სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ საჯაია - "თურმე სააკაშვილი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი აღარაა"
მარიამ საჯაია - "თურმე სააკაშვილი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი აღარაა"

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი, პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­რი­ამ სა­ჯა­ია "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი პოს­ტის გამო მისი მი­სა­მარ­თით უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრთა საყ­ვე­დუ­რებს პა­სუ­ხობს.

"უმ­რავ­ლე­სო­ბას ალა­სა­ნი­ას გა­კი­ცხვა არ გა­უკ­ვირ­და, რად­გან ჩვე­ვა­ში ქო­ნია, მაგ­რამ მე მა­ინც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი, როცა მე გად­მომ­წვდნენ გუ­შინ­დე­ლი ჩემი პოს­ტის გამო. მათი საყ­ვე­დუ­რე­ბი პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. არ ვიცი ყურ­სას­მე­ნებ­ში რა ის­მო­და, მაგ­რამ მე ჩემი ყუ­რით მოს­მე­ნილ­ზე და­მა­ტე­ბით მტკი­ცე­ბე­ბი არ მჭირ­დე­ბა.

დღეს, სხვა უამ­რავ სა­ოც­რე­ბას­თან ერ­თად, ისიც გა­ვი­გე ჩემი ყუ­რით, რომ თურ­მე სა­ა­კაშ­ვი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად პრე­ზი­დენ­ტი აღა­რაა :). იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა კი, რომ "სა­სა­მარ­თლო ოპო­ზი­ცი­ა­შია" ევ­რო­პე­ლე­ბის მთა­ვა­რი გაკ­ვირ­ვე­ბის საგ­ნად იქცა. ამას­თა­ნა­ვე გა­მო­ით­ქვა და­ინ­ტე­რე­სე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, ყვე­ლა­ზე მე­ტად კი სა­ვიც­კის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სი­ტყვა მე­ნიშ­ნა - დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი, ხვალ შე­საძ­ლოა ოპო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდეს და პი­რი­ქით.

არ ვიცი ვინ რა გა­ი­გო ამ სი­ტყვე­ბით ყურ­სას­მე­ნებ­ში :)", - წერს სა­ჯა­ია.

ორი დღის წინ მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ამ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სტრას­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბა, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის მი­მართ ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის იუ­რი­დი­უ­ლი და მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­აც­ნო. რო­გორც ჩანს, სა­კუ­თა­რი პოს­ტის გამო პარ­ლა­მენ­ტარ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან საყ­ვე­დუ­რე­ბი მი­ი­ღო, თუმ­ცა მათ კონ­კრე­ტულ ვი­ნა­ო­ბას სა­ჯა­ია არ ამ­ხელს.

იხი­ლეთ ასე­ვე: "მა­რი­ამ სა­ჯა­ია - ევ­რო­საბ­ჭოს კო­მი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის გამო შეშ­ფო­თე­ბულ­ნი არი­ან"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მარიამ საჯაია - "თურმე სააკაშვილი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი აღარაა"

მარიამ საჯაია - "თურმე სააკაშვილი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი აღარაა"

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი მარიამ საჯაია "ფეისბუქში" გამოქვეყნებული საკუთარი პოსტის გამო მისი მისამართით უმრავლესობის წევრთა საყვედურებს პასუხობს.

"უმრავლესობას ალასანიას გაკიცხვა არ გაუკვირდა, რადგან ჩვევაში ქონია, მაგრამ მე მაინც გაკვირვებული დავრჩი, როცა მე გადმომწვდნენ გუშინდელი ჩემი პოსტის გამო. მათი საყვედურები პასუხის მოთხოვნის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ ვიცი ყურსასმენებში რა ისმოდა, მაგრამ მე ჩემი ყურით მოსმენილზე დამატებით მტკიცებები არ მჭირდება.

დღეს, სხვა უამრავ საოცრებასთან ერთად, ისიც გავიგე ჩემი ყურით, რომ თურმე სააკაშვილი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი აღარაა :). იუსტიციის მინისტრის განცხადება კი, რომ "სასამართლო ოპოზიციაშია" ევროპელების მთავარი გაკვირვების საგნად იქცა. ამასთანავე გამოითქვა დაინტერესება მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ყველაზე მეტად კი სავიცკის შემაჯამებელი სიტყვა მენიშნა - დღეს ხელისუფლებაში მყოფი, ხვალ შესაძლოა ოპოზიციაში აღმოჩნდეს და პირიქით.

არ ვიცი ვინ რა გაიგო ამ სიტყვებით ყურსასმენებში :)", - წერს საჯაია.

ორი დღის წინ მარიამ საჯაიამ, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებას ამნისტიის კანონის მიმართ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელთა დამოკიდებულება გააცნო. როგორც ჩანს, საკუთარი პოსტის გამო პარლამენტარმა უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან საყვედურები მიიღო, თუმცა მათ კონკრეტულ ვინაობას საჯაია არ ამხელს.

იხილეთ ასევე: "მარიამ საჯაია - ევროსაბჭოს კომიტეტების წარმომადგენლები ამნისტიის კანონის გამო შეშფოთებულნი არიან"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს