პარტნიორები:

    "თბილისის მოკროავტობუსის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მძღოლებთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, მძღოლები ამ ფაქტს უარყოფენ

    "თბილისის მოკროავტობუსის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მძღოლებთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, მძღოლები ამ ფაქტს უარყოფენ

    კომპანია "თბილისის მოკროავტობუსის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მძღოლებთან შეთანხმება მიღწეულია და აცხადებენ, რომ ამ შეთანხმების ცალმხრივად შესრულებას ისინი ხვალიდან შეუდგებიან , - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორის მოადგილე დავით ასანიძემ განუცხადა.

    მისი განმარტებით, მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ორივე მხრიდან მოხდა შეთანხმება იმ 6 მოთხოვნაზე, რომელსაც მძღოლები აყენებდნენ. ასანიძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები და მძღოლები შეთანხმდნენ, რომ მთავარი მოთხოვნა, რაც ეხება გეგმის შემცირებას, გადაწყდება პირველ მარტამდე, განიხილება ინდივიდუალურად კონკრეტული ხაზების მიხედვით და დადგინდება გეგმები.

    გარდა ამისა, შეთანხმება მოხდა იმაზეც, რომ კომპანიამ ვალდებულება აიღო, გათავისუფლებული მძღოლები, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს გაფიცვის დაწყებას, დაბრუნდებიან სამსახურში. ასევე, კომპანია პირობას დებს, რომ ის მძღოლებს დაეხმარება იმ საკითხების მოგვარებაში, რაც კომპანიის ხელმძღვანელების კომპეტენციაში არ შედის. კერძოდ, საუბარია იურიდიულ საკითხებზე. როგორც დავით ასანიძემ აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენლები ვეღარ ხედავენ იმის საშიშროებას, რომ გაფიცვა გაგრძელდეს.

    ამასთან, კომპანიის გარდა პოზიცია დააფიქსირა თბილისის მერიის წარმომადგენელმა. როგორც ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც მედიატორისთვის, თბილისის მერიისთვის გასაგებია კომპანიის პოზიცია და მიესალმება, თუ თანხმობა იქნება მძღოლების მხრიდანაც. მისივე თქმით, თბილისის მერია განაგრძობს მოლაპარაკებებში ჩართულობას და მედიაციის ფუნქციის შესრულებას და მოხარული იქნება, თუ პრობლემა დროულად გადაწყდება.

    თუმცა, დღეს საღამოს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის და გაფიცვა გრძელდება.

    "ინტერპრესნიუსი"

    ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"