პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და 90-იან წლებში მივდივართ"
მიხეილ სააკაშვილი - "თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და 90-იან წლებში მივდივართ"

თით­ქოს უკან ვახ­ვევთ ის­ტო­რი­ას და მივ­დი­ვართ 90-იან წლებ­ში, როცა ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა , - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე პა­ტი­მარ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­თა შო­რი­საც, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბიც არი­ან.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ქუ­თა­ი­სის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდას არ­ღვევს.

"გუ­შინ სა­პა­ტიმ­რო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს რამ­დე­ნი­მე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" - ელ­გუ­ჯა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კა­რა­ნა­ძე, რე­ვაზ ეს­კუ­რია ("ვე­ფხო"), პა­ტი­აშ­ვი­ლი, ძო­წე­ნი­ძე, და­რახვე­ლი­ძე, კი­დევ 20 გა­მო­დის უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში. ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის რე­აქ­ცია. გა­მო­ვიდ­ნენ და თქვეს - დიდი ამ­ბა­ვი, ამ­ნის­ტი­ამ გა­მო­უშ­ვა, ჩვენ რა შუ­ა­ში ვარ­თო. თით­ქოს უკან ვახ­ვევთ ის­ტო­რი­ას და მივ­დი­ვართ 90-იან წლებ­ში, როცა ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - "მე რა შუ­ა­ში ვარ" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ნამ­დვი­ლად არა­ვის შე­ში­ნე­ბა არ მინ­და, მაგ­რამ ერთი რამ ცხა­დია - "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" არ­ღვევს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდას, ეს ხალ­ხი ისევ ჩვენს ეზო­ებ­ში შე­მო­ვა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა სხვებს და­ა­ვი­წყდათ, მაგ­რამ მას 90-იანი წლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბის სუ­რა­თი კარ­გად ახ­სოვს. "ამის ფონ­ზე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­დის და იძა­ხის "პა­წა­წი­ნა გრე­ჩი­ხუ­ნას" პა­სუ­ხი არ უნდა ვა­გე­ბი­ნოთ, დიდი ამ­ბა­ვი თუ კა­მე­რის წინ ყელი გა­მოჭ­რა ვი­ღა­ცა­სო. რა თქმა უნდა, პა­წა­წი­ნა გრე­ჩი­ხუ­ნას არა, პა­სუ­ხი უნდა ვა­გე­ბი­ნოთ გუ­ბერ­ნა­ტო­რის იმ მო­ად­გი­ლეს, რო­მელ­მაც 6 კვი­რა­ში აღად­გი­ნა კა­ხე­თი სტი­ქი­ის შემ­დეგ", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

იხი­ელთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი - "თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და 90-იან წლებში მივდივართ"

მიხეილ სააკაშვილი - "თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და 90-იან წლებში მივდივართ"

თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში, როცა ჩვენი ყველაზე დიდი მახასიათებელი იყო უპასუხისმგებლობა , - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე პატიმართა გათავისუფლებას, რომელთა შორისაც, ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან.

როგორც სააკაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში, ქუთაისის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, შექმნილი ვითარება საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას არღვევს.

"გუშინ საპატიმროდან გაათავისუფლეს რამდენიმე "კანონიერი ქურდი" - ელგუჯა დიღმელაშვილი, გიორგი კარანაძე, რევაზ ესკურია ("ვეფხო"), პატიაშვილი, ძოწენიძე, დარახველიძე, კიდევ 20 გამოდის უახლოეს დღეებში. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათ გათავისუფლებაზე საქართველოს მთავრობის წევრების რეაქცია. გამოვიდნენ და თქვეს - დიდი ამბავი, ამნისტიამ გამოუშვა, ჩვენ რა შუაში ვართო. თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში, როცა ჩვენი ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანი იყო უპასუხისმგებლობა - "მე რა შუაში ვარ" დამოკიდებულება. ნამდვილად არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - "კანონიერი ქურდები" არღვევს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას, ეს ხალხი ისევ ჩვენს ეზოებში შემოვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა სხვებს დაავიწყდათ, მაგრამ მას 90-იანი წლების განადგურებული თბილისის, ქუთაისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სურათი კარგად ახსოვს. "ამის ფონზე მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და იძახის "პაწაწინა გრეჩიხუნას" პასუხი არ უნდა ვაგებინოთ, დიდი ამბავი თუ კამერის წინ ყელი გამოჭრა ვიღაცასო. რა თქმა უნდა, პაწაწინა გრეჩიხუნას არა, პასუხი უნდა ვაგებინოთ გუბერნატორის იმ მოადგილეს, რომელმაც 6 კვირაში აღადგინა კახეთი სტიქიის შემდეგ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხიელთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა