საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სევოდნია" - უკრაინაში საქართველოს ციხეებიდან გათავისუფლებულ "კანონიერ ქურდებს" ელოდებიან
"სევოდნია" - უკრაინაში საქართველოს ციხეებიდან გათავისუფლებულ "კანონიერ ქურდებს" ელოდებიან

უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" ელო­დე­ბი­ან და "ქურ­დუ­ლი ომის" საფრ­თხე­ზე სა­უბ­რო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

"სე­ვოდ­ნია" წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­სულ კვი­რას ერ­თდრო­უ­ლად ექ­ვსმა "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" და­ტო­ვა.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნავს, ესე­ნი არი­ან - და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სამ­ყა­რო­ში "ვა­ლე­რი ქუ­თა­ისს­კის" სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ვლა­დი­მერ ძო­წე­ნი­ძე, ელ­გუ­ჯა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, იგი­ვე "გუჯა", რევი და­რახვე­ლი­ძე, რო­მე­ლიც კი­ევ­ში ჯი­ბის ქურ­დებს კუ­რი­რებ­და, ბესო პა­პი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, მოს­კოვ­ში ყა­ჩა­ღო­ბებ­სა და ბი­ნე­ბის ძარ­ცვას აკონ­ტრო­ლებ­და და ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბი - გი­ორ­გი კა­რა­ნა­ძე და რე­ვაზ სეს­კუ­რია.

"მალე რკი­ნის ჭიშ­კა­რი სხვა "გვირ­გვი­ნო­სა­ნი" მსხდო­მე­ბის­თვი­საც გა­ი­ღე­ბა. თი­თო­ე­ულ მათ­განს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ახ­ლობ­ლებ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად, ახა­ლი პას­პორ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად და ქვეყ­ნის და­სა­ტო­ვებ­ლად სამდღი­ა­ნი ვადა მის­ცა. რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?! ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ახალ­მა პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­ნა­პი­რე­ბი შე­უს­რუ­ლა. მათი ვა­რა­უ­დით, სწო­რედ ამ პი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა და­ეხ­მა­რა ბიზ­ნეს­მენ­სა და პო­ლი­ტი­კოსს სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნა­ში. სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­ლად გა­მომ­ცხვარ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის რამ­დე­ნი­მე ად­ვო­კა­ტია, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­ზე" მუ­შა­ობ­დნენ", - წერს "სე­ვოდ­ნია".

"სე­ვოდ­ნია" ექ­სპერ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ცხოვ­რობ­და.

"მათ­გან ზო­გი­ერ­თმა სტა­ტუ­სი ფუ­ლით შე­ი­ძი­ნა. სხვე­ბი კი "გვირ­გვი­ნოს­ნე­ბი" წე­სე­ბის დაც­ვით გახ­დნენ და დსთ-ს მას­შტა­ბით ე.წ ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე პი­რებს შო­რის პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­დნენ. ყვე­ლას ჰყავ­და თა­ვი­სი გუნ­დი, ჰქონ­და ძლი­ე­რი კავ­ში­რე­ბი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან და მო­ნა­პო­ვარს ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას უნა­წი­ლებ­და. ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი უკვე 10 წლი­დან ოც­ნე­ბობ­დნენ "ქურ­დის გვირ­გვინ­ზე". სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფომ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს ომი გა­მო­უ­ცხა­და. პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო მკაც­რი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ "მე­ფის" სტა­ტუ­სის გამო და­პა­ტიმ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" თა­ვად და­ნა­შა­ულს არ სჩა­დი­ან და მათი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა რთუ­ლია. ასო­ბით ავ­ტო­რი­ტე­ტი ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდნენ. თუმ­ცა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" ცი­ხი­და­ნაც უწევ­დნენ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას მათ, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბო­და", - "სე­ვოდ­ნი­ას" ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თმა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტო­ლოგ­მა გა­ნა­ცხა­და.

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი ვა­რა­უ­დობს, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი "ქურ­დე­ბის" უმე­ტე­სო­ბა კი­ევ­ში ჩავა.

"რუ­სეთ­შიც, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის" მკაც­რი კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს. ბე­ლო­რუს­ში ლუ­კა­შენ­კოს ფაქ­ტო­რია, ამი­ტომ არ გა­მოვ­რი­ცხავ, ჩვენ­თან გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­ზე "ქურ­დუ­ლი ომი" და­ი­წყოს", - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გე­ნა­დი მოს­კა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში დღეს "კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს 40-მდე "მეფე" ცხოვ­რობს.

გე­ნე­რა­ლი ცოტა ხნის გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" სტა­ტუ­სის გამო დევ­ნის შე­სა­ხებ, ისე­ვე, რო­გორც ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კეთ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მთა­ვა­რია, "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ აღიდ­გი­ნონ, ამი­ტომ მათ სა­ზღვარ­გა­რეთ გაშ­ვე­ბას მი­ე­სალ­მე­ბი­ან. რას გა­ა­კე­თე­ბენ ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, ქარ­თვე­ლებს არ აღელ­ვებთ", - წერს "სე­ვოდ­ნია".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სევოდნია" - უკრაინაში საქართველოს ციხეებიდან გათავისუფლებულ "კანონიერ ქურდებს" ელოდებიან

"სევოდნია" - უკრაინაში საქართველოს ციხეებიდან გათავისუფლებულ "კანონიერ ქურდებს" ელოდებიან

უკრაინაში საქართველოდან "კანონიერ ქურდებს" ელოდებიან და "ქურდული ომის" საფრთხეზე საუბრობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"სევოდნია" წერს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება გასულ კვირას ერთდროულად ექვსმა "კანონიერმა ქურდმა" დატოვა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ესენი არიან - დანაშაულებრივ სამყაროში "ვალერი ქუთაისსკის" სახელით ცნობილი ვლადიმერ ძოწენიძე, ელგუჯა დიღმელაშვილი, იგივე "გუჯა", რევი დარახველიძე, რომელიც კიევში ჯიბის ქურდებს კურირებდა, ბესო პაპიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, მოსკოვში ყაჩაღობებსა და ბინების ძარცვას აკონტროლებდა და ნარკობარონები - გიორგი კარანაძე და რევაზ სესკურია.

"მალე რკინის ჭიშკარი სხვა "გვირგვინოსანი" მსხდომებისთვისაც გაიღება. თითოეულ მათგანს საქართველოს ხელისუფლებამ ახლობლებთან გამოსამშვიდობებლად, ახალი პასპორტების მისაღებად და ქვეყნის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცა. რა ხდება საქართველოში?! ექსპერტების აზრით, ახალმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "კანონიერ ქურდებს" წინასაარჩევნო დანაპირები შეუსრულა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ პირების მხარდაჭერა დაეხმარა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს საკუთარი პარტიის "ქართული ოცნების" პარლამენტში შეყვანაში. სხვადასხვა ინფორმაციით, ახლად გამომცხვარ დეპუტატებს შორის რამდენიმე ადვოკატია, რომლებიც წარსულში "კანონიერ ქურდებზე" მუშაობდნენ", - წერს "სევოდნია".

"სევოდნია" ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ "ვარდების რევოლუციამდე" საქართველოს ყველა ქუჩაზე რამდენიმე "კანონიერი ქურდი" ცხოვრობდა.

"მათგან ზოგიერთმა სტატუსი ფულით შეიძინა. სხვები კი "გვირგვინოსნები" წესების დაცვით გახდნენ და დსთ-ს მასშტაბით ე.წ ქურდული მენტალიტეტის მქონე პირებს შორის პატივისცემით სარგებლობდნენ. ყველას ჰყავდა თავისი გუნდი, ჰქონდა ძლიერი კავშირები მაღალჩინოსნებთან და მონაპოვარს ღარიბ მოსახლეობას უნაწილებდა. ქართველი ბიჭები უკვე 10 წლიდან ოცნებობდნენ "ქურდის გვირგვინზე". სააკაშვილის გამარჯვების შემდეგ სახელმწიფომ კრიმინალურ ავტორიტეტებს ომი გამოუცხადა. პარლამენტმა მიიღო მკაცრი კანონი, რომელიც მხოლოდ "მეფის" სტატუსის გამო დაპატიმრების შესაძლებლობას იძლეოდა. როგორც ცნობილია, "კანონიერი ქურდები" თავად დანაშაულს არ სჩადიან და მათი პასუხისგებაში მიცემა რთულია. ასობით ავტორიტეტი ქვეყნიდან გაიქცა, დანარჩენები კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. თუმცა, "კანონიერი ქურდები" ციხიდანაც უწევდნენ ფინანსურ დახმარებას მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა", - "სევოდნიას" ცნობით, ამის შესახებ ერთ-ერთმა ქართველი პოლიტოლოგმა განაცხადა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი კი ვარაუდობს, რომ გათავისუფლებული "ქურდების" უმეტესობა კიევში ჩავა.

"რუსეთშიც, საქართველოს მსგავსად "კანონიერი ქურდებისთვის" მკაცრი კანონები მოქმედებს. ბელორუსში ლუკაშენკოს ფაქტორია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ჩვენთან გავლენის სფეროებზე "ქურდული ომი" დაიწყოს", - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი.

უკრაინის შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გენადი მოსკალის ინფორმაციით, უკრაინაში დღეს "კრიმინალური სამყაროს 40-მდე "მეფე" ცხოვრობს.

გენერალი ცოტა ხნის გამოვიდა ინიციატივით, "კანონიერი ქურდების" სტატუსის გამო დევნის შესახებ, ისევე, როგორც ეს საქართველოში გაკეთდა.

"საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარია, "კანონიერმა ქურდებმა" ხელისუფლებაზე გავლენა არ აღიდგინონ, ამიტომ მათ საზღვარგარეთ გაშვებას მიესალმებიან. რას გააკეთებენ ავტორიტეტები უკრაინაში, ქართველებს არ აღელვებთ", - წერს "სევოდნია".

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ