ჰოლივუდის მსახიობი ალეკ ბოლდუინი და მისი მეუღლე, იოგის ინსტრუქტორი ჰილარია ტომასი პირველ შვილს ელოდებიან.
"ბოლდუინი მეუღლეს აღმერთებს და მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს. ალეკი ყველა მეგობარს ეუბნება, რომ ჰილარიას წყალობით ბედნიერება იპოვა. ჰილარიამ ფეხმძიმობის შესახებ მხოლოდ ახლო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უთხრა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში წყვილის ახლო მეგობარმა.
ვარსკვლავის წარმომადგენელს ჰილარიას ფეხმძიმობის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ალეკს 17 წლის აირლანდი ყოფილი მეუღლისგან, ჰოლივუდის მსახიობ კიმ ბესინჯერისგან ჰყავს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.