მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არუთინიანის საქმე: "მოვითხოვ, ვიდეომასალა გაიხსნას, რითაც ჩემი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდება"
არუთინიანის საქმე: "მოვითხოვ, ვიდეომასალა გაიხსნას, რითაც ჩემი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდება"

ჯორჯ ბუ­შ­ზე არ­შემ­დგა­რი ტე­რაქ­ტის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ვოვა არუ­თი­ნი­ა­ნის დედა მისი შვი­ლის პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად გა­მო­ცხა­დე­ბას ითხოვს. ჯერ­ჯე­რო­ბით მისი მო­თხოვ­ნა არა­ვინ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, გა­სულ კვი­რას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა არ გა­მო­რი­ცხა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ საქ­მე­საც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ხე­დოს. ვოვა არუ­თი­ნი­ა­ნის დედა, ან­ჟე­ლა არუ­თი­ნი­ა­ნი "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა.

- იქ, სა­დაც ჯორჯ ბუში იდგა, პე­რი­მეტრზე ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვის ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბი მუ­შა­ობ­და და შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს ვი­დე­ო­მა­სა­ლაც, სა­დაც კარ­გად ჩანს ჩემი შვი­ლიც და, ალ­ბათ, ისიც, ვინც ყუმ­ბა­რა დადო. მო­ვი­თხოვ, ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­იხ­სნას, რი­თაც ჩემი შვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა დამ­ტკიც­დე­ბა. გა­ირ­კვე­ვა, ვინ და­აგ­დო ჯორჯ ბუშ­თან ახ­ლოს ცხვირ­სა­ხოც­ში გახ­ვე­უ­ლი ყუმ­ბა­რა.

- წუ­ლუ­კი­ან­მა თქვა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს საქ­მეც გა­და­ი­ხე­დოს.

- მე წე­რი­ლი მივ­წე­რე ქალ­ბა­ტონ თეა წუ­ლუ­კი­ანს, ასე­ვე, მთა­ვარ პრო­კუ­რორ, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს და მო­ვი­თხო­ვე ამ საქ­მის გა­და­ხედ­ვა. ჩემს შვილს ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ აქვს მის­ჯი­ლი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა. ან სად გი­ნა­ხავთ, არ­შემ­დგა­რი ტე­რაქ­ტის­თვის ვინ­მეს­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯა?

- ვოვა არუ­თი­ნი­ა­ნის აყ­ვა­ნი­სას და­ი­ღუ­პა კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ზუ­რაბ ქვლი­ვი­ძე.

- ჩვენს ეზო­ში მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, შინ არ ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, გად­მო­ცე­მით ვიცი. ზუ­რაბ ქვლი­ვი­ძემ რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა ვო­ვას, ჩემი შვი­ლი სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და, როცა ქვლი­ვი­ძეს ზურ­გი­დან მოხ­ვდა ტყვია. იმ დროს ვო­ვას­გან ზურ­გშექ­ცე­ვით ის არც მდგა­რა, მას სხვა სპეც­რაზ­მე­ლის ბრმა ტყვია მოხ­ვდა. ამ ამ­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ვოვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს, 7-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, 2 ტყვია ამო­უ­ღეს.

- გინ­დათ თქვათ, რომ თქვენს შვილს ია­რა­ღი არ ჰქო­ნია, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია?

- ვო­ვას შინ ია­რა­ღი არ ჰქონ­და... მე მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ გა­და­ხე­დონ ამ საქ­მეს, მაგ­რამ ვოვა ისეთ დღე­შია, შე­იძ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც არ გა­ვი­დეს, ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლია და ჯერ მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

- ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ხომ არა აქვს? ეჭვი ამის თა­ო­ბა­ზე ად­რეც გა­მო­ით­ქვა.

- უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლია. ამ საქ­მე­ზე სა­ერ­თოდ ვერ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. როცა პა­ე­მან­ზე მივ­დი­ვარ, მხო­ლოდ მე­გობ­რებ­ზე, ახ­ლობ­ლებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

არუთინიანის საქმე: "მოვითხოვ, ვიდეომასალა გაიხსნას, რითაც ჩემი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდება"

არუთინიანის საქმე: "მოვითხოვ, ვიდეომასალა გაიხსნას, რითაც ჩემი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდება"

ჯორჯ ბუშზე არშემდგარი ტერაქტისთვის გასამართლებული ვოვა არუთინიანის დედა მისი შვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებას ითხოვს. ჯერჯერობით მისი მოთხოვნა არავინ დააკმაყოფილა, თუმცა, გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არ გამორიცხა, რომ პროკურატურამ ამ საქმესაც შეიძლება გადახედოს. ვოვა არუთინიანის დედა, ანჟელა არუთინიანი "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- იქ, სადაც ჯორჯ ბუში იდგა, პერიმეტრზე ამერიკული დაზვერვის ფარული კამერები მუშაობდა და შესაბამისად, არსებობს ვიდეომასალაც, სადაც კარგად ჩანს ჩემი შვილიც და, ალბათ, ისიც, ვინც ყუმბარა დადო. მოვითხოვ, ეს ვიდეომასალა გაიხსნას, რითაც ჩემი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდება. გაირკვევა, ვინ დააგდო ჯორჯ ბუშთან ახლოს ცხვირსახოცში გახვეული ყუმბარა.

- წულუკიანმა თქვა, რომ შესაძლებელია ეს საქმეც გადაიხედოს.

- მე წერილი მივწერე ქალბატონ თეა წულუკიანს, ასევე, მთავარ პროკურორ, არჩილ კბილაშვილს და მოვითხოვე ამ საქმის გადახედვა. ჩემს შვილს ტყუილ-უბრალოდ აქვს მისჯილი უვადო პატიმრობა. ან სად გინახავთ, არშემდგარი ტერაქტისთვის ვინმესთვის უვადო პატიმრობის მისჯა?

- ვოვა არუთინიანის აყვანისას დაიღუპა კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ქვლივიძე.

- ჩვენს ეზოში მოხდა ეს ყველაფერი, შინ არ ვიყავი, თუმცა, გადმოცემით ვიცი. ზურაბ ქვლივიძემ რამდენჯერმე ესროლა ვოვას, ჩემი შვილი სისხლისგან იცლებოდა, როცა ქვლივიძეს ზურგიდან მოხვდა ტყვია. იმ დროს ვოვასგან ზურგშექცევით ის არც მდგარა, მას სხვა სპეცრაზმელის ბრმა ტყვია მოხვდა. ამ ამბიდან ძალიან მალე ვოვა საავადმყოფოში წაიყვანეს, 7-საათიანი ოპერაცია გაუკეთეს, 2 ტყვია ამოუღეს.

- გინდათ თქვათ, რომ თქვენს შვილს იარაღი არ ჰქონია, წინააღმდეგობა არ გაუწევია?

- ვოვას შინ იარაღი არ ჰქონდა... მე მივმართე პროკურატურას, რომ გადახედონ ამ საქმეს, მაგრამ ვოვა ისეთ დღეშია, შეიძლება სასამართლო პროცესზეც არ გავიდეს, ძალიან განერვიულებულია და ჯერ მკურნალობა სჭირდება.

- ფსიქიკური პრობლემები ხომ არა აქვს? ეჭვი ამის თაობაზე ადრეც გამოითქვა.

- უბრალოდ ძალიან განერვიულებულია. ამ საქმეზე საერთოდ ვერ ველაპარაკები. როცა პაემანზე მივდივარ, მხოლოდ მეგობრებზე, ახლობლებზე ვლაპარაკობთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ