ტე­ლე­არ­ხმა მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს :)", - წერს გა­ნა­პოლ­სკი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მინ­სკში ჟურ­ნა­ლის­ტებს რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის დსთ-ს ქვეყ­ნე­ბის პირ­ვე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ევ­დო­კი­მოვ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან დსთ-ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ტაქ­ტე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია.

"რუს­თა­ვი 2"-ზე ნინო შუბ­ლა­ძის გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დსთ-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კითხს ეძღვნე­ბო­და, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე მხა­რეს ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ. ჩარ­თვის დროს ტე­ლე­ეკ­რან­ზე მა­ყუ­რე­ბელს ჩი­ნოვ­ნი­კის ფო­ტოს ნაც­ვლად 2005 წელს გარ­დაც­ვლი­ლი რუსი კო­მი­კო­სის - მი­ხე­ილ ევ­დო­კი­მო­ვის ფოტო უჩ­ვე­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

მატვეი განაპოლსკი ნინო შუბლაძის გადაცემაში გაპარულ ლაფსუსს ეხმაურება

მატვეი განაპოლსკი ნინო შუბლაძის გადაცემაში გაპარულ ლაფსუსს ეხმაურება

რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ნინო შუბლაძის გადაცემაში გაპარულ ლაფსუსს ეხმაურება. განაპოლსკი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდის "სიმართლის დროა"-ს ფოტოს იზიარებს, რომელზეც გადაცემაში დაშვებული შეცდომაა ასახული - შუბლაძის გადაცემაში სატელეფონო ჩართვის დროს რუსი ჩინოვნიკის ფოტოს ნაცვლად, მისი გარდაცვლილი მოგვარის, ცნობილი რუსი კომიკოსის, მიხეილ ევდოკიმოვის ფოტო აჩვენეს. 

"საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გარშემო აგორებული სკანდალი, რა თქმა უნდა, ტრაგედიიდან ფარსად უნდა გარდაქმნილიყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკს, რომელმაც მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, მიხეილ ევდოკიმოვი ჰქვია. აი, რა ფოტო გამოაქვეყნა ქართულმა ტელეარხმა მასთან სატელეფონო საუბრის დროს :)", - წერს განაპოლსკი.

რამდენიმე დღის წინ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინსკში ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ევდოკიმოვმა განუცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია.

"რუსთავი 2"-ზე ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციაში", რომელიც საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების საკითხს ეძღვნებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ჩართვის დროს ტელეეკრანზე მაყურებელს ჩინოვნიკის ფოტოს ნაცვლად 2005 წელს გარდაცვლილი რუსი კომიკოსის - მიხეილ ევდოკიმოვის ფოტო უჩვენეს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები