სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიუჩა პრადა - XX საუკუნის ყველაზე ინტელექტუალური დიზაინერი
მიუჩა პრადა - XX საუკუნის ყველაზე ინტელექტუალური დიზაინერი

მო­დუ­რი ბიზ­ნე­სის მემ­კვიდ­რე, რო­მელ­საც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნ­დო­და ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო, 2000 წლის მო­დის მთა­ვა­რი მო­დე­ლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა და და­ამ­ტკი­ცა, რომ შე­იძ­ლე­ბა ფე­შე­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას­თან შეჯ­ვა­რე­ბა, სი­ლა­მა­ზის აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა, წვრილ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­თან შა­ლის წინ­დე­ბის ჩაც­მა, ბუმ­ბუ­ლე­ბის­გან - ლა­მა­ზი ქვე­და­კა­ბის, პლას­ტი­კის­გან ბა­ნა­ნის ფორ­მის სა­ყუ­რის მო­გო­ნე­ბა და ამას­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად კო­მერ­ცი­ულ და წარ­მა­ტე­ბულ დი­ზა­ი­ნე­რად დარ­ჩე­ნა. ასე­თი გახ­ლავთ მი­უ­ჩა პრა­და.

პრა­და და მო­დის ინ­დუსტრია

შო­რე­ულ 1913 წელს იტა­ლი­ელ­მა მა­რიო პრა­დამ პა­ტა­რა სა­წარ­მო და­ა­არ­სა - კომ­პა­ნია "ძმე­ბი პრა­და", სა­დაც ტყა­ვის ნა­კე­თო­ბებს ამ­ზა­დებ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრენ­დი "პრა­და", პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მი­უ­ჩას სა­ხელ­თან ასო­ცირ­დე­ბა, ოც­და­ა­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნ­დო­და, ოჯა­ხურ ბიზ­ნეს­თან რამე სა­ერ­თო ჰქო­ნო­და. დი­ზა­ინ­ში ძა­ლე­ბის გა­მოც­და მას მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა, პატ­რი­ციო ბერ­ტე­ლიმ გა­და­ა­წყვე­ტი­ნა. დი­ზა­ი­ნე­რის პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ნე­ი­ლო­ნის შავი ზურგჩან­თა გახ­ლდათ. ქა­ლის ტან­საც­მლის კო­ლექ­ცი­ის დე­ბი­უ­ტით, პრა­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ორ­მო­ცი წლის ასაკ­ში წარ­დგა.

შვი­დი წლის შემ­დეგ, ფირ­მის ამ­ჟა­მინ­დელ­მა მმარ­თველ­მა მი­უ­ჩა პრა­დამ თა­ვი­სი კომ­პა­ნია დე­დის­გან მი­ი­ღო მემ­კვიდ­რე­ო­ბით. 1970-იან წლებ­ში მი­უჩა ფირ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრა­და უხა­ლი­სოდ შე­უდ­გა კომ­პა­ნი­ის მარ­თვას. ამ­ჟა­მად კი პრა­დას მთელ მსოფ­ლი­ო­ში 250-ზე მეტი მა­ღა­ზია აქვს. მათი სა­ერ­თო ბრუნ­ვა 2010 წლის­თვის 2,15 მლრდ დო­ლა­რი იყო.

პრა­და და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა

ფონ­დი "პრა­და", რო­მელ­საც მი­უ­ჩა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხელ­მძღვა­ნე­ლობს, იკა­ვებს ორ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცეს მი­ლან­ში და პა­ლა­ცოს ვე­ნე­ცი­ა­ში, სა­დაც ანი­შა კა­პუ­რის, სემ ტე­ი­ლორ ვუ­დის, სტივ მა­კკუ­ი­ნი­სა და სხვა­თა პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნებს აწყო­ბენ. ამას­თან, პრა­და ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამს იმ ფაქტს, რომ მის­თვის მოდა ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის: "ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა აბ­სტრაქ­ტუ­ლი იდე­ე­ბის გა­შუ­ქე­ბაა, ტან­საც­მე­ლი კი კარ­გად უნდა გა­ყი­დო". 2012 წელს ნიუ-იორ­კის მეტ­რო­პო­ლი­ტენ მუ­ზე­უმ­ში გა­იხ­სნა გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ ქალ დი­ზა­ი­ნე­რებს - პრა­დას და ელზა სკი­ა­პა­რე­ლის მი­ე­ძღვნა.

პრა­და და პო­ლი­ტი­კა

პრა­და მრა­ვა­ლი წელი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ჩან­თე­ბის ახა­ლი მო­დე­ლე­ბის შექ­მნა ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა­ზე სუ­ლე­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო: მი­უ­ჩამ მი­ლა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რა და­ამ­თავ­რა პო­ლი­ტო­ლო­გი­ის გან­ხრით, იტა­ლი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი იყო და აქ­ტი­უ­რად იცავ­და ქალ­თა უფ­ლე­ბებს. დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე წას­ვლას მი­უ­ჩა ივ სენ ლო­რა­ნის კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ამ­ჯო­ბი­ნებ­და. 2011 წელს პრა­დამ პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­წყე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, მაგ­რამ ამ­ჟა­მად არც ერთი პარ­ტი­ის წევ­რი არ გახ­ლავთ და ამ სა­კი­თხში ძა­ლი­ან წინ­და­ხე­დუ­ლია. იმ დროს კი მო­და­ზე მე­ტად პო­ლი­ტი­კა აინ­ტე­რე­სებ­და. მას რომ პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რას აი­წყობ­და. თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მაგ­რამ ნელ-ნელა ისე გა­ი­ტა­ცა დი­ზა­ი­ნე­რო­ბამ, რომ პო­ლი­ტი­კა მი­ი­ვი­წყა. დღემ­დე თა­ვის პრო­ფე­სი­ას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებს: "შე­სა­ნიშ­ნა­ვად მეს­მის, რომ მოდა საკ­მა­ოდ სუ­ლე­ლუ­რი და ქა­რაფ­შუ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა".

პრა­და და არ­ქი­ტექ­ტუ­რა

ფირ­მის მა­ღა­ზი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში. ნიუ-იორ­კის ფლაგ­მა­ნუ­რი ბუ­ტი­კი რემ კოლ­ხას­მა აა­შე­ნა, ექ­ვსსარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა ტო­კი­ო­ში, რო­მე­ლიც შუ­შის ბუშ­ტო­ვან ფი­ჭას მოგ­ვა­გო­ნებს - შვე­ი­ცა­რი­ელ­მა არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა ჟაკ ჰერ­ცოგ­მა და პიერ დე მე­რონ­მა. ორი­ვე პრო­ექ­ტი ძვი­რი, ეფექ­ტუ­რი და ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რია. იმ პე­რი­ოდ­ში, დიდი ვა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კომ­პა­ნი­ას არ შე­ე­შინ­და 125 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის და­ხარ­ჯვა და არც არა­ფე­რი წა­ა­გო.

პრა­და და ქმა­რი

1977 წელს სა­ვაჭ­რო ბა­ზარ­ში მი­უ­ჩა პრა­დამ კერ­ძო მე­წარ­მე პატ­რი­ციო ბერ­ტე­ლი გა­იც­ნო და მალე წყვილ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყო, ერთი წლის შემ­დეგ ექ­სკლუ­ზი­უ­რი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მეს. 10 წლის შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ. ამ­ჟა­მად პატ­რი­ციო ბერ­ტე­ლი ფირ­მა "პრა­დას" თა­ნამ­ფლო­ბე­ლია, აქ­ცი­ე­ბის ერთ მე­სა­მედს ფლობს. იგი მი­უ­ჩას­თვის საქ­მე­ში შე­უც­ვლე­ლი ადა­მი­ა­ნია, ცოლ-ქმა­რი ერ­თად უძღვე­ბა კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მეს.

ბერ­ტე­ლის - თა­ვად პრა­და ქმარს გვა­რით მი­მარ­თავს - უყ­ვარს გა­ხუმ­რება, რომ მხო­ლოდ ფუ­ლის გუ­ლის­თვის შე­ირ­თო პრა­და. 1979 წლი­დან ბერ­ტე­ლი "პრა­დას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია და საკ­მა­ოდ სპე­ცი­ფი­კუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი აქვს. 2000 წელს კომ­პა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრენ­დი შე­ი­ძი­ნა - ჯილ სან­დერ­სი, ჰელ­მუთ ლენ­გი. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტი გა­ყი­დეს, რომ სა­კუ­თა­რი ბრენ­დე­ბის­თვის მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­ათ და გა­უ­მარ­თლათ კი­დეც: 2012 წელს ცოლ-ქმა­რი ჟურ­ნალ "ფორბსის" მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა.

პრა­და და მო­დე­ლე­ბი

მი­უ­ჩა პრა­დას სამ­ყა­რო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის იყო ლა­მა­ზი მო­დე­ლი. დი­ზა­ი­ნერს რა­სიზ­მშიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ: შავ­კა­ნი­ა­ნი მო­დე­ლე­ბი მის ჩვე­ნე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. პრა­დას­თან მუ­შა­ო­ბა იოლი არ არის. 2009 წელს გა­მარ­თულ გა­ზა­ფხულ-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე მო­დე­ლე­ბი ტი­როდ­ნენ და ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვამ­დნენ პრო­ტესტს - ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ქუს­ლე­ბი აში­ნებ­დათ და მათი შეშ­ფო­თე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ აღ­მოჩ­ნდა: ორი გო­გო­ნა პირ­და­პირ პო­დი­უმ­ზე და­ვარ­და. თა­ვად დი­ზა­ი­ნე­რი ამ ფაქ­ტით აღ­ფრთო­ვან­და - შოუ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა.

პრა­და და კინო

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პრა­და რამ­დე­ნი­მე წელი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და­კავ­და თე­ატ­რით, მი­ლა­ნის პან­ტო­მი­მის თე­ატრ პი­კო­ლო­ში თა­მა­შობ­და, წლე­ბის შემ­დეგ კი კი­ნოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ გა­ი­ტა­ცა. ბრენ­დის არ­ქი­ვი ფილმ "დი­ა­დი გეტსბის" კოს­ტი­უ­მე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს, გა­სულ წელს კი კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე რო­მან პო­ლანსკის პრა­დას­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი "თე­რა­პია" უჩ­ვე­ნეს. 2012 წლის შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე პო­დი­უმ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­დე­ლე­ბის გვერ­დით გერი ოლდმა­ნი გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვის გამო "ოქ­როს გლო­ბუ­სის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ას არ და­ეს­წრო.

პრა­და და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა

პრა­დას არ უყ­ვარს სარ­კეში ჩა­ხედ­ვა, ეზი­ზღე­ბა გა­მომ­წვე­ვი სე­ქ­სუ­ა­ლუ­რო­ბა და ხე­ლი­დან არ უშ­ვებს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ლან­ძღოს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იტა­ლი­ე­ლე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ქუს­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და შიშ­ვე­ლი უკა­ნა­ლის გა­მო­ჩე­ნის გამო.

კომ­პა­ნი­ის ოფის­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, პუ­რი­ტა­ნუ­ლი დრეს­კო­დი მე­ფობს. თა­ნამ­შრომ­ლებს რე­გუ­ლა­რუ­ლად ახ­სე­ნე­ბენ, რომ გუ­ლახ­დი­ლი სა­მო­სი თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლო­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. თა­ვად დი­ზა­ი­ნერს უყ­ვარს ხაზ­გას­მა, რომ მაქ­მან­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ ქსო­ვილს ჩა­მო­ა­შო­როს რო­მან­ტი­კუ­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ელ­ფე­რი. ამის გამო ჯორ­ჯო არ­მა­ნიმ ერთხელ პრა­და სი­მა­ხინ­ჯის პრო­პა­გან­და­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა - რე­ცენ­ზენ­ტე­ბი დი­ზა­ი­ნე­რის ეს­თე­ტი­კას სი­მა­ხინ­ჯეს უწო­დე­ბენ.

ვინ ვინ არის

რო­დე­საც მი­უ­ჩა კომ­პა­ნია "პრა­დას" ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, არ ისურ­ვა მხო­ლოდ ტყა­ვის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დამ­ზა­დე­ბით შე­მო­ფარ­გლუ­ლი­ყო, მან მსოფ­ლიო მო­დის და­პყრო­ბა გა­და­წყვი­ტა და ტან­საც­მლის შექ­მნით და­კავ­და. ტან­საც­მლის კო­ლექ­ცი­ის პირ­ვე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია 1988 წელს გა­ი­მარ­თა. მას შემ­დეგ პრა­და რე­გუ­ლა­რუ­ლად წა­რად­გენს სე­ზო­ნურ კო­ლექ­ცი­ებს მი­ლან­ში გა­მარ­თულ მო­დის კვი­რე­ულ­ზე.

ამ­ჟა­მად პრა­და აწარ­მო­ებს ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ტან­საც­მელს, მო­დურ ფეხ­საც­მელს, სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­არს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პარ­ფი­უ­მე­რი­ას და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს. კომ­პა­ნი­ას მთელ მსოფ­ლი­ო­ში აქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ფირ­მო ბუ­ტი­კე­ბის ქსე­ლი. 1993 წელს ჩა­უშ­ვა ახალ­გაზ­რდა მომ­ხმა­რე­ბელ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი ბრენ­დი "მიუ-მიუ" - ბრენ­დს თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი მეტ­სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

"მიუ-მიუს" აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი ფე­რა­დი და უჩ­ვე­უ­ლოა და თა­ვი­სი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ისი­ნი სა­ხა­ლი­სო და ამას­თან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რია.

"მიუ-მიუს" მარ­კა წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და და და­მო­უ­კი­დე­ბელ პრო­ექ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მო­დე­ლი­ერს არ ეში­ნია თა­ვი­სი შვი­ლო­ბი­ლი მიუ-მიუს კონ­კუ­რენ­ცი­ის, რად­გა­ნაც ამ ბრენ­დებს ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რია ჰყავს.

პრინ­ცი­პი და ამო­ჩე­მე­ბა

მი­უ­ჩა პრა­და საკ­მა­ოდ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია ბიზ­ნე­სის გა­ძღო­ლის სა­კი­თხში. სო­ცი­ა­ლურ­სა და ბლო­გე­რულ ქსე­ლებ­ში უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იგი უარს ამ­ბობს გა­მო­ი­ყე­ნოს ეს წარ­მა­ტე­ბა სა­კუ­თა­რი ბრენ­დე­ბის სა­რეკ­ლა­მოდ. ამას­თან, ბევ­რი ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი სა­რეკ­ლა­მოდ აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს.

ბოლო დროს სა­ხელ­გან­თქმუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი სულ უფრო ხში­რად იღე­ბენ შტურ­მით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტან­საც­მლის ბაზ­რებს. მი­უ­ჩა პრა­დას არ სურს, კო­ლე­გე­ბის მა­გა­ლითს მიჰ­ბა­ძოს. მას მი­აჩ­ნია, რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა ელი­ტუ­რი ბრენ­დე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე.

ამას­თან, ქალ­ბა­ტონ პრა­დას ეში­ნია, და­ბა­ლი ფა­სი­სა და ტან­საც­მლის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის დევ­ნა­ში ხა­რის­ხი არ და­ი­კარ­გოს, რად­გან მა­ღალ ხა­რისხს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს.

სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უ­ჩა პრა­და ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა იშ­ვი­ა­თად შე­ე­ჩე­ხოს მე­უღ­ლე პატ­რი­ციო ბერ­ტე­ლის. სა­ღა­მო­ო­ბით ცოლ-ქმა­რი თა­ვის მყუდ­რო ბი­ნა­ში მი­იჩ­ქა­რის, სა­დაც საყ­ვა­რე­ლი ვა­ჟე­ბი ელო­დე­ბი­ან.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

მიუჩა პრადა - XX საუკუნის ყველაზე ინტელექტუალური დიზაინერი

მიუჩა პრადა - XX საუკუნის ყველაზე ინტელექტუალური დიზაინერი

მოდური ბიზნესის მემკვიდრე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ უნდოდა ტანსაცმლის დიზაინით დაკავებულიყო, 2000 წლის მოდის მთავარი მოდელიერი აღმოჩნდა და დაამტკიცა, რომ შეიძლება ფეშენის თანამედროვე ხელოვნებასთან შეჯვარება, სილამაზის აღიარებული სტანდარტების იგნორირება, წვრილქუსლიან ფეხსაცმელთან შალის წინდების ჩაცმა, ბუმბულებისგან - ლამაზი ქვედაკაბის, პლასტიკისგან ბანანის ფორმის საყურის მოგონება და ამასთან აბსოლუტურად კომერციულ და წარმატებულ დიზაინერად დარჩენა. ასეთი გახლავთ მიუჩა პრადა.

პრადა და მოდის ინდუსტრია

შორეულ 1913 წელს იტალიელმა მარიო პრადამ პატარა საწარმო დააარსა - კომპანია "ძმები პრადა", სადაც ტყავის ნაკეთობებს ამზადებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი "პრადა", პირველ რიგში, თავად მიუჩას სახელთან ასოცირდება, ოცდაათი წლის განმავლობაში არ უნდოდა, ოჯახურ ბიზნესთან რამე საერთო ჰქონოდა. დიზაინში ძალების გამოცდა მას მომავალმა ქმარმა, პატრიციო ბერტელიმ გადააწყვეტინა. დიზაინერის პირველი გამოცდილება ნეილონის შავი ზურგჩანთა გახლდათ. ქალის ტანსაცმლის კოლექციის დებიუტით, პრადა საზოგადოების წინაშე ორმოცი წლის ასაკში წარდგა.

შვიდი წლის შემდეგ, ფირმის ამჟამინდელმა მმართველმა მიუჩა პრადამ თავისი კომპანია დედისგან მიიღო მემკვიდრეობით. 1970-იან წლებში მი­უჩა ფირმის ხელმძღვანელი გახდა. აღსანიშნავია, რომ პრადა უხალისოდ შეუდგა კომპანიის მართვას. ამჟამად კი პრადას მთელ მსოფლიოში 250-ზე მეტი მაღაზია აქვს. მათი საერთო ბრუნვა 2010 წლისთვის 2,15 მლრდ დოლარი იყო.

პრადა და თანამედროვე ხელოვნება

ფონდი "პრადა", რომელსაც მიუჩა მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობს, იკავებს ორ საგამოფენო სივრცეს მილანში და პალაცოს ვენეციაში, სადაც ანიშა კაპურის, სემ ტეილორ ვუდის, სტივ მაკკუინისა და სხვათა პერსონალურ გამოფენებს აწყობენ. ამასთან, პრადა ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მისთვის მოდა ხელოვნება არ არის: "ხელოვნების მთავარი დავალება აბსტრაქტული იდეების გაშუქებაა, ტანსაცმელი კი კარგად უნდა გაყიდო". 2012 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც XX საუკუნის ყველაზე მთავარ ქალ დიზაინერებს - პრადას და ელზა სკიაპარელის მიეძღვნა.

პრადა და პოლიტიკა

პრადა მრავალი წელი დარწმუნებული იყო, რომ ჩანთების ახალი მოდელების შექმნა ქვეყანაზე ყველაზე სულელური საქმიანობა იყო: მიუჩამ მილანის უნივერსიტეტის ასპირანტურა დაამთავრა პოლიტოლოგიის განხრით, იტალიის პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებს. დემონსტრაციაზე წასვლას მიუჩა ივ სენ ლორანის კოსტიუმში გამოწყობილი ამჯობინებდა. 2011 წელს პრადამ პოლიტიკური კარიერის დაწყების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამჟამად არც ერთი პარტიის წევრი არ გახლავთ და ამ საკითხში ძალიან წინდახედულია. იმ დროს კი მოდაზე მეტად პოლიტიკა აინტერესებდა. მას რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა, აუცილებლად ბრწყინვალე კარიერას აიწყობდა. თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ნელ-ნელა ისე გაიტაცა დიზაინერობამ, რომ პოლიტიკა მიივიწყა. დღემდე თავის პროფესიას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს: "შესანიშნავად მესმის, რომ მოდა საკმაოდ სულელური და ქარაფშუტული საქმიანობაა".

პრადა და არქიტექტურა

ფირმის მაღაზიების მოძიება თავისუფლად შეიძლება თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის სახელმძღვანელოებში. ნიუ-იორკის ფლაგმანური ბუტიკი რემ კოლხასმა ააშენა, ექვსსართულიანი შენობა ტოკიოში, რომელიც შუშის ბუშტოვან ფიჭას მოგვაგონებს - შვეიცარიელმა არქიტექტორებმა ჟაკ ჰერცოგმა და პიერ დე მერონმა. ორივე პროექტი ძვირი, ეფექტური და ძალიან ამბიციურია. იმ პერიოდში, დიდი ვალების მიუხედავად, კომპანიას არ შეეშინდა 125 მილიონი დოლარის დახარჯვა და არც არაფერი წააგო.

პრადა და ქმარი

1977 წელს სავაჭრო ბაზარში მიუჩა პრადამ კერძო მეწარმე პატრიციო ბერტელი გაიცნო და მალე წყვილმა თანამშრომლობა დაიწყო, ერთი წლის შემდეგ ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმეს. 10 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ამჟამად პატრიციო ბერტელი ფირმა "პრადას" თანამფლობელია, აქციების ერთ მესამედს ფლობს. იგი მიუჩასთვის საქმეში შეუცვლელი ადამიანია, ცოლ-ქმარი ერთად უძღვება კომპანიის განვითარების საქმეს.

ბერტელის - თავად პრადა ქმარს გვარით მიმართავს - უყვარს გახუმ­რება, რომ მხოლოდ ფულის გულისთვის შეირთო პრადა. 1979 წლიდან ბერტელი "პრადას" გენერალური დირექტორია და საკმაოდ სპეციფიკური ადმინისტრაციული ტემპერამენტი აქვს. 2000 წელს კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრენდი შეიძინა - ჯილ სანდერსი, ჰელმუთ ლენგი. რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფერი ზედმეტი გაყიდეს, რომ საკუთარი ბრენდებისთვის მეტი ყურადღება მიექციათ და გაუმართლათ კიდეც: 2012 წელს ცოლ-ქმარი ჟურნალ "ფორბსის" მილიარდერთა სიაში მოხვდა.

პრადა და მოდელები

მიუჩა პრადას სამყაროში აუცილებელი არ არის იყო ლამაზი მოდელი. დიზაინერს რასიზმშიც ადანაშაულებენ: შავკანიანი მოდელები მის ჩვენებაში იშვიათად მონაწილეობენ. პრადასთან მუშაობა იოლი არ არის. 2009 წელს გამართულ გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მოდელები ტიროდნენ და ხმამაღლა გამოთქვამდნენ პროტესტს - ძალიან მაღალი ქუსლები აშინებდათ და მათი შეშფოთება შემთხვევითი არ აღმოჩნდა: ორი გოგონა პირდაპირ პოდიუმზე დავარდა. თავად დიზაინერი ამ ფაქტით აღფრთოვანდა - შოუ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.

პრადა და კინო

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პრადა რამდენიმე წელი პროფესიონალურად დაკავდა თეატრით, მილანის პანტომიმის თეატრ პიკოლოში თამაშობდა, წლების შემდეგ კი კინოსთან თანამშრომლობამ გაიტაცა. ბრენდის არქივი ფილმ "დიადი გეტსბის" კოსტიუმების შესაქმნელად გამოიყენეს, გასულ წელს კი კანის ფესტივალზე რომან პოლანსკის პრადასთვის გადაღებული ფილმი "თერაპია" უჩვენეს. 2012 წლის შემოდგომა-ზამ­თრის კოლექციის ჩვენებაზე პოდიუმზე პროფესიონალი მოდელების გვერდით გერი ოლდმანი გამოვიდა, რომელიც ამ შემთხვევის გამო "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონიას არ დაესწრო.

პრადა და სექსუალურობა

პრადას არ უყვარს სარ­კეში ჩახედვა, ეზიზღება გამომწვევი სე­ქ­სუალურობა და ხელიდან არ უშვებს საშუალებას, გალანძღოს თანამემამულე იტალიელები ძალიან მაღალი ქუსლების სიყვარულისა და შიშველი უკანალის გამოჩენის გამო.

კომპანიის ოფისში, ფაქტობრივად, პურიტანული დრესკოდი მეფობს. თანამშრომლებს რეგულარულად ახსენებენ, რომ გულახდილი სამოსი თავზეხელაღებულობის მანიშნებელია. თავად დიზაინერს უყვარს ხაზგასმა, რომ მაქმანზე მუშაობისას მისთვის მნიშვნელოვანია, ამ ქსოვილს ჩამოაშოროს რომანტიკული და სექსუალური ელფერი. ამის გამო ჯორჯო არმანიმ ერთხელ პრადა სიმახინჯის პროპაგანდაში დაადანაშაულა - რეცენზენტები დიზაინერის ესთეტიკას სიმახინჯეს უწოდებენ.

ვინ ვინ არის

როდესაც მიუჩა კომპანია "პრადას" ჩაუდგა სათავეში, არ ისურვა მხოლოდ ტყავის აქსესუარების დამზადებით შემოფარგლულიყო, მან მსოფლიო მოდის დაპყრობა გადაწყვიტა და ტანსაცმლის შექმნით დაკავდა. ტანსაცმლის კოლექციის პირველი პრეზენტაცია 1988 წელს გაიმართა. მას შემდეგ პრადა რეგულარულად წა­რადგენს სეზონურ კოლექციებს მილანში გამართულ მოდის კვირეულზე.

ამჟამად პრადა აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, მოდურ ფეხსაცმელს, სხვადასხვა აქსესუარს, მაღალი ხარისხის პარფიუმერიას და მობილურ ტელეფონებს. კომპანიას მთელ მსოფლიოში აქვს განთავსებული საფირმო ბუტიკების ქსელი. 1993 წელს ჩაუშვა ახალგაზრდა მომხმარებელზე გათვალისწინებული საქვეყნოდ ცნობილი ბრენდი "მიუ-მიუ" - ბრენდს თავისი ბავშვობისდროინდელი მეტსახელი დაარქვა.

"მიუ-მიუს" აქსესუარები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ფერადი და უჩვეულოა და თავისი გულუბრყვილობით გამოირჩევა, ისინი სახალისო და ამასთან ინტელექტუალურია.

"მიუ-მიუს" მარკა წარმატებით გან­ვითარდა და დამოუკიდებელ პრო­ექტად ჩამოყალიბდა. მოდელიერს არ ეშინია თავისი შვილობილი მიუ-მიუს კონკურენციის, რადგანაც ამ ბრენდებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აუდიტორია ჰყავს.

პრინციპი და ამოჩემება

მიუჩა პრადა საკმაოდ კონსერვატიულია ბიზნესის გაძღოლის საკითხში. სოციალურსა და ბლოგერულ ქსელებში უდიდესი პოპულარობის მიუხედავად, იგი უარს ამბობს გამოიყენოს ეს წარმატება საკუთარი ბრენდების სარეკლამოდ. ამასთან, ბევრი ცნობილი დიზაინერი სარეკლამოდ აქტიურად იყენებს ინტერნეტსივრცეს.

ბოლო დროს სახელგანთქმული დიზაინერები სულ უფრო ხშირად იღებენ შტურმით საზოგადოებრივი ტანსაცმლის ბაზრებს. მიუჩა პრადას არ სურს, კოლეგების მაგალითს მიჰბაძოს. მას მიაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ნეგატიურად აისახება ელიტური ბრენდების რეპუტაციაზე.

ამასთან, ქალბატონ პრადას ეშინია, დაბალი ფასისა და ტანსაცმლის ხელმისაწვდომობის დევნაში ხარისხი არ დაიკარგოს, რადგან მაღალ ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

სამუშაო დღის განმავლობაში მიუჩა პრადა ცდილობს, რაც შეიძლება იშვიათად შეეჩეხოს მეუღლე პატრიციო ბერტელის. საღამოობით ცოლ-ქმარი თავის მყუდრო ბინაში მიიჩქარის, სადაც საყვარელი ვაჟები ელოდებიან.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება