სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლექს-სენის გულაობა ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ცნობილების უცნობი სტატუსები
ლექს-სენის გულაობა ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ცნობილების უცნობი სტატუსები

ბოლო დროს ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" კე­დელ­ზე უფრო და უფრო მძაფ­რი, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით სავ­სე სტა­ტუ­სე­ბი ჩნდე­ბა. არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბის ნა­ბი­ჯე­ბით აღ­შფო­თე­ბულ­ნი, უმუ­შევ­რო­ბით გამ­წა­რე­ბულ­ნი, ზო­გა­დად ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­ცო­ფე­ბულ­ნიც.

დიდი ხა­ნია, პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­ზე ილე­სავს კბი­ლებს ლექს-სენი. მა­ნამ­დე არა­ერ­თი მისი ინ­ტერ­ვიუ წაგ­ვი­კი­თხავს, სა­დაც რე­პე­რი თა­ვის დუ­ხ­ჭირ ცხოვ­რე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბო­და. წუხ­და, რომ ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ბედს ერ­თე­უ­ლე­ბი წყვეტ­დნენ და მა­ვან­სა და მა­ვანს "შავ სი­ებ­ში" სვამ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი შიმ­ში­ლო­ბის ზღვარ­ზე იდ­გნენ. გვახ­სოვს, რო­გორ უხ­დი­და მად­ლო­ბას მომ­ღე­რა­ლი ცო­ლე­უ­რებს, რად­გან, რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად, მათ ხარ­ჯზე ცხოვ­რობ­და. ჩვენც ლა­მის ნი­ან­გის ცრემ­ლე­ბი გვცვი­ო­და ლექს-სე­ნის მოს­მე­ნი­სას.

არ ვი­ცით, თა­ვი­სი უკ­რა­ი­ნე­ლი ცო­ლის ნა­თე­სა­ვებ­ში კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ ნიკა რუ­რუ­ას გუ­ლის­ხმობ­და თუ სხვა ვინ­მეს სა­მი­ნის­ტრო­დან, მაგ­რამ ახ­ლა­ხან ინ­ტერ­ნეტ­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ 2012 წელს გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც სი­ტყვა­სი­ტყვით წე­რია, რომ "2012 წლის აგ­ვის­ტო­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, 698 399 ლარი მი­ი­ღო პრო­ექ­ტმა "მე­ა­მა­ყე­ბა სა­ქარ­თვე­ლო". ასე­ვე 208 004 ლარი გა­მო­ე­ყო მომ­ღე­რალ ლექ­სო ქავ­თა­რა­ძეს (ლექს-სენს) სამი მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პის, ორი ახა­ლი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რი­სა და 2012 წლის 26 აგ­ვის­ტოს ქ. ბა­თუმ­ში ორ­სა­ა­თი­ა­ნი კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბის­თვის".

აი, ამას ჰქვია, ფიცი მწამს, ბოლო მაკ­ვირ­ვებ­სო. ამ­ჯე­რად ლექს-სენი შემ­დე­გი სტა­ტუ­სით ჩნდე­ბა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ კე­დელ­ზე. "სამ­წუ­ხა­როა, ძაღ­ლი­ან ქვე­ყა­ნა­ში, მა­ინც კა­ტე­ბი რომ ყე­ფენ" და მე­ო­რე "ალ­ბათ შევ­ცდი, რომ არ წა­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში, მე მგო­ნი, დროა". ისე, პო­ლი­ტი­კა­ში ამ­გვა­რი ტყუ­ი­ლე­ბი კარ­გად ჭრის და შე­იძ­ლე­ბა, ლექ­სო, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის "მერ­კე­ბით", მარ­თლაც გა­მო­ად­გეს რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის ჩა­მო­სა­რი­გებ­ლად.

უმუ­შევ­რო­ბით აღ­შფო­თე­ბულ­თა სი­ა­ში მომ­ღე­რა­ლი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლიც მოხ­ვდა.

მის პოსტს სი­ტყვა­სი­ტყვით გთა­ვა­ზობთ:

"მე მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, წინ რა­ტომ არ მი­დის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, რა­ტომ არა­ფე­რი ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში. ჩვენ ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვაქვს და ასე გა­დავ­შენ­დით და­ვი­ჯე­რო?!. პი­რა­დად მე არ ვა­პი­რებ გა­ჩე­რე­ბას და გა­და­შე­ნე­ბას. ამო­ი­ღეთ ხმა!!! სირ­ცხვი­ლია, ბო­ლოს და ბო­ლოს, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ ხდე­ბა მსგავ­სი რამ! გა­ჩე­რე­ბუ­ლია ნამ­დვი­ლი სიმ­ღე­რა, უყუ­რა­დღე­ბოდ არის მიგ­დე­ბუ­ლი, არა მარ­ტო ეს სფე­რო. ვინ აწყობს კონ­ცერ­ტებს და ვისი ხმა ის­მის, რა ხდე­ბა, ვერ გა­ვი­გე. რა კავ­შირ­შია პო­ლი­ტი­კა და ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან. სად არი­ან ნამ­დვი­ლი მწერ­ლე­ბი, მხატ­ვრე­ბი? რა­ტომ არ არის ეს ხალ­ხი და­ფა­სე­ბუ­ლი, რა­ტომ უნდა უჭირ­დეს ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არი­ან ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი სა­სა­ხე­ლო სა­ხე­ე­ბი? სად არის მეც­ნი­ე­რე­ბა, რა ხდე­ბა, ბო­ლოს და ბო­ლოს? მარ­ტო და­ი­ჭი­რეს-გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ზეა აწყო­ბი­ლი ჩვე­ნი ყოფა?!

თუ ასე გაგ­რძელ­და კი­დევ ერთი თვეც, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს. აქ არაფ­რის და­ფა­სე­ბა არ იცი­ან! გა­მო­ფხიზ­ლდით, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბო, რას აკე­თებს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო? შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და აქა­უ­რო­ბის ატა­ნა!!!"

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტზე ფა­ნა­ტი­კუ­რად შეყ­ვა­რე­ბულ­თა შო­რის მსა­ხი­ო­ბი გია ცი­ნა­ძე, იგი­ვე მყუდ­როც მო­ი­აზ­რე­ბა. მსა­ხი­ობს მოს­წონს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, მის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და ამას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე დრო­დად­რო ღი­ა­დაც აფიქ­სი­რებს. სა­მა­გი­ე­როდ, არ მოს­წონს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხში­რად მათ კრი­ტი­კა­საც არ ერი­დე­ბა.

"უბ­რა­ლოდ ვამ­ბობ, ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე, ჯიგ­რუ­ლად, ანუ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა რომ არ გა­გი­ფუ­ჭოთ... მოკ­ლედ, ბე­რას კონ­ცერ­ტის მერე რომ ოლიმ­პი­ა­დის და­ხურ­ვა მოგ­ვი­წყვეს და სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის ფე­ი­ერ­ვერ­კი გა­უშ­ვეს, მარ­თლაც რომ შთამ­ბეჭ­და­ვი, ახლა რა­ტომ არ მოგ­ვი­წყვეს იგი­ვე? ჰა??? მერე რა, რომ ეს არ იყო ერ­თის და­ბა­დე­ბის დღე და იყო ქვეყ­ნის დღე­სას­წა­უ­ლი?!"

ბო­ლომ­დე არ გაგ­ვიხ­სნა კარ­ტე­ბი მომ­ღე­რალ­მა გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა. ამი­ტომ, რამ და რა­ტომ აღაშ­ფო­თა მომ­ღე­რა­ლი, ამის ვა­რა­უ­დი თქვენ­თვის მო­მინ­დვია. "ფე­ის­ბუ­ქის" მის კე­დელ­ზე ვკი­თხუ­ლობთ, - "გული მე­რე­ვა რა­ღა­ცებ­ზე, მე­ზი­ზღე­ბა ბევ­რი რამ, ყვე­ლა­ფერს ეკარ­გე­ბა აზრი. ხში­რად მარ­თლაც რომ ფურ­თხის ღირ­სია სა­ქარ­თვე­ლო, თუმ­ცა, "ჩვე­ნის­თა­ნა ბედ­ნი­ე­რი..." ჰმ, იმ ერთ მე­რცხალ­საც მოვუ...ნ ის სურ­ვი­ლი, რო­მელ­საც ჭი­კ­ჭი­კით სურს გა­ზა­ფხუ­ლის მოყ­ვა­ნა... მა­პა­ტი­ეთ, ცენ­ზუ­რას ზურ­გი ვაქ­ციე... ვიდ­რე გამ­კი­ცხავ­დეთ, ჯერ სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­ხე­დეთ... სტა­ტუ­სის ახ­სნას ნუ მო­ი­თხოვთ, ბევრ რა­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა მისი მიბ­მა!"

ცოტა ხნის წინ "რე­ი­ტინ­გში" და­ი­ბეჭ­და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი­სა და კახა ჯო­ხა­ძის ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­საც ახ­ლდა ფოტო, სა­დაც შო­რე­ნას ფე­ხის ზედა ნა­წი­ლი არც თუ ისე ლა­მა­ზად უჩანს. ამის გამო ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა არ და­ინ­დო მსა­ხი­ო­ბი. გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შო­რე­ნას ცე­ლუ­ლი­ტებ­ზე მი­უ­თი­თებ­დნენ და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღავ­დნენ. ისე­თე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ამ ვი­თომ­და ცე­ლუ­ლიტს კოლ­ჰო­ტის ზედა ნა­წი­ლის სი­მუ­ქით ხსნიდ­ნენ და მსა­ხი­ობს იცავ­დნენ. რო­გორც ჩანს, შო­რე­ნას ამ­დენ­მა კო­მენ­ტარ­მა გული ატ­კი­ნა და თა­ვის გვერ­დზე ასე­თი პოს­ტი დადო.

"გა­სა­გე­ბია, მე ვარ მა­ხინ­ჯი, აწყო­ბი­ლი, დე­ბი­ლი და აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ, რო­გორ მო­მიხ­სე­ნი­ებთ, მაგ­რამ თქვენ ვინ ხართ? კომ­პი­უ­ტერ­თან ჩა­მა­ლუ­ლი ხელ­მო­ცა­რუ­ლი არ­სე­ბე­ბი. მე მეს­მის თქვე­ნი, მეს­მის, რომ გრძნობთ, ჩემ­ზე არ მოქ­მე­დებს და ახლა ჩემს შვილ­ზე გა­დახ­ვე­დით იმა­ვე სი­ტყვე­ბით... თქვე ძა­ლი­ან პა­ტი­ოს­ნე­ბო, ლა­მა­ზე­ბო და უნაკ­ლო­ე­ბო, გე­ტყო­დით, ტრაკ­ზე მა­კო­ცეთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მაქვს და ამ ად­გილ­საც ვერ გა­ვი­მე­ტებ თქვენ­თვის... "

უც­ნა­უ­რი წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­დის "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე მომ­ღე­რა­ლი ლადო ბურ­დუ­ლი:

"მე­გობ­რე­ბო, ვინ და­მეხ­მა­რე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე" პე­ტი­ცი­ის ფორ­მის ლინ­კის მო­ძებ­ნა­ში? რო­გორც დაგ­პირ­დით, მინ­და და­ვი­წყო ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, რათა პარ­ლა­მენ­ტმა გა­ნი­ხი­ლოს ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა და და­ა­კა­ნო­ნოს ქვე­ყა­ნა­ში კვი­რის ერთი დღე, მა­გა­ლი­თად, ორ­შა­ბა­თი "სი­ხა­რუ­ლი­სა და მად­ლი­ე­რე­ბის" დღედ, როცა პატ­რუ­ლი და­ა­ჯა­რი­მებს ყვე­ლა მო­წუ­წუ­ნე­სა და არა­ბედ­ნი­ე­რი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით მო­სი­ა­რუ­ლეთ. შევ­კრებთ მო­ხა­ლი­სე­თა სა­პატ­რუ­ლო ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც ასეთ წურ­ბე­ლებს და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შე­მა­ფერ­ხე­ბელ ელე­მენ­ტებს გა­მო­ავ­ლე­ნენ და გა­დას­ცე­მენ პატ­რულს და­სა­ჯა­რი­მებ­ლად".

და­სას­რულ, ცუდ გუ­ნე­ბა­ზე რომ არ დაგ­ტო­ვოთ, მუ­სი­კოს ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძის სტა­ტუს­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რო­მე­ლიც ეს-ესაა გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" ახა­ლი ამ­პლუ­ით წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს, ის სექ­სუ­ა­ლურ მა­მა­კაც­თა შვი­დე­ულ­ში მოხ­ვდა. "მაშ ასე, მხი­ა­რუ­ლად სექ­სუ­ა­ლუ­რი ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძეა თქვენ წი­ნაშე", - სწო­რედ ასე წარ­გვიდ­გი­ნა გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მაია ასა­თი­ან­მა ეს მუ­სი­კო­სი. "მხი­ა­რუ­ლად სექ­სუ­ა­ლურ­მა" ბა­თუ­მელ­მა მუ­სი­კოს­მა მარ­თლაც რომ მხი­ა­რუ­ლად გა­ნაგ­რძო გა­და­ცე­მა, სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით. თუმ­ცა, ვგო­ნებ, ამ სტა­ტუ­სის დამ­წერს მთლად სა­სიმ­ღე­როდ არ უნდა ჰქონ­დეს საქ­მე.

"....ვუკ­რავთ ასე­ვე ქელე­ხებ­ში, ჭე­რის ახ­და­ზე, ორ­მო­ცებ­ზე, ორ­მოც­და­თორ­მეტ­ზეც, პა­ნაშ­ვი­დებ­ზე, ღვარ­ცო­ფით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა სა­მი­ტებ­ზე, გა­რე­ორ­სუ­ლო­ბით აღ­შფო­თე­ბულ­თათ­ვის, ნო­ტა­რი­უ­სის არ­და­დე­გებ­ზე, ტრა­კის უკი­დე­გა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სიმ­პო­ზი­უ­მებ­ზე და რა ვიცი, ყველ­გან"... ამა­საც მაგ­რად გა­უ­ჭირ­და, რო­გორც ჩანს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ლექს-სენის გულაობა ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ცნობილების უცნობი სტატუსები

ლექს-სენის გულაობა ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ცნობილების უცნობი სტატუსები

ბოლო დროს ქართულ შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანების "ფეისბუქის" კედელზე უფრო და უფრო მძაფრი, უკმაყოფილებით სავსე სტატუსები ჩნდება. არიან უმრავლესობის ნაბიჯებით აღშფოთებულნი, უმუშევრობით გამწარებულნი, ზოგადად ხალხის დამოკიდებულებით გაცოფებულნიც.

დიდი ხანია, პოლიტიკოსობაზე ილესავს კბილებს ლექს-სენი. მანამდე არაერთი მისი ინტერვიუ წაგვიკითხავს, სადაც რეპერი თავის დუხჭირ ცხოვრებაზე გვიყვებოდა. წუხდა, რომ ქართული შოუბიზნესის ბედს ერთეულები წყვეტდნენ და მავანსა და მავანს "შავ სიებში" სვამდნენ. შესაბამისად, უმუშევრად დარჩენილი მომღერლები შიმშილობის ზღვარზე იდგნენ. გვახსოვს, როგორ უხდიდა მადლობას მომღერალი ცოლეურებს, რადგან, როგორც თავად ამბობდა, პრაქტიკულად, მათ ხარჯზე ცხოვრობდა. ჩვენც ლამის ნიანგის ცრემლები გვცვიოდა ლექს-სენის მოსმენისას.

არ ვიცით, თავისი უკრაინელი ცოლის ნათესავებში კულტურის მინისტრ ნიკა რურუას გულისხმობდა თუ სხვა ვინმეს სამინისტროდან, მაგრამ ახლახან ინტერნეტში კულტურის სამინისტროს მიერ 2012 წელს გაწეული ხარჯები გამოქვეყნდა, სადაც სიტყვასიტყვით წერია, რომ "2012 წლის აგვისტოში ყველაზე მსხვილი დაფინანსება, 698 399 ლარი მიიღო პროექტმა "მეამაყება საქართველო". ასევე 208 004 ლარი გამოეყო მომღერალ ლექსო ქავთარაძეს (ლექს-სენს) სამი მუსიკალური კლიპის, ორი ახალი სიმღერის ჩაწერისა და 2012 წლის 26 აგვისტოს ქ. ბათუმში ორსაათიანი კონცერტის ჩატარებისთვის".

აი, ამას ჰქვია, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ამჯერად ლექს-სენი შემდეგი სტატუსით ჩნდება "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე. "სამწუხაროა, ძაღლიან ქვეყანაში, მაინც კატები რომ ყეფენ" და მეორე "ალბათ შევცდი, რომ არ წავედი პოლიტიკაში, მე მგონი, დროა". ისე, პოლიტიკაში ამგვარი ტყუილები კარგად ჭრის და შეიძლება, ლექსო, ქართული პოლიტიკის "მერკებით", მართლაც გამოადგეს რომელიმე პარტიას, წინასაარჩევნო დაპირებების ჩამოსარიგებლად.

უმუშევრობით აღშფოთებულთა სიაში მომღერალი ეკა კვალიაშვილიც მოხვდა.

მის პოსტს სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

"მე მართლა მაინტერესებს, რატომ არაფერი შეიცვალა, წინ რატომ არ მიდის ქართული კულტურა, რატომ არაფერი ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ხომ განსაკუთრებული კულტურული ტრადიციები გვაქვს და ასე გადავშენდით დავიჯერო?!. პირადად მე არ ვაპირებ გაჩერებას და გადაშენებას. ამოიღეთ ხმა!!! სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ! გაჩერებულია ნამდვილი სიმღერა, უყურადღებოდ არის მიგდებული, არა მარტო ეს სფერო. ვინ აწყობს კონცერტებს და ვისი ხმა ისმის, რა ხდება, ვერ გავიგე. რა კავშირშია პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთთან. სად არიან ნამდვილი მწერლები, მხატვრები? რატომ არ არის ეს ხალხი დაფასებული, რატომ უნდა უჭირდეს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ადამიანებს, რომლებიც არიან ქვეყნის ნამდვილი სასახელო სახეები? სად არის მეცნიერება, რა ხდება, ბოლოს და ბოლოს? მარტო დაიჭირეს-გაათავისუფლეზეა აწყობილი ჩვენი ყოფა?!

თუ ასე გაგრძელდა კიდევ ერთი თვეც, აუცილებლად დავტოვებ საქართველოს. აქ არაფრის დაფასება არ იციან! გამოფხიზლდით, ბიზნესმენებო, რას აკეთებს კულტურის სამინისტრო? შეუძლებელი გახდა აქაურობის ატანა!!!"

ქვეყნის პრეზიდენტზე ფანატიკურად შეყვარებულთა შორის მსახიობი გია ცინაძე, იგივე მყუდროც მოიაზრება. მსახიობს მოსწონს ქვეყნის პირველი პირი, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ამას "ფეისბუქის" გვერდზე დროდადრო ღიადაც აფიქსირებს. სამაგიეროდ, არ მოსწონს ახალი ხელისუფლება და ხშირად მათ კრიტიკასაც არ ერიდება.

"უბრალოდ ვამბობ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ჯიგრულად, ანუ საახალწლო განწყობა რომ არ გაგიფუჭოთ... მოკლედ, ბერას კონცერტის მერე რომ ოლიმპიადის დახურვა მოგვიწყვეს და საოცარი სილამაზის ფეიერვერკი გაუშვეს, მართლაც რომ შთამბეჭდავი, ახლა რატომ არ მოგვიწყვეს იგივე? ჰა??? მერე რა, რომ ეს არ იყო ერთის დაბადების დღე და იყო ქვეყნის დღესასწაული?!"

ბოლომდე არ გაგვიხსნა კარტები მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა. ამიტომ, რამ და რატომ აღაშფოთა მომღერალი, ამის ვარაუდი თქვენთვის მომინდვია. "ფეისბუქის" მის კედელზე ვკითხულობთ, - "გული მერევა რაღაცებზე, მეზიზღება ბევრი რამ, ყველაფერს ეკარგება აზრი. ხშირად მართლაც რომ ფურთხის ღირსია საქართველო, თუმცა, "ჩვენისთანა ბედნიერი..." ჰმ, იმ ერთ მე­რცხალსაც მოვუ...ნ ის სურვილი, რომელსაც ჭიკჭიკით სურს გაზაფხულის მოყვანა... მაპატიეთ, ცენზურას ზურგი ვაქციე... ვიდრე გამკიცხავდეთ, ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედეთ... სტატუსის ახსნას ნუ მოითხოვთ, ბევრ რამეზე შეიძლება მისი მიბმა!"

ცოტა ხნის წინ "რეიტინგში" დაიბეჭდა შორენა ბეგაშვილისა და კახა ჯოხაძის ინტერვიუ, რომელსაც ახლდა ფოტო, სადაც შორენას ფეხის ზედა ნაწილი არც თუ ისე ლამაზად უჩანს. ამის გამო ინტერნეტმომხმარებელმა არ დაინდო მსახიობი. გაბოროტებული ადამიანები შორენას ცელულიტებზე მიუთითებდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ამ ვითომდა ცელულიტს კოლჰოტის ზედა ნაწილის სიმუქით ხსნიდნენ და მსახიობს იცავდნენ. როგორც ჩანს, შორენას ამდენმა კომენტარმა გული ატკინა და თავის გვერდზე ასეთი პოსტი დადო.

"გასაგებია, მე ვარ მახინჯი, აწყობილი, დებილი და აღარ გავაგრძელებ, როგორ მომიხსენიებთ, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? კომპიუტერთან ჩამალული ხელმოცარული არსებები. მე მესმის თქვენი, მესმის, რომ გრძნობთ, ჩემზე არ მოქმედებს და ახლა ჩემს შვილზე გადახვედით იმავე სიტყვებით... თქვე ძალიან პატიოსნებო, ლამაზებო და უნაკლოებო, გეტყოდით, ტრაკზე მაკოცეთ-მეთქი, მაგრამ ძალიან ლამაზი მაქვს და ამ ადგილსაც ვერ გავიმეტებ თქვენთვის... "

უცნაური წინადადებით გამოდის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მომღერალი ლადო ბურდული:

"მეგობრებო, ვინ დამეხმარება "ფეისბუქზე" პეტიციის ფორმის ლინკის მოძებნაში? როგორც დაგპირდით, მინდა დავიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა პარლამენტმა განიხილოს ჩვენი მოთხოვნა და დააკანონოს ქვეყანაში კვირის ერთი დღე, მაგალითად, ორშაბათი "სიხარულისა და მადლიერების" დღედ, როცა პატრული დააჯარიმებს ყველა მოწუწუნესა და არაბედნიერი სახის გამომეტყველებით მოსიარულეთ. შევკრებთ მოხალისეთა საპატრულო ჯგუფებს, რომლებიც ასეთ წურბელებს და ცივილიზაციის შემაფერხებელ ელემენტებს გამოავლენენ და გადასცემენ პატრულს დასაჯარიმებლად".

დასასრულ, ცუდ გუნებაზე რომ არ დაგტოვოთ, მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძის სტატუსსაც შემოგთავაზებთ, რომელიც ეს-ესაა გადაცემა "პროფილში" ახალი ამპლუით წარმოგვიდგინეს, ის სექსუალურ მამაკაცთა შვიდეულში მოხვდა. "მაშ ასე, მხიარულად სექსუალური ხვიჩა მაღლაკელიძეა თქვენ წი­ნაშე", - სწორედ ასე წარგვიდგინა გადაცემის წამყვანმა მაია ასათიანმა ეს მუსიკოსი. "მხიარულად სექსუალურმა" ბათუმელმა მუსიკოსმა მართლაც რომ მხიარულად განაგრძო გადაცემა, სიმღერ-სიმღერით. თუმცა, ვგონებ, ამ სტატუსის დამწერს მთლად სასიმღეროდ არ უნდა ჰქონდეს საქმე.

"....ვუკრავთ ასევე ქელეხებში, ჭერის ახდაზე, ორმოცებზე, ორმოცდათორმეტზეც, პანაშვიდებზე, ღვარცოფით დაზარალებულთა სამიტებზე, გარეორსულობით აღშფოთებულთათვის, ნოტარიუსის არდადეგებზე, ტრაკის უკიდეგანობასთან დაკავშირებულ სიმპოზიუმებზე და რა ვიცი, ყველგან"... ამასაც მაგრად გაუჭირდა, როგორც ჩანს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება